კრეატიულმა სააგენტო „სუპერმარკეტმა“ დიზაინისა და რეკლამის პრესტიჟული ორგანიზაციის, D&AD-ის სპეციალური ჯილდო, „ხის ფანქარი“ მიიღო ნამუშევრისთვის – „მზია ამაღლობელი – სიმართლეში ბრალდებული“, კატეგორიაში – ჟურნალ-გაზეთების დიზაინი. „სიმართლეში ბრალდებული“ არის „სუპერმარკეტის“ მიერ მომზადებული გაზეთის სპეცნომერი, რომელიც გამოცემა „ბათუმელების“ ისტორიას წლების განმავლობაში გამოქვეყნებული სტატიების სათაურების მიხედვით ასახავს და ეხმიანება მზია ამაღლობელის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის უკანონო პატიმრობის საქმეს. …
Continue reading “„სიმართლეში ბრალდებული“- სააგენტო „სუპერმარკეტმა“ D&AD-ის პრესტიჟული ჯილდო მიიღო”