როცა ღარიბი მშობლები გყავს და სწავლა გინდა [ვიდეო]

18 წლის ინგა ზედგენიძე მე-5 კლასიდან მინდობით აღზრდაშია. ის ამბობს, რომ სწავლის მნიშვნელობაზე მას აღმზრდელი ქალი ხშირად ესაუბრებოდა და სწორედ ამ ოჯახში ცხოვრების შემდეგ დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ მიეღო უმაღლესი განათლება. ინგა ამბობს, რომ საკუთარ თავში მათემატიკის ნიჭი აღმოაჩინა და სურვილი აქვს ამ საგნის მასწავლებელი გახდეს. „სკოლა მხოლოდ იმას გასწავლის, რაც სკოლაში გამოგადგება და ეს …

გამოცდის შედეგები 2 900-ზე მეტმა პედაგოგმა გაასაჩივრა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე გასული პედაგოგების  27 000-ზე მეტი გასწორებული ნაშრომიდან  2 900-ზე მეტი გასაჩივრდა. „დამოუკიდებელი სააპელაციო კომისიის მიერ მათი ხელახლა გასწორების შედეგად შეფასება 1 300-ზე მეტ ნაშრომს შეეცვალა“, – აცხადებს გამოცდების ეროვნული ცენტრი. საშემოდგომო გამოცდაზე პროფესიულ კომპეტენციას 15 000-მდე პრაქტიკოსი პედაგოგი ადასტურებდა. გამოცდაზე სულ 26 600 პედაგოგი და …

ბათუმში ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქციას გამართავენ

დღეს, 17 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, სხვადასხვა კლინიკის ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქციას გამართავენ. აქცია „თეთრი ხალათები ოკუპაციის წინააღმდეგ“ 17 საათზე დაიწყება. ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა სამხედროებმა 9 ნოემბერს დააკავეს. ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ვაჟა გაფრინდაშვილის მხრადასაჭერად არაერთი აქცია გაიმართა, მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან. საქართველოს დასავლელი პარტნიორებიც მოუწოდებენ სამხრეთ ოსეთის …

რატომ უჭირთ ბავშვებს წაკითხულის გააზრება – წლის მასწავლებელი PISA-ს კვლევის შედეგებზე

რატომ გვიჭირს წაკითხულის გააზრება, რა პრობლემებია სასკოლო განათლებაში და რომელ მოდელზე ამყარებენ მასწავლებლები იმედებს? – ამ თემაზე, ასევე შეფასების საერთაშოროსო პროგრამა PISA-ს კვლევის შედეგებზე, „ბათუმელებთან“ მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებული, მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენისა და ისტორიის მასწავლებელი გიორგი ჭაუჭიძე საუბრობს. ბატონო გიორგი, PISA-ს კვლევის მიხედვით, 15 წლის ქართველ მოსწავლეებს უჭირთ …

უმაღლესი საბჭო 2020 წლის ბიუჯეტს ამტკიცებს – ოპოზიცია სხდომას არ ესწრება

დღეს, 12 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭო რიგგარეშე სხდომაზე აჭარის 2020 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს. სხდომაზე დასწრებას არ აპირებს ოპოზიცია. ენმ-ს წევრებმა უმაღლეს საბჭოში ამის თაობაზე ოფიციალურად განაცხადეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ უმაღლესი საბჭოს წევრის, გია დიასამიძის თქმით, ბოიკოტის მიზეზი უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრების მხრიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის განხილვაზე უარის თქმა იყო და არა ბიუჯეტი. „საკონსტიტუციო ცვლილებები მომზადდა …

დეას ცხოვრება – მეუბნებოდნენ, რომ ჯანმრთელი შვილი არ მეყოლებოდა, რადგან შშმ ვარ

დეა ერემაშვილს მობილობის შეზღუდვა აქვს, თუმცა ქუჩაში დამოუკიდებლად გადაადგილდება. ცდილობს საოჯახო საქმეებიც დამოუკიდებლად გააკეთოს. ამბობს, რომ  მეუღლეც ეხმარება და პატარა დემეტრეც. დეას რვა წლის შვილი ჰყავს. „ჯანმრთელი და შესანიშნავი“, – როგორც თვითონ გვეუბნება. ექიმები ეუბნებოდნენ, რომ შვილი არ გაეჩინა, რადგან შეზღუდული უნარები ექნებოდა. „რომ დამეჯერებინა, ახლა დემეტრე არ მეყოლებოდა. მე დავამსხვრიე სტერეოტიპი, ჯანმრთელი შვილი მყავს“, …

რასიზმისა და ქსენოფობიის შემთხვევები 2019 წელს საქართველოში – TDI

„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ [TDI] ადამიანის უფლებების დღესთან დაკავშირებით 2019 წელს საქართველოში გამოვლენილ რასიზმის, ქსენოფობიისა და უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებულ ტენდენციებზე საუბრობს. ორგანიზაციის განცხადებით, ბოლო წლებში შეინიშნებოდა უცხოელების, განსაკუთრებით კი, აზიისა და აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლების მიმართ ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების მიერ დაუსაბუთებელი უარების საგანგაშო მაჩვენებელი. „აღნიშნულს დაემატა ამ კუთხით არსებული საკანონმდებლო რეგულაციების …

მირიან ქათამაძის განმარტება აუდიტის სამუშაო დოკუმენტში გამოთქმულ კრიტიკაზე

9 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა პარტიის ბათუმის ოფისში გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინა სახელმწიფო აუდიტის შიდა სამუშაო დოკუმენტი, სადაც საუბარია ქობულეთის მუნიციპალიტეტში შესრულებულ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოზე. აუდიტი სამუშაო დოკუმენტში საუბრობს არაერთ დარღვევაზე, თუმცა დოკუმენტი საბოლოო არ არის. აღნიშნულ საკითხზე ქობულეთის მერიის პრესსამსახურმა მოგვაწოდა მერის, მირიან ქათამაძის კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ რადგან აუდიტის დოკუმენტი ჯერ …

მასწავლებელ ჰამიდ სადიგოვს ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო გადასცეს

დღეს, 9 დეკემბერს, სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ 2019 წლის ტოლერანტობის ქომაგები გამოავლინა. ტოლერანტობის ქომაგებს შორის დასახელდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ჰამიდ სადიგოვიც, ნომინაციაში – პიროვნება“. სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ნაადრევ ქორწინებაზე კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა ფეისბუქზე, რის გამოც მას ადგილობრივმა მოსახლეობამ შურაცხყოფა მიაყენა  და საჯაროდ ბოდიში მოახდევინა, ამის ამსახველი კადრები …

20 წუთში ავტომანქანაში ჩაასხეს 188 ლიტრი საწვავი, როცა ავზის მოცულობა 60 ლიტრია – აუდიტი

ქობულეთის მერიაში 2018 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით 18 ერთეული მსუბუქი, მაღალი გამავლობის სამორიგეო ავტომანქანა ირიცხებოდა. არსებული რაოდენობა აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ნორმას – აღნიშნულია აუდიტის სამუშაო დოკუმენტში, რომელიც დღეს, 9 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა ბრიფინგზე წარმოადგინა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამორიგეო ავტომობილების მიერ 2018 წელს სულ დახარჯულია 46 011 ლიტრი საწვავი, ღირებულებით – 99.5 …

ჩაქვში, 2 ადგილზე, სანიაღვრე ჭა მოწყობილია დაგებულ ფილებზე მაღლა – აუდიტი

აუდიტის სამსახურის სამუშაო დოკუმენტის თანახმად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებში აღმოჩენილია მთელი რიგი შეუსაბამობები და დარღვევები. სამუშაო დოკუმენტში, რომელიც დღეს ენმ-ის წევრმა, რეზო ხარაზმა მიაწოდა ჟურნალისტებს, წერია, რომ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით გამოვლენილია შემდეგი დარღვევები: „2018 წელს შპს „ნინიმ“ ხელშეკრულება გაუფორმა შპს „ვერბალ გრუპს“ 238 ათას ლარზე, ანუ მერიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან შედარებით 21 ათასი ლარით ნაკლებ თანხაზე… …

276 შემთხვევაში ქობულეთის პლაჟს უფასოდ სარგებლობდნენ – აუდიტის სამუშაო დოკუმენტი

დღეს, 9 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა, პარტიის ბათუმის ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც წარმოადგინა აუდიტის შიდა სამუშაო დოკუმენტი, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში შესრულებულ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ეხება. დოკუმენტში საუბარია არაერთ დარღვევაზე, რომელზეც „ქობულეთის მერიას შესაბამისი რეაგირება არ მოუხდენია“. აუდიტის სამსახურში გვითხრეს, რომ დოკუმენტი საბოლოო არ არის. აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების …

რატომ თქვა უარი 200-მა პედაგოგმა გარე დაკვირვების გავლაზე

გარე დაკვირვებაზე 200-მა პედაგოგმაუარი  თქვა. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გარე დაკვირვების ველი 4 356 პედაგოგს გაეხსნა, თუმცა ზოგიერთი პედაგოგი გარე დაკვირვებაზე აღარ დარეგისტრირდა. „ჩვენ ველი გავუხსენით მეტს, მაგრამ სურვილი გამოთქვა ნაკლებმა“, – ამბობს მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერი, ქრისტინა ინგოროყვა. გარე დაკვირვების გავლის უფლება აქვთ უფროსი სტატუსის მასწავლებლებს, ვისაც სურვილი …

გახარია: სასწავლებლები უშვებენ სპეციალისტებს, რომლებიც ბაზარზე მოთხოვნადი არ არიან

დღეს, 7 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბათუმის საზღვაო აკადემიაში იმყოფებოდა, სადაც სტუდენტებს შეხვდა. ასევე, პრემიერმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა საზღვაო აკადემიის განახლებული სამანქანე განყოფილების ლაბორატორია, რომელიც 500 000 ლარით დაფინანსდა აჭარის ბიუჯეტიდან. სტუდენტებთან შეხვედრისას გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ფოთში საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნება, სადაც პროფესიული სასწავლებელი განთავსდება. სასწავლებელი 1000-მდე სტუდენტზე იქნება გათვლილი, დასაქმდება …

ქობულეთში თევზსაჭერი გემი „განთიადი“ ჩაიძირა

ქობულეთში, 7 დეკემბერს, თევზსაჭერი გემი „განთიადი“ ჩაიძირა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, თევზსაჭერმა გემმა დახმარება 7 დეკემბერს, 01:50 საათზე ითხოვა. სააგენტოს ცნობით, გემს კორპუსის დაზიანების გამო შესდიოდა ზღვის წყალი, რის გამოც ჩაიძირა. „თევზსაჭერ გემზე 8 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ახლოს მყოფმა თევზსაჭერმა გემმა „ვიქტორიამ“ უსაფრთხოდ გადაიყვანა ფოთის საზღვაო ნავსადგურში“- აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში. სააგენტოს განმარტებით, ინციდენტზე დაწყებულია …

პრემიერი გაფრინდაშვილზე: იმედია, მალე შევძლებთ ამ ისტორიის დასრულება ერთმანეთს მივულოცოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს, 7 დეკემბერს, ბათუმში იმყოფება. მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ცხინვალის იზოლატორში მყოფ ქართველ ექიმზე, ვაჟა გაფრინდაშვილზე. „ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან მიმართებაში, ამ მძიმე პრობლემასთან მიმართებაში მინდა გითხრათ, რომ მთავრობა, ყველა შესაბამისი უწყება სრულ კოორდინაციაშია ჩვენს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ერთობლივად ვმოქმედებთ და იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში ყველას ერთად შეგვეძლება, ამ მძიმე ისტორიის დასრულება …

„წადი!“ – პრემიერ გიორგი გახარიას ბათუმში სტვენით დახვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს, 7 დეკემბერს, ბათუმში იმყოფება. 13 საათზე პრემიერ-მინისტრი ბათუმის საზღვაო აკადემიაში მივიდა, სადაც სტუდენტებს შეხვდა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. საზღვაო აკადემიის წინ მას ორგანიზაცია „ალტერნატივას“ აქტივისტები დახვდნენ პლაკატებით. ისმოდა შეძახილები: „წადი! „მონა!“ ერთ-ერთი აქტივისტი შეეცადა პრემიერის ავტომანქანას მიახლოებოდა, თუმცა პოლიციამ შეაჩერა. ადგილზე იმყოფებოდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კოტე ანანიაშვილიც. გიორგი გახარია აკადემიის …

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მოსწავლეების შედეგების გაუარესებაზე საქართველოში 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე „ბათუმელებთან“ შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA-ს 2018 წლის კვლევის შედეგზე საუბრობს. მისი თქმით, ეროვნული სასწავლო გეგმა საერთაშორისო მოთხოვნებს პასუხობს, თუმცა „როგორც ჩანს,  ამ მოთხოვნების შესაბამისად ვერ ვასწავლით“. კვლევის მიხედვით, 15 წლის მოსწავლეების შეფასება კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გაუარესებულია ბოლო სამ წელიწადში. თუმცა გორგოძე ამბობს, რომ დაბალი შედეგების მიუხედავად, მათემატიკის …

2020 წლიდან მოსწავლეები ტესტირებას გაივლიან – ახალი პროექტი

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლიდან მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის ახალი პროექტი დაიწყება, რომელიც ტესტირებას გულისხმობს. ტესტირება ჩატარდება ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება) და მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება). როგორც გამოცდების ცენტრში განმარტავენ, სპეციალურად ამ პროექტისთვის იქმნება სასკოლო შეფასების ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მოხდება როგორც მოსწავლეთა რეგისტრაცია, ასევე მათი ტესტირება. თუმცა, ცენტრის ინფორმაციით, ტესტირების დროს მიღებული …

74 700 ლარი ბიუჯეტიდან – საგრანტო კონკურსი ხელოვანებისთვის

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს სახელოვნებო სფეროში მოქმედი იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის. 2020 წელს საგრანტო კონკურსის სრული ბიუჯეტი 74 700 ლარია. სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსი ორ ეტაპად ცხადდება. პირველი ეტაპის ბიუჯეტი 34 000 ლარია, ხოლო მეორე ეტაპის – 40 700 ლარი. სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს ღონისძიებაზე რეგისტრაციის, მონაწილეობის, ტრანსპორტირების, განთავსებისა …

შუახევის მერიასთან მომხდარი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შს სამინისტროს განცხადებით, შუახევში, მერიასთან მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს. ინციდენტში შუახევის მერის მოადგილე მონაწილეობდა, მან საპროტესტო აქციის მონაწილეს, ხათუნა ბერიძეს, თმა მოქაჩა, რისი ამსახველი ვიდეომასალაც მთავარმა არხმა გაავრცელა. შემთხვევა გუშინ, 4 დეკემბერს, შუახევის მუნიციპალიტეტში მოხდა, სადაც ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრები მერიის წინ აქციას მართავდნენ. ________ ფოტოზე: სქრინი აჭარის …

ენმ თავის კვოტას სამეურვეო საბჭოში უთმობს ადამიანს, ვინც ჟურნალისტების ინტერესებს დაიცავს

დღეს, 5 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ – გია აბულაძემ, ელგუჯა ბაგრატიონმა, ასმათ დიასამიძემ და გია დიასამიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, შექმნილი კრიზისის გამომწვევი მთავარი მიზეზი, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს არჩევის წესია. „ბოლო დღეებია გვესმის, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მიზნით დირექტორი ზეწოლას ახდენს ტელევიზიის ჟურნალისტებზე. …

ბათუმში პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იწყება

პირველი საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში  7 დეკემბერს გააიხსნება. ბათუმის დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იქნება ევრიპიდეს „მედეა“. სპექტაკლს 8 დეკემბერსაც აჩვენებენ. ფესტივალს გერმანული თეატრი „ბერლინერ ანსამბლი“ გახსნის. თეატრი 1949 წელს გერმანელმა დრამატურგმა და პოეტმა ბერტოლტ ბრეხტმა დააარსა აღმოსავლეთ ბერლინში. სპექტაკლის რეჟისორია მიხაილ ტალჰაიმერი სცენოგრაფი, ოლაფ ალტმანი კოსტიუმების მხატვარი, ნეჰლ ბალკჰაუზერი მუსიკალური გაფორმება: ბრეტ ვრედი ვიდეოს ავტორი: ალექსანდრ დუ …

რატომ არის წარმატებული ესტონური მოდელი – ინტერვიუ „ახალი სკოლის მოდელის“ ტრენერთან

შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA-ს 2018 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებელი 2016 წელთან შედარებით გაუარესდა. კვლევაში მონაწილე 15 წლის მოსწავლეებთან კითხვის მაჩვენებელი 401 ქულიდან 380 ქულამდეა დასული. გაუარესებულია მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების შედეგებიც. კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ: სინგაპურს, ჩინეთსა და ესტონეთს. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ისინი იყენებენ ესტონური განათლების გამოცდილებას. რა განაპირობებს ესტონელი მოსწავლეების …

„დაინტერესდით აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით“ – პარტიების მიმართვა დიპლომატებს

აჭარაში მოქმედმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა დღეს, 3 დეკემბერს, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ბათუმში, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით. განცხადებაში ნათქვამია: „ხელისუფლება ცდილობს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, რისი მაგალითიც არის მაუწყებლის დირექტორის არჩევა ფორსირებულ რეჟიმში, მოქმედი დირექტორის მოადგილისა და ჟურნალისტების ჩამოშორების მცდელობა საინფორმაციო სამსახურიდან“. პოლიტიკური გაერთიანებები მოუწოდებენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა …

კითხვაში, მათემატიკასა და სხვა საგნებში მოსწავლეთა მაჩვენებელი გაუარესდა – PISA

შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA-ს 2018 წლის ოფიციალური შედეგების მიხედვით, საქართველოს მაჩვენებელი კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ისევ გაუარესდა. 2017-2018 წლების კვლევის მონაცემებით საქართველოში სამივე პოზიციაზე ქვეყნის ქულებია: კითხვა – 380 ქულა მათემატიკა –  398 საბუნებისმეტყევლო მეცნიერებები – 383 2015-2016 წლების კვლევის მონაცემები საქართველოში კითხვა – 401 მათემატიკა – 404 საბუნებისმეტყევლო მეცნიერებები – 411 ქვეყნის საერთო …

ქობულეთის საკრებულოს წევრი: სამუშაო კაბინეტში არ მიშვებენ

ქობულეთის მერიაში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა მერს, მერის მოადგილეს, მერიის აიპის თანამშრომლებსა და „ნაციონალური  მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის. ენმ-ის წარმომადგენელმა ქობულეთის საკრებულოში ბონდო თედორაძემ მერს „ზონდერი“ უწოდა, მირიან ქათამაძემ კი უთხრა, რომ უზრდელია. დაპირისპირებისას ისმოდა გინება და უცენზურო სიტყვები. ბონდო თედორაძე ქობულეთის საკრებულოს წევრია „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ასევე არის ფრაქციის თავმჯდომარე. ის ამბობს, რომ დილით, როცა სამსახურში  …

ერთ თვეში ტყითსარგებლობის 587უკანონო ფაქტი გამოვლინდა

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2019 წლის ნოემბრის თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 587 ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 520 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 207 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 72 ფაქტი, აჭარაში – 68, სამცხე …

რუსული კულტურის ცენტრის ამოქმედება რუსეთის ჯაშუშური ქსელისთვის კარის გახსნაა – პეტიცია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ კარასინის მიერ დაანონსებული რუსული კულტურის ცენტრის გახსნა თბილისში საზოგადოების ერთმა ჯგუფმა გააპროტესტა. დღეს, 3 დეკემბერს, გავრცელდა პეტიცია, სადაც საუბარია იმაზე, თუ რა საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს ის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. პეტიციაზე ხელის მოწერისთვის უნდა გადახვიდეთ ლინკზე. „ჩვენ პეტიციაზე ხელმომწერნი, მოვითხოვთ აიკრძალოს რუსული კულტურის ცენტრის გახსნა საქართველოში, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების …

წერილი გენდერული ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლს – კონკურსი მოსწავლეებისთვის

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში აცხადებს წერილების კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის. კონკურსის მიზანია, ახალგაზრდებში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სამოქალაქო მხარდაჭერის გაძლიერება. კონკურსის თემა: წერილი გენდერული ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კონკურსის მონაწილეებმა განაცხადში მითითებული პირობების დაცვით უნდა გააგზავნონ თავიანთი წერილები, რომელთა ადრესატი იქნება გენდერული ან/და …

ქართული მანდარინი სინგაპურში და ყატარშიც გაიყიდება – მთავრობა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში წელს 55 000 ტონა ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. მთავრობის თავმჯდომარე დღეს, 2 დეკემბერს, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა, სადაც განაცხადეს, რომ უკვე გატანილია 7 900 ტონა ციტრუსი ძირითად საექსპორტო ქვეყნებში – უკრაინაში, რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, სლოვენიასა და ყაზახეთში. მთავრობის ინფორმაციით, საექსპორტო ქვეყნებს კიდევ სამი – ლიეტუვა, ყატარი და სინგაპურიც დაემატა. მანდარინის …

ორი სიახლე უცხო ენის ტესტში 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენის ტესტებში ორი სიახლე იქნება. პირველი სიახლეა ის, რომ მე-2 დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებდა (სწორია/არასწორია), ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით. აბიტურიენტი ისმენს ერთ სრულ ტექსტს და პასუხობს რვა შეკითხვას. მეორე სიახლე კი მე-6 დავალებას ეხება. კერძოდ, მე-6 დავალება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს, გახდა 10-ის ნაცვლად …

პროკურატურა კერზაიას საქმეზე სახალხო დამცველს პასუხობს

საქართველოს გენერალური პროკურატურა სახალხო დამცველის განცხადებას პასუხობს ია კერზაიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ არ იზიარებს სახალხო დამცველის შეფასებას ამ საქმეზე. პროკურატურას მიაჩნია, რომ სამართლებრივ  რეაგირებასთან  დაკავშირებული შეფასებები არაობიექტურია და ზოგ შემთხვევაში სახალხო დამცველისთვის კანონით მინიჭებულ კომპეტენციასაც  სცდება. „სახალხო დამცველის  განცხადება არ შეიცავს არც ერთ კონკრეტულ შემთხვევას, სადაც პროკურატურის მოქმედებით დაირღვა პროცესში მონაწილე რომელიმე …

აჭარაში 341 ათოსანს კომპიუტერი გადასცეს

დღეს, 29 ნოემბერს, ბათუმში 341 მეათეკლასელი კომპიუტერით დააჯილდოვეს. ეს ის მოსწავლეები არიან, ვისი წლიური აკადემიური შეფასებაც მე-7, მე-8 და მე-9 კლასში იყო 10 ქულა, დამრგვალების გარეშე. სახელმწიფო კომპიუტერებს საჩუქრად მხოლოდ საჯარო სკოლის ათოსნებს გადასცემს. ათოსნების რაოდენობა რეგიონების მიხედვით, ვისაც კომპიუტერები გადასცეს: [checklist] ბათუმში: 119 მოსწავლე ხელვაჩაურში: 35 მოსწავლე ქედაში: 18 მოსწავლე შუახევში: 29 მოსწავლე ხულოში: …

„გამოძიებაში ვლინდება სისტემური ხარვეზი“ – სახალხო დამცველი კერზაიას საქმეზე

სახალხო დამცველის აპარატმა ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტზე ჩატარებული გამოძიების მასალების შესწავლა დაასრულა და დაადგინა, რომ აღნიშნულ საქმეში ვლინდება ის სისტემური ხარვეზები, რომლებიც საქართველოს პროკურატურის მხრიდან სხვა საქმეებშიც ხშირად იკვეთება. როგორც სახალხო დამცველის აპარატი წერს, მასალების შესწავლით ირკვევა, რომ გამოძიების დაწყების შემდგომ პროკურატურამ საქმესთან შემხებლობის მქონე ყველა პირი გამოკითხა დაგვიანებით, რის გამოც საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე …

„შენწადი“ – თორნიკე რიჟვაძეს აქციის მონაწილეებმა ჩემოდნები მიუტანეს

დღეს, 29 ნოემბერს, აჭარის მთავრობის შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავენ არასამთავრობო ორგანიზაციები „ალტერნატივა“ და „შეცვალე“. აქციაზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც. მათ მთავრობის სახლის წინ, სადაც ამ წუთებში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, გამართეს აქცია-პერფორმანსი  – „შენწადი“. აქციის მონაწილეებმა თორნიკე რიჟვაძეს ჩემოდანი მიუტანეს და უთხრეს, რომ წავიდეს. „ქართული ოცნების მამამარჩენალმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება და გაგვიშვა ქვეყნიდან. …

Exit mobile version