ზელენსკის შეხვედრა ბაიდენთან და გამოსვლა აშშ-ის კონგრესში | ფოტოამბავი

22 დეკემბერს, უკრაინაში ომის დაწყებიდან მესამასე დღეს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა. ზელენსკი შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და სიტყვით გამოვიდა კონგრესში. გთავაზობთ ევროპის პრესფოტო სააგენტოს მიერ  გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტს ასახავს.

რა არის „დაშენებული პაკეტი“ და რატომ ითხოვენ სადაზღვევო კომპანიები მის დაბრუნებას

„ამით არ ავშენდებით, მაგრამ კიდევ 2 მილიონ ადამიანს ექნება საშუალება, ის სერვისები, რომლებიც არ შედის საყოველთაო ჯანდაცვაში ან ნაწილობრივ იფარება, დაფაროს არა საკუთარი ჯიბიდან, არამედ სადაზღვევო კომპანიიდან. ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა მოქალაქეებისათვის და მთელი ჯანდაცვის სისტემისთვის,“ – ასე ხსნის საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი ე.წ. დაშენებული სადაზღვევო პაკეტების მნიშვნელობას. სადაზღვევო სექტორი საქართველოს …

საქართველოში 154 ათასზე მეტი “ჟიგულია” დარეგისტრირებული – კვლევა

„საქართველოს ავტოპარკის 35% თბილისშია თავმოყრილი, დანარჩენი კი რეგიონებში“, – ამბობს „თიბისი კაპიტალის“ კვლევა, რომელიც 19 დეკემბერს გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად, თბილისზე მოდის საქართველოში ახლადდარეგისტრირებული ავტომობილების დიდი ნაწილიც. საქართველოში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების ხუთეული ასე გამოიყურება – მერსედესის მარკის 166 669 მანქანაა რეგისტრირებული, ტოიოტას მარკის 156 682 მანქანა. მესამე ადგილზეა საბჭოური VAZ -ი. ამ ფირმის 154 769 მანქანაა …

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გიორგი კირთაძის მიმართ ძალადობაზე გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის და ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე გამოძიება დაიწყო. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში 2022 წლის 19 დეკემბერს, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გიორგი კირთაძის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის …

თბილისი იქცა თავკომბალად და გაუსაძლისია ცხოვრება – ქუთაისში პარლამენტის გადატანა გააპროტესტეს

„ათენი, სტამბული, ვარშავა, კრაკოვი, რომი, ამერიკა, ირლანდია, ისრაელი, პოლონეთი“, – ეწერა დღეს ჩემოდნებზე, რომელიც მოქალაქეებმა ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ მიიტანეს. მოქალაქეებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს და თქვეს, რომ ქალაქმა, რომელსაც მოქმედმა ხელისუფლებამ პარლამენტი წაართვა, ფუნქცია დაკარგა. სრულ უპერსპექტივობას კი ქუთაისში მცხოვრებლები ემიგრაციაში გაურბიან. აქციის მონაწილეთა თქმით, ემიგრაციაში მიდის ყველა ასაკის და პროფესიის ადამიანი, რადგან ეს მათი გადარჩენის …

მაღაროს შეწირული სოფელი – 106 ოჯახი საფრთხის წინაშე და სრულიად მარტო

ისევ უშედეგოდ დასრულდა ჭიათურაში სოფელ ითხვისის მცხოვრებლებსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის მოლაპარაკებები. ითხვისში მცხოვრები 106 ოჯახი კომპანიისა და სახელმწიფოსგან ღირსეულ და ადეკვატურ კომპენსაციას ითხოვს. ითხვისელები ამბობენ, რომ 2022 წლის მარტში, მათი საცხოვრებელი სახლები „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებული სამთო-მოპოვებითი სამუშაოების გამო დაინგრა. კომპანია მომხდარში საკუთარ ბრალეულობას არ აღიარებს, სახელმწიფო კი ადგილობრივებს ისეთ კომპენსაციას სთავაზობს, რითაც …

ენმ აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომებს აღარ დაესწრება – ბოიკოტი

„არ დავესწრებით აჭარის უმაღლესი საბჭოს არცერთ სხდომას, სანამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არის საფრთხეში“, – აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი კირთაძე. დღეს, 15 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადეს. პლენარული სხდომა, სადაც აჭარის ბიუჯეტი უნდა განიხილონ, დღეს, 12 საათზე დაიწყო. „ბუნებრივია, სხდომაზე არ შევალთ მანამ, სანამ …

ღარიბაშვილი გონიოში ისევ ახალი ქალაქის აშენებაზე საუბრობს, აჭარის მთავრობა კი ინფორმაციას მალავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გონიოში ახალი ქალაქი აშენდება. პრემიერმა დღეს აღარ ახსენა კაზინოები, რომელთა შესახებაც ბოლოს, ზუსტად ერთი წლის წინ, 2021 წლის 18 დეკემბერს ისაუბრა. იხილეთ: ღარიბაშვილი გონიოში კაზინოების მოწყობას აანონსებს „ვგეგმავთ მსხვილი დეველოპერული პროექტების შეთავაზებას ინვესტორებისთვის. გონიოში გამოიკვეთა რამდენიმე ინვესტორი. რა თქმა უნდა, ეს გაგრძელდება. გონიოში გვინდა აშენდეს ახალი ქალაქი, შეიძლება ეს იყოს …

უკრაინაში მებრძოლი ღარიბაშვილზე – დასანანია, ვინც საერთო მტრის მიმართ არ ერთიანდება

მირო ვანაძე ბათუმელი სპორტსმენია. ბოლო ხუთი წელია კიევში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, მირო ვანაძე მოხალისე გახდა. ის პურს აცხობდა და კიეველებს უფასოდ ურიგებდა. მოგვიანებით ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში. „ბათუმელებმა“ უკრაინაში მყოფ მირო ვანაძესთან ინტერვიუ სოციალური ქსელით ჩაწერა. რა იყო თქვენთვის ბრძოლებში ჩართვის მთავარი მოტივაცია? ომში წასვლის …

ჯამბულათ ხოფერიას მამა ღარიბაშვილის განცხადებაზე – „რა გვჭირს ვინმეს წასაყვანი“

უკრაინაში დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია, ფეისბუქზე პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება. „მე გულს უკვე ვეღარაფერი მატკენს. სიტყვაზე ვამბობ, უადგილოდ, უაზროდ ნათქვამ სიტყვაზე. უბრალოდ ქვეყნის მმართველს მეტი დაფიქრება მართებს თითოეულ სიტყვაზე… არ მინდოდა მეთქვა ან რა სათქმელია, უბრალოდ იცოდეთ, ჩემი შვილი, როცა ომი დაიწყო, თბილ მიუნჰენში იყო. დილის 9 საათზე დამირეკა და მითხრა, რომ მიდიოდა. …

რას ჰყვებიან უკრაინის ომში დაღუპული ქართველების ოჯახები – ეს მათი ომიც იყო

„ჩვენთვის ეს მესამე ტრაგედიაა. ბაბუა, ჭიჭინი ცაავა, რუსებმა მოგვიკლეს აფხაზეთში, მამამ, ედემი ცაავამ, ბაბუას ამბის მერე ხელში იარაღი აიღო და ისიც მოგვიკლეს. და ახლა უკვე ალიკაც,“ – ლიკა ცაავა, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ალიკა ცაავას და, თავისი ოჯახის ტრაგედიაზე „ბათუმელებთან“ საუბრობს. უკრაინა-რუსეთის ომში, რომელიც 9 თვეა მიმდინარეობს, უკრაინის მხარეს 30 ქართველი დაიღუპა, მათ შორის არიან …

ზღვას ბათუმის სანაპირო ისევ მიაქვს, რა [არ]კეთდება ამის შესაჩერებლად

ბათუმში, ახალ ბულვართან ზღვამ კიდევ ერთხელ მიიტაცა სანაპირო. ძლიერმა შტორმმა 27 ნოემბერს დააზიანა დაახლოებით 700 მეტრი სიგრძის მონაკვეთი. მანამდე ზღვას უკვე მიტაცებული და დანგრეული ჰქონდა ტერიტორია პლაჟის 300 მეტრ სიგრძეზე. ამჟამად ბათუმის ახალ ბულვარში სანაპირო ზოლის 1 კილომეტრიანი მონაკვეთია ჩანგრეული. ჯამში ზღვამ მიიტაცა დაახლოებით 8000 კვ.მ სანაპირო ზოლი [დაინგრა პრომინადი, ზღვამ მიიტაცა ან/და დააზიანა ბულვარის …

შტორმმა სანაპირო ზოლის ნაწილი დაანგრია – როგორ გამოიყურება ბათუმი დღეს

ზღვამ ბათუმის სანაპიროს კიდევ ერთი მონაკვეთი ჩამოაჭრა. გუშინ, 27 ნოემბერს, შტორმმა სანაპირო ზოლი ჩაანგრია და წაიღო.

ირანელი რეჟისორი ცენზურასა და ქალებზე – „ფრონტის ხაზი კინოზე გადის“

„მე ვარ იმ ქვეყნიდან, სადაც ცენზურა კინოში ყველაზე თვალსაჩინოა. მაგალითად, ჩვენ არ შეგვიძლია ვაჩვენოთ ქალები ფილმში თავსაბურავის გარეშე“, – ასე წარუდგინა ირანელმა რეჟისორმა მოჰამედ ყაფარმა საკუთარი თავი აუდიტორიას. მოჰამედ ყაფარი წელს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალ „ლიმონის“ ჟიურის წევრია. ირანელმა რეჟისორმა სტუდენტებისთვის დღეს, 25 ნოემბერს, მასტერკლასი გამართა თემაზე – „ცენზურა და ქალები კინოში“ „ჩემი აზრით, ყველა ქვეყანაში …

ლაბორატორია „რეიგენს“ 12 ყოფილი თანამშრომელი კუთვნილ ანაზღაურებას სთხოვს

მოლეკულურ-გენეტიკურ ლაბორატორია „რეიგენს“ 12 ყოფილი თანამშრომელი კუთვნილ ანაზღაურებას სთხოვს. დასაქმებულები ამბობენ, რომ ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით უხელფასოდ მუშაობდნენ. ლაბორატორიის ხელმძღვანელობამ კი დაპირების მიუხედავად კუთვნილი ანაზღაურება დღემდე არ გადაუხადა. „2021 წლის პირველ აგვისტოს დავიწყე მუშაობა კოვიდლაბორატორიაში, მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტის თანამდებობაზე. უშუალოდ მე ვაკეთებდი ნიმუშების ანალიზს PCR აპარატურაზე. სამსახური დავტოვე 2022 წლის 1-ელ ოქტომბერს ანაზღაურების აუღებლობის გამო. ბოლო …

„აქ მოსვლა გარდამტეხი აღმოჩნდა ჩემთვის“ – როგორ სწავლობენ ჟურნალისტიკას სკოლის მოსწავლეები

„აქ მოსვლამდე არანაირი სიღრმისეული ცოდნა არ მქონდა ჟურნალისტიკაზე. რეალურად 7 წელია ამ სფეროთი ვარ დაინტერესებული. ვერც სოციალური ქსელი, ვერც სხვა პლატფორმა, ვერაფერი ვერ დამეხმარა იმ ცოდნის მიღებაში, რომელიც მჭირდებოდა. აქ მოსვლა კი გარდამტეხი აღმოჩნდა ჩემთვის. ბევრი რამე სხვანაირად დავინახე და უფრო დადებითად განვეწყვე ჟურნალისტური საქმიანობის მიმართ,“ – ამბობს მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ სურმანიძე. მარიამი და …

როგორ ყიდდნენ ქართველები ტყვეთა ბაზრებზე ქართველებს – ისტორიის დავიწყებული ეპიზოდები

„იმის გამო, რომ ქვეყანა ძალიან სუსტი იყო ეკონომიკურად, ყველაზე კარგი საექსპორტო საქონელი საქართველოდან იყო ტყვეები, რომლებიც ძალიან კარგად იყიდებოდა საერთაშორისო არენაზე. ქართველი – როგორც ქალი, ასევე კაცი, იყო ძალიან მაღალი ხარისხის ნიშანი. მეომარი ქართველი თუ ჰყავდა ვინმეს ამალაში, ეს ძალიან კარგი იყო. ან ქართველი ქალი თუკი იყო ჰარამხანაში, ეს დიდ პლუსად ითვლებოდა ნებისმიერი თავმომწონე აღმოსავლელი …

სტამბოლში აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 81 კი დაშავდა

6 ადამიანი დაიღუპა და 81 დაშავდა სტამბოლის ცენტრალურ და ყველაზე ხალმხრავალ ქუჩაზე, ისტიკლალზე მომხდარი აფეთქებისას. შემთხვევა დღეს, 13 ნოემბერს მოხდა, თურქეთის დროით 16:20 საათზე. კადრებში, რომელიც შემთხვევის ადგილიდან ვრცელდება ჩანს, რომ ისტიკლალზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო და სახანძრო დახმარების მანქანები. აფეთქების შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა სტამბოლის მერმა ეკრემ იმამოღლუმ. „ისტიკლალის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულებს სწრაფ …

ესპანეთის პოლიციამ რეკორდული – 64 მილიონი ევროს ღირებულების მარიხუანა ამოიღო

ესპანეთის პოლიცია აცხადებს, რომ ამოიღეს 32 ტონა დაფასოებული მარიხუანა, რომლის მთლიანი ღირებულება სულ მცირე 64 მილიონი ევროა (63,74 მილიონი აშშ დოლარი). ესპანეთის პოლიციის თქმით, ეს ყველაზე დიდი რაოდენობაა, როგორც ესპანეთში და ისე საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, რაც კი აქამდე ამოუღიათ. ინფორმაციას ოპერაციის დეტალების შესახებ როიტერსი ავრცელებს. სპეცოპერაცია სახელწოდებით „გარდენს“ ერთდროულად ჩატარდა ესპანეთის ტერიტორიაზე. პოლიციამ რეიდი …

რატომ მოხსნეს თამარ მაყაშვილი სპექტაკლებიდან – ინტერვიუ

13 ნოემბერს ბათუმის დრამატულ თეატრში ბერტოლტ ბრეხტის პიესის, „დედა კურაჟის“ საპრემიერო ჩვენებაა დაგეგმილი. წელს 144-ე თეატრალური სეზონი ბათუმში ამ სპექტაკლით გაიხსნა. მასში ერთ-ერთ მთავარ როლს მსახიობი თამარ მაყაშვილი ასრულებდა, თუმცა 13 ნოემბერს ის აღარ ითამაშებს, რადგან თეატრის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით მოიხსნა „მიმდინარე რეპერტუარიდან“. ამის მიზეზი გახდა მსახიობის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 31 ოქტომბერს გასულ გადაცემაში ნათქვამი …

რომელ უბნებში შეწყდება დღეს წყალი ბათუმში

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით დღეს, 4 ნოემბერს, საღამოს 8 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ბათუმის რიგ ქუჩებს. „ავარიულად დაზიანებულ მილზე სარემონტო სამუშაოების გამო, 10:20 სთ-დან 20:00 სთ-მდე, წყლის მოწოდება შეეზღუდებათ ჰელიმიშზე, აღმაშენებლზე, აეროპორტის გზატკეცილზე, ფრიდონ ხალვაშის გამზირსა და ჩიხებში, ხახული ქუჩასა და ჩიხებში მცხოვრებ აბონენტებს,“- ნათქვამია „ბათუმის წყლის“ განცხადებაში. ასევე, „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით სათავე ნაგებობიდან წყალმომარაგების შეზღუდვის გამო, …

ქობულეთში, ხინოწმინდაში VIII-IX საუკუნის ძეგლს პემზის ბლოკი დააშენეს – ფოტო

ქობულეთში, ხინოწმინდაში, VIII-IX საუკუნეებით დათარიღებულ ნაეკლესიარს პემზის ბლოკი დააშენეს. ნაეკლესიარი არქეოლოგიური ძეგლია. ფოტოები, რომლებზეც ჩანს უძველეს ნაშთებზე დაშენება, თავად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გაავრცელა. „ხინოწმინდაში იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ტაძრის აღდგენით სამუშაოებს სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი, სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, ადგილზე გაეცნო და შეაფასა. სამუშაოები ვადების დაცვით ხორციელდება და დაგეგმილთან ზუსტ თანხვედრაშია. ხინოწმინდის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულიად …

9 წლის ანიტას ხელზე სატვირთომ გადაუარა, მას თურქეთში ოპერაცია სჭირდება 

9 წლის ანიტა შანთაძე მეოთხე კლასელია. უყვარს ხატვა და სკოლაში სიარული, რადგან იქ არიან ადამიანები, ვისი ნახვაც უხარია. ანიტას და მისი ოჯახის ცხოვრება ათი თვის წინ შეიცვალა, როცა ანიტა ავარიაში მოჰყვა – მარჯვენა ხელზე სატვირთო მანქანამ გადაუარა. მარჯვენა ხელის ორი თითი დაკარგა, ხოლო მკლავი დეფორმირებული აქვს. ანიტას დედა, ნათია შანთაძე ცრემლების გარეშე ვერ ჰყვება იმ …

„ჩემი ადგილი არსად იყო“ – როგორია, როცა ნაგავსაყარზე ცხოვრობ

რა აიძულებს ადამიანს დასახლდეს ადგილზე, სადაც 170-ათასიანი ქალაქის საყოფაცხოვრებო ნაგავი იყრის თავს? „უქონლობა“ აიძულებს ადამიანს იმუშაოს ნაგავსაყარზე, გადაარჩიოს ნაგავი, იპოვოს ისეთი ნივთი, რასაც გაყიდის და მერე ამით იყიდოს პური – ამბობენ ისინი, ვინც თავს ნაგავსაყარზე მუშაობით ირჩენს. „არსად იყო ადგილი, სადაც წასვლა შემეძლო“ – გოჩას ისტორია გოჩა დუმბაძე 13 წელია ნაგავსაყარზე ცხოვრობს. პირველად 2009 წელს …

20 წლის ფეხმძიმე გოგო ბათუმის ნაგავსაყარზე ცხოვრობს – „სახის გამოჩენა არ მინდა“

მარი 20 წლისაა. 4 თვის ფეხმძიმეა. ღარიბია და ბათუმის ნაგავსაყარზე ცხოვრობს. გზა ქოხამდე, სადაც მარი ცხოვრობს, ძაღლების ჯგროსთან ერთად უნდა გაიარო. ბათუმის ნაგავსაყარზე ადამიანები და ძაღლები ერთად თანაცხოვრობენ. მარი ნაგავსაყარზე წელიწად-ნახევრის წინ აღმოჩნდა. ბავშვობა სოფელში გაატარა. სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა, როცა შეუყვარდა. ექვს თვეში იქორწინეს. მარი იხსენებს იმ დილას, როცა ახალდაქორწინებულმა თვალი ნაგავსაყარზე გაახილა. „დაახლოებით …

ქარტიამ ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოების ალიანსის წევრობა შეიჩერა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს, რომ ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოების ალიანსის (AIPCE) წევრობა შეიჩერა. წევრობის შეჩერება გამოიწვია ალიანსის გადაწყვეტილებამ არ დაეჭირათ მხარი უკრაინის პრესის საბჭოს მოთხოვნისთვის – გაერიცხათ AIPCE-დან რუსეთის პრესის საბჭო. მას შემდეგ რაც რუსეთი ალიანსში დარჩა, AIPCE დატოვა უკრაინის პრესის საბჭომ. ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოების ალიანსიდან (AIPCE) რუსეთის პრესის საბჭოს გარიცხვის საკითხი რუსეთ-უკრაინის …

მერის კაბინეტიდან 15 მეტრში განათების ბოძებია ჩამქრალი… ის კი ხელფასებს ზრდის – რეზო ხარაზი

„ბათუმის დატბორვიდან მეორე დღეს, ბათუმის საკრებულომ და მერიამ, იმის ნაცვლად, რომ ამ ქალაქის ინფრასტრუქტურაზე, ამ ქალაქში [მცხოვრებთა] სოციალურ მდგომარეობაზე ეზრუნათ, გადაწყვიტეს მყისიერად ხელფასების გაზრდა. რაც მორჩათ სანიაღვრე არხების მოვლა პატრონობიდან გადმოიტანეს და თავიანთი ვიცე მერის ხელფასს ზრდიან,“ – ამბობს ბათუმის საკრებულოს წევრი რეზო ხარაზი. ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა საკრებულოს მერიაში დასაქმებული საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდის …

„რაც ჩვენ გადავიტანეთ, მტერსაც არ ვუსურვებ“ – 7 ქართველი ქალის ისტორია ემიგრაციაზე

2000-იანების საქართველოში, როცა ქვეყანაში ტოტალური სიღარიბე, კრიმინალი და უმუშევრობა იყო, საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარი თავისა და ოჯახების გადარჩენის გზა ემიგრაციაში იპოვეს. ბევრი მათგანის დანიშნულების ქვეყანა იყო საბერძნეთი. წასვლა პირად კავშირებზე იყო დამყარებული – უკვე წასულები დარჩენილებს ეხმარებოდნენ მიზნის მიღწევაში. ორი საუკუნის მიჯნაზე საქართველოში გაჩნდნენ ე.წ. გადამყვანები, რომლებიც მოქალაქეებს საბერძნეთში არალეგალურად შესვლაში ეხმარებოდნენ თანხის სანაცვლოდ. გზა საქართველოდან …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 23 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 23 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 67 4 70 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +400] ტანკი – 2 584 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 5 284 ერთეული [+18] საარტილერიო სისტემა – 1 667 ერთეული [+14] MLRS – 374 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო სისტემა …

როგორ და რატომ მიდიან ახალგაზრდები ამერიკაში – არალეგალური მიგრაცია

„გასაბერი ნავით ვარ წამოსული, თანაც „დასკოჩილით“. წყალი ამოდიოდა და ჩვენ მუჭებით ვღვრიდით. ჭაობებში ვიარეთ. სიკვდილს რამდენჯერმე ჩავხედე თვალებში. სერიალი გადაიღება ისეთი გზებით ჩამოვედი“. „ავტობუსში მძღოლის დაბლა პატარა ყუთი იყო. სამი სუსტი გოგო თევზებივით შეგვაცურეს შიგნით. სუნთქვაშეკრულები 6 საათი ვიყავით იქ ერთმანეთზე მიკრულები. ძლივს გავიშალეთ და ავმოძრავდით, როცა გამოვედით“. „ჩემთან ერთად 17 ქართველი იყო. ფეხით გადმოვკვეთეთ …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 22 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 67 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +320] ტანკი – 2 579 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 5 266 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 1 653 ერთეული [+5] MLRS – 373 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

დავა შვილისთვის – როცა ქალს თურქეთში განქორწინება და საქართველოში დაბრუნება სურს 

26 წლის ფატმა ცინცაძე 4 წელია მისი 5 წლის შვილის დასაბრუნებლად იბრძვის. ბავშვი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა და ახლა სტამბოლში, მამის სახლში ცხოვრობს. ფატმა კი საქართველოშია და  მზად არის ნებისმიერი სამუშაო შეასრულოს, იმისათვის, რომ სტამბოლში წასასვლელი ფული მოაგროვოს. მას რეგულარული სამსახური არ აქვს. „დღეს დილიდან სახლს ვალაგებდი, 80 ლარი ავიღე,“ – ამბობს და იმასაც გვეუბნება, …

ცნობილია, ვინ იასპარეზებს ბათუმში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე – წილისყრა დასრულდა

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი 2023 წელს რუმინეთსა და საქართველოში გაიმართება. ჯგუფური ეტაპის წილისყრა გუშინ, 18 ოქტომბერს ბუქარესტში გაიმართა. საქართველო A ჯგუფში მოხვდა ბელგიასთან, ნიდერლანდებთან და პორტუგალიასთან ერთად. წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოში A და C ჯგუფის მატჩები გაიმართება, ხოლო რუმინეთში – B და D ჯგუფის. საქართველოში მატჩები ჩატარდება ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის სტადიონებზე. ჩემპიონატი …

როგორ ცხოვრობს კუბიდან გამოქცეული ბიჭი ბათუმში

„კუბაში არ არის საჭმელი, არ არის უფლებები. იქ კომუნიზმია,“ – ასე იწყებს საკუთარი ისტორიის მოყოლას ალბერტო არმანდო ერნანდეს ორტეგა. დაიბადა და გაიზარდა კუბაში, ჰავანას უნივერსიტეტში ჩააბარა, მაგრამ ახლა საკუთარი სამშობლოდან აზრის გამოხატვის და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დევნილად იქცა. „წარმოშობით კუბიდან ვარ. ჰავანას უნივერსიტეტში ვსწავლობდი კულტურულ მემკვიდრეობას, სანამ იძულებული გავხდებოდი ქვეყანა დამეტოვებინა. ცხოვრება კუბაზე არ …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 12 ოქტომბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 12 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 63 380 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +270] ტანკი – 2 505 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 5 156 ერთეული [+19] საარტილერიო სისტემა – 1 507 ერთეული [+11] MLRS – 355 ერთეული [+2] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

30 წუთი, სანამ ყველაფერი გაქრება, რასაც მთელი ცხოვრება ქმნიდი

30 წუთი – დაახლოებით ამ დროში იწვის და ფერფლად იქცევა აჭარაში ხის სახლები. ხულოდან რომელიმე მაღალმთიან სოფელში სახანძრო-სამაშველო სამსახურის მისვლას კი საშუალოდ 38-42 წუთი სჭირდება. 30 წუთში, სანამ სახანძრო გზაშია, ადამიანები კარგავენ ყველაფერს. „იმ მომენტში, როცა სახლში შევვარდი, მარტო ერთ რამეზე ვფიქრობდი – შვილი გადამერჩინა. მარტო შვილზე ვფიქრობდი, შიშის გრძნობა არ მქონია. ბავშვი ოთახში იყო, …

Exit mobile version