განათლება,მთავარი,სიახლეები

მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში 5 ათასამდე მსურველი დარეგისტრირდა

22.10.2019
მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში 5 ათასამდე მსურველი დარეგისტრირდა

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ ფარგლებში დაგეგმილ, პროფესიული გადამზადების სპეციალურ პროგრამაში, 5000-მდე მაძიებელი და პრაქტიკოსი მასწავლებელი დარეგისტრირდა. დარეგისტრირებულ მასწავლებლებთან გასაუბრება  25 ოქტომბერს დაიწყება.

პროგრამის მიზანია გადამზადებული პედაგოგები დასაქმდნენ იმ საჯარო სკოლებში, სადაც კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა.

მასწავლებლებს მომიჯნავე საგნებშიც გადაამზადებენ, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, სკოლაში ორი ან მეტი საგანი ასწავლონ.

როგორც ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, ტრენინგების დაწყების წინ, მაძიებლებთან და პრაქტიკოს პედაგოგებთან ხელშეკრულება გაფორმდება, სადაც პირობები გაიწერება.

ცენტრის განმარტებით, პროგრამის საჭიროება პროფესიიდან პენსიონერი პედაგოგების გასვლამ გააჩინა. სახელმწიფომ პენსიონერ პრაქტიკოს პედაგოგებს პროფესიიდან გასვლის სანაცვლოდ, ფულადი ჯილდო შესთავაზა. პროფესიიდან გასვლის სურვილი კი 11 ათასამდე პედაგოგმა გამოთქვა. შედეგად სკოლებში ვაკანსიები გაჩნდა.

კონკურსების შედეგად სკოლებმა არსებული ვაკანსიები შეავსეს, თუმცა ჯერ კიდევ არის სკოლები, სადაც კვალიფიციური კადრები არ ჰყავთ. პროგრამა სწორედ ასეთი სკოლების დახმარებას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

შეძლებენ თუ არა მასწავლებლები ერთზე მეტი საგნის სწავლებას – სამინისტროს ახალი პროგრამა

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: