მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 ოქტომბერი

22.10.2022 • 1187
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 22 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 67 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +320]
  • ტანკი – 2 579 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 5 266 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 1 653 ერთეული [+5]
  • MLRS – 373 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 189 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 270 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 243 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 341 ერთეული [+16]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 329 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 40 21 ერთეული [+15]
  • სპეცტექნიკა – 148 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 22 ოქტომბერს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 21 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 325 თვითმფრინავი
  • 162 ვერტმფრენი
  • 2 308 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 383 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 5 967 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 874 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 516 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 6 709 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: