1937-1938 წლებში რეპრესირებულთა სამარხებში აღმოჩენილი ნეშტების დნმ-ის კვლევის შედეგად სამი უდანაშაულოდ დახვრეტილი ადამიანის ვინაობა გახდა ცნობილი. სამარხი, რომელშიც აღმოჩენილი ნეშტებიდან 3 ადამიანის ვინაობა დადგინდა, 2021 წლის აგვისტოში გახსნეს, ხელვაჩაურში მდებარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე. ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრეტილთა მე-5 სამარხის შესწავლა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინიციატივით, „საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციის“ დახმარებით და ამერიკელი …
Author Archives: მანანა ქველიაშვილი
ქემალფაშაში ჩაის ფაბრიკა დაიწვა
დღეს, 24 მარტს, დილის 7 საათისთვის საქართველოს საზღვარზე მდებარე თურქულ ქალაქ ქემალფაშაში მდებარე ჩაის ფაბრიკაში ცეცხლი გაჩნდა. როგორც თურქული გამოცემები წერენ ცეცხლი მშრალი ჩაის საწყობში ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა. ხანძრის ჩასაქრობად ქემალფაშის, ხოფისა და არჰავის სახანძრო-სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული. ხანძარს მეხანძრეები ორი საათის განმავლობაში აქრობდნენ. ქარხანას ხანძრის შედეგად მილიონობით ლირის ზიანი მიადგა.
ინსულინის დეფიციტი ბათუმში – სამინისტრო აცხადებს, რომ შეფერხება აღმოფხვრილია
ბათუმში რეგისტრირებული ინსულინდამოკიდებული პაციენტები ორი დღე ინსულ-ლანტუსს და ინსულ-აპიდრას ვერ იღებდნენ. პაციენტებს ეუბნებოდნენ, რომ წამლის მიწოდებაში შეფერხება იყო. ნათია შავაძე რამდენიმე წელია ინსულინზეა დამოკიდებული. ორშაბათს, 20 მარტს, ინსულინის ასაღებად მისულ ნათიას მეუღლეს უთხრეს, რომ ინსულინი პარასკევამდე არ იქნებოდა. „ინსულინდამოკიდებული ადამიანები სამ თვეში ერთხელ ვიღებთ სახელმწიფოსგან ინსულინს. ჩემი მეუღლე იყო მისული ასაღებად და უთხრეს, რომ არ აქვთ …
Continue reading “ინსულინის დეფიციტი ბათუმში – სამინისტრო აცხადებს, რომ შეფერხება აღმოფხვრილია”
რუსული ენის ცოდნა – ახალი მოთხოვნა დასაქმების მსურველებისთვის
ბათუმში მცხოვრები სამსახურის მაძიებლები ამბობენ, რომ ბოლო ერთი წელია შრომის ბაზარზე ახალი მოთხოვნა გაჩნდა – რუსული ენის ცოდნა. ადრე თუ დამსაქმებლები ინგლისურს ითხოვდნენ, დღეს ჯერ იმას გეკითხებიან, იცი თუ არა რუსული და შემდეგ ინტერესდებიან სხვა ენების ცოდნით და უნარებით. მარიამ დუმბაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც სამსახურს ეძებს. „სამსახურის ძიებაში ვარ. ძებნის პროცესში ხშირად დაბრკოლებას მიქმნის რუსული …
Continue reading “რუსული ენის ცოდნა – ახალი მოთხოვნა დასაქმების მსურველებისთვის”
ქალი, რომელიც მიწას მოტობლოკით ამუშავებს – „სამზარეულოში ტრიალს ეს მირჩევნია“
ნატალია შანთაძე სოფელ ქვედა კვირიკეში ცხოვრობს. სოფელში ნატალიას ყველა იცნობს – ეს ის ქალია, რომელიც მოტობლოკით მეზობლებს მიწას უმუშავებს. 45 წლის ნატალია ოთხი შვილის დედაა. იგი ყოველ დილას 5 საათზე დგება და სამსახურში მიდის. ქობულეთში, დასუფთავებაში მუშაობს. მიწის დამუშავება ნატალიასთვის დამატებითი შემოსავალია – ოთხ შვილს ბევრი სჭირდება. „ჩემი მეუღლე სულ ემიგრაციაში იყო, მე სახლში ბავშვებს …
Continue reading “ქალი, რომელიც მიწას მოტობლოკით ამუშავებს – „სამზარეულოში ტრიალს ეს მირჩევნია“”
ქუთაისის მერია “ღვაწლმოსილ მხატვრებზე” ტელეგადაცემას დააფინანსებს
ქუთაისის მერია ღვაწლმოსილ ქუთაისელ მხატვრებზე ტელეგადაცემის მოსამზადებლად ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 ათასი ლარია. სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა „4 ღვაწლმოსილ ქუთაისელ მხატვარზე 4 ტელეგადაცემა“ უნდა მოამზადოს და ეთერში გაუშვას. „ტელეგადაცემის სახელწოდება უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან. თითოეული გადაცემა უნდა იწყებოდეს ინფორმაციით მხარდამჭერის შესახებ. გადაცემის მომზადებისთვის მიმწოდებელმა უნდა მოამზადოს ინტერვიუები და უზრუნველყოს ეთერში გასვლა, მონტაჟი და …
Continue reading “ქუთაისის მერია “ღვაწლმოსილ მხატვრებზე” ტელეგადაცემას დააფინანსებს”
ბათუმელი დედები ატრაქციონების შემოწმებას ითხოვენ – ბავშვების გართობა შიშის ქვეშ
„ბავშვებთან ერთად სახლიდან გასვლა არის მარიოს ტურების გადალახვა, რომ სახლში უსაფრთხოდ დაბრუნდე. დასვენების ნაცვლად განადგურებული, დაღლილი ვბრუნდები,“ – უთხრა „ბათუმელებს“ სალომე გეგეშიძემ. ის ორი შვილის დედაა და ყოველდღე ცდილობს იპოვოს უსაფრთხო ადგილები ქალაქში, სადაც მისი შვილები მშვიდად ითამაშებენ. სალომეს თქმით, ბათუმში არის ადგილები, სადაც ცდილობს არ წაიყვანოს ბავშვები, რადგან ეს ადგილები შესაძლოა მცირეწლოვნებისთვის სახიფათო იყოს. …
Continue reading “ბათუმელი დედები ატრაქციონების შემოწმებას ითხოვენ – ბავშვების გართობა შიშის ქვეშ”
ბატუტზე დაშავებული მეორე ბავშვი თურქეთში გადაიყვანეს
3 წლის ბავშვი, რომელიც 12 მარტს ბატუტზე თამაშის დროს დაშავდა, მკურნალობის გასაგრძელებლად თურქეთში გადაიყვანეს. ბავშვის უფროსი ძმა, რომელიც მასთან ერთად თამაშობდა, დაიღუპა. შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. ბავშვები მშობლებთან ერთად ბათუმის ბულვარში გაშლილ ბატუტზე თამაშობდნენ, რა დროსაც ქარი ამოვარდა. ქარმა ბატუტი ადგილიდან მოგლიჯა, შედეგად ბატუტზე მყოფი ბავშვებიდან ერთი დაიღუპა, ერთი კი მძიმე დაზიანებებით ბათუმის დედათა …
Continue reading “ბატუტზე დაშავებული მეორე ბავშვი თურქეთში გადაიყვანეს”
ყველაფერი „ნაცების ბრალია“ – ღარიბაშვილისა და კობახიძის გზავნილები
12 მარტს ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილმა 18-ჯერ ახსენა მიხეილ სააკაშვილი, 7-ჯერ „ნაციონალები“, 21-ჯერ სიტყვა ომი, 4-ჯერ რუსეთი და 6-ჯერ „ფრანკლინის კლუბი“. 14 მარტს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პრესკონფერენცია გამართა. 34-წუთიან გამოსვლაში კობახიძემ 20-ჯერ ახსენა „ნაციონალური მოძრაობა“, 3-ჯერ – მიხეილ სააკაშვილი, ერთხელ – სიტყვა ომი, 6-ჯერ „ფრანკლინის კლუბი“ და 4-ჯერ „ლიბერალური ფაშიზმი“. …
Continue reading “ყველაფერი „ნაცების ბრალია“ – ღარიბაშვილისა და კობახიძის გზავნილები”
„Перезвоню позже“ – ბატუტის გამო ბავშვის დაღუპვაზე კითხვებს ბულვარის დირექტორი არ პასუხობს
„Перезвоню позже“ – მთელი დღეა ამ ავტომატურ SMS შეტყობინებას იღებს „ბათუმელები“ ბათუმის ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა მიქელაძისგან. ბათუმის ბულვარში 12 მარტს, გვიან ღამით, ბატუტზე 9 წლის ბავშვი დაიღუპა. კიდევ ერთი მცირეწლოვანი, გარდაცვლილის ძმა, 3 წლის ბავშვი კი, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. დილის მონაცემებით მისი მდგომარეობა მძიმეა. ბავშვის დაღუპვიდან 20 საათი გავიდა. ამ დრომდე არც …
რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ბათუმში 17:00 საათზე დაიწყება
დღეს, 17:00 საათზე, ბათუმში, ცენტრალური პარკის შესასვლელთან, დაიწყება აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ. აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ სასტვენებით, ბანერებით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მივიდნენ ცენტრალური პარკის შესასვლელთან, საიდანაც მსვლელობით ევროპის მოედნისკენ წავლენ. დღეს, 7 მარტს, ცნობილი გახდა, რომ პარლამენტი 9 მარტის ნაცვლად დღეს განიხილავს „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონს. მოქალაქეები იკრიბებიან თბილისშიც, საქართველოს პარლამენტის წინ.
“მემკვიდრეობის პლატფორმა” პარლამენტს რუსული კანონპროექტის განხილვის შეწყვეტას სთხოვს
კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების გაერთიანება მემკვიდრეობის პლატფორმა რუსული კანონპროექტის გამო საქართველოს პარლამენტის წევრებს მიმართავს და სთხოვს, შეწყვიტოს პარლამენტმა მისი განხილვა. მიმართვის ტექსტს „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ: „პარლამენტში დაიწყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვა. კანონის მიხედვით, უცხოური გავლენის აგენტად ითვლება ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის …
კანონპროექტი ზიანს მოუტანს საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას – მასწავლებლები
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მასწავლებლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ: „ჩვენ, საქართველოს მასწავლებლები, უკიდურესად შეწუხებულნი ვართ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტებით, რომლებსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს. მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი არ ემსახურება საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს და ზიანს მოუტანს მის უდიდეს უმრავლესობას. რაც მთავარია, მისი განხილვაც კი, საფრთხეს უქმნის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და საქართველოს ევროკავშირსა და …
“არ მოხვიდეთ ხვალ ლექციაზე, მოდით პარლამენტთან აქციაზე” – თამარ კორძაიას მიმართვა სტუდენტებს
„მინდა მივმართო ჩემს სტუდენტებს. ორშაბათს მე მაქვს პირველ საათზე ლექცია. ვინც ჩემი სტუდენტი ხართ, მე ლექციაზე ვერ მოვალ და ვერ ჩავატარებ გამორიცხულია. მე არ მოვალ ორშაბათს უნივერსიტეტში, იმიტომ, რომ გაცილებით სხვა და დიდი ბრძოლა გვაქვს საქართველოს პარლამენტში,” – დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ეს განცხადება ტელეკომპანია პირველის გადაცემა „დღის ამბებში“ გააკეთა. ხვალ, 6 მარტს, საქართველოს პარლამენტში …
მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის – საქართველოში ონლაინკამპანია დაიწყო
საქართველოში იწყება კამპანია „მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის”. დოკუმენტზე ხელის მოწერა ელექტრონულად შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის ქართველი ხალხის არჩევანი. კამპანიის ორგანიზატორები ქართული ოპოზიციური პარტიები არიან. „რადგან საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს საქართველოს კონსტიტუციით დაკისრებულ ვალდებულებას, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, თანახმა ვარ, ჩემი სახელით ხელისუფლების შეცვლამდე პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამართონ მოლაპარაკებები …
Continue reading “მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის – საქართველოში ონლაინკამპანია დაიწყო”
თავისუფლებაზე შეტევა იმდენ კოცონს აანთებს, რომ დაწვავს ყველას, ვინც იქნება მის წინააღმდეგ
„ყველა მოქალაქეს მივმართავ – ეს არასამთავრობოების და რამდენიმე მედიის პრობლემა კი არ არის. ეს არის ამ ხალხის მცდელობა საქართველოში დაამყარონ დიქტატურა და მოსპონ თავისუფლების ბოლო კუნძულები. და თუ არ გინდათ, რომ ეს მოხდეს, იყავით ჩვენ გვერდით. ხვალ, ზეგ და ამ უახლოეს დღეებში,“ – ეს განცხადება დღეს, 2 მარტს, საქართველოს პარლამენტში გააკეთა ლევან ცუცქირიძემ, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული …
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი 10 რეგიონიდან არჩილ თალაკვაძეს მიმართავს
საქართველოში მოქმედი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, არჩილ თალაკვაძეს მიმართავენ და მოუწოდებენ, არ დაუჭიროს მხარი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგს, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს. არჩილ თალაკვაძე 2011-2012 წლებში ამერიკის შეერთებული შტაბების ელჩთან ერთად ხსნიდა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებს“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მიმართვის ტექსტს „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ: „ჩვენ გვაქვს ახალგაზრდა დემოკრატია. თუმცა ამ …
Continue reading “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი 10 რეგიონიდან არჩილ თალაკვაძეს მიმართავს”
დასაქმებულთა პროტესტი და კომპანიის პასუხი – გაფიცვის 17 დღე
„ეს როგორ შეიძლება? რატომ აკეთებენ ამას? რისი გულისთვის თან? ვიღაცებმა რომ ფულები იშოვონ იმის გულისთვის?“ – ვიდეო, სადაც „საირმე მინერალ ვოთერსში“ დასაქმებული ვაჟა მარუაშვილი ცრემლებს ვერ იკავებს და პოლიციას ტირილით უსვამს კითხვებს, 26 თებერვლის საღამოს გავრცელდა. იმ დღეს საირმეში პოლიციამ საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. პროტესტის მონაწილეები ცდილობდნენ გზა გადაეკეტათ და ასე მიექციათ ხელისუფლების ყურადღება …
Continue reading “დასაქმებულთა პროტესტი და კომპანიის პასუხი – გაფიცვის 17 დღე”
ქუთაისში, სამედიცინო ცენტრის ეზოში, საქვაბე აფეთქდა – დაშავდა 2 პირი
ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ეზოში, საქვაბის შენობა აფეთქდა. აფეთქების შედეგად მთლიანად დაინგრა შენობა, სადაც საქვაბე იყო განთავსებული. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მსუბუქი დაზიანება მიიღო ორმა ადამიანმა. საქვაბეს წინ ქუთაისის პათოლოგანატომიური სამსახური მდებარეობს, რომლის შენობის ფანჯრებიც ჩაიმსხვრა აფეთქების ტალღის შედეგად. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო.
სად ცხოვრობს ზელენსკი – ომის ერთი წელი უკრაინელი ჟურნალისტის ობიექტივში
„წელი“ – ასე ჰქვია უკრაინელი ჟურნალისტის, დმიტრო კომაროვის დოკუმენტურ ფილმს, რომელიც უკრაინას და მის ბრძოლას ეხება დამოუკიდებლობისთვის. ფილმი რუსეთის წინააღმდეგ სასტიკ ომში მებრძოლი პრეზიდენტის და რიგითი უკრაინელების შესახებ მოგვითხრობს. „ერთი წლის წინ, როდის გადმოკვეთეთ ამ კარის ზღურბლი?“ – ეკითხება ფილმის დასაწყისში ჟურნალისტი უკრაინის პრეზიდენტს და მისი ოფისის კარზე უთითებს. „ომი დაიწყო და ეს იყო შოკი …
Continue reading “სად ცხოვრობს ზელენსკი – ომის ერთი წელი უკრაინელი ჟურნალისტის ობიექტივში”
რიზეს უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა
თურქეთში, რიზეს რეჯეპ თაიპ ერდოღანის უნივერსიტეტში სტუდენტები ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლას შეძლებენ. შესაბამის პროგრამას აკრედიტაცია თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭომ 24 თებერვალს მიანიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ ტრაპიზონში საქართველოს საკონსულო ავრცელებს. „მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერითა და ჩართულობით, თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭომ (YÖK) 24 თებერვალს აკრედიტაცია მიანიჭა რიზეს რეჯეპ თაიპ ერდოღანის უნივერსიტეტის …
უკრაინიდან ლტოლვილებს საქართველოში არალეგალობა ემუქრებათ – ომის 1 წელი
აქსანა ჟემიაკინა გასული წლის მარტში სამ შვილთან ერთად საქართველოში უკრაინიდან ომს გამოექცა. უკრაინა ავტობუსით დატოვა, ჯერ ბულგარეთში ჩავიდა, მერე – რუმინეთში და ბოლოს – თურქეთში. აქსანა და მისი შვილები ახლა საქართველოში ტურისტული ვიზით არიან. საქართველოში ყოფნის ერთი წელი 18 მარტს უსრულდებათ. 18 მარტის შემდეგ მათი საქართველოში ყოფნა არალეგალური იქნება. „თბილისში, უკრაინის საელჩოში, შეიძლება პასპორტების გაკეთება, …
Continue reading “უკრაინიდან ლტოლვილებს საქართველოში არალეგალობა ემუქრებათ – ომის 1 წელი”
„გამოფინეთ უკრაინის დროშა სახლებზე” -24 თებერვალს ბათუმში დაგეგმილი აქციების განრიგი
24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 1 წლის თავზე ბათუმში უკრაინელი, ქართველი და ბელორუსი აქტივისტები მასობრივ ღონისძიებებს მართავენ. დაგეგმილია 2 მშვიდობიანი აქცია და აუქციონი. ასევე, თავისი მხარდაჭერა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გამოხატოს უკრაინელების მიმართ – გადმოფინონ დროშები საკუთარი სახლების აივნებზე. „მოვუწოდებ ჩვენს თანამემამულეებს, მოვიდნენ აქციაზე და გვერდში დაუდგენ მოძმე უკრაინელ მეგობრებს. ეს არის საერთო ომი …
ვის აქვს მიღებული დაფინანსება “უცხოური ძალისგან” აჭარის ხელისუფლებაში
საპარლამენტო უმრავლესობა რუსული კანონის მიღებას გეგმავს. „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის თანახმად, იმ ადამიანებს, რომლებიც თანამშრომლობენ ან დაფინანსებას იღებენ უცხოური ორგანიზაციებიდან, „უცხოური ძალის“ ან/და „უცხოური გავლენის აგენტის“ სტატუსი უნდა მიენიჭოთ. აჭარის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოში არაერთი მაღალჩინოსანი თუ რიგითი თანამშრომელია, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდნენ, უცხოური დაფინანსებით სწავლობდნენ ან ისეთ პროექტებში იყვნენ ჩართულები, რომლებიც საერთაშორისო დონორებისგან …
Continue reading “ვის აქვს მიღებული დაფინანსება “უცხოური ძალისგან” აჭარის ხელისუფლებაში”
რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი – მიმართვა ხელისუფლებას
საქართველოში მოქმედი 260 არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია, ამ ორგანიზაციებში დასაქმებული ათობით ადამიანი ერთობლივ მიმართვას აქვეყნებს. მოქალაქეები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ მიიღოს ქვეყნისთვის დამაზიანებელი, რუსული კანონი. მიმართვის ტექსტს, რომელსაც ხელს 260 ორგანიზაცია აწერს, „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ: „ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიცირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, რომლის მიმართ მხარდაჭერა პარლამენტის თავმჯდომარემ და …
Continue reading “რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი – მიმართვა ხელისუფლებას”
„როცა მიწის ნაკვეთზე დავა დავიწყე, მხოლოდ საია მედგა გვერდში“ – როგორ ეხმარებიან NGO-ები ხალხს
„იმ დღიდან, როცა ამ მიწის ნაკვეთზე დავა დავიწყე, მხოლოდ საია მედგა გვერდში. იცოდნენ, რომ კანონიერად ვითხოვდი მიწის რეგისტრაციას. საია რომ არ ყოფილიყო, მე ამ შედეგს ვერ მივაღწევდი. რამდენი უნდა მევლო იქეთ-აქეთ, ხანშიშესული ადამიანი ვარ?!“ – 80 წლის შოთა დევაძე ერთ-ერთია იმ ასობით ადამიანიდან, ვისაც არასამთავრობო ორგანიზაცია – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაეხმარა. საია სახელმწიფოს მიერ …
შსს-ს განცხადება ბათუმში აფეთქებაზე
დღეს, 13 თებერვალს, დაახლოებით 18:00 საათზე, ბათუმში, ზღვაში აფეთქება მოხდა. ჯერჯერობით არც ერთი ოფიციალური უწყება არ განმარტავს, რა აფეთქდა ზღვაში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20:00 საათზე გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ აფეთქების ადგილას გამნაღმველები არიან მისული და „ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება“. „შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება ქალაქ ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით. შეტყობინების …
აფეთქება ზღვაში, ბათუმის სანაპიროზე [VIDEO]
დღეს, 13 თებერვალს, დაახლოებით 18:00 საათზე, ბათუმში, ზღვის სანაპიროზე, აფეთქება მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ზღვაში ამ ეტაპზე უცნობი საგანი აფეთქდა. პირველადი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. 19:40 საათი: – „ბათუმელები“ ცდილობს ინფორმაციის მიღებას სახელმწიფო უწყებებისგან. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე არ ამბობენ, რა აფეთქდა ბათუმის სანაპიროზე. 20:00 საათი: შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველი განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამია, …
Continue reading “აფეთქება ზღვაში, ბათუმის სანაპიროზე [VIDEO]”
ჯოჯოხეთი ალბათ ასეთია – ჰატაისპორის ქართველი ფეხბურთელი თურქეთის მიწისძვრაზე
„ჰატაისპორის“ ქართველი ფეხბურთელი, ხატია ჭყონია ჰატაიში, საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათის დაბრუნებული იყო, როცა თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. ხატიას და მის თანაგუნდელებს ეძინათ, როცა პირველი ბიძგები იგრძნეს და მათმა საცხოვრებელმა სახლმა რყევა დაიწყო. „ბათუმელები“ ხატიას თურქეთში დაუკავშირდა. მან სტიქიის ზონას თავი მწვრთნელების დახმარებით დააღწია და ახლა ანკარაში, თავისი მწვრთნელის სახლში ცხოვრობს. ხატიამ 6 თებერვლის დილა და …
Continue reading “ჯოჯოხეთი ალბათ ასეთია – ჰატაისპორის ქართველი ფეხბურთელი თურქეთის მიწისძვრაზე”
ქუთაისის მერიამ 118 ათასად იყიდა ავტომანქანა, რომლითაც მერი სარგებლობს
ქუთაისის მერიამ ბიუჯეტიდან 118 ათასზე მეტი ლარი გადაიხადა ახალ ავტომანქანაში, რომლითაც ქალაქის მერი, იოსებ ხახალეიშვილი სარგებლობს. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ახალ ავტომობილს ქუთაისის მერი იყენებს, ადასტურებენ მერიის პრესსამსახურში. ტენდერი მერიამ ახალი ავტომობილის შესაძენად 2023 წლის იანვარში გამოაცხადა. „ბათუმელებმა“ ქუთაისის მერიას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 16 იანვარს მიმართა. გვაინტერესებდა, რატომ გახდა საჭირო ახალი ავტომობილის შეძენა და ვინ …
Continue reading “ქუთაისის მერიამ 118 ათასად იყიდა ავტომანქანა, რომლითაც მერი სარგებლობს”
ქემალფაშაში გვირაბის შესასვლელთან მეწყერი ჩამოწვა
დღეს, 9 თებერვალს, თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს, ქემალფაშა-ხოფას დამაკავშირებელ გზაზე მდებარე ერთ-ერთი გვირაბის თავზე მეწყერი ჩამოწვა. შედეგად, გზატკეცილის ერთ მხარეს ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა დროებით შეიზღუდა. შემთხვევა ნაშუადღევს მოხდა. როგორც თურქული გამოცემები წერენ, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან იმ დროს გვირაბში არც ერთი ავტომობილი არ მოძრაობდა. ქემალფაშა-ხოფას დამაკავშირებელი გზის იმ მონაკვეთზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მოძრაობა დროებით …
Continue reading “ქემალფაშაში გვირაბის შესასვლელთან მეწყერი ჩამოწვა”
„თავისუფლება მიშას“ – აქცია ხელვაჩაურში
დღეს, 9 თებერვალს, ხელვაჩაურში, მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპროტესტო აქცია გამართა. „ნუ მოკლავ მიშას“, „თავისუფლება მიშას“, „არა რუსულ ხელისუფლებას“ – ეწერა პლაკატებზე, რომლებიც აქციის მონაწილეებმა აქციაზე მიიტანეს. „როცა ვამბობთ, რომ რადიკალიზმი არის საჭირო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეუვარდე ვინმეს. რადიკალიზმი ნიშნავს იმას, რომ ხმა ამოიღო იმის შესახებ, რაც არ მოგწონს. ჩვენ არავის …
თურქეთის პრეზიდენტი მიწისძვრისგან დანგრეულ რეგიონში ჩავიდა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამანადგურებელი მიწისძვრისგან დაზარალებულ კაჰრამანმარაშში ჩავიდა. პრეზიდენტმა მოინახულა სტადიონზე გაშლილი კარვების ქალაქი, სადაც სტიქიით დაზარალებულები დროებით აფარებენ თავს. ერდოღანმა იქვე, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური AFAD ადგილობრივ კომპანიებთან და მთავრობის ყველა შესაბამის უწყებასთან კოორდინირებულად მუშაობს. პრეზიდენტის თქმით, „იყო გარკვეული პრობლემები …
Continue reading “თურქეთის პრეზიდენტი მიწისძვრისგან დანგრეულ რეგიონში ჩავიდა”
თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა
თურქეთში, ქალაქ ადიამანში, მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. ქალის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. „სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში, ადიამანში, მიწისძვრის შედეგად ქართველი ქალბატონის ი.ჭ. გარდაცვალების შესახებ. თურქეთში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახის წევრს, რომელმაც დაადასტურა გარდაცვალების ფაქტი. მათივე ინფორმაციით გარდაცვლილი გახლავთ ორმაგი მოქალაქეობის მქონე და ოჯახის წევრების …
Continue reading “თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა”
თურქეთის მიწისძვრით დაზარალებულთათვის ბათუმში დახმარებას აგროვებენ – მისამართები
თურქეთში, კაჰრამანმარაშში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულთათვის ბათუმში დახმარება რამდენიმე ადგილას გროვდება. ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებას ბათუმში ორგანიზებას უწევს „ლელოს“ ბათუმის ოფისი. დახმარება გროვდება ასევე „ევროპული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციაში და ბათუმის ახალ მეჩეთში. გუშინ, 7 თებერვალს, თურქეთის საელჩომ გამოაქვეყნა იმ ნივთების ჩამონათვალი, რომლებიც დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრებლებს სჭირდებათ. სასურველია, თუ შეწირული ნივთები იქნება ახალი, ზამთრის პირობებისთვის შესაფერისი და ღია …
Continue reading “თურქეთის მიწისძვრით დაზარალებულთათვის ბათუმში დახმარებას აგროვებენ – მისამართები”
გაზიანთეფთში, კორპუსის ნანგრევებში ქართველი ქალია მოყოლილი – ოჯახი საელჩოს მიმართავს
გაზიანთეფთში, ერთ-ერთი კორპუსის ნანგრევებში, საქართველოს მოქალაქე, ციცო პაკელიანია მოყოლილი. ქალი გაზიანთეფში ოჯახში დამხმარედ მუშაობდა. ციცო პაკელიანის ოჯახი თურქეთში საქართველოს საელჩოს დახმარების თხოვნით მიმართავს. „დეიდაჩემი მოხუც ბებიასთან მუშაობდა. ამ ქალთან ერთად ცხოვრობდა გაზიანთეფში, ერთ-ერთ უბანში. ორი დღეა ჩამონგრეულია 7 სართულიანი ბინა. მეორე სართულზე იყო დეიდაჩემი. წუხელ ბოლოს გავიგე, რომ მესამე სართულამდე ჩავიდნენ მაშველები, მესამე სართულზე გადარჩენილები …