„ხრეში მოვიტანე აქ იმიტომ, რომ ეს ორგანო არის დაკავებული რეკეტით. ვერ მინახეს ვერაფერი, ამიტომაც ფულის ნაცვლად დავუყარე ხრეში შესასვლელში. საგამოძიებო სამსახური რასაც ავრცელებს ჩემ შესახებ, არის ტყუილი და ვუჩივლე სასამართლოში,“ – ამბობს მერაბ ღოღობერიძე, რომელიც „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელია და იმავდროულად ბიზნესიც აქვს. იგი ინერტული მასალის მოპოვებითაა დაკავებული. მერაბ ღოღობერიძემ დღეს, 21 ივლისს, ფინანსთა …
Author Archives: ჯაბა ანანიძე
რამდენი ბრალდებული გაამართლეს წელს ბათუმის სასამართლოში
იანვრიდან ივნისის ჩათვლით ბათუმის საქალაქო სასამართლომ სისხლის სამართლის 159 საქმიდან 14 შემთხვევაში მიიღო გამამართლებელი განაჩენი. კიდევ ორ საქმეზე სასამართლოს ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანია. სტატისტიკურ მონაცემს 2021 წლის პირველი ექვსი თვის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლო აქვეყნებს. სტატისტიკის მიხედვით, სულ სასამართლოში ივნისის ჩათვლით სისხლის სამართლის 664 საქმე შევიდა, აქედან წინასწარ გამოძიებაში დაბრუნდა 4 საქმე, ხოლო 522 საქმე …
Continue reading “რამდენი ბრალდებული გაამართლეს წელს ბათუმის სასამართლოში”
„თინასთან ვწუხვარ“ – პაპუაშვილის პოსტის კომენტარებში ბოკუჩავაზე თავდასხმა გრძელდება
„ოცნების“ დეპუტატი და პარლამენტში განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არათუ არ მიიჩნევს, რომ თავის ქალ კოლეგა თინა ბოკუჩავასთან ეთიკის ნორმა დაარღვია, როცა ის ტრიბუნიდან ძალის გამოყენებით და ფიზიკური შეხებით გაიყვანა, არამედ საკუთარ ფეისბუქგვერდზე შეურაცხმყოფელ და გენდერულ სტერეოტიპების გამომხატველ კომენტარებს არ იმჩნევს: „დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა? თინასთან ვწუხვარ “, – ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი პარლამენტში …
რა იკითხება ღარიბაშვილის განცხადებებში – ინტერვიუ პოლიტოლოგთან
„ორ ცეცხლს შორის არის ახლა „ოცნება“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, რომელიც დღეს, 19 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას ადევნებდა თვალს და პრემიერ ღარიბაშვილს, რომელსაც ჟურნალისტებმა მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვეს – „როდის ტოვებთ თანამდებობას?“ პასუხად ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრის ადგილი დატოვა. მანამდე კი, მან კონკრეტული გზავნილები გააჟღერა, რაზეც, მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ისაუბრა. რა ჩანს ღარიბაშვილის …
Continue reading “რა იკითხება ღარიბაშვილის განცხადებებში – ინტერვიუ პოლიტოლოგთან”
პლაჟი შუა სეზონზე დაბინძურებულია – დამსვენებელი ქობულეთიდან
„შუა სეზონზე პლაჟს არავინ ასუფთავებს, ნაგავია ყველგან. გუშინ მოვიდნენ, ცოტა დაასუფთავეს და მოგროვებული ნარჩენებიც არ გაუტანიათ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ოლიკო მჭედლიშვილი. ის ქობულეთში ისვენებს. დამსვენებლის თქმით, პლაჟს პერიოდულად ასუფთავებენ და ამას თვითონაც ხედავს, მაგრამ პლაჟზე სისუფთავე მაინც არ არის. „სამი დღეა ასე. შაბათს დილით, მაგალითად, იყო სუფთა ზღვა და სანაპიროც, შუადღის შემდეგ ნაპირი დაბინძურებული დაგვხვდა. …
Continue reading “პლაჟი შუა სეზონზე დაბინძურებულია – დამსვენებელი ქობულეთიდან”
„სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის“ საქმეზე მსჯავრდებულები პრეზიდენტმა შეიწყალა
“სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეზე” მსჯავრდებულები პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. ამ საქმეზე 2 ბრალდებული უკრაინელი ოფიცერი იყო, ერთი მათგანი კი საქართველოს მოქალაქე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი. მათ რამდენიმე დღის წინ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. “ისინი უკვე გამოვიდნენ ციხიდან, თავისუფლები არიან,” – გვითხრა ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ. ის ბრალდებულების ინტერესებს იცავდა. დღეს, 19 …
Continue reading “„სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის“ საქმეზე მსჯავრდებულები პრეზიდენტმა შეიწყალა”
რომელი პარტია [არ] ეუბნება უარს საპატრიარქოს დაფინანსებასა და პრივილეგიებზე
უნდა ჰქონდეს თუ არა საპატრიარქოს პრივილეგიები, რომელიც ძალადობას არათუ მხარს უჭერს, არამედ ორგანიზატორია ძალადობრივი აქციების და ამის დემონსტრირებას არც ერიდება? – ეს კითხვა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერს დავუსვით, რომ გაგვეგო, რამდენად არიან ისინი მზად დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დასაცავად? გვექნებოდა სხვა სურათი, „ოცნების“ ნაცვლად ისინი რომ იყვნენ ხელისუფლებაში? აღმოჩნდა, რომ პარტიების დიდი ნაწილი დემოკრატიული ღირებულებების …
Continue reading “რომელი პარტია [არ] ეუბნება უარს საპატრიარქოს დაფინანსებასა და პრივილეგიებზე”
დაპირისპირება ციხის უფროსთან, რის გამოც მას ციხეში უპირებენ შებრუნებას – ლეონიდეს ამბავი
„როცა სვამ კითხვებს და აპროტესტებ, სისტემა ყოველთვის გიპირისპირდება, ძალიან რთულია. როცა სისტემა გეჯახება, თითქოს ყველა პირს კრავს შენს წინააღმდეგ. ხვდები, რომ იტანჯები, მაგრამ უბრალოდ სხვანაირად არ შეგიძლია რა,“ – გვიყვება ლეონიდე მიქაბერიძე. ის ყოფილი პატიმარია და ექვსწლიანი პატიმრობის შემდეგ ბათუმის ციხე რამდენიმე თვის წინ დატოვა. გამორიცხული არაა, ლეონიდე რამდენიმე დღეში ისევ ციხეში დაბრუნდეს. მას გამოძიება …
„წვიმაში ბავშვთან ერთად ეზოში გავათენე“ – თხოვნა სოფლიდან, სადაც მეწყერმა ოჯახი იმსხვერპლა
„რამდენიმე დღის წინ როცა გაწვიმდა, მე და ჩემმა 7 წლის შვილმა გარეთ გავათენეთ, ამ დროს სახლში დაძინების მეშინია,“ – ამბობს ზედა ჯოჭოში მცხოვრები ნონა კახიძე. ეს ის სოფელია, სადაც 2020 წლის 2 ოქტომბერს ჩამოწოლილმა მეწყერმა ლევან თედორაძის სახლი წაიღო. დაიღუპა ცოლ-ქმარი და 14 წლის ბიჭი. იმ საღამოს მეწყერი ჩამოწვა ნონა კახიძის სახლთანაც. რამდენიმე დღეში გეოლოგებმა …
ღარიბაშვილი facebook-ზე კრიტიკულ მოქალაქეებს ბლოკავს, მას ამის უფლება არ აქვს
რა უფლებით ბლოკავს პრემიერი ჟურნალისტებს ფეისბუქგვერდზე, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, „აქვს კი ამის უფლება პრემიერს, რომ დაბლოკოს მისთვის არასასურველი ჟურნალისტები ოფიციალური გვერდიდან?“ – კითხულობს ჟურნალისტი თელარა გელანტია. მან 11 ივლისს, როცა აქციაზე სასტიკად ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა, პოსტი დადო: „როცა გაიღვიძებთ, ესეც ნახეთ, ბატონო პრემიერო“. ჟურნალისტმა ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ფეისბუქგვერდის მონიშვნა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. თელარა …
Continue reading “ღარიბაშვილი facebook-ზე კრიტიკულ მოქალაქეებს ბლოკავს, მას ამის უფლება არ აქვს”
გოგოს პოლიციელები დაწყევლას ედავებოდნენ, მოსამართლემ ის გაამართლა
მერი მამუკაშვილი, რომელმაც ბათუმის ბულვარში პოლიციელები დაწყევლა, როცა ის პირბადის არქონის გამო დააჯარიმეს, მოსამართლე როინ კახიძემ გაამართლა. „არ ველოდი, თუ ბათუმის სასამართლოში ასე მოხდებოდა. მოსამართლემ თქვა, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებაა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მერი მამუკაშვილმა. ის „გირჩის“ მხარდამჭერია და სასამართლო პროცესზე იურისტი ბადრი გრიგალაშვილი იცავდა. პოლიციელებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მერი მამუკაშვილის წინააღმდეგ 15 მაისს შეადგინეს. …
Continue reading “გოგოს პოლიციელები დაწყევლას ედავებოდნენ, მოსამართლემ ის გაამართლა”
ბათუმში ბანკიდან 3,5 მილიონის მოპარვის საქმეზე მენეჯერი დააკავეს
„ლიბერთი ბანკის“ ბათუმის ფილიალის ყოფილი მენეჯერი დააკავეს. საუბარია დაახლოებით 3.5 მილიონი ლარის მოპარვის საქმეზე. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2015 წლიდან 2021 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში დაამზადა ანაბრის გახსნისა და დახურვის ყალბი ხელშეკრულებები, სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები, რა გზითაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ბანკის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს. ბანკის მენეჯერს ბრალის დადასტურების …
Continue reading “ბათუმში ბანკიდან 3,5 მილიონის მოპარვის საქმეზე მენეჯერი დააკავეს”
“სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეზე” განაჩენი დადგა
„სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეზე“ მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სამივე ბრალდებულს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საქმე ეხება 3 ბრალდებულს, რომლებიც ღია ზღვაში, იახტაზე, გასული წლის 28 ნოემბერს დააკავეს. საუბარია უკრაინის მოქალაქეებზე – ვოლოდიმერ დიაჩენკოსა და იური ხიმინჩიზე, ასევე საქართველოს მოქალაქეზე – მიხეილ ბატურინზე. მათ გამოძიება საზღვრის ჯგუფურად, უკანონო კვეთას ედავება. მიხეილ ბატურინი უკრაინაში ცხოვრობს და მიხეილ …
Continue reading ““სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეზე” განაჩენი დადგა”
პენსია სესხად: 1080 ლარი გამოვიტანე და 2681-ს მთხოვენ, პირობები უჩემოდ შეცვალეს
„საპენსიო სესხი გამოვიტანე 1080 ლარი და 2681 ლარს მახდევინებენ. ხელშეკრულება პანდემიის დროს ისე შემიცვალეს, ბანკიდან არაფერი მკითხეს, ჩემი ხელმოწერაც არ დასჭირდათ და 47 თვის ნაცვლად 80 თვე მექნება სესხი გადასახდელი,“ – გვიყვება ბადრი ჯინჭარაძე. ის პენსიონერია, ქობულეთში ცხოვრობს და საპენსიო სესხი 2019 წლის ნოემბერში აიღო. ბადრი ჯინჭარაძის საპენსიო სესხი, როგორც ყველა პენსიონერის ამ ქვეყანაში, მაღალპროცენტიანია. …
Continue reading “პენსია სესხად: 1080 ლარი გამოვიტანე და 2681-ს მთხოვენ, პირობები უჩემოდ შეცვალეს”
რა უნდა ვქნათ, როცა პრემიერი კონსტიტუციის გაუქმებას ცდილობს? – ინტერვიუ HRW-ის ასოცირებულ დირექტორთან
„პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს რიტორიკა, რომელიც პოპულისტურია და არ ემსახურება საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვას,“ – მიიჩნევს გიორგი გოგია, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებული დირექტორი. მას ვკითხეთ, რა უნდა ქნას საზოგადოებამ, როცა პრემიერი ღიად აცხადებს, რომ ქვეყანას მართავს არა კონსტიტუციის შესაბამისად [უმრავლესობის მმართველობა უმცირესობების უფლების დაცვით], არამედ უმრავლესობის …
„ეს არის ჩუმი რევოლუცია ხელისუფლების მხრიდან“ – გიორგი მშვენიერაძე
„საზოგადოებას თუკი სურს დემოკრატიის დაცვა და ჩუმი რევოლუციის თავიდან აცილება, რომელსაც ახლა მიმართავს საქართველოს ხელისუფლება, საჭიროა მკაცრი, მაგრამ მშვიდობიანი წინააღმდეგობა,“ – მიიჩნევს გიორგი მშვენიერაძე, იურისტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. მისი თქმით, პრემიერის დღევანდელი განცხადება ცხადად გვაჩვენებს, თუ რა ტიპის მმართველობა მყარდება ქვეყანაში. „ეს ანტიკონსტიტუციური მმართველობის მოდელია“ – ამბობს იურისტი. გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ ახლა საქართველოში …
Continue reading “„ეს არის ჩუმი რევოლუცია ხელისუფლების მხრიდან“ – გიორგი მშვენიერაძე”
„ღარიბაშვილის გამოსვლა არის დიქტატურის ანონსი“ – ზაალ ანდრონიკაშვილი
„სწორედ ამ დღეებში ხდება საქართველოს გაფორმება ავტორიტარულ რეჟიმად,“ – მიიჩნევს ზაალ ანდრონიკაშვილი, პუბლიცისტი, ლაიბნიცის ლიტერატურისა და კულტურის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი და ილიას უნივერსიტეტის პროფესორი. მას ვკითხეთ, თუ რა დაინახა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებში. გარდა იმისა, რომ დღეს, 12 ივლისს, პრემიერმა შეთქმულების თეორია დააბრალა „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს და პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა ადამიანები, რომელთა უფლებების დაცვაც სახელმწიფომ ვერ …
Continue reading “„ღარიბაშვილის გამოსვლა არის დიქტატურის ანონსი“ – ზაალ ანდრონიკაშვილი”
„პრემიერი გახდა ძალიან საშიში, ეს არის ხელის აღება კონსტიტუციაზე“ – საია
„ეს არის ხელის აღება კონსტიტუციურ ვალდებულებებზე,“ – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე. ღარიბაშვილმა 12 ივლისს თქვა, რომ უმრავლესობას უნდა დავემორჩილოთ. „როცა 95 პროცენტი არის წინააღმდეგი დემონსტრაციულად პროპაგანდისტული მარშის თუ აღლუმის ჩატარების, ამას, მეგობრებო, ყველანი უნდა დავემორჩილოთ. ეს არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი, ჩვენ ამას ყოველთვის გავუწევთ ანგარიშს,“ …
Continue reading “„პრემიერი გახდა ძალიან საშიში, ეს არის ხელის აღება კონსტიტუციაზე“ – საია”
ხულოში ხანძრის შედეგად ორი სახლი დაიწვა
ხულოში, სოფელ გორგაძეებში ორი სახლი და ბოსელი დაიწვა. ცეცხლი ერთ სახლში გაჩნდა 11 ივლისს, დილის 5 საათზე და მეორე სახლსაც მოედო. „8 სული გარეთ ვართ, ყველაფერი დამწვარია, არ ვიცით, რის გამო გაჩნდა ხანძარი, სახანძრო 40 წუთის მერე მოვიდა, დაიწვა ჩემი სახლი და ბოსელი მთლიანად, ჩემი ბიძაშვილის სახლიც თითქმის დამწვარია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბეჟან გორგაძე. ხულოს …
წინა არჩევნებზე „ოცნების“ წარმომადგენელი ახლა უსკოს უპარტიო წევრი გახდა
უსკოს ახალი წევრი ირაკლი გვარამია, რომელიც უპარტიო წევრის სტატუსით რამდენიმე დღის წინ შევიდა უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, 2020 წლის არჩევნებზე უსკოში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა. ის 2013 წლიდან უმაღლესი საბჭოს აპარატში მუშაობს და არ მალავს, რომ „ოცნების“ დეპუტატ დავით ბაციკაძესთანაც მეგობრობს. „ნათესავიც არის, ის ჩემი შვილის ნათლია,“ – გვიპასუხა ირაკლი გვარამიამ. უპარტიო წევრის შეფასებით, მისი ამ პოზიციაზე …
Continue reading “წინა არჩევნებზე „ოცნების“ წარმომადგენელი ახლა უსკოს უპარტიო წევრი გახდა”
რა კვებავს შიშს ბათუმში „თურქულ უბანზე“ – კვლევა
„თურქული ქუჩები ხიბლს მატებს ჩვენს ქალაქს,“ – ეს ბათუმში მცხოვრებ ერთ-ერთ რესპონდენტს უთქვამს კვლევის დროს. ორგანიზაციამ „ლიბერალური აკადემია – თბილისი“ კვლევა ანტილიბერალურ განწყობებზე თბილისში, აჭარასა და სამეგრელოში ჩაატარა. კვლევის ერთ-ერთი საკითხი ესეც იყო, თუ როგორია დამოკიდებულება უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის, თურქების მიმართ. კვლევის ავტორების დაკვირვებით, თურქების მიმართ აჭარაში კონტრასტული დამოკიდებულებაა. რესპონდენტების ერთი ნაწილის დადებითი …
Continue reading “რა კვებავს შიშს ბათუმში „თურქულ უბანზე“ – კვლევა”
ბათუმში დანით 35 წლის კაცი დაჭრეს
დღეს, 9 ივლისს, ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე 35 წლის კაცი დაჭრეს. ის „მედცენტრში“ გადაიყვანეს. „მედცენტრის“ ინფორმაციით, კაცი ქვედა კუდურის არეშია დაჭრილი და მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საყურადღებო. კლინიკის პრესცენტრის განმარტებით, ჭრილობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კაცი დანით დაჭრეს და კონფლიქტში რამდენიმე პირი მონაწილეობდა. შემთხვევა საცხოვრებელი კორპუსის წინ, ქუჩაში მოხდა. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. შინაგან საქმეთა სამინისტროს …
ბათუმის სამშობიარო სახლის ექიმებმა სასამართლოში დავა წააგეს
„ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლის“ მეწილეებმა სასამართლო დავა წააგეს. გადაწყვეტილება მოსამართლე როინ კახიძემ მიიღო. საუბარია ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სამშობიარო სახლზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2013 წელს იჯარით 2026 წლამდე გადასცა „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლს“. ამ ორგანიზაციაში მაშინ ის ექიმები გაწევრიანდნენ, რომლებიც სამშობიაროში მუშაობდნენ. იმისთვის, რომ ექიმების კომპანიას პირნათლად …
Continue reading “ბათუმის სამშობიარო სახლის ექიმებმა სასამართლოში დავა წააგეს”
რა ფასად შეძლებთ ბეშუმში დასვენებას
„ბეშუმში პანდემია არ ვიცით,“ – ამბობენ ადამიანები, რომლებსაც ბეშუმში სახლები აქვთ. მათი თქმით, ფასები იგივეა, რადგან პანდემია გასულ წელსაც არ იგრძნობოდა. ზოგიერთის თქმით კი, ბეშუმში დასვენება გაძვირდა, რადგან „ყველაფერი ძვირდება“. „ახლა ამოვედი ბეშუმში და სახლს ვალაგებ. უკვე გავაქირავე სახლი და ველოდები სტუმრებს. 20 დღით ვაქირავებ 700 ლარად,“ – გვითხრა ლელა თურმანიძემ. მას 4 ადამიანის ერთდროულად …
რა მოიგო და წააგო ხელისუფლებამ ჟურნალისტების ცემით – ინტერვიუ პოლიტოლოგთან
„მართლა მინდა გამოვიკვლიო, ამდენი ჟურნალისტი ერთად ომის დროს, ერთ დღეში, ბოლო საუკუნის განმავლობაში თუ დაზარალებულა სადმე,“ – გვითხრა პოლიტოლოგმა ლევან ცუცქირიძემ, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD – ის აღმასრულებელმა დირექტორმა. მას „ბათუმელები“ ესაუბრა თემაზე – რა მოიგო და წააგო ხელისუფლებამ 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის შედეგად. ლევან ცუცქირიძის აზრით, ხელისუფლებამ მოძალადეებისთვის მწვანე შუქის ანთებით …
Continue reading “რა მოიგო და წააგო ხელისუფლებამ ჟურნალისტების ცემით – ინტერვიუ პოლიტოლოგთან”
ეროვნული ბანკი აპირებს, საკოლექციო ხუთლარიანი მონეტები 95 ლარად გაყიდოს
დღეიდან ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების გაყიდვას იწყებს. ხუთლარიანი მონეტა საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავის აღსანიშნავად გამოსცეს მხოლოდ 1500 ცალი და თითო მონეტა 95 ლარად გაიყიდება. დღეს, 6 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოში საკოლექციო მონეტები ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ წარმოადგინა. საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზი ღია კონკურსით შეირჩა. მონეტის მთავარი კომპოზიცია ურთიერთგადაჯაჭვული ასოებია – „სდრ“. ეს წარმოადგენს 1921 წელს …
Continue reading “ეროვნული ბანკი აპირებს, საკოლექციო ხუთლარიანი მონეტები 95 ლარად გაყიდოს”
რატომ არ გაიაფდა თქვენი სესხი, როცა ლარი გამყარდა? – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხი
„გავითვალისწინეთ ის, თუ პროგნოზში რას ვხედავთ,“ – ასე ხსნის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე იმას, რომ ლარის გამყარების მიუხედავად რეფინანსირების განაკვეთი არ მცირდება. რეფინანსირებაზე ბოლოს 23 ივნისს იმსჯელა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა და განაკვეთი ისევ 9.5 პროცენტი დარჩა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, რეფინანსირების განაკვეთი იმიტომ არ შეამცირეს, რომ გლობალურად მსოფლიოში და საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი …
რა თქვა საკონსტიტუციოს თავმჯდომარემ კითხვაზე: დაირღვა თუ არა კონსტიტუცია?
„მე არ ვარ პოლიტიკოსი,“ – კითხვაზე თავის არიდება ამ პასუხით სცადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ. მას გუშინ, 5 ივლისს, თბილისი პრაიდზე პოლიციელების თვალწინ მოქალაქეების ჩაგვრაზე, ჟურნალისტების ცემასა და კონკრეტული ოფისების დარბევაზე ვკითხეთ ჟურნალისტებმა. დღეს, 6 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოში ეროვნულმა ბანკმა საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავის აღსანიშნავად საკოლექციო მონეტა წარმოადგინა. მერაბ ტურავას შევახსენეთ, რომ ის საკონსტიტუციო …
Continue reading “რა თქვა საკონსტიტუციოს თავმჯდომარემ კითხვაზე: დაირღვა თუ არა კონსტიტუცია?”
„საპატრიარქო ჩვეულებრივი ტერორისტული ორგანიზაციაა“ – თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი
გაძლიერდა, თუ პირიქით, დასუსტდა ეკლესიის მიმართ ნდობა, რომელიც დღეს პირდაპირ მოძალადის როლში მოგვევლინა? – თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი მიიჩნევს, რომ ეკლესიას ამჯერად უკვე არა მარტო ქრისტიანობის კრიზისი აქვს, არამედ ეს არის სოციალური მხარდაჭერის კრიზისი და „ეკლესია ვაბანკზე მიდის“. „ბათუმელებმა“ მირიან გამრეკელაშვილს დღეს მიმდინარე პროცესზე რამდენიმე კითხვა დაუსვა: ბატონო მირიან, რა გამოჩნდა დღეს – რა როლი აქვს …
მოსამართლემ “სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმე” დაასრულა და თქვა – “ფაქტები ხელისგულზეა”
„ფაქტები ხელისგულზეა“, – აღნიშნა დღეს, 5 ივლისს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა, როცა „სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმის“ განხილვა დაასრულა. თუმცა განაჩენის გამოცხადება გადადო. წინა სხდომაზე მოსამართლემ თქვა, საბოლოო გადაწყვეტილებასაც დიდი ალბათობით გეტყვითო. „ჩამოყალიბებული ვარ, მაგრამ რამდენიმე საკითხზე მჭირდება სამართლებრივი მსჯელობა,“ – თქვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მას შემდეგ, როცა მან ადვოკატის დასკვნითი სიტყვა მოისმინა. ადვოკატმა კი დასკვნითი სიტყვა …
ცხოვრება მაგისტრალის ქვეშ – როგორ უნგრევენ ადამიანებს საცხოვრებელ გარემოს
„სახლები დაიბზარა, გვეშინია დაძინების, მაგისტრალი ჩვენს აივნებზე შემოდის პირდაპირ, ხმაურია აუტანელი, მტვერი…“ – პრობლემების ჩამონათვალი დიდი აქვთ სალიბაურში მცხოვრებ ადამიანებს. მათი ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა, როცა დაახლოებით ორი წლის წინ სახლების აივნებისა და ეზოების პირდაპირ ბათუმის შემოვლითი გზა გაიყვანეს. მანამდე სალიბაური ერთი მშვიდი და ქალაქთან ახლოს მდებარე სოფელი იყო. 15 ოჯახი, რომლებსაც ახლა უკვე ცხოვრება …
Continue reading “ცხოვრება მაგისტრალის ქვეშ – როგორ უნგრევენ ადამიანებს საცხოვრებელ გარემოს”
„დეკრეტულის გამო განვადებაზე უარი მითხრეს“ – ბანკების განმარტება
თუკი შვილი შეგეძინათ და დეკრეტულში გახვედით, შესაძლოა ძალიან საჭირო რომელიმე ნივთის შესაძენად სესხის აღება მოგიწიოთ – ამ დროს ბანკი განვადებას არ მოგცემთ იმის მიუხედავად, რომ შეიძლება სამსახური გაქვთ და დეკრეტულის ანაზღაურებაც სრულად დარიცხულია თქვენს ანგარიშზე. „ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა და უფლების ჩამორთმევა,“ – ამბობს თეონა ხარაბაძე, რომელიც ახლა დეკრეტულ შვებულებაშია და განვადებაზე ქუთაისის ერთ-ერთ მაღაზიაში …
Continue reading “„დეკრეტულის გამო განვადებაზე უარი მითხრეს“ – ბანკების განმარტება”
„მაინც გავშალე“ – პოლიციელების მიერ კარვის დაშლას საია უკანონობად აფასებს
„მაინც გავშალე კარავი“ – ამბობს დავით ბურჭულაძე, რომელსაც გუშინ, 30 ივნისს, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, პოლიციელებმა კარავი დაუშალეს. დავითმა ამჯერად კარავი იმ ეზოს შესასვლელთან გაშალა, სადაც თვითონ ცხოვრობს. დავით ბურჭულაძე საპენსიო სესხის 5 პროცენტამდე შემცირებას ითხოვს, ასევე პენსიის 500 ლარამდე გაზრდას და პენსიონერების ჯანდაცვის 100 %-იანი პაკეტით უზრუნველყოფას. მან კარავი მემედ აბაშიძის გამზირზე, ტროტუარზე, 30 …
Continue reading “„მაინც გავშალე“ – პოლიციელების მიერ კარვის დაშლას საია უკანონობად აფასებს”
რატომ მოჭრეს ხე ბათუმის ცენტრში
„გვითხრეს, რომ ხე დაზიანებულია, მაგრამ ამის არავის სჯერა, უზარმაზარი და ჯანსაღი ხე იყო,“ – ამბობს გორგილაძის ქუჩაზე მცხოვრები თემურ ქავშბაია. გორგილაძის ქუჩის ბოლოში, „ბათუმი მოლის“ წინ, ხის მოჭრის ამსახველი ფოტოები მან დღეს, პირველ ივლისს ფეისბუქში გამოაქვეყნა. თემურ ქავშბაიას ვარაუდით ხე მოჭრეს იმის გამო, რომ ის „ბათუმი მოლის“ ფასადზე განთავსებულ სარეკლამო ბანერებს ეფარებოდა. „მეორე მხრივ, პარკირების …
პირველი არჩევნები შავი და თეთრი კენჭებით ბათუმში – ვის ჰქონდა ხმის მიცემის უფლება
„კანდიდატების წინ დგამდნენ ყუთებს, ყუთებთან კანდიდატები იდგნენ და ხალხი ყუთში აგდებდა თეთრ ან შავ ქვას, ასე ტარდებოდა არჩევნები,“ – გვიყვება ისტორიკოსი ირაკლი ირემაძე. ის ავტორია წიგნისა „არჩევნების ისტორია აჭარაში“, რომელიც უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ გამოსცა. წიგნის პრეზენტაცია უსკო-ში დღეს, პირველ ივლისს, გაიმართება. ირაკლი ირემაძე „ბათუმელებს“ მოუყვა, როგორ ჩატარდა პირველი არჩევნები ბათუმში და რას აჩვენებს არჩევნების ისტორია. …
რას ჰყვებიან ოცნების ქალაქში მკვლელობაზე: „იწევდნენ ბრალდებულის დედისკენ“
„თვითონ მიგვიყვანა ოცნების ქალაქის მიტოვებულ ქოხში, ფანჯრის მინებიც ჩამტვრეული იყო, ქოხი მიწაზე იდგა, წითელი თუნუქები ჰქონდა გარედან, ადრე დილას მივედით იქ, თენდებოდა… დანა მართლაც იმ ქოხში დაგვხვდა. დიდი ზომის შავტარიანი დანა იყო, ჩონჩხი იყო ზედ გამოსახული,“ – უთხრა მოსამართლეს გამომძიებელმა გია ბახტაძემ მკვლელობის ამბავზე, რომელიც 3 იანვარს ღამით მოხდა „ოცნების ქალაქში“. გამომძიებელმა იმის საჩვენებლად, რომ …
Continue reading “რას ჰყვებიან ოცნების ქალაქში მკვლელობაზე: „იწევდნენ ბრალდებულის დედისკენ“”