მთავარი,სიახლეები

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მედპერსონალის ხელფასი იზრდება

04.08.2022 • 3749
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მედპერსონალის ხელფასი იზრდება

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ხელფასები 30%-ით იზრდება. ხელფასი ყველა რგოლის სამედიცინო პერსონალს გაეზრდება, მათ შორის, სანიტრებსა და ექთნის დამხმარეებს.

„ჩვენ გავაკეთეთ ასეთი დანამატი. ექთნის მინიმალური ანაზღაურება გახდა საათში 5 ლარი, ექიმის მინიმალური ანაზღაურება – საათში 8 ლარი, უმცროსი ექიმის მინიმალური ანაზღაურება გახდა საათში 6 ლარი. სანიტრის ანაზღაურებაც იზრდება და მინიმალური საათობრივი იქნება 2.5 ლარი და მეტი, განყოფილებების მიხედვით.

ექთნის თანაშემწის ხელფასი იქნება 3,5 ლარი. ექიმ-რეანიმატოლოგის საათობრივი ანაზღაურება გახდა 18,5 ლარი. ასევე ვზრდით თითოეული პაციენტის ისტორიის შემოსავლიდან პროცენტულ ანაზღაურებას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი სოლომონ ფუტკარაძე.

სოლომონ ფუტკარაძის თქმით, ხელფასები 1-ელი აგვისტოდან გაიზარდა და გაზრდილ ხელფასს მედპრესონალი თვის ბოლოს მიიღებს.

ახალი სახელფასო სისტემა ამ ეტაპზე მხოლოდ  სახელმწიფო დიდ კლინიკებში ამოქმედდა.

გადაბეჭდვის წესი