მთავარი,სიახლეები

დეპუტატის მიერ მოქალაქის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

26.10.2019 • 1711
დეპუტატის მიერ მოქალაქის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შს სამინისტროს განცხადებით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, მუხრან ვახტანგაძის მიერ მოქალაქის მიმართ მუქარის ფაქტზე, გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით გამოძიება დაიწყო.

გუშინ, 25 ოქტომბერს, მოქალაქე მერაბ ღოღობერიძემ განაცხადა, რომ მას პარალამენტარმა მუხრან ვახტანგაძემ დაურეკა და აგინა. მან  მუხრან ვახტანგაძის სატელეფონო ზარი ფეისბუქლაივში ჩართო, სადაც მართლაც ისმის უშვერი გინება მოქალაქის ოჯახის წევრების მიმართ – დეპუტატი აგინებს მერაბ ღოღობერიძის დედას, ცოლს, დას და თავად მას.

მისი ტექსტები ასევე შეიცავს მუქარას. დეპუტატის გინება 3 წუთი და 46 წამი გრძელდება.

ეს ფაქტი „ბათუმელებთან“ თავად დეპუტატმაც დაადასტურა.

მერაბ ღოღობერიძე გამოკითხვაზე გუშინ იმყოფებოდა ბათუმის პოლიციის მეოთხე განყოფილებაში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: