განათლება,მთავარი,სიახლეები

მასწავლებლებს 18 საათის ზემოთ ჩატარებული გაკვეთილები აუნაზღაურდებათ

26.10.2019 • 5034
მასწავლებლებს 18 საათის ზემოთ ჩატარებული გაკვეთილები აუნაზღაურდებათ

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს ცვლილება შევიდა მასწავლებელთა საათობრივი დაანგარიშების წესში, რაც გულისხმობს იმას, რომ მასწავლებლები, რომლებიც 18 საათზე მეტს ჩაატარებენ სკოლაში, დამატებით მიიღებენ საათობრივ დანამატს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ერთ საგაკვეთილო საათზე დანამატი საშუალოდ  30 ლარია. აქამდე, მასწავლებლებს 18 საათის ზემოთ ჩატარებული გაკვეთილები არ უნაზღაურდებოდათ. ცვლილების მიხედვით, პედაგოგებს უფლება აქვთ 25 საათამდე ჩაატარონ და აინაზღაურონ.

საპენსიო ასაკის პედაგოგების პროფესიიდან გასვლის შემდეგ, სკოლებმა ვაკანსიებზე კონკურსი გამოაცხადა. თუმცა, როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გვეუბნებიან,  პენსიონერი მასწავლებლების ხარჯზე გამოთავისუფლებული საათები ჯერ სკოლის შიგნით გადანაწილდა, კონკურსი კი დარჩენილ ვაკანსიებზე გამოცხადდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის საჯარო და კერძო სკოლებში 100-ზე მეტი ვაკანსიაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: