მთავარი,სიახლეები

სამინისტრო: დაგეგმილია საქართველოში აშშ-ს ვებსტერის უნივერსიტეტის ჩამოყალიბება

28.10.2019
სამინისტრო: დაგეგმილია საქართველოში აშშ-ს ვებსტერის უნივერსიტეტის ჩამოყალიბება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროსა და აშშ-ს ვებსტერის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამერიკული უნივერსიტეტი საქართველოში ბიზნესის, კომუნიკაციების, ტექნოლოგიებისა და სხვა დარგებში საკუთარ პროგრამებს განახორციელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, სამომავლოდ დაგეგმილია სპეციალური პროგრამების შემუშავება განათლების სფეროს სხვადასხვა მიმართულებით, უცხოელი ექსპერტების დახმარებით.  ასევე დაგეგმილია, საქართველოში ვებსტერის უნივერსიტეტის ჩამოყალიბება, რაც სამინისტროს განცხადებით, „საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას შეუწყობს ხელს“.

ვებსტერის უნივერსიტეტის პროგრამები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება, მათ შორის: ავსტრიაში, ჰოლანდიაში, შვეიცარიასა და საბერძნეთში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: