მთავარი,სიახლეები

მარტში 36 ლარის ან ნაკლები დენი თუ მოიხმარეთ, სახელმწიფო დაგიფინანსებთ

01.04.2020
მარტში 36 ლარის ან ნაკლები დენი თუ მოიხმარეთ, სახელმწიფო დაგიფინანსებთ

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ იმ აბონენტებს, რომლებმაც მარტის თვეში 36 ლარის და 43 თეთრის ან ნაკლები თანხის ელექტროენერგია მოიხმარეს, დენის გადასახადს სახელმწიფო დაუფარავს.

სახელმწიფო დაფარავს ასევე აპრილსა და მაისშიც მოქალაქეების მიერ იმავე ოდენობის ფარგლებში მოხმარებული დენის გადასახადსაც.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც თვეში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში, სრულად დაუფინანსდება კომუნალური გადასახადები.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების შემთხვევაში კი, 200 კილოვატი სწორედ 36 ლარი და 43 თეთრია.

რაც შეეხება იმ აბონენტებს, რომლებმაც უკვე გადაიხადეს მარტის თვის დენის გადასახადი [აღნიშნული ოდენობით ან ნაკლები], სავარაუდოდ მათ ეს თანხა შეენახებათ, თუმცა კომპანიაში ამის შესახებ ზუსტად ვერ გვიპასუხეს.

„მარტის თვის გადასახადის დარიცხვები დღეიდან, 1-ელი აპრილიდან დაიწყო და არ გვგონია, ჯერ აბონენტებს გადახდილი ჰქონდეთ. თუმცა ეს დეტალიც დაზუსტდება“, – გვითხრეს „ენერგო-პროში“.

საქართველოში სხვა მიმწოდებელი კომპანიებიც ოპერირებენ, სუბსიდია მათ აბონენტებსაც შეეხება.

სახელმწიფო გარკვეულ მოქალაქეებს გაზის გადასახადსაც დაუფარავს.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/265597/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: