ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 594 ფაქტი ერთ თვეში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 594 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 16 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. „ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 237 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 100 ფაქტი, აჭარაში …

ოცნების ქალაქის მცხოვრებლები აჭარის მთავრობასთან საპროტესტო აქციას გამართავენ

„ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლები 2 ნოემბერს აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქციას გამართავენ, რადგან, მათი განცხადებით, მთავრობა „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას აგვიანებს. გარდა ამისა, აქ მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს, რომ მშენებლობის დაწყებამდე მთავრობამ „ოცნების ქალაქში“ აუცილებელი ინფრასტრუქტურული პრობლემები მოაგვაროს. „ხელისუფლების გადადებულმა საქმეებმა ეჭვი გაუჩინა მოსახლეობას, რადგან გაჭიანურდა როგორც აღწერის პროცესი, ასევე მშენებლობის დაწყებაც. პროექტი მოიტანეს, სადაც …

ბათუმში სამი სამარშრუტო ხაზის მძღოლები გაიფიცნენ – რას პასუხობს მერია მათ 

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები ამ მარშრუტზე #29 მიკროავტობუსების მოძრაობას აპროტესტებენ. ამჟამად ამ მარშრუტზე მოძრავი 31-ე, 24-ე და 21-ე სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლები არიან გაფიცულები. მძღოლების თქმით, 29 ნომრით მოძრავი მიკროავტობუსი მათ მგზავრებს აკლებს. ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი ემზარ ქავჟარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მძღოლებს უფლება არ აქვთ, რომელიმე მიკროავტობუსის მოძრაობის აკრძალვა მოითხოვონ ამ …

თეოლოგი: პატრიარქის მიმართ ჰომოსექსუალობის ბრალდება ახალი არ არის

დღეს, 31 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც მეუფე პეტრე მღვდელთმთავრის თანამდებობიდან გადააყენეს. სინოდის სხდომიდან გამოსულმა მეუფე პეტრემ, კითხვაზე, თუ რატომ დაატოვებინეს მას სასულიერო თანამდებობა, განაცხადა, რომ მან ამხილა „სინოდის თავმჯდომარე მამათმავლობაში“. რა პროცესები შეიძლება მოჰყვეს დღევანდელ განცხადებებს საპატრიარქოში და გაჩუმდება თუ არა დეკანოზი გიორგი მამალაძე, თუკი მას შეიწყალებენ? – საპატრიარქოში მიმდინარე …

გრანპრის მფლობელ დირექტორს 5 000 ლარი გადაეცემა – ახალი კონკურსი სკოლებისთვის

განათლების კოალიციისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით გამოცხადდა სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსი, რომლის მიზანიც საჯარო სკოლის პრესტიჟისა და ავტორიტეტის გაზრდის მხარდაჭერაა. ასევე, წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი გაცნობა საზოგადოებისთვის. განათლების კოალიციის ინფორმაციით, სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსი ასევე ხელს შეუწყობს სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარებას და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებას სკოლებში. კონკურსანტების რეგისტრაცია დღეს, 29 ოქტომბერს, დაიწყო და …

ეიფელის სტიპენდია 2020 – მაგისტრებისა და დოქტორანტებისთვის

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს ეიფელის სტიპენდიაზე 2020 წლისთვის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე. განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2019 წლის 21 ოქტომბრიდან 2020 წლის 9 იანვრის ჩათვლით. უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მითითებული თარიღი ეხება უნივერსიტეტებს, დაინტერესებული კანდიდატები კი არაუგვიანეს ნოემბერში უნდა დაუკავშირდნენ სასურველ უმაღლეს დაწესებულებას. ინსტიტუტის ინფორმაციით, ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდია მოიცავს სამაგისტრო (12-დან 36 თვემდე) და …

მუცო ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდოს მფლობელი გახდა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ციხე-სოფელი მუცო ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდოს – „საზოგადოების რჩეულის“ ჯილდოს მფლობელი გახდა. 2019 წლის ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდოს – „საზოგადოების რჩეულის“ პრიზის მოსაპოვებლად ხმის მიცემა მიმდინარე წლის მაისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. სწორედ მაისში მოიპოვა მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა ევროპული მემკვიდრეობის პრიზი – ევროპა ნოსტრას ჯილდო. მუცოსთან ერთად მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობიდან „საზოგადოების …

„იდეალური ცოლი და ქმარი“ – ტესტი სასკოლო სახელმძღვანელოში

როგორია „იდეალური ცოლი“ და „იდეალური ქმარი“? – ეს არის ტესტი მე-10 კლასის სამოქალაქო განათლების წიგნიდან. სახელმძღვანელოს სამი ავტორი ჰყავს – თამარ მეიფარიანი, ირინე ვადაჭკორია და ლელა მიქიაშვილი. წიგნი „საქართველოს მაცნემ“ გამოსცა. იმისათვის, რომ მოსწავლემ გაარკვიოს, ჯდება თუ არა „იდეალური“ ცოლის ან ქმრის კრიტერიუმში,  5 ქვეკითხვას უნდა გასცეს პასუხი. პირველი კითხვა – გათხოვებას, ცოლის თხოვას ისურვებდით: …

აჭარაში 763 მასწავლებელს ხელფასი 20%-ით გაეზრდება – 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი

დღეს, 29 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინეს. მთავრობის ინფორმაციით, მომავალ წელს განათლების ბიუჯეტი 30 მილიონ 619 600 ლარია, სადაც შედის როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მომავალ წელს 20 პროცენტით გაეზრდება ხელფასი 763 პედაგოგს, რომლებიც სახელოვნებო, სასპორტო და სახელმწიფო სკოლა-პანსიონებში მუშაობენ. ხელფასების 20-პროცენტიანი …

ბსუ-ს სტუდენტები: პარტიულ კანდიდატს არ მივიღებთ – თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები

დღეს, 28 ოქტომბერს, ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს, რასაც თვითმმართველობის ზოგიერთი წევრი აპროტესტებს. მათი განცხადებით, თვითმმართველობის წევრების მცირე ჯგუფმა, მათი ინფორმირების და ჩართულობის გარეშე მიიღო ცვლილება, რამაც სხვა კანდიდატებს არ მისცა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი, დავით ზოიძე მონაწილეობს. სტუდენტები არჩევნების შედეგების გაბათილებას სასამართლოში აპირებენ. „ჩვენ ვაპირებთ სარჩელი შევიტანოთ …

სამინისტრო: დაგეგმილია საქართველოში აშშ-ს ვებსტერის უნივერსიტეტის ჩამოყალიბება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროსა და აშშ-ს ვებსტერის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამერიკული უნივერსიტეტი საქართველოში ბიზნესის, კომუნიკაციების, ტექნოლოგიებისა და სხვა დარგებში საკუთარ პროგრამებს განახორციელებს. სამინისტროს ინფორმაციით, სამომავლოდ დაგეგმილია სპეციალური პროგრამების შემუშავება განათლების სფეროს სხვადასხვა მიმართულებით, უცხოელი ექსპერტების დახმარებით.  ასევე დაგეგმილია, საქართველოში ვებსტერის უნივერსიტეტის ჩამოყალიბება, რაც სამინისტროს განცხადებით, „საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას შეუწყობს ხელს“. ვებსტერის უნივერსიტეტის პროგრამები …

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, მამუკა თურმანიძემ, თანამდებობა დატოვა. ის „ბათუმელებთან“ კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს, თუ რატომ მიიღო მინისტრმა ეს გადაწყვეტილება. თუმცა დასძენს, რომ იყო „კომპლექსური საკითხები“, რაზეც მას განსხვავებული პოზიციები ჰქონდა. „სამუშაო პროცესს ბუნებრივია ახლავს საკითხებისადმი განსხვავებული დამოკიდებულება, ის არის კომპლექსური მიმართულება და ეს თემა დამატებით განხილვას არ საჭიროებას“, – გვითხრა მან. მამუკა თურმანიძე …

ენმ: არ ვაპირებთ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში კანდიდატის დასახელებას

დღეს, 28 ოქტომბერს, უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი დიასამიძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს არჩევნებში კანდიდატის დასახელებას. ენმ-ს, როგორც ოპოციზიას, უფლება აქვს, თავისი კვოტით ერთი კანდიდატი წარადგინოს. „ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დარჩენილი კანდიდატებიდან მხარს არავის დავუჭერთ და არც ჩვენ …

„ბრა-ლიანტი“- გამოფენა ბათუმში ძუძუს კიბოს ცნობიერების ასამაღლებლად

29 ოქტომბერს ბათუმში ხელოვნების მუზეუმის მცირე გალერეაში ძუძუს კიბოს ცნობიერების ასამაღლებლად არტპროექტი – „ბრა-ლიანტი“ გაიმართება ნიუ-იორკიდან. „ბრა-ლიანტი“ საქველმოქმედო პროექტია, რომელსაც ორგანიზაცია „ბრილიანტ სუფორთ იბერია“ წარმოადგენს. გამოფენა პირველად 2018 წლის ოქტომბერში ცენტრალურ პარკთან მდებარე „ნიუ იორკის ბიბლიოთეკაში“ გაიმართა. ფონდში  შემოსული თანხები კი „მემორიალ სლოუნ კეტერინგ კიბოს ცენტრში“ გადაირიცხა. ორგანიზაცია წარმოადგენს მსოფლიოში პირველ და ყველაზე მასშტაბურ კიბოს …

დეპუტატის მიერ მოქალაქის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შს სამინისტროს განცხადებით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, მუხრან ვახტანგაძის მიერ მოქალაქის მიმართ მუქარის ფაქტზე, გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით გამოძიება დაიწყო. გუშინ, 25 ოქტომბერს, მოქალაქე მერაბ ღოღობერიძემ განაცხადა, რომ მას პარალამენტარმა მუხრან ვახტანგაძემ დაურეკა და აგინა. მან  მუხრან ვახტანგაძის სატელეფონო ზარი ფეისბუქლაივში ჩართო, სადაც მართლაც ისმის უშვერი გინება მოქალაქის ოჯახის წევრების მიმართ – დეპუტატი აგინებს მერაბ ღოღობერიძის …

ყველაზე მეტი ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის ადგილზეა გამოცხადებული

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო და კერძო სკოლებში საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის, სულ 100-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული. ყველაზე მეტი, – 16 ვაკანსია, მათემატიკის მასწავლებლის ადგილზეა  გამოცხადებული, შემდეგ კი, ბიოლოგიაზე, სადაც 11 ვაკანსიაა გამოცხადებული. 10-10 ვაკანსია გამოცხადებული ფიზიკის, ისტორიის და მუსიკის მასწავლებლის პოზიციაზე. ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია პედაგოგებს  და მასწავლებლობის მაძიებლებს შეუძლიათ ვებგვერდზე Teacherjobs.ge. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კვალიფიციური …

მასწავლებლებს 18 საათის ზემოთ ჩატარებული გაკვეთილები აუნაზღაურდებათ

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს ცვლილება შევიდა მასწავლებელთა საათობრივი დაანგარიშების წესში, რაც გულისხმობს იმას, რომ მასწავლებლები, რომლებიც 18 საათზე მეტს ჩაატარებენ სკოლაში, დამატებით მიიღებენ საათობრივ დანამატს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ერთ საგაკვეთილო საათზე დანამატი საშუალოდ  30 ლარია. აქამდე, მასწავლებლებს 18 საათის ზემოთ ჩატარებული გაკვეთილები არ უნაზღაურდებოდათ. ცვლილების მიხედვით, პედაგოგებს უფლება აქვთ 25 საათამდე ჩაატარონ და აინაზღაურონ. …

ზოგიერთ პედაგოგს, რომელმაც 60-კრედიტიანი პროგრამა გაიარა, შესაძლოა კრედიტები არ უღიარონ

20 პედაგოგს, რომლებმაც მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა გაიარეს, შესაძლოა კრედიტები არ ჩაუთვალონ. პედაგოგებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს განცხადებით უკვე მიმართეს. „ბათუმელები“ ორ პედაგოგს ესაუბრა, რომლებმაც აღნიშნული პროგრამა ხიჭაურში, საპატრიარქოს ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში გაიარეს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პედაგოგების უმეტესობას მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე 10 ქულაზე ნაკლები ჰქონდა მიღებული. 60-კრედიტიანი მასწავლებლის პროგრამის გავლა მხოლოდ …

IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის მწერალთა სახლი კონკურსს აცხადებს

მწერალთა სახლის ინფორმაციით, გამოცხადდა კონკურსი IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის, რომელიც მწერალ გურამ დოჩანაშვილის 80 წლის იუბილეს ეძღვნება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის მოსწავლეებს. მოსწავლეებმა გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების მიხედვით სამი შეთავაზებული თემიდან უნდა დაწერონ და საკონკურსოდ წარადგინონ ერთ-ერთი: [checklist] კარცერი -ლუქსი – ოცნება წიგნის მოყვარულთათვის  [„კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“] გზა მწყემსობიდან ვატერპოლომდე [„ვატერ(პო)ლოო ანუ …

დოლიძე, სტურუა და წილოსანი აჭარის მაუწყებლის მრჩევლებად დაამტკიცეს

აჭარის უმაღლესმა საბჭომ დღეს, 25 ოქტომბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩევლებად დაამტკიცა თამილა დოლიძე, სოსო სტურუა და თამარ წილოსანი. თამილა დოლიძე და სოსო სტურუა მმართველი პარტიის ფრაქციების მიერ იყვნენ დასახელებული, ხოლო თამარ წილოსანი [ევროპული საქართველოს] და დიანა ვაშაყმაძე ოპოზიციის მიერ დასახელებული კანდიდატები არიან. უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, თამილა დოლიძემ უმაღლესი საბჭოს წევრებისგან 14 …

ბათუმში ელექტრომოპედი ხეს შეეჯახა

დღეს, 25 ოქტომბერს, ბათუმში, რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების კუთხეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული პირი, რომელიც ელექტრომოპედს მართავდა, ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ფეხი მოიტეხა. დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში.

თამილა დოლიძე: რამდენი ნათესავი მყავს აჭარაში და გაქანება აღარ შემიძლია?

უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ილია ვერძაძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატი თამილა დოლიძე, მისი ცოლის ნათესავი, კერძოდ დეიდაშვილია, კანდიდატის და – გურანდა დოლიძე კი, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“. თამილა დოლიძე მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა ფრაქციამ – „ქართული ოცნება – მაჟორიტარები“,   ფრაქცია  „ქართული ოცნება – აჭარას“ რჩეული კი, სოსო სტურუა …

ბორდის წევრობის კანდიდატი, თამილა დოლიძე „ქართული ოცნების“ დეპუტატის ნათესავია – ენმ

დღეს, 24 ოქტომბერს, პარტიის ოფისში, უმაღლესი საბჭოს წევრმა ენმ-დან ასმათ დიასამიძემ, ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ დაარღვია შეთანხმება ოპოზიციასთან იმასთან დაკავშირებით, რომ აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრობის კანდიდატების დამტკიცებამდე მათ უნდა გასაუბრებოდნენ. ენმ ხვალ, 25 ოქტომბერს, ჩანიშნული სხდომის გადადებას მოითხოვს. „გასაუბრება უნდა დანიშნულიყო ორშაბათს 11:00 საათზე, თუმცა, დღეს, 24 ოქტომბერს, ისე ჩაინიშნა …

ქობულეთში ქვის ხანის 1600-მდე არტეფაქტი აღმოაჩინეს

სოფელ ქობულეთში, მდინარე კინტრიშის ხეობაში, არქეოლოგებმა 1600-მდე უძველესი არტეფაქტი აღმოაჩინეს, რომლებიც ძვ.წ.აღ-ით მე-9, მე-10 ათასწლეულის პერიოდის ნაშთები უნდა იყოს. საველე სამუშაოები ზაფხულში ჩატარდა. ამ დროისთვის აღმოჩენილ არტეფაქტებზე კამერალური სამუშაოები მიმდინარეობს. არტეფაქტები შესასწავლად გადაგზავნილია ეროვნულ მუზეუმში, ასევე, აშშ-ის მისურის უნივერსიტეტში, სადაც ობსიდიანის [ქანი, რომელიც შედგება ვულკანური მინისგან] ქიმიურ შემადგენლობას იკვლევენ. სწორედ ამ მასალით არის დამზადებული აღმოჩენილი …

მასწავლებლის გამოცდების გამო 12 სკოლაში არდადეგები გამოცხადდება

26 ოქტომბერს მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები იწყება, რომელიც საჯარო სკოლებში ტარდება. ამის გამო სკოლებში იძულებითი არდადეგები გამოცხადდება. გამოცდები 10 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, რის გამოც, საქართველოს მასშტაბით, 12 საჯარო სკოლაში არდადეგები უნდა გამოცხადდეს. მოსწავლები გაცდენილ გაკვეთილებს დამატებითი საათების ხარჯზე აანაზღაურებენ, სკოლის მიერ შერჩეული გრაფიკით. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში, სადაც სწავლა ორ სხვადასხვა კორპუსში …

როგორ შეიცვალა პედაგოგთა ხელფასები ოქტომბრიდან – სამინისტროს განცხადება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის ოქტომბრიდან პედაგოგების ხელფასები გაიზარდა. სამინისტროს განცხადებით, ხელფასის ზრდა პირდაპირ კავშირშია პედაგოგის კომპეტენციის დადასტურებასა და სტატუსის ამაღლებასთან. „2019 წლის ოქტომბრიდან უკვე დაიწყო პედაგოგთა ანაზღაურების ზრდის პროცესი, რომელიც უწყვეტად გაგრძელდება და 2022 წელს მასწავლებლის ანაზღაურება საშუალოდ 1500-1800 ლარს მიაღწევს. პირველ ეტაპზე 30 000-მდე უფროს, წამყვან და მენტორის სტატუსის მქონე  მასწავლებელს, რომელსაც აქვს მინიმუმ …

არასრულწლოვანთა ქორწინების წინააღმდეგ სკოლებში კამპანია დაიწყო

„ნუ წაართმევ ბავშვობას!“ – საჯარო სკოლებში ნაადრევი ქორწინების  წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს. კამპანიის მიზანია ბავშვთა ნაადრევი ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულის აღმოფხვრა, ამ პრობლემასა და პოლიციისთვის დროულად შეტყობინების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. შსს-ს ინფორმაციით, 2018 წელს, არასრულწლოვანთა ქორწინებასთან დაკავშირებულ 180-მდე ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამ თემაზე დღეს, 22 ოქტომბერს, პირველი შეხვედრა ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გაიმართა, ხვალ …

მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში 5 ათასამდე მსურველი დარეგისტრირდა

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ ფარგლებში დაგეგმილ, პროფესიული გადამზადების სპეციალურ პროგრამაში, 5000-მდე მაძიებელი და პრაქტიკოსი მასწავლებელი დარეგისტრირდა. დარეგისტრირებულ მასწავლებლებთან გასაუბრება  25 ოქტომბერს დაიწყება. პროგრამის მიზანია გადამზადებული პედაგოგები დასაქმდნენ იმ საჯარო სკოლებში, სადაც კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა. მასწავლებლებს მომიჯნავე საგნებშიც გადაამზადებენ, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, სკოლაში ორი ან მეტი საგანი ასწავლონ. როგორც ცენტრში …

რა შემთხვევაში გაიხსნება გარე დაკვირვების ველი მასწავლებლისთვის – ცვლილება

პედაგოგებისთვის, რომელთაც სურთ შეიცვალონ სტატუსი და გახდნენ წამყვანი მასწავლებლები, აუცილებელია გარე დაკვირვების გავლა. განათლების მინისტრის ბრძანებით, გარე დაკვირვების წესში ცვლილებები შევიდა. რა შემთხვევაში გაეხსნება მასწავლებელს გარე დაკვირვების ველი და რა აუცილებელი აქტივობები მოეთხოვება მას წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად? მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერის, ქრისტინა ინგოროყვას განმარტებით, პირველ სემესტრში გარე დაკვირვებაში არსებითად შეიცვალა …

„35 წელია აქ ვცხოვრობთ“ – გონიოში ათი ოჯახი ბინების საკუთრებაში გადაცემას ითხოვს

ანდრია პირველწოდებულის 4 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა მთავრობას იმ ბინების საკუთრებაში გადაცემას სთხოვს, რომლებშიც, მათი განცხადებით, 35 წელზე მეტია ცხოვრობენ. ათი ოჯახი გონიოს ციხის მიმდებარედ,  ძველ სამხედრო ბინებში ცხოვრობს.  მოქალაქეებმა დღეს, 21 ოქტომბერს, საპროტესტო აქცია გამართეს. „ადრე აქ იყო სამხედრო ბინები და ჩვენი ოჯახები ცხოვრობდა. თუმცა წლები გავიდა და ბინები საკუთრებაში ვერ გავიფორმეთ. რადგან ბინები საკუთრებაში …

სტუდენტი შეიძლება მასწავლებლის ასისტენტი გახდეს – ახალი ინიციატივა პარლამენტში

სტუდენტებს, რომლებიც საბაკალავრო პროგრამის ბოლო საფეხურზე სწავლობენ, შესაძლებლობა ექნებათ სკოლაში მასწავლებლის ასისტენტად დაიწყონ მუშაობა. ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე პარლამენტის განათლების კომიტეტი მუშაობს. როგორც კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, საკანონმდებლო ინიციატივაზე ახლა მუშაობენ და პროექტს ჯერ დასრულებული სახე არ აქვს. მათი თქმით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ხელს შეუწყობს მასწავლებლის პროფესიაში შესვლის მსურველებს. მასწავლებლის ასისტენტის მოვალეობები და უფლებები გაწერილი …

ყველაზე რეიტინგული ქართული უნივერსიტეტები „ფორბსის“ მიხედვით

ქართულმა „ფორბსმა“ გამოაქვეყნა საქართველოს უნივერსიტეტების რეიტინგი, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩარიცხულთა საშუალო ქულების მიხედვით. გამოცემის ცნობით,  გამოცდებზე დაგროვებული ქულების რაოდენობის მიხედვით, ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტი საქართველოში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტია, რომელმაც წელს 559 სტუდენტი მიიღო. მეორე პოზიციაზეა  დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი,  რომელმაც წელს 67 სტუდენტი მიიღო. მესამე პოზიციას კი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი იკავებს.  უნივერსიტეტმა წელს 430 სტუდენტი მიიღო. …

კლასიკური მუსიკის კონცერტი ქართველი და უცხოელი მუსიკოსების მონაწილეობით

27 ოქტომბერს ბათუმის დრამატული თეატრის შენობაში  კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობენ შემსრულებლები:  სოპრანო – ნინო ლეჟავა, (იტალია) და ზურაბ ზურაბიშვილი – ტენორი (გერმანია). სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორებს იტალიელი ალბერტო ვერონეზი. კონცერტში ასევე მონაწილეობენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტები, ინგა ჯახუტაშვილი (სოპრანო) და სულხან ჯაიანი (ბანი), სიმფონიური ორკესტრი და კაპელა. ______________________ მთავარ ფოტოზე: ნინო …

რა შემთხვევაში შეიძლება ისწავლოთ 3-წლიან საბაკალავრო და 1-წლიან მაგისტრატურის პროგრამებზე

საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანება ძალაში შევიდა, რომლის მიხედვით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება აქვთ  შეიმუშაონ ბაკალავრიატის  სამწლიანი და მაგისტრატურის ერთწლიანი პროგრამები, თუმცა, როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, ჯერჯერობით, აკრედიტაციასთან დაკავშირებით არც ერთ უნივერსიტეტს განაცხადი არ გაუკეთებია. რა შემთხვევაში შეუძლია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას სასწავლო წლის შემცირება და რა შემთხვევაში არა – ამის თაობაზე „ბათუმელები“ცენტრის …

ეროვნული ჯილდოს ათეულის მასწავლებლებმა ჰამიდ სადიხლის მხარდასაჭერი განცხადება გაავრცელეს

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის კლუბის წევრი პედაგოგები, გეოგრაფიის მასწავლებლის ჰამიდ სადიგის მხარდასაჭერ განცხადებას ავრცელებენ. „მიგვაჩნია, რომ ადრეული ქორწინების, ბავშვთა შრომისა თუ მათზე ძალადობის სხვა ფორმების გამოვლენასა და აღმოფხვრაში მასწავლებლის როლი უმნიშვნელოვანესია. სწორედ ისინი არიან ვალდებული, ამ ტიპის შემთხვევებზე გამოხატონ თავიანთი აზრი და იმოქმედონ კიდეც. მივმართავთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს, …

იუნესკოს ფოტოკონკურსი 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია  [UNESCO], 14-იდან 25 წლის ჩათვლით ახალგაზრდებისთვის ფოტოკონკურსს აცხადებს თემაზე – „ახალგაზრდების თვალით დანახული აბრეშუმის გზა“. პროექტი ხორციელდება „აბრეშუმის გზა – დიალოგი, მრავალფეროვნება და განვითარებას“ ფარგლებში. „აღმოაჩინე აბრეშუმის გზა“ – საკონკურსო ნამუშევრები თემატურად უნდა მოიცავდეს აბრეშუმის გზის ქვეყნების სამზარეულოს და კვების მრეწველობის, ტრადიციული სპორტისა და თამაშების, მუსიკისა და ცეკვის მიმართულებებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს ორ …

Exit mobile version