ახალი რესპუბლიკურისთვის 8,8 მილიონი გამოიყოფა აჭარის ბიუჯეტიდან

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 8 882 200 ლარით გაიზრდება, საიდანაც 8 მილიონ 855 ათასი ლარი სამინისტროს ემატება ახალი პროგრამისთვის – „ქალაქ ბათუმის 170 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს აღჭურვა, ფუნქციონირება და რისკის ჯგუფების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა“. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ეს პროგრამა COVID 19 დაინფიცირებისაგან რისკის ჯგუფების დაცვის უზრუნველყოფისა და დაავადებული მოსახლეობისთვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურების …

სტადიონთან მისასვლელი გზების მოსაწყობად ბათუმის ბიუჯეტიდან 400 ათასამდე ლარი დაიხარჯება

ბათუმის საფეხბურთო სტადიონთან მისასვლელი სამანქანო გზების კეთილმოწყობის სამუშაოებზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 484 ათას 356 ლარია. ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 13 მაისს დაიწყება და 18 მაისს დამთავრდება. გზების კეთილმოწყობა კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 დღეში უნდა დასრულდეს. შესრულებული სამუშაოების საგარანტიო პერიოდი შეადგენს 24 თვეს, საბოლოო მიღება-ჩაბარების …

ვის უნდა დაუკავშირდეთ, თუ ბათუმიდან გინდათ გასვლა სასოფლო სამუშაოებისთვის

29 აპრილიდან ძალაში რჩება ბათუმში შესვლა-გამოსვლაზე შეზღუდვა. ეს იმას გულისხმობს, რომ ბათუმში რეგისტრირებული პირი ვერ გავა ქალაქიდან, ხოლო ბათუმში არარეგისტრირებული პირი ვერ შემოვა ქალაქში. არის გარკვეული გამონაკლისებიც, მაგალითად, ბათუმში რეგისტრირებული პირის ბათუმიდან გასვლა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, თუმცა გარკვეულ საათებში. თუ ბათუმში რეგისტრირებულ პირს ქალაქგარეთ [აჭარის ტერიტორიაზე ან სხვა რეგიონში] აქვს ნაკვეთი და ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, …

27 აპრილს ბათუმში თევზის ბაზარი გაიხსნება, აგრარული – არა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ორშაბათიდან, 27 აპრილიდან, ბათუმის ღია აგრარული და თევზის ბაზრები გაიხსნება. თუმცა სავაჭრო ცენტრ „ბონის“ ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აგრარული [ე.წ. ბონის] ბაზარი, მაიაკოვსკის ქუჩაზე, 27 აპრილს არ გაიხსნება. „ჩვენ გვქონდა შეხვედრები სამინისტროშიც ამ თემაზე. არის გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც აუცილებლად უნდა შევასრულოთ და ამისთვის ვემზადებით, 2-3 დღე კიდევ დაგვჭირდება. სავარაუდოდ პირველი მაისისთვის ბაზარი, …

800 ათასი ლარი უცხოეთიდან ჩამოსული პირების კარანტინში გადასაყვანად

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, 2020 წლის 18 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში უცხოეთიდან ჩამოსული მოქალაქეების საკარანტინო ზონებში გადაყვანაზე, მეორე ხელშეკრულება გააფორმა კერძო კომპანია „ჯორჯიან ბას“-თან 400 ათას ლარზე. კიდევ ერთი ხელშეკრულება ამავე კომპანიასთან ადმინისტრაციას გაფორმებული აქვს 21 მარტიდან 31 მაისამდე პერიოდისთვის [თანხა ასევე 400 ათასი ლარი]. დოკუმენტების მიხედვით, ამ ხელშეკრულების ფარგლებში 399 329 ლარი კომპანიისთვის …

სპეცოპერაცია ბათუმში – შსს-ს განცხადებით ამოღებულია ნარკოტიკები

დღეს, 26 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, სპეცოპერაციის შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. „ამ დროისთვის დასრულდა თუ არა სპეცოპერაცია ვერ გიპასუხებთ, თუმცა, ნარკოდანაშაულის თემას უკავშირდებოდა. ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები. დაკავებულების შესახებ და სხვა დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ.“ – გვითხრეს შსს-ში. სამინისტროსგან მიღებულ დამატებით ინფორმაციას აქვე მოგაწვდით. _____ შსს: ამოღებულია 2 მილიონი დოლარის „ჰეროინი“ – სპეცოპერაცია ბათუმში

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში და აჭარის მთიანეთში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 აპრილის 21 საათიდან 27 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 5-10, დღისით 13-18 გრადუსი სითბო, მთაში – ღამით 3-8, დღისით 10-15 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 1-6 გრადუსი …

16 მილიონს გადააჭარბა საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა

საქართველოში კომენდანტის საათის ამოქმედებიდან დღემდე, საგანგებო რეჟიმის სხვადასხვა წესებისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის, სულ 5 416 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს. გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ კი, ჯამში, 16 მილიონ 248 ათას ლარს გადააჭარბა. ვინაიდან არ გვაქვს ზუსტი მონაცემები, კონკრეტულად რამდენი იურიდიული პირი დაჯარიმდა, საერთო მონაცემებისთვის ავიღეთ ჯარიმის მინიმალური ოდენობა [რაც არის ფიზიკური პირის შემთხვევაში] – 3 …

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 485-მდე გაიზარდა

26 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა, წინა დღესთან შედარებით 29-ით გაიზარდა და სულ არის 485. ასევე, გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი. როგორც საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა, გარდაიცვალა 83 წლის პაციენტი, რომელსაც გულის სხვადასხვა დაავადებები ჰქონდა. 485 ინფიცირებულიდან, ბოლო მონაცემებით, სულ გამოჯანმრთელლდა – 139 და გარდაიცვალა – 6. ამ დროისთვის [10:05  სთ.] კარანტინის …

აჭარაში 200 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა – ბოლო მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში 200 პირის ანალიზის პასუხებს ელოდებოდნენ და ლაბორატორიული კვლევით კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა. დღევანდელი ბოლო მონაცემებით რეგიონში გუშინ დილის შემდეგ Covid19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ დღეს, 26 აპრილის დილის მონაცემებით, 37 პაციენტი მკურნალობს, აქედან ერთის მდგომარეობა გაცილებით მძიმეა. 26 აპრილის 11:20 საათის მდგომარეობით, მონაცემები ქვეყნის მასშტაბით, …

27 და 28 აპრილს 4 ქალაქში შესვლა-გამოსვლა ნებადართულია – გამონაკლისი

ორშაბათს და სამშაბათს [27 და 28 აპრილს], ბათუმში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში მოქალაქეებისთვის შესვლა-გამოსვლა, გამონაკლისის სახით, შესაძლებელი იქნება. 27 აპრილიდან დაშვებულია ასევე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ დასახლებებისა, სადაც კარანტინია გამოცხადებული. პარალელურად, ძალაში რჩება შეზღუდვები, რაც პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის გამო არის შემოღებული [მაგალითად, მანქანაში დაშვებულია მძღოლის ჩათვლით მაქსიმუმ 3 პირი და …

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 456-მდე გაიზარდა

25 აპრილის დილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა, გუშინ საღამოსთან შედარებით 12-ით გაიზარდა და სულ არის 456 [ეს, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 25 ახალი შემთხვევაა]. 456 ინფიცირებულიდან სულ გამოჯანმრთელებულდა – 132 და გარდაიცვალა – 5. ამ დროისთვის [10:35 სთ.] კარანტინის რეჟიმშია – 4949, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 555 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. …

კარანტინის დარღვევისთვის ჯარიმა 2000, საგანგებო მდგომარეობაში კი, 3000 ლარი – ცვლილება კანონში

2020 წლის 2 მაისიდან, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 10 ათასი ლარით დაჯარიმდება. მაგრამ, თუ ეს წესი საგანგებო, ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის ნაწილია, ჯარიმა შესაბამისად იქნება – 3 ათასი ლარი ფიზიკური პირის შემთხვევაში და 15 ათასი ლარი – იურიდიული პირის შემთხვევაში. პარლამენტმა შესაბამისი ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ …

საგაზაფხულო გაწვევა ისევ გადაიდო – ამჯერად 23 მაისამდე 

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების გამო მოქალაქეთა 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევა ამავე წლის 23 მაისიდან განახლდება და 30 ივნისამდე  გაგრძელდება. ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში, 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მიმდინარე წლის საგაზაფხულო გაწვევაზე გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა 4 189-ით განისაზღვრა, აქედან თავდაცვის ძალებში მხოლოდ 1400 პირი უნდა გაიწვიონ, დანარჩენებს კი, სხვადასხვა …

მინიმუმ 350 ათას სამუშაო ადგილს დავკარგავთ, შემდეგი გამოწვევა იქნება ფერმერები – პრემიერი

საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების იმ ტენდენციით, რაც დღეს არის, ჩვენი გათვლებით იქნება მინიმუმ 350 ათასი ოფიციალური, ფორმალური ადგილი, რომელსაც დავკარგავთ – განაცხადა ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 24 აპრილს. „სწორედ აქედან გამომდინარე გვაქვს ეს სოციალური დახმარების შეთავაზებაც გაკეთებული [იმათთვის, ვინც სამსახური დაკარგა]. თუმცა, სერიოზული პრობლემები იქნება არაფორმალური დასაქმების ნაწილშიც“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ. ამ თემაზე: 300 …

27 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება – გახარია

27 აპრილიდან მოიხსნება შეზღუდვები და გადაადგილება მსუბუქი ავტომობილებით შესაძლებელი იქნება – განაცხადა, 24 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. ძალაში რჩება შეზღუდვა – მანქანაში დაშვებულია მძღოლის ჩათვლით მაქსიმუმ 3 პირი და მძღოლის გვერდით ადგილი თავისუფალი უნდა იყოს. პრემიერის თქმით, ორშაბათიდან, ანუ 27 აპრილიდან, დაშვებულია ასევე ტაქსების მუშაობა, ონლაინვაჭრობა და მიტანის მომსახურება ნებიმიერ პროდუქტზე. დაშვებული იქნება ღია ტიპის …

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მთავრობა ახალ შენობას გადასცემს – COVID 19-ის მართვა

გუშინ, 22 აპრილს, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აჭარის მთავრობას ეთხოვა შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ სარგებლობაში გადასცეს  კლინიკის ახალი შენობა, რომელიც აჭარის მთავრობის საკუთრებაა. ამ კლინიკაში რამდენიმე დღის წინ ცხელების ცენტრი ამოქმედდა. მთავრობის დადგენილებით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო COVID 19-ის მართვაში ჩაერთვება „შესაბამისი ქონების [ახალი კლინიკის] სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე“. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე კი, ბათუმის …

როგორი ამინდი იქნება აჭარაში უახლოეს დღეებში – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 აპრილის 21 საათიდან 24 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 3-8, დღისით 13-18 გრადუსი სითბო მთაში ღამით 0-3 გრადუსი ყინვა, დღისით 8-13 გრადუსი სითბო მაღალ მთაში ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 3-8 გრადუსი სითბო …

შეზღუდვების დარღვევის 106 ახალი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 106 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 22 აპრილის 21 საათიდან 23 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 54 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, საჯარო სივრცეში 3-ზე …

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 420-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 22 აპრილის საღამოს მონაცემებთან შედარებით 4-ით გაიზარდა. შესაბამისად, 23 აპრილის დილის 10:30 საათის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არის 420, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 107, ხოლო გარდაცვლილი – 5. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმშია – 5 223, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო …

ვინ გასცემს აჭარის მუნიციპალიტეტებში ავტომანქანით მოძრაობაზე ნებართვებს – ცხელი ხაზი აჭარაში

საგანგებო მდგომარეობის გამო შემოღებული შეზღუდვების პარალელურად, მოქალაქეებისთვის ავტომანქანით გადაადგილებაზე აჭარის შესაბამისი მუნიციპალიტეტების მიერ გაიცემა დროებითი საშვი, რაც აჭარაში მოქმედ საველე ოპერაციების შტაბთან თანხმდება. „ძირითადად აქცენტი კეთდება აუცილებელ, გადაუდებელ და სასიცოცხლო მნიშვნელობის მოთხოვნებზე [მაგალითად, მედიკამენტები, სურსათი – ვისაც არ გააჩნია მარაგი, სოფლის მეურნეობისთვის საჭირო სასუქები და სხვა.], ამის მიხედვით გაიცემა ერთჯერადი ან მრავალჯერადი ნებართვები. ეს ინფორმაციები …

რა შემთხვევაში და როგორ შეძლებთ ავტომანქანით გადაადგილებას – მთავრობის განმარტება

საქართველოს მთავრობამ დღეს, 22 აპრილს, ახალი შეზღუდვების შესახებ გამოაქვეყნა განმარტება, თუ რა შემთხვევაში და როგორ ხდება ავტომანქანით გადაადგილება არსებული შეზღუდვების პირობებში. 1. ექიმთან ვიზიტი/კლინიკიდან გამოწერის შემთხვევაში (მშობიარობა, დიალიზი, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, გადაუდებელი სტომატოლოგია): პაციენტებს/თანმხლებ პირს გადაადგილების უფლება აქვს კლინიკის/ექიმის მიერ გამოწერილი ცნობის საფუძველზე (აღნიშნული ცნობა შეიძლება იყოს მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით, მათ შორის, ტელეფონზე გადაგზავნილი ფორმით), …

„112“ გადაადგილებასთან დაკავშირებით ნებართვებს არ გასცემს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ საგანგებო მდგომარეობის წესებთან დაკავშირებით და დროებითი ნებართვების შესახებ 112-ზე არ დარეკონ. „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112” გადაადგილებასთან დაკავშირებით დროებით ნებართვებს არ გასცემს,“ – აცხადებს შს სამინისტრო. „მოქალაქეები გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერს – 112-ს უკავშირდებიან ქვეყანაში მოქმედი რეგულაციებისა და საგანგებო მდგომარეობის წესების თაობაზე, ასევე, საინფორმაციო სახის და ეგრეთ წოდებული დროებითი …

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის პოლიციამ 102 პირი დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 102 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 21 აპრილის 21 საათიდან 22 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 56 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს …

სახელმწიფომ „ფრონტერას“ არბიტრაჟში დავა მოუგო – ნავთობისა და გაზის კორპორაცია

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ კომპანია „ფრონტერას“ საარბიტრაჟო დავა მოუგეს – ინფორმაციას ამის შესახებ კორპორაცია ავრცელებს. უცხოური კომპანია „ფრონტერა“ საქართველოს სახელმწიფო კომპანიისგან და სააგენტოსგან 3,5 მილიარდი აშშ დოლარის ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა, დავა კი ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარეობდა, რომელსაც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ …

შეღავათზე უარი 3534-მა პირმა განაცხადა – აპრილის შეღავათზე უარის თქმის ბოლო ვადა 11 მაისია

სემეკის ინფორმაციით, მარტის შეღავათებით სარგებლობაზე უარი 3534-მა პირმა განაცხადა. მარტის კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმასთან დაკავშირებით განაცხადების მიღება 11 აპრილს ამოიწურა, აპრილის კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის ბოლო ვადა კი, 2020 წლის 11 მაისია. მოქალაქეებს, რომლებსაც არ სურთ ისარგებლონ ხელისუფლების მიერ დაწესებული კომუნალური შეღავათებით, აპრილისა და მაისის სუბსიდიაზე უარის დაფიქსირება სემეკის ვებგვერდზე შეუძლიათ: პლატფორმაზე შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ …

მარტში იმპორტი და ექსპორტი შემცირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2020 წლის მარტში იმპრტირებულია 655 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი, რაც თითქმის 101 მილიონი დოლარით ნაკლებია გასული წლის მარტთან შედარებით. იმპორტი 2020 წლის მარტში შემცირებულია ამავე წლის თებერვლის თვესთან შედარებითაც – 43,4 მილიონი აშშ დოლარით. ამ პერიოდისთვის ჯამში, 32,5 მილიონი აშშ დოლარით ნაკლები ღირებულების მანქანები და სატრანსპორტო მოწყობილობები შემოვიდა; მნიშვნელოვნად …

კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციამ 78 მოქალაქე დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 182 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 20 აპრილის 21 საათიდან 21 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 78 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს …

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გუშინ საღამოსთან შედარებით 6-ით გაიზარდა. შესაბამისად, 21 აპრილის დილის მონაცემებით შემთხვევათა საერთო რაოდენობა არის 408, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 95, ხოლო გარდაცვლილი – 4. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმშია – 4 779 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 561. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა სულ …

რა ეტაპზეა საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბათუმში

ბათუმში საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ქალაქის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეუფერხებლად გრძელდება. პროექტის მეოთხე ფაზის ფარგლებში ახალი სისტემის მოწყობა მიმდინარეობს ანგისის დასახლებაში. 2020 წლის ბილომდე კი ახალი ქსელის მოწყობა უნდა დასრულდეს ჯავახიშვილის ქუჩასა და მდინარე მეჯინისწყალს შორის არსებულ ტერიტორიაზე. ბონი-გოროდოკის, ბარცხანისა და თამარის დასახლებების შიდა ქსელები უკვე დაერთებულია ახალ ცენტრალურ სისტემაზე, ანუ, ადლიის გამწმენდ ნაგებობაზე. …

რა შემთხვევაში აქვს საქართველოში დარჩენის უფლება უცხოელს, რომელმაც ქვეყანა ვერ დატოვა

მთავრობის 16 აპრილის განკარგულებით, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც 2020 წლის 14 მარტისათვის ლეგალურად იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და ვერ შეძლო ქვეყნის დატოვება საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე, უფლებამოსილია, იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე 2020 წლის 30 ივნისამდე, თუ მისი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: [checklist] თუ პირის მოქალაქეობის სახელმწიფო შესაბამისი პერიოდისათვის შედიოდა მაღალი რისკის ზონაში; …

აჭარაში Covid19-ით ინფიცირებული 64 პაციენტიდან 13 გამოჯანმრთელდა

აჭარაში, ბოლო მონაცემებით, Covid-19 სულ 64 პაციენტს დაუდასტურდა, რომელთაგან 13 უკვე გამოჯანმრთელდა, აქედან 5 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა დღეს, 19 აპრილს. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 15 მარტს გამოვლინდა. ინფიცირებული 64 პაციენტიდან 2 უცხოეთის მოქალაქე იყო და მათ დატოვეს საქართველო, 1 პაციენტი კი გარდაიცვალა. ბათუმის კლინიკა „მედალფაში“, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, დღეს 34 პაციენტი …

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 პირი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა. stopcov.ge-ს მონაცემებით, დღეს, 19 აპრილის დილით, სულ გამოჯანმრთელებული იყო 86 პირი, საღამოს 21:30 საათისთვის კი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 92-ია. ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა საქართველოში სულ არის 394, მათ შორის გარდაიცვალა – 4; კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 094, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 547 პირი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. …

აჭარაში 140 პირის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 19 აპრილს, საღამოს, ბათუმიდან გადაგზავნილი 140 ანალიზის კვლევის პასუხს ელოდებოდნენ და ყველა პასუხი Covid-19-ზე უარყოფითია. ამ დროისთვის აჭარაში, კლინიკა „მედალფაში“, Covid-19-ით ინფიცირებული 39 პაციენტი მკურნალობს. აქედან  ინფიცირების 33 შემთხვევა ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, მათ შორის არიან ბავშვებიც. საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა, 18 აპრილის საღამოსთან შედარებით, 6-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 19 აპრილის …

სოჭის გირჩებს მოქალაქეები ლიცენზიის გარეშე ვეღარ მოიპოვებენ

გარემოს ეროვნული სააგენტო 260 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს სოჭნარ კორომებში – მუდმივი სათესლე უბნების დადგენის, მათი მონაცემთა ბანკის შექმნის, თესლმსხმოიარობის პოტენციალის, ეკოლოგიურად მდგრადი მოპოვების კვოტის დადგენისა და თესლის ხარისხის შეფასების მიზნით – სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად. სააგენტოს ინფორმაციით, ძირითადი კვლევა უნდა ჩატარდეს 2020 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით. მიღებული შედეგების მონიტორინგი კი – 2021 წლის სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში. …

სახელმწიფო პირბადეებს აღარ შეკერავს

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო მთავრობას გადაწყვეტილი ჰქონდა, საქართველოში სამედიცინო პირბადეების წარმოების ხაზის გამართვა და პირბადეების წარმოება, რისთვისაც 6 600 000 აშშ დოლარი უნდა დაეხარჯა. „საპარტნიორო ფონდმა“, რომელიც სახელმწიფო ფონდია, 6,6 მილიონი აშშ დოლარის ტენდერის გარეშე დახარჯვის თანხმობის მისაღებად შესყიდვების სააგენტოსაც მიმართა, თუმცა, მოგვიანებით, ფონდმა თავისი განცხადება სააგენტოდან გამოიხმო. საპარტნიორო ფონდის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „პირბადეების წარმოებაში …

Exit mobile version