მთავარი,სიახლეები

უკრაინულმა დრონებმა სანქტ-პეტერბურგს შეუტიეს

04.07.2026
უკრაინულმა დრონებმა სანქტ-პეტერბურგს შეუტიეს

დღეს, 4 ივლისს, უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში მდებარე ნავთობტერმინალზე მიიტანეს იერიში.

სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბეგლოვმა, მოსახლეობას ურთია სახლში დარჩენა მანამ, სანამ დრონების საფრთხე არ მოიხსნება. ასევე, მან მოსახლეობა მობილური ინტერნეტის შესაძლო შეფერხების შესახებ გააფრთხილა.

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონის თავზე 72 დრონი ჩამოაგდეს.

ამავე დროს, ტელეგრამზე ვრცელდება სანქტ-პეტერბურგში მდებარე ერთ-ერთი უდიდესი ნავთობტერმინალის მახლობლად გაჩენილი მასშტაბური ხანძრის კადრები.

თავდასხმა დაადასტურა ოფიციალურმა კიევმა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფეისბუქზე წერს, რომ ამჯერად დარტყმები საზღვრიდან 850 კილომეტრზე მეტ მანძილზე განხორციელდა.

„უკრაინის თავდაცვის ძალებმა პორტის ნავთობის ინფრასტრუქტურა დაბომბეს, საიდანაც რუსული ომისთვის ფული იშოვება. ასევე, დარტყმები განხორციელდა კრონშტადტზე – მნიშვნელოვან სამხედრო სამიზნეზე“ – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელებში და თავდასხმის ვიდეოს ავრცელებს.

__________

ფოტო: telegram

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: