ნატოს გემებს საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები არ ეხება

კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილებით, შეჩერდა საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა 2020 წლის 22 აპრილამდე. ეს შეზღუდვა არ ეხება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის [ნატოს] დაქვემდებარებაში არსებულ, ნატოს დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთის ვერტმფრენის მიერ საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში სასწავლო ფრენებს. შეზღუდვა ასევე არ ეხება ნატოს დროშის ქვეშ მცურავი …

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა

24 მარტის დილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შემქნილ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. საქართველოში ამ დროისთვის [24 მარტის 10:10 სთ.] კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 66, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 8, კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 3 320, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 235 ადამიანი.

ლარი დოლართან მიმართებაში 5 თეთრით გაუფასურდა

ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსით, ლარი ევროსთან 3 თეთრით, ხოლო აშშ დოლართან მიმართებაში 5 თეთრით გაუფასურდა. 24 მარტს, ოფიციალური გაცვლითი კურსით, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა, ერთი ევრო 3,4578 ლარი, ხოლო 1 აშშ დოლარი 3,2389 ლარი ეღირება. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში დღეს, 23 მარტს, 1 აშშ დოლარის შეძენა 3,25 ლარად, ზოგან კი 3,37 ლარადაა შესაძლებელი. 19 მარტს, გამართულ …

დღეს ღამით ბათუმში რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება

„ბათუმის წყლის“ განცხადებით, ავარიული დაზიანების გამო, 23 მარტის 00:00 საათიდან 24 მარტის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: 26 მაისის ქუჩა – რუსთაველიდან ზ. გორგილაძის ქუჩამდე, მელიქიშვილის ქუჩა – რუსთაველიდან ზ. გორგილაძის ქუჩამდე, ვაჟა-ფშაველას ქუჩა – რუსთაველიდან ზ. გორგილაძის ქუჩამდე, ლუკა ასათიანის ქუჩა – რუსთაველიდან ზ. გორგილაძის ქუჩამდე, რუსთაველის ქუჩა – მელიქიშვილიდან ლუკა ასათიანამდე, კლდიაშვილის ქუჩა …

13 სასტუმროს ორთვიანი საკარანტინო ზონის მოწყობისთვის სახელმწიფო 10 მილიონს გადაუხდის

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო საკარანტინო სივრცეების მოწყობაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 13 სასტუმროსთან [სულ 1 300-მდე ოთახი] ხელშეკრულებები ჯამში 10 517 823 ლარზე აქვს გაფორმებული. სასტუმროები, რომლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიც „ბათუმელებს“ ამ დროისთვის აქვს, მდებარეობს თბილისში, რუსთავში, თელავში, ბათუმში, საირმეში, გუდაურში. ამ სასტუმროებთან ადმინისტრაციამ ხელშეკრულებები მარტის თვეში პირდაპირი წესით გააფორმა, თუმცა სასტუმროების რაოდენობა, სადაც საკარანტინო ზონაა …

ამინდი ორშაბათიდან ბათუმსა და აჭარაში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 მარტის 21 საათიდან 23 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 3-8, დღისით 13-18 გრადუსი სითბო, მთაში – ღამით 1-6, დღისით 10-15 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით …

პოლიციამ საკარანტინო ზონებში იძულებით კიდევ 10 პირი გადაიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, 21 მარტს, იმერეთის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთის ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 10 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა. ამ დროისთვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 190 ადამიანია გადაყვანილი. 22 მარტის 11:30 საათის მონაცემებით საქართველოში: კორონავირუსის დადასტურებული …

სახელმწიფო პირბადეების წარმოებას იწყებს, რისთვისაც 6,6 მილიონ დოლარს დახარჯავს

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო მთავრობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, „საქართველოში მოხდეს სამედიცინო პირბადეების წარმოება და ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“. წარმოების ხაზის გასამართად 6 600 000 აშშ დოლარი დაიხარჯება. ამ მიზნით, მთავრობის განკარგულების პროექტის მიხედვით, უშუალოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალში 5 600 000 ლარი უნდა გადარიცხოს. „საპარტნიორო ფონდმა“, რომელიც სახელმწიფო ფონდია, 6,6 მილიონი აშშ …

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 54-მდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კიდევ 5-ით გაიზარდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის ბოლო 5 შემთხვევიდან ერთ-ერთი ბავშვია. 22 მარტის 10:20 საათის მდგომარეობით: საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობაა – 54, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 1, კარანტინის რეჟიმშია – 1966 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 259 პირი. 22 მარტის მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსული …

დახურული სასტუმროები ბათუმში – ათასობით სამუშაო ადგილის დაკარგვის საფრთხე

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ბათუმში მოქმედი მსხვილი სასტუმროების უმრავლესობა დროებით დაიხურა. ბათუმში ახლა მხოლოდ თითო-ოროლა სასტუმრო მუშაობს უმნიშვნელო დატვირთვით. სასტუმროების ნაწილში კი, საკარანტინო ზონა მოეწყო. მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით, ქალაქში არ მუშაობს არცერთი კაზინო, რომელიც ბიუჯეტის შემოსავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო იყო. სასტუმროებსა და კაზინოებში დასაქმებული ადამიანების ნაწილი უკვე შემოსავლის გარეშე დარჩა, ან დარჩება. მსხვილ სასტუმროებში ასობით …

საიზოლაციო ან საკარანტინო რეჟიმის დამრღვევი პირი 3 ათასი ლარით დაჯარიმდება – გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში საიზოლაციო, ან საკარანტინო რეჟიმის პირობების დარღვევისთვის სანქციები ამოქმედდება. ასეთ შემთხვევაში ფიზიკური პირი 3 ათასი ლარით დაჯარიმდება. განმეორების შემთხვევაში კი, პირს სისხლის სამართლის წესით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. შს სამინისტროს ცნობით, საქართველოში თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 39 ახალი ფაქტი გამოვლინდა. თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო კი, საკარანტინო ზონებში, იძულების …

პირველ აპრილამდე N2 მუნიციპალური ავტობუსი ახალშენის ცენტრამდე იმოძრავებს

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, 2020 წლის პირველ აპრილამდე, მოსახლეობის მოთხოვნით N2 მუნიციპალური სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს ახალშენის ცენტრამდე 30-წუთიანი ინტერვალით. „ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, პირველ აპრილამდე გაგრძელდება ავტობუსებში სადეზინფექციო სამუშაოები. ამასთან, მუნიციპალურ ავტობუსებში, პრევენციის მიზნით, ავტობუსის მძღოლისა და მგზავრების დისტანცირება სპეციალური წითელი ლენტის საშუალებით ხდება, მძღოლს ეკრძალება წინა კარის გაღება, მგზავრთა ჩასხდომა/გადმოსხდომის მიზნით. მგზავრთა ჩასხდომა/გადმოსხდომა ხორციელდება უკანა კარის საშუალებით. …

რა შემთხვევაში ისარგებლებს შეღავათით მეწარმე, რომელსც საქმიანობა შეჩერებული აქვს

გადასახადის გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში, ასევე იმ ბიზნესსუბიექტებს, რომლებსაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შესაბამისი განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენით და დასტურის მიღების შემდეგ, ექნებათ შეღავათით სარგებლობის უფლება. შეღავათი გულისხმობს 4 თვის ვადით, 2020 წლის 1 ნოემბრამდე, დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების გადავადებას საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე …

საფინანსო სექტორის სერვისები საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაშიც არ შეიზღუდება – სები

საქართველოს ეროვნული ბანკის [სები] განცხადებით, საფინანსო სექტორი განაგრძობს სერვისების სრული სპექტრის მიწოდებას. მათ შორის, ნაღდი ფულის უწყვეტ მიწოდებას, ანგარიშსწორებას, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურებას. შეუფერხებლად იმუშავებენ გადახდის აპარატები და ბანკომატები. „ეს სერვისები არ შეიზღუდება არც იმ შემთხვევაში, თუკი აუცილებელი გახდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. საქართველოში საფინანსო სექტორი მომზადებული ხვდება გამოწვევებს. მათ შორის, გვაქვს კარგად განვითარებული დისტანციური …

კორონავირუსის სავარაუდო შემთხვევა ბათუმში – დიაგნოზი ზუსტდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში კორონავირუსის ერთი სავარაუდო შემთხვევაა, რაზედაც მოგვიანებით კომენტარს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი გააკეთებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინიდან გადაიყვანეს, ანალიზის საბოლოო პასუხი კი დღის ბოლოს იქნება ცნობილი. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე კორონავირუსით დაავადებული ერთი პაციენტი მკურნალობს. ინფექციური ცენტრის კლინიკური მენეჯერის, ექიმ-ინფექციონისტ დავით მურვანიძის განცხადებით, ბათუმის …

იძულებით კარანტინში თვითიზოლაციის დამრღვევი კიდევ 14 ადამიანი გადაიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, 19 მარტს თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 14 ახალი ფაქტი გამოვლინდა. „თბილისიდან, ასევე იმერეთის, სამეგრელოს, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და აჭარის რეგიონებიდან მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილი. ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 141 ადამიანია გადაყვანილი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე …

სახმელეთო საზღვრის რისკის შემცველი მონაკვეთების დაცვა გაძლიერდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სახმელეთო საზღვრის გაზრდილი რისკის შემცველი მონაკვეთების დაცვა გაძლიერდა. ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით აკრძალულია სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა. „საკონტროლო გამტარი პუნქტების გვერდის ავლით, საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობების რისკების შემცირების მიზნით, სასაზღვრო პოლიცია საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა. სასაზღვრო პოლიციის უფროსის გადაწყვეტილებით, რისკებისა …

საზღვარზე სატვირთო ავტომობილების შემოსვლის წესები – შემოსავლების სამსახურის განცხადება

საქართველოს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ჯანმოს მიერ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან [ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი, ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, დანია] ბოლო 14 დღის განმავლობაში ნამყოფი სატვირთო ავტომობილის უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლის მიმართ კონტროლი გამკაცრდა. „კერძოდ, იმ სატვირთო ავტომობილის უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლი, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას საქართველოს საზღვარზე მოსვლამდე მართავდა და …

ეროვნულმა ბანკმა დღეს 40 მილიონი დოლარი გაყიდა – ლარი ცოტათი გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს, 2020 წლის 19 მარტს, გამართულ ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1564 შეადგინა. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა კი, გუშინ, 18 მარტის სხდომაზე, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ 9 პროცენტს შეადგენს. რაც შეეხება ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსს, 19 …

უდაბნოს კალიის შემოჭრა საქართველოში არ დაფიქსირდება – სეს

„უდაბნოს კალია საქართველოს ტერიტორიაზე არასდროს დაფიქსირებულა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის 2020 წლის პროგნოზით, მავნებლის გეოგრაფიული არეალის გაზრდა და მისი შემოჭრა საქართველოში საფუძველს მოკლებულია,“ – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ყოველწლიურად აქვეყნებს სხვადასხვა სახეობის, მათ შორის, უდაბნოს კალიის მიგრაციის რუკას, რომელიც გავრცელებულია …

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია სავაჭრო ობიექტებს აფრთხილებს, შეაჩერონ მუშაობა

ბათუმში მოქმედი რამდენიმე სავაჭრო ობიექტის მესაკუთრე ამბობს, რომ ისინი ზედამხედველობის სამსახურმა გააფრთხილა, დროებით შეაჩერონ მუშაობა და მაღაზიები დაკეტონ. „ბათუმელები“ მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაუკავშირდა. „ჩვენი თანამშრომლები ქალაქის მასშტაბით აფრთხილებენ ისეთ ობიექტებს, რომლებიც ხალხმრავალ ადგილებად მიიჩნევა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის რეკომენდაციაა შეაჩერონ მუშაობა. ეს, ასე ვთქვათ, მხოლოდ ამ რეკომენდაციის გადაცემაა მათთვის და არა რაიმე სავალდებულო …

ბათუმში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება – მერია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. „ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, თუ განსაკუთრებული სიტუაცია შეიქმნება, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას,“ – გვითხრეს მერიაში. მოქალაქეების თქმით, ბოლო დღეებში ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სამუშაოები არ მიმდინარეობდა. მერიის განმარტებით, სამუშაოების შეჩერება უამინდობას უკავშირდებოდა. ბათუმში – ლეონიძის, ხახულის, აღმაშენებლის, კობალაძის, ფიროსმანის, ინასარიძის, ჯავახიშვილისა და სხვა ქუჩებზე კომუნალური ინფრასტრუქტურის …

ბათუმის საკარანტინო დაწესებულებაში ერთი პირი იძულებით გადაიყვანეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი ერთი პირი, რომელიც თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მგზავრობდა, სპეციალური ავტომანქანით ბათუმში მდებარე საკარანტინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. „სამეგრელო-ზემო სვანეთის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად კარანტინში იძულებით გადაიყვანეს თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი პირი, რომელიც 2020 წლის 18 მარტს თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მგზავრობდა და არღვევდა თვითიზოლაციის წესებს. გორის რაიონში გადაადგილებისას …

ბათუმში ახალი გაზსაცავების მოწყობის გზშ-ის საჯარო განხილვა 7 აპრილსაა ჩანიშნული

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ არსებული 5 000 კუბ/მ მოცულობის თხევადი აირის საცავის გვერდით 7 ახალი საცავი რეზერვუარის მოწყობას აპირებს, რომელთა მოცულობა ჯამში 21 000 კუბ/მ იქნება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის მიერ მომზადებული გზშ-ს განხილვა 2019 წლის 7 აპრილს, 16:00 საათზე, ბათუმის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება მისამართზე – ბათუმი, იუსუფ ფაღავას N …

31 მაისამდე სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე სატვირთო მანქანების მოძრაობა შეიზღუდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ6-კმ14 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების გამო, საჭიროა, 2020 წლის 31 მაისამდე საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის დროებით ჩაკეტვა მხოლოდ სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის. სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დროის ამ პერიოდში განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის და საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზების გამოყენებით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო …

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს, 2020 წლის 18 მარტის სხდომაზე, რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ 9 პროცენტს შეადგენს. „იანვარ-თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 6.4 პროცენტი შეადგინა. კომიტეტის წინა სხდომაზე არსებული პროგნოზებით მოსალოდნელი იყო, რომ ინფლაცია წლის დარჩენილ პერიოდში შემცირდებოდა და ეტაპობრივად მიზნობრივ დონეს დაუბრუნდებოდა. აღნიშნული შეფასება გარკვეული პერიოდის განმავლობაში მკაცრი …

ბათუმის კლინიკებში ვიზიტორთა შესვლა შეიზღუდა

ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში შესვლა პაციენტების თანმხლები პირებისთვის და მნახველებისთვის შეზღუდულია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გვითრეს, რომ ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, კლინიკებმა შეზღუდვები ინდივიდუალურად დააწესეს. ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში [ბაუ] არ უშვებენ პაციენტის თანმხლებ პირებს, პაციენტებს კი შენობის შესასვლელშივე უზომავენ სიცხეს და ხელებს სპეციალური ხსნარით უმუშავებენ. „თუ კონსულტაციაზე მოსულ მოქალაქეს დაუფიქსირდა ტემპერატურა, მას უკეთდება ნიღაბიც და ისე შედის …

აჭარაში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 7 პირი დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, ქონების მესაკუთრის მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, აჭარაში შვიდი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ აჭარის რეგიონში მოქმედ რამდენიმე კომპანიას გააჩნდა აღურიცხავი საწვავი, რომლის წარმოშობის წყაროს დაფარვისა და მასზე საკუთრების უფლების შენიღბვის მიზნით, ბრალდებულებმა, მათ მმართველობაში არსებული კომპანიების სახელით, გააყალბეს ნავთობპროდუქტების …

ბათუმში მიკროავტობუსები აღარ მოძრაობენ

ბათუმში მგზავრებს დღეიდან, 18 მარტიდან, სამარშრუტო მიკროავტობუსები აღარ ემსახურება. ქალაქში მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები მოძრაობენ. ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში დღეიდან ასასვლელი კარები აღარ გაიღება, მძღოლის ადგილიდან დაახლოებით 2 მეტრი მანძილით კი წითელი ლენტებია გაბმული. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ გვითხრეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მძღოლების მეტი უსაფრთხოების მიზნით მიიღეს. ბათუმში ყოველდღიურად სხვადასხვა ხაზზე 115 ავტობუსი მუშაობს. მუნიციპალური ტრანსპორტი დილის 7 საათიდან 10:30 …

ბათუმის ავტოსადგური 18 მარტიდან მიკროავტობუსებს აღარ მიიღებს

ბათუმის ავტოსადგური 18 მარტიდან მიკროავტობუსებს თავის ტერიტორიაზე აღარ მიიღებს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ავტოსადგურის დირექციაში უთხრეს. „ის მიკროავტობუსები, რომლებიც თბილისიდან, ქუთაისიდან და სხვადასხვა რეგიონიდან არიან შემოსულები, ან დღეს საღამოს და დილით შემოვლენ, დარჩებიან და ხვალ, 18 მარტს გავლენ ავტოსადგურიდან. ეს მიკროავტობუსები კერძო კომპანიების საკუთრებაშია და ჩვენ ყველა მათგანს ვაფრთხილებთ ამის შესახებ. შეიძლება ეს საკითხი უცებ, ერთ …

ხულოდან ბათუმის მიმართულებით მიკროავტობუსები მოძრაობას წყვეტენ

ხულოდან ბათუმის მიმართულებით მიკროავტობუსები ხვალ, 18 მარტიდან, აღარ იმოძრავებენ. გადაწყვეტილება ამის შესახებ შპს „ხულოს ავტოსერვისმა“ მიიღო. კომპანიაში გვითხრეს, რომ მათ ასეთი მითითება ხულოს მერიისგან მიიღეს. ხულო-ბათუმი-ხულოს ხაზზე ამ კომპანიის 30-მდე მიკროავტობუსი მუშაობს. „მგზავრების ნაკლებობა ისედაც იყო, ბათუმიდან ხულოში მომავალ მიკროავტობუსში ზოგჯერ 3-4 მგზავრი იყო. ჩვენ გავითვალისწინეთ მერიის რეკომენდაცია და ბათუმის მიმართულებით რეისებს 18 მარტიდან შევწყვეტთ, …

ქალაქ ქობულეთსა და სოფლებში მგზავრებს სპეციალური გრაფიკით ავტობუსები მოემსახურება

ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის განცხადებით, ქალაქ ქობულეთსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მგზავრებს მიკროავტობუსების ნაცვლად მუნიციპალური ავტობუსები მოემსახურება. „უახლოეს ხანში დაზუსტდება გრაფიკი, რომლის მიხედვითაც თითქმის ყველა მიმართულებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმოძრავებენ ავტობუსები. ეს გრაფიკი იმოქმედებს მთელი ამ შეზღუდვის პერიოდში. თუ საჭიროება და საშუალება იქნება, შემდეგ შესაძლოა ზოგიერთ ხაზზე დაემატოს ავტობუსების რაოდენობა. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის ბალანსზე 12 ავტობუსია. რაც …

გვირჩევენ, ფულს არ შევეხოთ, თუმცა ბათუმის „მარშუტკებში“ ბარათით ვერ გადაიხდით

ბათუმის ტერიტორიაზე ყოველდღიურად 250 სამარშრუტო მიკროავტობუსი მოძრაობს. ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დღის წესრიგში დადგა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჰიგიენის წესების დაცვისა და სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექციის საკითხი. მოქალაქეებს მოუწოდებენ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ნაღდი ფულის გამოყენებისგან და ელექტრონული სერვისებით ისარგებლონ. ბათუმის მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა კი ქალაქის მერიამ მგზავრთა გადაყვანის ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს თავიდანვე არ დაავალა. …

მოხუცი ცოლ-ქმრის ცემისა და დაყაჩაღებისთვის გურიაში ერთი პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1987 წელს დაბადებული შ.ო., ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1-ელ მარტს, ბრალდებული 2 თანამზრახველთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მცხოვრებ მოხუც ცოლ-ქმარს – 1939 წელს დაბადებულ გ.პ.-სა და 1940 წელს დაბადებულ …

გიღირთ თუ არა სესხის გადავადება – რას გთავაზობთ ბანკი

საქართველოს რამდენიმე კომერციულმა ბანკმა მომხმარებლებს კორონავირუსის გავრცელების გამო სესხების გადავადება შესთავაზა. საფინანსო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სესხების სამთვიანი გადავადებით სარგებლობა ნებაყოფლობითია, ანუ მსესხებელს შეუძლია დათანხმდეს ბანკის პირობებს და ისარგებლოს გადავადებით, ან არ დათანხმდეს შეთავაზებულ პირობებს და სესხის დაფარვა ჩვეულებრივად გააგრძელოს. ზოგიერთ ბანკში საწყის ეტაპზე თითქმის ყველა კლიენტი განიხილება, როგორც სესხზე შეღავათით მოსარგებლე, თუმცა ბანკებში აცხადებენ, რომ …

ორშაბათიდან ბათუმში წვიმა და ქარი, მთაში თოვაა მოსალოდნელი

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 მარტის 21 საათიდან 16 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, დროგამოშვებით ძლიერი, მთაში თოვა; დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 7-12 გრადუსი სითბო, მთაში ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში ღამით 5-10, დღისით …

Exit mobile version