უკრაინულმა დრონებმა რუსული ჩრდილოვანი ფლოტის 8 ტანკერი დაბომბეს – რობერტ ბროვდი

უკრაინულმა დრონებმა 7 ივლისის ღამეს, რუსული ჩრდილოვანი ფლოტის 8 ტანკერი დაბომბეს  – წერს უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების რაზმის მეთაურზე, რობერტ ბროვდიზე დაყრდნობით. „რუსული ჩრდილოვანი ფლოტის 8 ტანკერი „მადიარის ჩიტების“ პილოტებმა დაბომბეს და ცეცხლი წაუკიდეს. აზოვის ზღვაში ყირიმისთვის ბენზინისთვის ბრძოლა გრძელდება“, – თქვა მან სატელეფონო კომენტარში ჟურნალისტებთან. „მადიარის ჩიტებს“ უწოდებენ უკრაინის უპილოტო საფრენი …

საქართველოდან 180 უცხოელი გააძევეს ბოლო დღეებში – შსს

შს სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, ბოლო დღეებში საქართველოდან 180 უცხოელი გააძევეს. 2026 წლის ივლისში შსს-მ საემიგრაციო კონტროლის შესახებ სამი მოკლე ინფორმაცია გამოაქვეყნა. 2 ივლისს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია ქვეყნიდან გაძევებული 126 უცხო ქვეყნის მოქალაქის შესახებ, 4 ივლისს – უცხო ქვეყნის 50 დაკავებული მოქალაქის შესახებ, ხოლო დღეს, 7 ივლისს, შსს წერს, რომ ქვეყნიდან ბოლო დღეებში 54 უცხო ქვეყნის …

1 სექტემბრიდან შსს ტრანსპორტის ხმაურის დონეს შეამოწმებს – ნორმის დარღვევისთვის ჯარიმა 100 ლარია

2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონეს შეამოწმებენ – ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. შს მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის სერტიფიცირებული პორტატული აპარატის მეშვეობით შემოწმების წესი და პირობები. უწყების ცნობით, ხმაურის დონის გაკონტროლება საერთაშორისო –  ISO 5130:2019 სტანდარტთან შესაბამისობაში არსებულ, ხმაურის დონის საზომი პორტატული მოწყობილობის …

თურქეთსა და საქართველოს შორის ამოქმედდა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ციფრული სანებართვო სისტემა

თურქეთთან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ციფრული სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და გაცვლის პროცედურა ამოქმედდა. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ახალი მექანიზმის ამოქმედების შედეგად, საქართველოსა და თურქეთს შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ გადამზიდველებს შესაძლებლობა ექნებათ, სანებართვო დოკუმენტებით სრულად ციფრულ ფორმატში ისარგებლონ. „აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად გაამარტივებს ადმინისტრაციულ პროცედურებს, შეამცირებს ქაღალდზე დოკუმენტების დამუშავების საჭიროებას, დააჩქარებს სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და კონტროლის პროცესს …

ურეკში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

დააკავეს პირი, თურქეთის მოქალაქე, რომელიც, შსს-ს ცნობით,  თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ამჟამად დაკავებულის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

რუსეთის თავდასხმა კიევზე – დაიღუპა მინიმუმ 11 მშვიდობიანი მოქალაქე

უკრაინაში, კიევში, 6 ივლისის ღამეს რუსული თავდასხმის შედეგად მინიმუმ 11 ადამიანი დაიღუპა, 46 დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი – იუწყება უკრაინული მედია ოფიციალურ ცნობებზე დაყრდნობით. თავდასხმის შედეგად მინიმუმ 15 საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. დაღუპულთა და დაშავებულთა საბოლოო რაოდენობა ჯერ ისევ ზუსტდება. უკრაინის სამაშველო სამსახურის ცნობით, პოდოლსკის რაიონში ცხრასართულიან შენობაში გაჩენილი ხანძრის ადგილზე სამუშაოები გრძელდება, მაშველები გადარჩენილებს …

ძლიერი ხანძარი საბერძნეთში, თესალონიკთან – პოლიციამ 76 წლის კაცი დააკავა

4 ივლისს, ღამით, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკთან. ცეცხლი საცხოვრებელ ადგილებთან და ინფრასტრუქტურულ ზონაში გავრცელდა, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. ევაკუირებული იქნა დაწესებულება, სადაც 157 სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანი იყო განთავსებული. ბერძნული მედიის ცნობით, გამოძიების ფარგლებში, ხანძრის გაჩენის ბრალდებით 76 წლის საბერძნეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც სახანძრო სამსახურის ცნობით, „შესაძლოა ფხიზელი არ იყო“.  საბერძნეთში …

უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში აეროდრომს და ხიდებს დაარტყა

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, 5 ივლისის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყირიმში გვარდეისკოეს აეროდრომს დაარტყა. გენშტაბის ინფორმაციით, ეს ყირიმში რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო აეროდრომია, რომელიც გამოიყენება ოპერატიულ-ტაქტიკური და საზღვაო ავიაციის თვითმფრინავების განსათავსებლად, საბრძოლო გაფრენების მხარდასაჭერად, ლოჯისტიკისა და თვითმფრინავების მოვლა-პატრონობისთვის. გარდა ამისა, ასევე გენშტაბის ცნობით, უკრაინამ შეტევა მიიტანა დონეცკის ოლქში მდებარე საავტომობილო ხიდებზე და დონეცკის, ლუგანსკის და …

რუსეთში ბელარუსიდან ბენზინის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა

რუსული მედიის ცნობით, 2026 წლის ივნისში რუსეთმა ბელარუსიდან ბენზინის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაზარდა. „ვედომოსტი“ ფასების ინდექსის ცენტრის (PIC) მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 1-დან 25 ივნისის ჩათვლით ბელარუსიდან რუსეთში 141 000 ტონა საწვავი იმპორტირება მოხდა, რაც მთელი მაისის განმავლობაში მიწოდებულ მოცულობაზე 2.4-ჯერ მეტია. 2025 წლის ივნისში ბელარუსიდან ბენზინის იმპორტი მხოლოდ 1000 ტონას შეადგენდა. PIC-ის მონაცემებით, ბელარუსმა …

თელ-ავივიდან ბათუმსა და თბილისში ავიარეისები კვირაში ორჯერ შესრულდება

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული ფრენები შესრულდება თელ-ავივიდან. ფრენებს ავიაკომპანია Oneclick Airways-ი შეასრულებს  Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდით. „ტავ ჯორჯიას“ ცნობით, თელ-ავივივიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენა უკვე განხორციელდა. ასევე, მომდევნო კვირიდან, Oneclick Airways-ი თელ-ავივის მიმართულებით იფრენს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც. რაც შეეხება ფასებს, ავიაკომპანიის ვებგვერდის თანახმად, თელ-ავივიდან ბათუმამდე ფრენის ფასი 260-300 აშს დოლარია, ხოლო თელ-ავივიდან თბილისამდე – …

ბათუმის აეროპორტში 4 პირი დააკავეს ნარკოტიკების საქმეზე – მათ 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში და მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ, სხვადასხვა დროს, თურქეთის – ერთი და ისრაელის 3 მოქალაქე დააკავა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით. შს-ს ცნობით, ბრალდებულების პირადი და ხელბარგის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „მდმა“, „მარიხუანა“ …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 ივლისის 21 საათიდან 6 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში ელჭექის ხასიათის წვიმა, ზოგან – ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო ღამით: 13 – …

ზელენსკი ოდესაში სამხედრო-საზღვაო ძალების აკადემიის დაარსებას აანონსებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაში სამხედრო-საზღვაო აკადემიის დაარსებას აანონსებს. ამის შესახებ მან უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების დღესთან დაკავშირებით განაცხადა.  „ჩვენი საზღვაო ძალებისადმი პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად, გადავწყვიტე უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების განვითარება – ჩვენი ოდესის განვითარება – ოდესაში ჩვენი საკუთარი ძლიერი, ახალი სამხედრო-საზღვაო აკადემიის შექმნა. ვიცი, რომ ჩვენს საზღვაო ძალებს აქვთ ასეთი საჭიროება, პოტენციალი და, რაც მთავარია, …

განათლება, როგორც უფლება – ბათუმში ფორუმს მართავს მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის

„განათლება, როგორც სოციალური უფლება და საზოგადოებრივი სიკეთე სამართლიანი აწმყოსა და მომავლისთვის“ – ამ თემაზე მიმდინარეობს დღეს, 4 ივლისს, ბათუმში, ფორუმი განათლების პოლიტიკის შესახებ, რომლის ორგანიზატორიცაა მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის. ფორუმის ფარგლებში მიმდინარეობს დისკუსიები თემებზე: განათლების გამოწვევები ბათუმსა და აჭარაში; სად დგას დღეს განათლების სისტემა საქართველოში და რა საფრთხეს უქმნის მას „ოცნების“ პოლიტიკას; როგორი უნდა იყოს განათლება …

აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლებულმა ჟურნალისტებმა სასამართლოს მიმართეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული ჟურნალისტები: ირინა ყურუა, მაია მერკვილაძე, ლევან ურიდია, გაბრიელა კვაჭანტირაძე და სალომე გეგეშიძე მაუწყებელს სასამართლოში უჩივიან და გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვენ – წერს „მედია ჩექერი“. აჭარის მაუწყებლიდან ჟურნალისტები ერთი თვის წინ გაათავისუფლეს –  2 ივნისს, ტელევიზიისა და რადიოს  თანამშრომლებმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაიგეს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. მათი სამსახურიდან გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი ტელევიზიაში გამოცხადებული …

უკრაინულმა დრონებმა სანქტ-პეტერბურგს შეუტიეს

დღეს, 4 ივლისს, უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში მდებარე ნავთობტერმინალზე მიიტანეს იერიში. სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბეგლოვმა, მოსახლეობას ურთია სახლში დარჩენა მანამ, სანამ დრონების საფრთხე არ მოიხსნება. ასევე, მან მოსახლეობა მობილური ინტერნეტის შესაძლო შეფერხების შესახებ გააფრთხილა. ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონის თავზე 72 დრონი ჩამოაგდეს. ამავე დროს, ტელეგრამზე ვრცელდება სანქტ-პეტერბურგში მდებარე ერთ-ერთი უდიდესი ნავთობტერმინალის მახლობლად გაჩენილი მასშტაბური …

ბათუმში უვადო პატიმრობა მიუსაჯეს არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანის გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, ბრალდებული 2025 წლის 6 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით …

რა მასალისგან იქნება შეკერილი სკოლის ფორმები – „ფორმას აქვს ანტიალერგიული სარჩული“

სკოლის ფორმები, რომელსაც წელს საქართველოს საჯარო სკოლებში პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეებს ჩააცმევენ, პოლიესტერისგან იქნება შეკერილი. ამის შესახებ „ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა 1 ივლისს. მისი თქმით, პოლიესტერი საერთაშორისო პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენება, უნარჩუნებს ფორმას მოქნილობას, მის ცვეთას ამცირებს და ამავე დროს – ყველა ფორმას აქვს ანტიალერგიული სარჩული. მან ასევე აღნიშნა, რომ ფორმა არ …

აჭარაში 100 წელს გადაცილებული 30 მოქალაქე ცხოვრობს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით აჭარაში 100 წლის და მეტი ასაკის 30 მოქალაქე ცხოვრობს. ხანდაზმულებს შორის ყველაზე უხუცესი შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 112 წლის ნაქიფე დავითაძეა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1 ივლისს აჭარაში სამ მოქალაქეს შეუსრულდა 100 წელი. ხანდაზმულებს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი ფინანსური დახმარება 5 000 ლარის ოდენობით გადაეცათ. 100 …

რუსეთიდან აიათოლა ალი ხამეინის დაკრძალვას მედვედევი დაესწრება

ირანის მოკლული ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას რუსეთიდან ქვეყნის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დაესწრება. ამის შესახებ დღეს, 2 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა,  დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. რამდენიმე დღის წინ რუსულმა გამოცემა „მედუზამ“ გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ მედვედევი ისევ ვერ მოხვდა პუტინის პარტიის, „ედინაია რასიას“ საარჩევნო სიაში, იმის მიუხედავად, რომ მედვედევი …

რუსეთის შეტევა კიევზე – მინიმუმ 13 ადამიანი დაიღუპა, ნგრევა 30 ადგილას დაფიქსირდა

2 ივლისის ღამეს კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად მინიმუმ 13 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა ასამდე პირი. რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე შეტევა პირველ ივლისს, ღამით დაიწყო. უკრაინული მედიის ცნობით, ეს იყო კომბინირებული შეტევა დრონებითა და რაკეტებით. 2 ივლისის დილის 7:00 საათის მონაცემებით, რუსეთის დარტყმების შედეგად, კიევის ყველა რაიონში, 30-ზე მეტ ადგილას დაზიანება და ნგრევა დაფიქსირდა. მაშველებს ნანგრევებიდან ადამიანები …

3 პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ბათუმში ბავშვების ტრეფიკინგის ბრალდებით

პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა. შსს-ს გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა არასრულწლოვანი შვილები სარგებლის მიღების მიზნით გადაიბირეს და 2025 წლიდან შრომით ექსპლუატაციას უწევდნენ. კერძოდ, შსს-ს ვერსიით, ბრალდებულები ბათუმში არასრულწლოვან შვილებს, ქუჩაში და კაფე-რესტორნებში მოწყალების თხოვნას და ყვავილების გაყიდვას ავალებდნენ, ბავშვების მიერ შეგროვილ თანხას კი თავად ისაკუთრებდნენ. შსს-ს ცნობით, დაკავებულებს შორის არიან …

უკრაინამ პენზაში „როსკოსმოსის“ საწარმოზე მიიტანა იერიში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ იერიში მიიტანეს რუსეთში, პენზის რეგიონში მდებარე „ფიზიკური გაზომვების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტზე“, საწარმოზე, რომელიც რუსეთის კოსმოსური საქმიანობის სახელმწიფო კორპორაციაში [„როსკოსმოსი“] შედის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს სტრატეგიული, რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტია, რომელიც დაკავებულია უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოყენებული რაკეტების კომპონენტების შემუშავებითა და წარმოებით. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ სამიზნე ფრონტის ხაზიდან …

ტურისტული კომპანიის დირექტორს 8 წელი მიუსაჯეს 1 მლნ ლარის თაღლითურად მითვისებისთვის

ტურისტული კომპანიის დირექტორი და კომპანიის თანამშრომელი თაღლითობის მუხლით გაასამართლეს და დამნაშავედ ცნეს მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „ტურისტული კომპანია „სმაილ თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ამავე კომპანიის თანამშრომელთან ერთად განიზრახა მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლება. კომპანიამ სოციალურ ქსელში უცხო ქვეყნებში სამოგზაურო ტურების რეკლამები განათავსა. შესაბამისად, დაინტერესებულმა მოქალაქეებმა, …

ბათუმელი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითადი ბადის მეორე წრეში გავიდა

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და Wimbledon-ის ძირითადი ბადის პირველი წრე წარმატებით გაიარა. საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ცნობით, 28 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს 94-ე ნომერი, ავსტრალიელი ჩოგბურთელი ანგარიშით – 6:2, 2:6, 6:4 დაამარცხა და კარიერაში პირველად უიმბლდონის ძირითადი ბადის მეორე წრეში გავიდა. მარიამ ბოლქვაძე ბათუმელია. ჩოგბურთის ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, …

საწვავის დეფიციტი რუსეთში – მესამე რეგიონში გამოაცხადეს საგანგებო მზადყოფნის რეჟიმი

პენზის ოლქი რუსეთის მესამე რეგიონია, სადაც საწვავის დეფიციტის გამო საგანგებო მზადყოფნის რეჟიმი გამოაცხადეს. პენზის ოლქის გუბერნატორმა ოლეგ მელნიჩენკომ სამშაბათს, 30 ივნისს, გადაწყვეტილება აუცილებლობად ახსნა „საწვავისა და ენერგეტიკის შიდა ბაზრის სტაბილიზაციისთვის“. 23 ივნისიდან პენზაში უკვე მოქმედებს საწვავის გაყიდვის შეზღუდვები – ერთ ავტომობილზე 30 ლიტრამდე ბენზინი, ფიზიკურ პირებზე. რუსული გამოცემა „მედუზას“ ცნობით, ყველაზე მკაცრი შეზღუდვა მოქმედებს ზაბაიკალკის …

რუსეთში ბენზინის შავ ბაზარზე გაყიდვისთვის მინიმუმ 4 პირი დააკავეს

რუსეთში ბენზინის შავ ბაზარზე გაყიდვისთვის მინიმუმ 4 ადამიანია დაკავებული. რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების გამო, საწვავის კრიზისია, სწორედ ამან გამოიწვია შავი ბაზრის გაჩენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ირკუტსკის რეგიონის დეპარტამენტი დღეს, 29 ივნისს, ტელეგრამზე წერს, რომ  4 პირი დააკავეს ბენზინის გაყიდვისთვის შავ ბაზარზე. დაკავებულებს ბრალი წაუყენეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები უკანონო ბიზნეს …

შსს ამბობს, რომ 700 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 700 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა. შსს-ს ცნობით, ნარკოტიკული საშუალებების საერთო ღირებულება შავ ბაზარზე 37 მილიონ ლარს აღემატება. „საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალურ თანამედროვე სტანდარტების მაღალტემპერატურულ ღუმელში (ინსინერატორი) გაანადგურეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ …

ისრაელის მთავრობამ მხარი დაუჭირა სომხების გენოციდის აღიარებას

28 ივნისს ისრაელის მთავრობამ მხარი დაუჭირა სომხების გენოციდის აღიარებას ოსმალეთის იმპერიაში პირველი მსოფლიო ომის დროს. გენოციდის აღიარების საკითხი ახლა ისრაელის პარლამენტმა, ქსენეთმა უნდა განიხილოს კენჭისყრაზე. „ისრაელის მთავრობამ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მე წარვუდგინე სომხების გენოციდის აღიარების შესახებ. არასდროს არის გვიან სწორი ნაბიჯის გადადგმა“,- ციტირებს ისრაელელი მედია, „იერუსალიმი პოსტი“ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, გედეონ …

დრონების თავდასხმა რუსეთში, ქალაქ სოჭში – ავიარეისები შეჩერდა

რუსული მედიის ცნობით, 27 ივნისის ღამეს კრასნოდარის მხარეში, ქალაქ სოჭში, დრონების თავდასხმის საფრთხის შესახებ გამოცხადდა. კრემლის ახალი ამბების სააგენტო „ტასი“ წერს, რომ ამის შესახებ ქალაქის მერმა, ანდრეი პროშუნინმა განაცხადა. „ქალაქ სოჭის ტერიტორიაზე გამოცხადდა უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის საფრთხე“ – ციტირებს სააგენტო ქალაქის მერს. ტელეგრამზე ვერიფიცირებული გვერდი ЧП Сочи წერს, რომ სოჭის ხელისუფლებამ მიმართა თვითმხილველებს, სოციალურ …

„ბათუმელები|ნეტგაზეთის“ ანგარიშებს ინკასო მოეხსნა – მხარდაჭერის კამპანია გრძელდება

დღეს, 26 ივნისს, ზუსტად ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გადასარჩენად მხარდაჭერის კამპანია დავიწყეთ და მკითხველებს მოვუწოდეთ, თუნდაც თვეში ერთი ლარით გახდნენ ჩვენი დონორები. ერთი თვის თავზე გვინდა მკითხველებს კამპანიის პირველი შედეგების შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია: მხარდაჭერის პლატფორმის გახსნიდან რამდენიმე დღეში, ჩვენი მკითხველებიდან მიღებული ყოველთვიური და ერთჯერადი შემოწირულობის დამსახურებით, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” საბანკო …

გასულ წელს 12 ქალი მოკლეს, 10 მკვლელობა ოჯახის წევრის მიერ იყო ჩადენილი – ომბუდსმენი

2025 წელს საქართველოში 12 ქალი მოკლეს მოხდა – ამის შესახებ სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2025 წელს გამოვლენილი 12 ქალის მკვლელობის ფაქტიდან, 10 ოჯახის წევრის მიერ იყო ჩადენილი, ხოლო მკვლელობის მცდელობის 21 ფაქტიდან 9 ოჯახის წევრმა ჩაიდინა. „სამწუხაროდ, ქალთა გენდერულად მოტივირებული მკვლელობების – ფემიციდის პრევენცია და ამგვარ საქმეებზე მართლმსაჯულების და სამართალდაცვითი …

რუსეთში, ვორონეჟის რაკეტების კომპონენტების მწარმოებელ ქარხანას უკრაინამ დაარტყა

უკრაინის თავდაცვის ძალები, ზუსტი სარაკეტო დარტყმებით, თავს დაესხა რუსეთის ქალაქ ვორონეჟში მდებარე ქარხანას, სადაც რუსები სარაკეტო დანადგარებისთვის ელექტრომოწყობილობებს ამზადებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. „22 ივნისს, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ქვედანაყოფებმა დაარტყეს რუსული რაკეტების კომპონენტების მწარმოებელ ქარხანას რუსეთის ქალაქ ვორონეჟში. თავდასხმისთვის გამოყენებული იქნა მაღალი სიზუსტის რაკეტები“, – წერია თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. …

რუსული დრონები ოდესასთან ტვირთმზიდ გემებს დაესხნენ თავს – დაიღუპა მეზღვაური

22 ივნისს, ღამით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოდესის ოლქის პორტებისკენ მიმავალ სამ სამოქალაქო გემს შეუტიეს – დაიღუპა ერთი მეზღვაური. ოდესის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ტელეგრამზე წერს, რომ რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმების შედეგად დაზიანდა სამი სამოქალაქო სავაჭრო გემი. მისივე განცხადების თანახმად, ერთ-ერთი დარტყმა პანამის დროშის ქვეშ მცურავ მშრალი ტვირთმზიდ გემზე განხორციელდა. გემზე ხანძარი გაჩნდა და ეკიპაჟის …

„სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში ყალბი კუპიურები მოათავსა“ – შსს-მ ერთი პირი დააკავა

შს სამინისტროს ცნობით, თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, რუსთავში, სხვადასხვა ადგილზე განთავსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში, თანხის ნაცვლად ყალბი კუპიურები მოათავსა, რის შედეგადაც კომპანიებს ჯამში 3 500 ლარზე მეტი ქონებრივი ზარალი მიადგა“ – წერს შსს. გამოძიება სისხლის სამართლის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე …

შავ ზღვაში მეზღვაური დაიღუპა რუსული დრონების თავდასხმის შედეგად – კულება

შავ ზღვაში პანამის და სენტ-კიტსის დროშის ქვეშ მცურავ სავაჭრო გემებზე რუსული დრონით თავდასხმის შედეგად ერთი მეზღვაური დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა – ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ალექსი კულებამ განაცხადა დღეს, 19 ივნისს. კულებას განცხადების თანახმად, შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის ეკიპაჟის წევრი დაიღუპა და ორი ​​მეზღვაური დაშავდა, ერთი მათგანი – მძიმედ. მისივე თქმით, რუსეთმა …

Exit mobile version