მთავარი,სიახლეები

ზელენსკი ოდესაში სამხედრო-საზღვაო ძალების აკადემიის დაარსებას აანონსებს

05.07.2026
ზელენსკი ოდესაში სამხედრო-საზღვაო ძალების აკადემიის დაარსებას აანონსებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაში სამხედრო-საზღვაო აკადემიის დაარსებას აანონსებს.

ამის შესახებ მან უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების დღესთან დაკავშირებით განაცხადა. 

„ჩვენი საზღვაო ძალებისადმი პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად, გადავწყვიტე უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების განვითარება – ჩვენი ოდესის განვითარება – ოდესაში ჩვენი საკუთარი ძლიერი, ახალი სამხედრო-საზღვაო აკადემიის შექმნა.

ვიცი, რომ ჩვენს საზღვაო ძალებს აქვთ ასეთი საჭიროება, პოტენციალი და, რაც მთავარია, ჩვენი კურსანტების, ჩვენი ახალგაზრდების სურვილი, ემსახურონ და დაიცვან უკრაინა“ – განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა გააკეთეს ის, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა:

რუსეთმა წააგო შავი ზღვა და კუნძულ ზმეინის გათავისუფლებიდან დაწყებული, რუსული ფლოტის, პორტებისა და საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ ჩვენს ყირიმში მიმდინარე ოპერაციებით გაგრძელებული, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ შავი და აზოვის ზღვების სივრცე რუსეთისთვის ნამდვილად არ იქნება მშვიდი ადგილი“.

_______________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/SERGEY DOLZHENKO

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: