მთავარი,სიახლეები

„ლიბერასტების პოლიტიკური კვნესა“ – რიჟვაძე სიძულვილის ენას კიდევ ერთხელ იყენებს

04.07.2022
„ლიბერასტების პოლიტიკური კვნესა“ – რიჟვაძე სიძულვილის ენას კიდევ ერთხელ იყენებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ჰომოფობიური ტერმინით გუშინ, 3 ივლისს, თბილისში გამართულ მრავალათასიან აქციას  – „შინ, ევროპისკენ“.

„გამიჭირდება შეფასება, ალბათ ვისაც არ ჰქონდა ნანახი ლიბერასტების პოლიტიკური კვნესა, გუშინ ვნახეთ ეს ყველაფერი.

რა თქმა უნდა, ამ კონკრეტული ჯგუფის კონკრეტული ახირებების მოსმენას და მითუმეტეს, მათ დაკმაყოფილებას არავინ არ აპირებს. ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნებთ მშვიდობას და გავაგრძელებთ ხალხის სამსახურს,“ – თქვა თორნიკე რიჟვაძემ. მას აქციის შეფასება ბათუმში მიმდინარე აგროფორუმზე სთხოვეს.

ლიბერასტი (რუს. Либераст) არის ნეოლოგიზმი რუსულ ენაში. ნეოლოგიზმი შემოიტანა პუბლიცისტმა ილია სმირნოვმა. ტერმინი გაჩნდა მის 1990-იანი წლების  პუბლიკაციებში, რომლებიც შემდეგ თვითონ ავტორმა გააერთიანა წიგნში „ლიბერასტია“ (რუს. Либерастия). სიტყვას ძირითადად იყენებენ პრორუსული, ანტიდემოკრატიული შეხედულებების მქონე ადამიანები და ჯგუფები.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სიძულვილის ენით საუბრობს მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ოპონენტებზე.

„დავაი, დაახვიეთ, არავის გადაუღუნოთ“ – ასე მიმართა მან 7 ივნისს აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციას.

ამავე თემაზე: 

„ლიბერასტები“ – რიჟვაძის ჰომოფობიური ლექსიკა სამოქალაქო მოძრაობის მიმართ

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: