„ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე“ აღსაზრდელის ბიძია დააკავეს

„ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საქმეზე“ პროკურატურამ ერთ-ერთი აღსაზრდელის ბიძიას ბრალი წარუდგინა და დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მიხედვით წარუდიგინეს, რაც მუქარას გულისხმობს. „გამოძიების დაწყების საფუძველი გ.ჩ.-ს [მოზარდის] ადვოკატის განცხადება გახდა, რომლის თანახმად, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში, მოწმის სახით გამოკითხულ პირს – გ.ჩ.-ს სიცოცხლის მოსპობით საკუთარი ბიძა – ჩ.გ. ემუქრებოდა სიცოცხლის …

ბათუმში ხიდი იმ დროს ჩავარდა, როცა სატვირთო გადადიოდა

ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში, სვიშევსკის ქუჩაზე ხიდი იმ დროს ჩავარდა, როცა სატვირთო ავტომანქანა მოძრაობდა. ტრანსპორტში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შემთხვევიდან მალევე ამოიყვანა. ადგილობრივების თქმით, ხიდი დიდი ხანია იყო ამორტიზებული. ხიდი სვიშევსკის ქუჩაზე გუშინ, 11 ივნისს ჩავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაზე დაწყებულია ადმინისტრაციული საქმისწარმოება. …

აჭარაში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 12 ივნისი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, რეგიონში მართვით სუნთქვაზეა 14 პაციენტი. 12 ივნისის მდგომარეობით, აჭარაში, კოვიდკლინიკაში მკურნალობს 241 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 59, კლინიკა დატოვა 22-მა ადამიანმა. გამყრელიძე: ვემზადებით მასობრივი ვაქცინაციისთვის, იქნება ცოცხალი რიგები  

რის გამო დაუტოვა ჯემალ ჭელიძემ ეტლი რიჟვაძეს და რას ნიშნავს „პერსონალური ასისტენტი“

„უკვე სუნთქვაც კი მიჭირს,“ – ასე გამოხატავს თავის მდგომარეობას ეტლით მოსარგებლე ჯემალ ჭელიძე, რომელიც 26 მაისის შემდეგ ეტლის გარეშე აგრძელებს ცხოვრებას. ეტლი ჯემალ ჭელიძემ პროტესტის ნიშნად დაუტოვა თორნიკე რიჟვაძეს, რადგან მას აჭარის მთავრობაში არავინ მოუსმინა. ჯემალ ჭელიძე ერთ-ერთია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შორის, ვინც პერსონალური ასისტენტის დანიშვნას ითხოვს. მისი ორი შვილი პატიმრობაშია და მოვლის პრობლემა …

უსკოს თავმჯდომარე ისევ პარმენ ჯალაღონია იქნება

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ისევ პარმენ ჯალაღონია იქნება. უსკო-ს თავმჯდომარე დღეს, 11 ივნისს, აირჩიეს აჭარის უმაღლეს საბჭოში. პარმენ ჯალაღონიას კონკურენტი არ ჰყავდა. მას უმრავლესობის 13-მა წევრმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრის პროცესში ოპოზიცია ბოიკოტის ნიშნად არ მონაწილეობდა. — მოქმედი კანონმდებლობით, უსკოს თავმჯდომარის კანდიდატურას უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წარუდგენს: აჭარის მთავრობამ უსკოს თავმჯდომარის შესარჩევად კონკურსი …

„ქაოტური გარემოა“ – ომბუდსმენი ბათუმში ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების მკურნალობაზე

„ქაოტური გარემოა“ – ეს ომბუდსმენის აპარატის შეფასებაა ბათუმის სამედიცინო ცენტრზე, სადაც დღევანდელი მდგომარეობით ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე 103 ადამიანი ცხოვრობს. ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანების პრობლემებზე გუშინ, 10 ივნისს, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამ სფეროს სპეციალისტებს ბათუმში შეხვდნენ. შეხვედრა აჭარის მთავრობის შენობაში გაიმართა. „რაც უფრო კეთდება და ლამაზდება, გალავანი უფრო ერტყმის გარედან, ძირეული პრობლემები …

კიდევ ერთი საქმე, სადაც კანონიერ ქურდ „ენცოს“ სატელეფონო ზარები ფიგურირებს 

„მითხრა, კანონიერი ქურდი ვარ, ენცო და უნდა მოხსნა ეს ყადაღები, ჩემი არ გეშინიაო?… ასევე მითხრა, შენ როგორ გგონია, ვინ ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქში მერებსო? ლაშა კომახიძე მე გავათავისუფლეო,“ – გვიყვება სოფო ნებიერიძე. მას კომპანია „ბათინვესტის“ მეწილესთან, რომლის დირექტორადაც მუშაობდა, სასამართლო დავა აქვს და ამბობს, რომ ემუქრებიან. სოფო ნებიერიძის თქმით, მას კანონიერ ქურდთან გასაუბრებამდე კომპანიის მეწილე, …

ეტლით მოსარგებლე: კარავი წამართვეს მთავრობის სახლთან და აღარ მიბრუნებენ

„კარავი პოლიციელების თვალწინ და აჭარის მთავრობის სახლის წინ წამართვეს და აღარ მიბრუნებენ,“ – ამბობს ჯემალ ჭელიძე, რომელიც ეტლით მოსარგებლე პირია და 26 მაისს პროტესტის ნიშნად თორნიკე რიჟვაძეს ეტლი და საპენსიო ბარათი დაუტოვა. 26 მაისიდან ამ დრომდე ჯემალ ჭელიძის სოციალური პრობლემები აჭარის მთავრობაში არავინ მოისმინა. „რადგან არავინ მოიცალა ჩემთვის, მე ისევ მოვედი აქ, რადგან მთავრობა ვალდებულია, …

“თოფი სახეში დაუმიზნა ძმას და ესროლა” – მკვლელობის საქმე

“არ ვცნობ თავს დამნაშავედ,” – უპასუხა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს ბრალდებულმა ბონდო გ.-მ. მას ძმის მკვლელობა ედება ბრალად. ბრალდებული 54 წლისაა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ძმას საკუთარ სახლში სანადირო თოფიდან სახეში ესროლა. ის ადგილზე გარდაიცვალა. ეს შემთხვევა ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა, აპრილში. საქმის მასალების მიხედვით, ძმებს შორის კონფლიქტის მიზეზი ქონება იყო. ისინი საერთო ეზოთი სარგებლობდნენ და ცხოვრობდნენ …

რატომ არ გაიაფდა ბაზარი, როცა ლარი მყარდება

„ზეთი დაახლოებით ერთი ლარით გაიაფდა,“ – გვითხრეს დღეს, 8 ივნისს, ბათუმის აგრარულ ბაზარში ზეთით მოვაჭრეებმა. აქ ვეცადეთ იმის გარკვევა, თუ როგორ აისახა საკვები პროდუქტების, მათ შორის, იმპორტირებული პროდუქციის ფასზე ლარის კურსის გამყარება. 8 ივნისის მდგომარეობით ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან არის 3.18, აპრილში ლარის გაუფასურების მაჩვენებელი კი 3.45-მდე იყო. „მაგალითად, ეს ხუთლიტრიანი ბოთლით ზეთი 32 …

გამყრელიძე: ვემზადებით მასობრივი ვაქცინაციისთვის, იქნება ცოცხალი რიგები

„ივლისიდან მივიღებთ 3 მილიონ 200 ათასზე მეტ დოზა ვაქცინას, ჩვენ მასობრივი ვაქცინაციის დაწყება შეგვეძლება,“ – განაცხადა დღეს, 8 ივნისს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, საქართველოში ივლისიდან ონლაინჯავშნის გარდა მოქალაქეები ცოცხალი რიგითაც შეძლებენ აცრის გაკეთებას. „ოთხ დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში მოეწყობა დიდი ამცრელი სივრცეები. თბილისში 3 …

მერია კვლავ ითხოვს ცნობის მიტანას ახალი ნომრის აღებისას, თუ არა – დაჯარიმდებით

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ახალი სანომრე ნიშნის აღებისას გადახდილი პარკირების საფასური ძველ სანომრე ნიშანზე რჩება. „შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსგან მიღებული ცნობა უნდა წარმოადგინოთ შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“, რათა მოხდეს ინფორმაციის ბაზაში შეყვანა და პარკირების საფასურის გადმოტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებით,“ – აღნიშნულია „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რატომ ვერ იღებს ამ მონაცემებს მერია ავტომატურ რეჟიმში და …

რა შედეგი მოიტანა მეგობრის მერიაში მონიტორად დანიშვნამ – არჩილ ჩიქოვანის პასუხი

რა შეცვალა ბათუმის მერიის მუშაობაში მონიტორმა, რომელიც წინა წლებში საერთოდ არ გვყავდა. ეს განყოფილება წელს შექმნა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა და მის უფროსად თავისი კლასელი და მეგობარი გიორგი ხარაზი დანიშნა. ამ თემაზე არჩილ ჩიქოვანს დღეს, 7 ივნისს, ვკითხეთ, როცა ის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ავსტრიული კუთხის გახსნას დაესწრო ავსტრიის ელჩთან ერთად. „ბათუმის მერია თავისი კომპეტენციის ფარგლებში …

„65 წლის გავხდი და ნოტარიუსად აღარ მამუშავეს“ – ქალი პარლამენტს საკონსტიტუციოში უჩივის

„ძალიან აქტიური ქალი ვარ, არც გონებრივი სამუშაო მიჭირს, არც ფიზიკური, ახლაც ბოსტანში ვარ და ვმუშაობ,“ – გვიყვება 66 წლის მედეა გვაზავა. მუშაობის 23-წლიანი გამოცდილების შემდეგ ის ნოტარიუსად იმიტომ ვეღარ მუშაობს, რომ 65 წლის გახდა – კანონი ნოტარიუსებისთვის ასაკობრივ ზღვარს აწესებს. ყოფილი ნოტარიუსი მიიჩნევს, რომ ეს კანონი დისკრიმინაციულია. „გასული წლის პირველ ნოემბერს გავხდი 65 წლის. მას …

შვილიშვილზე სექსუალური ძალადობისთვის ბაბუა დააპატიმრეს

10 წლამდე შვილიშვილზე სექსუალური ძალადობისთვის ბაბუას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. სავარაუდო პედოფილიის შემთხვევა აჭარის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა. გამოძიება 60 წლამდე ბაბუას გარყვნილი ქმედების ჩადენას ედავება. მას ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი ხელვაჩაურის სასამართლოში 5 ივნისს გაიმართა. უფლებადამცველ ბაია პატარაიას ინფორმაციით, დანაშაულის შესახებ პოლიციას მოზარდის დედამ მიმართა. „ძლივს …

“სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეში” მესაკუთრე იახტის დაბრუნებას ითხოვს

უნდა დაუბრუნდეს თუ არა იახტა მესაკუთრეს? – იკითხა დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა და საქმიდან იახტის მესაკუთრის თხოვნის წერილი ამოიღო. იახტა, სადაც უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები დააკავეს, გასული წლის ნოემბრის შემდეგ ფოთის პორტში დგას. საუბარია უკრაინის მოქალაქეებზე – ვოლოდიმერ დიაჩენკოსა და იური ხიმინჩიზე, ასევე საქართველოს მოქალაქეზე – მიხეილ ბატურინზე. მათ გამოძიება საზღვრის ჯგუფურად, უკანონო კვეთას …

რატომ არ მცირდება რეფინანსირების განაკვეთი, როცა ლარი მყარდება

რატომ არ მცირდება რეფინანსირების განაკვეთი, ან შემცირდება თუ არა იგი, როცა ეროვნული ვალუტის კურსი ბოლო დღეების განმავლობაში ამერიკულ დოლართან მიმართებაში სტაბილურად მყარდება? – ეროვნული ბანკის პრესცენტრში გვიპასუხეს, რომ საკითხს მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე 23 ივნისს განიხილავენ. რეფინანსირების განაკვეთს, რაზეც შემდეგ საბანკო სესხების გაზრდა ან შემცირებაა დამოკიდებული, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი განსაზღვრავს. კომიტეტის სხდომების კალენდარი წინასწარაა განსაზღვრული. მაგალითად, …

რა ადასტურებს, რომ ძმები წულუკიძეები და ჭელიძეები პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს

„ასეთ საქმეებში ჩანს, რამდენად არის პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი სასამართლო… პირველი სამი ფურცლის გაცნობაც საკმარისია იმისთვის, რომ დარწმუნდე: ეს საქმე პოლიტიკურია,“ – მკაფიო პოზიცია აქვს ადვოკატს და ყოფილ მოსამართლეს ირაკლი შავაძეს. ის რამდენიმე პირის ინტერესებს იცავს „ჭელიძეების, წულუკიძეების და ელდარ ანთაძის საქმეში“. შვიდივე ბრალდებული, რომლებიც რიონის ხეობის დაცვის აქციაში მონაწილეობის შემდეგ, 14 აპრილს დააკავეს, გუშინ, 3 …

სად წაიღეს ეტლი, რომელიც თორნიკე რიჟვაძეს პროტესტის ნიშნად დაუტოვეს

„ეტლი ინახება დაცულ ადგილზე და უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება მფლობელს,“ – მოგვწერეს აჭარის მთავრობის პრესცენტრიდან, სადაც ვიკითხეთ, სად წავიდა ეტლი, რომელიც ეტლით მოსარგებლე ჯემალ ჭელიძემ პროტესტის ნიშნად თორნიკე რიჟვაძეს 26 მაისს დაუტოვა. ჯემალ ჭელიძე ეტლის დატოვებამდე 3 დღის განმავლობაში ითხოვდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ან აპარატის წარმომადგენლებთან შეხვედრას სოციალურ პრობლემების გადაჭრის მიზნით, მაგრამ მისი მოსმენა არავინ ისურვა. …

დავა “ბათუმის სამშობიარო სახლზე”, სადაც დირექტორს სამსახურში არ უშვებენ

„ექიმებმა, რომლებიც ბათუმის სამშობიარო სახლის აქციების 70 პროცენტს ვფლობთ, კრება ჩავატარეთ, მე ამირჩიეს დირექტორად, მაგრამ სამშობიაროში არ მიშვებენ და ამ ცვლილებას არც საჯარო რეესტრი არეგისტრირებს,“ – ამბობს ნანა შერვაშიძე, რომელიც ბათუმის სამშობიაროში აქციების 15 პროცენტს ფლობს და ამჯერად სასამართლოში საჯარო რეესტრის წინააღმდეგ დავობს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სამშობიარო სახლის ირგვლივ ორი დავა მიმდინარეობს. ერთ საქმეში მეწილეები …

ქრთამს ეკომიგრანტებისგან იღებდა – სუს-მა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა

ქრთამის აღების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საჯარო მოხელე დააკავა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული ქრთამს იღებდა ეკომიგრანტებისგან იმის სანაცვლოდ, რომ მათ მთავრობის მიერ დადგენილი 25 ათასი ლარი მიეღოთ სახლის შესაძენად. „გამოძიებით დგინდება, რომ სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ თანამშრომელი, განსახლების საჭიროების მქონე ეკომიგრანტებისგან, სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული 25 000-ლარიანი ფულადი შემწეობის გაცემის დადებითად გადაწყვეტის სანაცვლოდ, …

რა ობიექტი შენდება სარფში, რომელიც ქვების ცვენამ დააზიანა

როცა სარფიდან ბათუმისკენ მოდიხარ, პირველი შენობა, რაც კვარიათში მისვლამდე გხვდება, საზოგადოებრივი ობიექტია – ერთსართულიანი რკინის და მინისკედლებიანი კონსტრუქცია. ამ შენობაზე შუშები უკვე რამდენიმე დღეა ჩამსხვრეულია. ობიექტის მფლობელმა, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებში არ იციან როდის აღდგება, ვინ აღადგენს ან რა ტიპის საზოგადოებრივი ობიექტი იქნება აქ. საზოგადოებრივი ობიექტი, რომელსაც ჯერ არც კი უმუშავია, სარფის გზაზე ჩამოცვენილმა ლოდებმა რამდენიმე …

გომისმთაზე მისვლას კვირაში მხოლოდ 2 დღეს შეძლებთ – 15 ივნისიდან გზა იკეტება

კურორტ გომისმთაზე ამ ზაფხულს ასვლას მხოლოდ შაბათ-კვირას და ისიც კონკრეტულ საათებში შეძლებთ. კურორტზე ახალი საავტომობილო გზა კეთდება, რის გამოც გადაადგილება შეზღუდული იქნება 2021 წლის 15 ივნისიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით. ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოზურგეთიდან გომისმთის მიმართულებით შაბათს, დღის 4 საათიდან შეგეძლებათ წასვლა ღამის 11 საათამდე, ხოლო კვირას გადაადგილება დასაშვები იქნება დილის 5 საათიდან ღამის 11 …

საზღვაო აკადემიის პროფესორების „პლაგიატის საქმე“ – რეპორტაჟი სასამართლოდან

„ის, რომ არ ხარ ჯიგარი ლექტორი და ქულას ტყუილად არ წერ, არ ნიშნავს იმას, რომ ეს შენი გათავისუფლების საფუძველია,“ – მიმართა მოსამართლეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა, ანა ბერძენიშვილმა. დღეს, 2 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე როინ კახიძემ „ვაჟა ანანიძის საქმის“ არსებითი განხილვა დაიწყო. ვაჟა ანანიძე ის პროფესორია, რომელმაც გასულ წელს საზღვაო აკადემიის რექტორი და კიდევ …

ბათუმში ავტომანქანა გამყოფ ჯებირს დაეჯახა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ავტომანქანა გამყოფ ჯებირს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად BMW-ს ტიპის ავტომანქანა დაიმტვრა. თვითმხილველის თქმით, ავტომანქანაში მსხდომები არ დაშავებულან. ავტოავარიის ადგილზე უკვე იმყოფება საპატრულო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაზე ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო.

რას ყვებიან ქალები მთიდან თავიანთ შრომაზე 

მაისის ბოლო დღეებში თუკი ხულოს ცენტრში ადგილობრივებს ჰკითხავთ, რა ხდება ახლა მათ ბაღებსა და ბოსტნებში, გიპასუხებენ, რომ საგაზაფხულო სამუშაოები უკვე დაასრულეს და ამოსუნთქვის დროა. ამას კაცები გეტყვიან, თუმცა თუკი რომელიმე სოფლის გზას დაადგებით, ორღობეებიდან, სადაც ახლა გვირილები და ყაყაჩოები ხარობს, შენიშნავთ ქალებს, მზის გულზე რომ შრომობენ მწვანე სიმინდის ყანებსა თუ კარტოფილის ნაკვეთებში. „ჩემთვის, ფიქრებში ვმუშაობ,“ …

ქათმის გაყინული ხორცი სარფის საბაჟოდან უკან გააბრუნეს

სარფის საბაჟოდან 20 203 კილოგრამი გაყინული ქათმის ხორცი უკან გააბრუნეს. შემთხვევა დღეს, 31 მაისს, დაფიქსირდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ტვირთის თანმხლები დოკუმენტაციის შემოწმებისას საქონლის შეფუთვის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია არ შეესაბამებოდა მწარმოებლის შესახებ არსებულ მონაცემებს, რის გამოც აღნიშნულმა ტვირთმა იდენტურობის შემოწმება ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის შესაბამისად ვერ გაიარა.      

ბათუმში ბანკიდან 3.5 მილიონი ლარი მოიპარეს

„ლიბერთი ბანკის“ ბათუმის ფილიალის ყოფილ მენეჯერს და კიდევ 14 თანამშრომელს სასამართლოში უჩივიან. მიზეზი მილიონობით თანხის დაკარგვაა. „ლიბერთი ბანკი“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში იმ თანამშრომლებს ედავება, ვისთანაც შრომითი ხელშეკრულებები უკვე შეაჩერა. საქმეს მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს. საქმის მასალების მიხედვით, ბანკიდან 2 მილიონ 533 ათასი ლარი, 202 ათასი ამერიკული დოლარი და 80 ათასი ევროა დაკარგული. სხვადასხვა ტრანზაქციით 37 …

რას პასუხობს რიჟვაძე ეტლით მოსარგებლეს, რომელმაც ეტლი და საპენსიო ბარათი დაუტოვა

რატომ არ შეხვდა თორნიკე რიჟვაძე ან მთავრობის აპარატის წარმომადგენელი ეტლით მოსარგებლე ჯემალ ჭელიძეს სამი დღის განმავლობაში? – ვკითხეთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დღეს, 28 მაისს, მთავრობის სხდომის შემდეგ. საუბარია ეტლით მოსარგებლე მოქალაქეზე, რომელსაც სოციალურ პრობლემაზე სასაუბროდ აჭარის მთავრობაში არავინ შეხვდა და მან 26 მაისს, პროტესტის ნიშნად ეტლი აჭარის მთავრობის სახლის წინ დატოვა. ჯემალ ჭელიძემ თორნიკე რიჟვაძეს …

„საფრთხეში გააბი მომავალი“ – „ოცნების“ დეპუტატი ხულოდან ჟურნალისტს ემუქრება

„რომ მოვა დრო, მერე მიხვდები რა საფრთხეში გაბი შენი მომავალი, ვერ გიცნივარ,“ „საომრად მეორედ გამოიწვიე მელოდე“ [სტილი დაცულია], – ეს და მუქარის შემცველი სხვა შეტყობინებები ხულოს საკრებულოს „ქართული ოცნების“ ახალმა წევრმა – ნუგზარ სოლომონიძემ ჟურნალისტ ნაზი რეხვიაშვილს მისწერა. ის ჟურნალისტს მას შემდეგ დაემუქრა, რაც ნაზი რეხვიაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ნუგზარ სოლომონიძე [ვიდეო TV25-მა …

რელიგიური პროდუქციის შემოტანისთვის მხოლოდ საპატრიარქო არ იბეგრება – დავა საკონსტიტუციოში

9 რელიგიური ორგანიზაცია პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს. ისინი საგადასახადო კოდექსის იმ ჩანაწერს ასაჩივრებენ, რომლითაც მხოლოდ საპატრიარქოს მიერ შემოტანილი რელიგიური პროდუქცია არ იბეგრება დღგ-ს და იმპორტის გადასახადით. „განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში საპატრიარქოსა და მოსარჩელეებს შორის უთანასწორობა განპირობებულია სწორედ საგადასახადო კოდექსის სადავოდქცეული მუხლებით… საჩივრდება, ერთი მხრივ, ნორმა, რომელიც მოსარჩელისაგან საზღვარგარეთ წარმოებული რელიგიური საგნის იმპორტის შემთხვევაში ითვალისწინებს დღგ-ს …

ეტლით მოსარგებლემ რიჟვაძეს თავისი ეტლი და საპენსიო ბარათი დაუტოვა – „ძაღლად არ მთვლიან“

„ეტლს ვუტოვებ იმიტომ, რომ იქნებ მიხვდნენ, რას ნიშნავს ეტლით მოსარგებლე,“ – თქვა დღეს, 26 მაისს, აჭარის მთავრობის სახლის წინ მოქალაქე ჯემალ ჭელიძემ და პროტესტის ნიშნად ეტლი საპენსიო ბარათთან ერთად თორნიკე რიჟვაძეს დაუტოვა. ჯემალ ჭელიძე ეტლით მოსარგებლეა. მას სოციალურ პრობლემებზე საუბარი სურდა, თუმცა სამი დღის განმავლობაში აჭარის მთავრობის აპარატში არავინ მოუსმინა. ჯემალ ჭელიძე ამბობს, რომ მას …

ოფიცერი ქალი 45 წლის გახდა და ჯარიდან დაითხოვეს, ის პარლამენტს უჩივის

ეკატერინე ჩერქეზიშვილი პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს. იგი სამხედრო მოსამსახურე იყო და სამსახურიდან მას შემდეგ დაითხოვეს, როცა 45 წლის გახდა. კანონით დადგენილი ზღვრული ასაკი 45 წელია უმცროსი ოფიცრებისთვის, რასაც ეკატერინე ჩერქეზიშვილმა 2019 წელს მიაღწია. იგი 2019 წლის 19 თებერვალს გაათავისუფლეს. ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ …

რა ვაქცინები შემოვა მალე – ამირან გამყრელიძის განმარტება

„43 ათასამდე აქსტრაზენეკა უნდა შემოვიდეს 15 ივნისამდე,“ – განაცხადა დღეს, 25 მაისს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე არაა ცნობილი როდის შემოვა საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა. „დადასტურებულია, რომ ივნისის ბოლოს, სულ გვიან ივლისის პირველ რიცხვებში, ნახევარი მილიონი „სინოფარმი“ უნდა შემოვიდეს, შემდეგ, მესამე კვარტალში კონტრაქტი დასრულების პირას არის, …

ორწლიანი დაგვიანების შემდეგ “ნათია კაპანაძის საქმის” განხილვა დაიწყო

“მიხარია, რომ დემოკრატია ჯერ კიდევ არსებობს. გვიან, მაგრამ მაინც უკვე სასამართლოს კედლებში ვიმსჯელებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის შესახებ,” – მიმართა ნათია კაპანაძემ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს, რომელმაც დღეს, 25 მაისს, ორწლიანი დაგვიანების შემდეგ აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საქმის განხილვა დაიწყო. ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი იყო 2016 წლიდან. იგი 2019 წლის აპრილში იმპიჩმენტის წესით გადააყენეს. …

ამირან გამყრელიძე: გამორიცხული არაა აგვისტოში კოვიდის შემთხვევების ზრდა

„არ არის გამორიცხული, რომ აგვისტოში, აგვისტოს ბოლოსკენ, ისევ დაიწყოს როგორც ევროპაში, ისე გლობალურად შემთხვევების ზრდა ძირითადად ახალი, მუტირებული შტამების ხარჯზე,“ – განაცხადა დღეს, 25 მაისს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მოხსნილი შეზღუდვების ფონზე რამდენად მოსალოდნელია ისევ განმეორდეს გასული წლის ზაფხულის მაჩვენებელი. ამირან გამყრელიძის თქმით, გლობალურად კორონავირუსის …

Exit mobile version