მთავარი,სიახლეები

„ბრა-ლიანტი“- გამოფენა ბათუმში ძუძუს კიბოს ცნობიერების ასამაღლებლად

26.10.2019
„ბრა-ლიანტი“- გამოფენა ბათუმში ძუძუს კიბოს ცნობიერების ასამაღლებლად

29 ოქტომბერს ბათუმში ხელოვნების მუზეუმის მცირე გალერეაში ძუძუს კიბოს ცნობიერების ასამაღლებლად არტპროექტი – „ბრა-ლიანტი“ გაიმართება ნიუ-იორკიდან.

„ბრა-ლიანტი“ საქველმოქმედო პროექტია, რომელსაც ორგანიზაცია „ბრილიანტ სუფორთ იბერია“ წარმოადგენს.

გამოფენა პირველად 2018 წლის ოქტომბერში ცენტრალურ პარკთან მდებარე „ნიუ იორკის ბიბლიოთეკაში“ გაიმართა. ფონდში  შემოსული თანხები კი „მემორიალ სლოუნ კეტერინგ კიბოს ცენტრში“ გადაირიცხა.

ორგანიზაცია წარმოადგენს მსოფლიოში პირველ და ყველაზე მასშტაბურ კიბოს კვლევის ცენტრს.

„გამოფენაზე წარმოდგენილია კლასიკური და თანამედროვე ფოტოგრაფიის სინთეზი, ტილოსა და აბრეშუმზე ნაბეჭდ არტ პრინტებად, რომლებიც როგორც ტრადიციულად მოლბერტებზე დაიდგმება, ასევე ე.წ. „ლონდრი კალათებში“ იქნება.

სამოსის საკიდებზე ჩამოკიდებული ფოტოები ტყავის ჩარჩოებით, უბრალოდ ბიუზჰალტერები და „ცოცხალი მოდელების ინსტოლაცია“ საუცხოოდ გამოხატავს ფემინურობას და გამოფენა ამგვარად ერწყმის „ძუძუს კიბოს“ თემას“, – ნათქვამია პრესრელიზში.

არტპროექტი აერთიანებს ხელოვნებისა და ჯანმრთელობის თემებს.
პროექტის მხარდამჭერები აჭარის მუზეუმი. პროექტი ეძღვნება ქართველი აქტივისტის ნინი ვარდიაშვილის ხსოვნას.

გამოფენა 16:00 საათზე გაიხსნება და 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გამოფენა ძუძუს კიბოს ცნობიერების ასამაღლებლად.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: