გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმება ცალსახად შეცდომა იყო – ინტერვიუ ისტორიკოსთან

„როდესაც გეორგიევსკის ტრაქტატი ფორმდებოდა, რუსეთი მზარდი ძალა იყო და ეს ძალა მოდიოდა სამხრეთ კავკასიაში. დღეს კი რუსეთი ცალსახად მილევადი ძალაა და კავკასიიდან მიდის….“ – ამბობს ისტორიკოსი თეიმურაზ პაპასქირი. მისი დაკვირვებით, ხელისუფლება საქართველოში აქტიურადაა ჩართული ერეკლე მეორეს დაცვის კამპანიაში, თუმცა ღიად ვერ ამბობს, რომ ტრაქტატის დადება გამართლებული იყო. „ხელისუფლებას აქვს ერთადერთი მიზანი: ხელისუფლება შეინარჩუნოს… ის საფრთხეს …

ენმ ბათუმის საკრებულოს სხდომას ისევ არ ესწრება – „სააკაშვილის მოკვლა აქვთ გადაწყვეტილი“

ბათუმის საკრებულოში დღეს, 25 იანვარს, სხდომას ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ ესწრება. „საკრებულოს სხდომას არ ვესწრებით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და ჩანს „ოცნების“ გადაწყვეტილება: სააკაშვილის მოკვლა აქვთ გადაწყვეტილი,“ – ამბობს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არც ბათუმის საკრებულოს წინა სხდომას დასწრებია. რეზო ხარაზი ამბობს, რომ შემდეგ ჯერზე …

რატომ არ რთავს პატრული სამხრე კამერას? – ომბუდსმენი შსს-ს უჩივის

სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში შსს-ს მიერ დამტკიცებული იმ ინსტრუქციის ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომელიც პატრულ-პოლიციელს აძლევს უფლებას, არ გამოიყენოს სამხრე ვიდეოკამერა, „როდესაც იგი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების დროს, ურთიერთობაში შედის მოქალაქესთან“. კანონის მიხედვით, სამხრე ვიდეოკამერა პატრულ-პოლიციელის აღჭურვილობის აუცილებელი ელემენტია, თუმცა მისი გამოყენება პოლიციელზეა დამოკიდებული. „…აქტიური საპოლიციო ღონისძიებების განხორციელების დროს ვიდეოგადაღების მიზანს, მათ შორის, წარმოადგენს მოქალაქისა და პოლიციელის …

მესაკუთრე სახლიდან უცხო პირს ვეღარ უშვებს და შუქიც ვერ ჩაუჭრა – დავა საკონსტიტუციოში

მოქალაქე დავით მალანია საკონსტიტუციო სასამართლოში იმ სამართლებრივ ნორმას ასაჩივრებს, რომლის საფუძველზეც თავის სახლში მყოფ პირს შუქი, ბუნებრივი აირი და წყალი ვერ ჩაუჭრა. დავით მალანიას სახლი ზუგდიდში აქვს, თუმცა იქ ამ დრომდე თამაზ ყურაშვილი ცხოვრობს. სარჩელის მიხედვით, დავით მალანია სახლს უკან ვერ იბრუნებს და ყურაშვილთან სამართლებრივი დავა აქვს. მას სასამართლოში საქმე უკვე მოუგია კიდეც, თუმცა აღსრულების …

როგორ გავწმინდოთ ფანჯარა მაღალ სართულზე უსაფრთხოდ – „ბევრჯერ დამხვევია თავბრუ“

„ბევრჯერ დამხვევია თავბრუ, მიგრძნია, რომ წონასწორობას ვეღარ ვიცავ, ამ დროს ჩემ ქვემოთ 6 სართულია… წნევა მაღლა მიწევს და საქმეს თავს ვანებებ, თუმცა ჩამოსვლაც რთულია, რას უნდა მოკიდო ხელი? იცი, რომ ხელი სველი გაქვს, ფანჯრის მინებიც სველია,“ – ფატი ბერიძე საფრთხის განცდაზე გვიყვება, ფანჯრების გაწმენდის დროს რომ აქვს. ის 63 წლისაა, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ცხოვრობს ერთ-ერთ …

მთავარია, უკრაინამ 150 000-იანი დაჯგუფება შექმნას სტრატეგიული დარტყმისთვის – ინტერვიუ

„ნამდვილად არ მოსწონს შოიგუ-გერასიმოვის მხარეს ამ ახალგამოჩეკილი პირების წარმატება და სტატუსის ამაღლება,“ – პრიგოჟინის და პუტინის გარემოცვის ფარულ დაპირისპირებაზე თავის დაკვირვებას გვიზიარებს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც ომის წინა ხაზს აქტიურად აკვირდება. მისი აზრით, სოლედარის დაკავება, რასაც პრიგოჟინი მხოლოდ „ვაგნერის“ დამსახურებად მიიჩნევს, რუსებს ტაქტიკურ უპირატესობას აძლევს მხოლოდ ბახმუტთან მიმართებით. „ფაქტობრივად ორივე მხარე უკვე გამოფიტულია, ორივე …

გალიფ ოზთურქის საქმეზე რა ვიდეო წარადგინა დაცვის მხარემ სასამართლოში

დღეს, 20 იანვარს, ბათუმის სასამართლოში ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. წინა სხდომებისგან განსხვავებით, დისტანციურად, მაგრამ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა გალიფ ოზთურქი. ვიდრე მოსამართლე საქმის განხილვას შეუდგებოდა, ბრალდებულმა თქვა, რომ სხდომაზე დასწრება აღარ სურს. „ეს თქვენი უფლებაა, შეგიძლიათ დაესწროთ, შეგიძლიათ – არა, თქვენი ადვოკატი ესწრება სხდომას,“ – უთხრა მას მოსამართლე ლევან ყოლბაიამ, რომელსაც თითქმის საათ-ნახევარი …

ხელვაჩაურში, სოფელ სატეხიასთან, ხანძარია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სატეხიასთან ახლოს ხანძარია. ადგილზე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ჯგუფი მუშაობს. ხანძარი ამჟამად რომელიმე შენობაზე გადასული არ არის. საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს და ეკალ-ბარდს გაუჩნდა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ცეცხლი ჩაის პლანტაციას გაუჩნდა, გაძლიერდა  და ის ახლა უკვე სახლებთან ახლოსაა.

სასამართლო მოვიგე, მაგრამ არჩილ ჩიქოვანი მიწის დათმობას მთხოვს – 80 წლის კაცი

„აღსრულების ფურცელი ჩემთვისაა მარტო?“ – კითხვას სვამს მოქალაქე შოთა დევაძე, 80 წლის კაცი, რომელმაც ორჯერ მოუგო სასამართლო ბათუმის მერიას, მაგრამ სამართალს ვერ აღწევს – ბათუმის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს, პროკურატურა გამოძიებას არ იწყებს, აღმასრულებელი კი დუმს. მოქალაქე შეხვედრია ბათუმის მერსაც, თუმცა არც მას შემდეგ შეცვლილა რამე. დავის საგანია მიწის ნაკვეთი ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში, სადაც …

ქობულეთის სოფლები, სადაც გაზსადენი გაიყვანეს და გაზს არ რთავენ – „საარჩევნოდ იქნება, ალბათ“ 

„არჩევნებს უცდიან ალბათ, რომ გაზი ჩაგვირთონ,“ – ამ ვერსიას ქობულეთში ბევრისგან მოისმენთ იმ სოფლებში, სადაც გაზის მილები წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, 2020 წელს გაიყვანეს და ამ დრომდე მოსახლეობას გაზს არ აწვდიან. ქობულეთის 10 სოფელში გაზის მილების გაყვანის სამუშაოები 2021 წლის აპრილში დასრულდა, სამუშაოები დამკვეთმა ჩაიბარა და ექსპერტიზაც ჩატარდა, თუმცა სისტემაში გაზი არ გაუშვიათ. „გატესტა სოკარის …

„აიღო 2400 ლარი“ – სუსი ბათუმის მერიის თანამშრომლის დაკავებაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლის, გიგა ხ.-ს დაკავებაზე, რომელსაც ქრთამის აღებას ედავებიან. სუს-ის ინფორმაციით, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა ქრთამის სახით 2400 ლარი აიღო და ეს უკავშირდებოდა ბათუმში, „კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის და ღია გადახურვის კონსტრუქციის უნებართვო მოწყობაში სამსახურებრივი მფარველობის გაწევას“. სუს-ის ინფორმაციით, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი ქრთამის …

სუს-მა ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი ქრთამის აღებაზე დააკავა

გუშინ, 16 იანვარს, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, მონიტორინგის ჯგუფის წევრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავებულია გიგა ხ. მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელს ქრთამის აღებას ედავებიან. სუს-ში ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლის დაკავებას ადასტურებენ, მაგრამ აცხადებენ, რომ დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებენ. ბათუმის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ არ იციან გიგა ხ-ს დაკავების შესახებ და …

რა ხდება, როცა ფსიქიკური დაავადების მქონე ადამიანი არ მკურნალობს

„მარტო რჩები, როცა შენი ოჯახის წევრს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებს, საჭირო მედიკამენტების მიღებაზე უარს გეუბნება და პერიოდულად აგრესიული ხდება. გიჩნდება კითხვა: ვინ არის ამ დროს პასუხისმგებელი, ვინ დაგიცავს?“ – ამბობს ნანა გ. ნანა გ. მეუღლეზე საუბრობს. მან გვიამბო, რა გზის გავლა მოუწიათ, ექიმამდე რომ მისულიყვნენ. „დაახლოებით 13 წელია აქვს ეს პრობლემა გიორგის [სახელი შეცვლილია]. ბოლოს, …

ქუჩა ბათუმში უგზოდ და უწყლოდ – „ფეხით კი არა, მანქანასაც უჭირს გავლა“

„ორი დღეა წყალი ისევ არ გვაქვს,“ – ამბობს ბათუმში, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე მცხოვრები ლუიზა ვარშანიძე. ეს ქუჩა ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციული შენობიდან დაახლოებით ერთი კილომეტრითაა დაშორებული, სასმელ წყალსაც ამ ქუჩაზე მცხოვრები 17 ოჯახი ხელვაჩაურიდან იღებს, თუმცა, როცა წყალი წყდება, ან გზაზე გავლა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, მოსახლეობას ბათუმის მერიისკენ მიუთითებენ – თქვენ ბათუმს ეკუთვნითო. ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა …

ომის 10 თვე, რა იქნება 2023 წელს – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„რუსეთი სტრატეგიულ ჩიხშია შესული… სტრატეგიული მიზანი გახდა მინიმუმ რუსეთად აღიარებული ტერიტორიების ნომინალურ საზღვრებამდე გასვლა, მაგრამ ამასაც ვეღარ ახერხებენ რუსები,“ – ისევ აქტიურად აკვირდება ომს უკრაინაში გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი აზრით, რუსეთს შეტევით პოტენციალს ვერც არმიის მილიონ-ნახევრამდე გაუზრდის მოუტანს და გაზაფხულზე გარდამტეხ ნიშნებს უნდა ველოდოთ. „ეჭვი მეპარება, რომ რაოდენობის გაზრდა გამოიწვევს რუსეთის შეიარაღებული ძალების ხარისხობრივ …

„ტარდება თქვენი ბინის ჩხრეკა“ – ფეხზე მდგომი გამომძიებლის მიმართვა გალიფ ოზთურქს

„ტარდება თქვენი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა“, – ფეხზე მდგომი გამომძიებელი მიმართავს მილიონერ გალიფ ოზთურქს, ის ფართო მაგიდასთან ზის, ნახევრად ზურგშექცევით გამომძიებელთან და არაფერს ამბობს. მერე თარჯიმნის ხმა ისმის და ოზთურქი ხელებს შლის, უფრო იმის მანიშნებლად, პრეტენზია რომ არ აქვს. ეს პირველი კადრია 8-საათიანი ვიდეოჩანაწერიდან, რაც დღეს, 30 დეკემბერს, პროკურორმა აჩვენა მოსამართლე ლევან ყოლბაიას – მოსამართლემ, პროკურორმა …

მოქალაქე შიმშილობს და ითხოვს ბავშვები სკოლებში უფასოდ კვებონ, მას პოლიციამ კარავი წაართვა

„პოლიციაში მითხრეს, რომ კარავი ჩემი ნებით დამეშალა, არ არის ლამაზი, ახალი წელიაო… მე კი ვამბობ, რომ მხოლოდ ახალ წელს გვახსენდება ბავშვები, სულ სხვა კუთხით: უფასოდ მიგვყავს ატრაქციონებზე, თეატრში, თითქოს კომპენსაციას ვახდენთ. ჩვენ ახალი წლის გარდა მთელი წელი საერთოდ არ გვახსოვს ათასობით მშიერი ბავშვი სკოლებში,“ – ამბობს მოქალაქე ზურაბ ქარჩავა, რომელიც პოლიციელებმა გუშინ, 28 დეკემბერს, კარვის …

რატომ ვერ გააქვთ ავტომანქანები მესაკუთრეებს ბათუმის პორტიდან – პორტის განმარტება

„ავტომანქანა ოქტომბრის დასაწყისში ვიყიდე გერმანიაში, ბათუმშია, მაგრამ დღემდე ვერ მაძლევენ,“ – გვიყვება მეგი რიჟამაძე. მან ერთ-ერთ გადამზიდავ კომპანიას შეუკვეთა ავტომანქანის გერმანიიდან საქართველოში ჩამოტანა. მეგი რიჟამაძის მსგავსი პრობლემა ბევრ სხვა მოქალაქეს აქვს, ვინც ავტომანქანა საზღვარგარეთ შეიძინა. „გადამზიდი მეუბნება, რომ ბათუმის პორტშია პრობლემა,  კონტეინერიდან მანქანები ვერ გამოჰყავთ… პორტსაც დავუკავშირდი, მაგრამ ვერ მივიღე ინფორმაცია, როდის შეიძლება გაიხსნას კონტეინერი, …

რაზე დავობს სკოლის მოსწავლე პარლამენტის წინააღმდეგ

მე-10 კლასის მოსწავლე საკონსტიტუციო სასამართლოში იმ სამართლებრივი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომლის მიხედვითაც,  სასამართლო, სისხლის სამართლის ნებისმიერი საქმის განხილვის დროს, ჯერ პროკურატურის მოწმეებს უსმენს, შემდეგ კი დაცვის მხარეს. რა საფრთხე შეიძლება არსებობდეს რეგულაციაში, რომლის მიხედვითაც ადვოკატი ვერ მოითხოვს მისი მოწმე გამოკითხონ სასამართლოში, ვიდრე პროკურორი თავისი მოწმეების სიას არ ამოწურავს? მოსარჩელე ბექა [სტატიაში მოზარდების სახელები შეცვლილია] …

„შსს გამოხატვის უფლებას თავზე დემონსტრაციულად გვახევს“ – დაკავება ბათუმში კარვის გაშლისთვის

პოლიციელებმა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ კაცი დააკავეს საჯარო სივრცეში პროტესტის გამოხატვისთვის. მან კარავი გაშალა და შიმშილობის დაწყებას აპირებდა. მოქალაქე ზურაბ ქარჩავა სკოლებში უფასო კვების სისტემის დანერგვას ითხოვს. „საახალწლო ღონისძიებებია მიმდებარე ტერიტორიაზე… აკრძალულია, აქ არ შეიძლება კარვის გახსნა,“ – მიმართა ზურაბ ქარჩავას ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილების ხელმძღვანელმა, ბაჩო ხაჟომიამ. მას არ დაუკონკრეტებია, რომელი კანონის საფუძველზეა …

კაცი ბათუმში, მთავრობის სახლთან კარვის გაშლასა და შიმშილობას აპირებდა, ის პოლიციამ წაიყვანა

„ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებაში ვარ. არ გამაშლევინეს კარავი და ხელი მეშლება ჩემი კონსტიტუციური უფლებების განხორციელებაში. მოკლედ. ბედნიერი ერი,“ – წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე მოქალაქე, ფსიქოლოგი ზურაბ ქარჩავა. მოქალაქე დღეს, 28 დეკემბერს, შიმშილობის დაწყებას აპირებდა და კარვის გაშლას აჭარის მთავრობის სახლის წინ მდებარე სკვერში. „საჯარო სკოლებში ბავშვებისთვის ყოველდღიური სწავლის საგანმანათლებლო პროცესის განმავლობაში უზრუნველყოფილ იქნას ერთჯერადი კვება,“ – …

რესტორნის გამწოვის მილები სახლის კედელზე – მოქალაქე მერიას უჩივის

„სუნია, ხმაური, ხელის გაწვდენაც არაა საჭირო, აივნიდან გამწოვის მილებს რომ მივწვდე,“ – მოქალაქე მერი კაცაძე საკუთარი ბინის აივანზე გვაჩვენებს, რესტორნის გამწოვის მილები მართლაც რომ ხელის გაწვდენაზეა. მერი კაცაძე ბათუმში, ჭავჭავაძის 39/47-ში ცხოვრობს, ძველი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე, პირველ სართულზე კი, რესტორანია. მოქალაქე გვიყვება, რომ ბათუმის მერიას სასამართლოში უჩივის იმ ნებართვის გამო, რომლითაც რესტორანმა სამზარეულოს გამწოვი …

„ექთნები შემცირდება“ – რა ხდება ბათუმის ტუბერკულოზის ცენტრში

„ექთნებს გათავისუფლებას გვიპირებენ… გავიგეთ, რომ ტუბერკულოზის დეპარტამენტის შენობის ადგილი ინვესტორს უკვე ნაყიდი აქვს და მედპერსონალი ინფექციურის შენობაში გადაჰყავთ, პაციენტების რაოდენობაც შეამცირეს,“ – გვიყვება ბათუმის ტუბერკულოზის დეპარტამენტის ექთანი. მას ვინაობის გამხელა არ სურს. ექთნების მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია დაგვიდასტურეს სამედიცინო დაწესებულებაშიც. „სტაციონარული საწოლების რაოდენობა შემცირდა 50-დან 15-მდე… ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, მაგრამ დაახლოებით 10 ექთანი შემცირდება,“ …

„ღმერთმა არც დაგაჭირვოთ“ – რა მტკიცებულებები აჩვენეს გალიფ ოზთურქის საქმის მოსამართლეს 

განსაკუთრებული სიფრთხილით ამოიღო დიდი შეფუთვიდან კოკაინის პატარა შეკვრა პროკურორმა ლევან მურვანიძემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე და თქვა: „ეს კოკაინია“. გაშლილ ქაღალდზე დაყრილ კოკაინის ფხვნილს პროკურორის პირისპირ ჩამომდგარმა ადვოკატებმა დახედეს. მოსამართლეც წამოდგა ფეხზე. ეს ის კოკაინია, რომელიც გამოძიების მტკიცებით, მილიონერი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის აპარტამენტიდან ამოიღეს. დღეს, 26 დეკემბერს, მოსამართლე ლევან ყოლბაიას პროკურორმა „ოზთურქის საქმის“ ნივთიერი მტკიცებულებები აჩვენა. …

მწვანე ზოლი ბაგრატიონის ქუჩაზე, რომელიც პარკინგად იქცა – მერია ვერ ამჩნევს

„რატომ არ იმჩნევს მერია უკანონო ავტოპარკინგს, რაც მწვანე ზოლს ანადგურებს?“ – კითხულობს ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მცხოვრები. მან დღის და ღამის საათებში ქუჩის კონკრეტულ მონაკვეთში გადაღებული ფოტოები გამოგვიგზავნა – „აგროჰაბის“ გასწვრივ. ფოტოებზე ჩანს, რომ ავტომანქანები ქუჩის გამყოფ მწვანე ზოლშია დაპარკინგებული და ზიანდება მწვანე საფარი. ბაგრატიონი ის ქუჩაა ბათუმში, რომლის რეაბილიტაცია წლებია არ სრულდება. 2014 წლიდან დღემდე …

 4-7 წლით პატიმრობა ელით სააკაშვილის მომხრეებს, ვინც პენიტენციურის თანამშრომელს მონა დაუძახა 

„მონა, მონას ვეძახდით და ამის გამო დაკითხვაზე გვიბარებენ,“ – ამბობს მიშა ბოლქვაძე, ენმ-ს ხელვაჩაურის ორგანიზაციის თავმჯდომარე. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც 14 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს „მონა“ დაუძახა. ახლახან [15:00 საათი] გამოკითხვაზე დაბარების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია „ალტერნატივას“ ხელმძღვანელმა ხათუნა ბერიძემაც. ის აცხადებს, რომ მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით მისცემს გამოძიებას ჩვენებას. 14 დეკემბერს მიხეილ …

„რუსები მილიონ-ნახევარიანი არმიითაც ვერაფერს მიაღწევენ“ – ინტერვიუ გენერალ-მაიორთან

„უკრაინელები ისეთ ეფექტურობას აჩვენებენ, შეიძლება 4 თვეზე მეტი დრო არც დასჭირდეთ,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე „პატრიოტის“ კომპლექსზე, რომელსაც უკრაინას უგზავნიან. მას მოლოდინი აქვს, რომ უკრაინის დიდი ქალაქების და სტრატეგიული ობიექტების დაცვა სრულად ვერა, თუმცა უფრო ეფექტურად მოხერხდება. გადამდგარი გენერალი ფიქრობს, რომ რუსები მილიონ-ნახევარი არმიითაც ვერაფერს მიაღწევს, რადგან რუსეთის ეკონომიკა სამხედრო რელსებზეა გადასული და …

რა უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა გამომძიებელი, რომელმაც გალიფ ოზთურქი გაჩხრიკა

დღეს, 23 დეკემბერს, სასამართლოს ჩვენება უფროსმა გამომძიებელმა არჩილ სურმანიძემ მისცა. ის ოზთურქის აპარტამენტში ჩხრეკის პროცესს ხელმძღვანელობდა, ასევე გალიფ ოზთურქის პირად ჩხრეკას. ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს. …

მოსამართლემ კირთაძეზე თავდამსხმელი გირაოთი გაუშვა – სავსე დარბაზი ალტ-ინფოს პარტიის წევრებით

„ეს იყო შეცდომა, უფრო სწორად დანაშაული, მეორედ აღარ განმეორდება“, – მხოლოდ ეს უთხრა მოსამართლეს კაცმა, რომელმაც ქუჩაში, კამერების წინ, გიორგი კირთაძეს კვერცხები ესროლა და ხელი დაარტყა. მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ბრალდებულ იოსებ სირაბიძე გირაოს – 5 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის პოზიციით, მიზანშეწონილია ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება, რადგან არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე, ასევე …

რიჟვაძე 6 საბავშვო ბაღის აშენებას აანონსებს – აქედან 3 ბაღი უკვე აშენებული უნდა იყოს

„აშენდება 6 ახალი ბაღი ბათუმის მუნიციპალიტეტში“ – განაცხადა დღეს, 22 დეკემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტის შესახებ საუბრისას. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ბათუმის ბიუჯეტი უკვე 300-მილიონიანი გახდა და ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება არის შესაძლებელი. თორნიკე რიჟვაძეს არ უთქვამს, რომ იმ 6 საბავშვო ბაღიდან, რომელთა აშენებაც გაისად იგეგმება, 3 ბაღი …

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, წყალი ხვალაც გაითიშება

ხვალ, 23 დეკემბერს, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე სასმელი წყალი ისევ გაითიშება. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ამ ქუჩაზე წყალი დილის 9 საათიდან შეწყდება ღამის 12 საათამდე. კომპანიის პრესცენტრში განმარტავენ, რომ ეს გეგმური სარემონტო სამუშაოა და „წყლის მილია დაზიანებული“. რატომ ხდება საჭირო ფრიდონ ხალვაშის გამზირზე სარემონტო სამუშაოს ჩატარება ისევ, როცა ერთი თვის წინ, 24 ნოემბერს, ამავე ქუჩაზე შეწყდა წყლის …

„ბათუმის წყალი“ სასმელ წყალს ყიდულობს – ტენდერი გამოცხადებულია

შპს „ბათუმის წყალი“ სასმელ წყალს ყიდულობს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 600 ლარია. წინადადებების მიღება 28 დეკემბერს დასრულდება. „ბათუმის წყალი“ ყიდულობს არა წყალს ბოთლებით, რასაც, მაგალითად, ოფიციალურ შეხვედრებზე გამოიყენებს, არამედ 660 ცალ ბოცას სასმელი წყლით. „სასმელი წყლის მიწოდება განხორციელდება 19-ლიტრიანი ჭურჭლით, პოლიკარბონატის ბოცით, რომელიც განკუთვნილია წყლის დისპენსერებზე დასადგმელად; შენახვის ვადა …

ფეისბუქის რეაქცია ხელვაჩაურში „ღამის შოუს ბენდის“ კონცერტზე – „გზაზე ჩემი სიმაღლე ორმოებია“

„თვითმფრინავით მოდიანო!“ – ერთგვარი ირონიით წერს ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი კომენტარს ნიუსზე, სადაც აღწერილია, რომ ხელვაჩაურში „ღამის შოუს ბენდი“ წინასაახალწლოდ კონცერტს გამართავს და ამისთვის ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარი დაიხარჯება. თვითმფრინავზე კომენტარი ასობით კომენტარიდან ერთ-ერთია, როცა კონცერტის ჩატარების ამბავი გაიგეს ადამიანებმა და დაწერეს ხელვაჩაურის გზის, საათობით მთავარი ქუჩაზე საცობებში გაჭედვის, ან სასმელი წყლის შესახებ… საგულისხმოა ერთი ქალის …

საიას შეფასება კირთაძის წინააღმდეგ თავდასხმაზე – შსს-მ გამოძიება არ დაიწყო 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ამბობს, რა რეაგირება მოჰყვა გიორგი კირთაძეზე თავდასხმის ფაქტს. დაიწყო თუ არ გამოძიება, როცა უმაღლესი საბჭოს დეპუტატს და ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ქუჩაში, კამერების წინ თავს დაესხნენ? – კითხვას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში არ პასუხობენ. გიორგი კირთაძეს დღეს, 19 დეკემბერს დაესხნენ თავს. შემთხვევიდან რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ იგი აჭარის პოლიციის …

კაცის უკანონო დაკავებისთვის შსს მხოლოდ 100 ლარით დააჯარიმეს

მოქალაქე ირაკლი კიკილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლოში საქმე მოუგო შს სამინისტროს და დაადასტურა, რომ მისი ადმინისტრაციულ დაკავება ქუჩაში უკანონო იყო. სასამართლომ შსს-ს კომპენსაციის სახით მხოლოდ 100 ლარის გადახდა დააკისრა, ანუ მინიმალური ოდენობა. ეს გახდა მიზეზი, რის გამოც მოქალაქემ ამჯერად საკონსტიტუციოს მიმართა. ირაკლი კიკილაშვილი აქტივისტია. ის 2016 წლის 5 ნოემბერს ღამის საათებში …

გიორგი კირთაძეს ბათუმში, კამერების წინ თავს დაესხნენ

გიორგი კირთაძეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს, რამდენიმე სატელევიზიო კამერის წინ თავს დაესხნენ. გიორგი კირთაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატია. თავდამსხმელმა ოპოზიციური პარტიის რეგიონულ ლიდერს კვერცხი ესროლა და ხელი დაარტყა. მან სიტყვიერად შეურაცხყო ჟურნალისტებიც. შემთხვევა ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, პრორუსული „ალტ-ინფოს“ ოფისის წინ მოხდა. „რაფერ რა მინდა, პირდაპირ მოღალატე …

Exit mobile version