განათლება,მთავარი,სიახლეები

ყველაზე მეტი ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის ადგილზეა გამოცხადებული

26.10.2019
ყველაზე მეტი ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის ადგილზეა გამოცხადებული

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო და კერძო სკოლებში საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის, სულ 100-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული.

ყველაზე მეტი, – 16 ვაკანსია, მათემატიკის მასწავლებლის ადგილზეა  გამოცხადებული, შემდეგ კი, ბიოლოგიაზე, სადაც 11 ვაკანსიაა გამოცხადებული.

10-10 ვაკანსია გამოცხადებული ფიზიკის, ისტორიის და მუსიკის მასწავლებლის პოზიციაზე.

ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია პედაგოგებს  და მასწავლებლობის მაძიებლებს შეუძლიათ ვებგვერდზე Teacherjobs.ge.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კვალიფიციური კადრების დეფიციტი ყველაზე მეტად მცირეკონტინგენტიან სკოლებშია. დღეს ქვეყანაში არსებობს სკოლები, სადაც 1-იდან ასამდე მოსწავლე სწავლობს და ასეთი 900-ზე მეტი სკოლაა ქვეყანაში.

განალების სამინისტროში აცხადებენ, რომ პროგრამამ „ასწავლე საქართველოსთვის“, გარკვეულ სკოლებში პროფესიონალი მასწავლებლების დეფიციტი მეტ-ნაკლებად აღმოფხვრა, თუმცა მთლიანობაში ეს პრობლემა მაინც გამოწვევად რჩება. „რადგან „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამა, მოთხოვნილი მასწავლებლების მხოლოდ 40 პროცენტს აკმაყოფილებს ყოველწლიურად“-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამებზე „ათწლეულებია არ იქმნება კონკურსი და ე.წ უფასო პროგრამებზეც კი კონტინგენტი არ სცდება ყოველწლიურად 530-მდე ადამიანს ბოლო პერიოდში პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ზრდის მიუხედავად“.

სამინისტროს განმარტებით, უნივერსიტეტები აკადემიური პროგრამების ხანგრძლივობიდან გამომდინარე,  უახლოესი 5-10 წლის მანძილზე ვერ უზრუნველყოფენ საჭირო კადრების მომზადებას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: