რა უნდა ვიცოდეთ ფარისებრი ჯირკვლის კვანძებზე – ექიმის რჩევები

კვანძები ფარისებრი ჯირკვლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა, მაგრამ პაციენტთა უმრავლესობამ შესაძლოა იქამდე ვერ გაიგოს, რომ კვანძი აქვს, სანამ ეს პროფილაქტიკური გამოკვლევისას ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემის დიაგნოსტირებისას არ გამოჩნდება. თუმცა “ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის” ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, თეონა გოგიტიძე ამბობს, რომ ფარისებრი ჯირკვლის კვანძი ზოგჯერ შეიძლება ზომაში იმდენად გაიზარდოს, რომ გახდეს ხილული ან/და გაართულოს ყლაპვა ან სუნთქვა. …

ზღვის დაბინძურებისთვის გემი 65 000 ლარით დააჯარიმეს – დეპარტამენტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. ნავთობშემცველი წყლებით ზღვა ვანუატუს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა დააბინძურა. ფოთის სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმის სახით 65 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ვანუატუს დროშის ქვეშ მცურავ გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და …

როგორ ამოვიცნოთ ვენების გაგანიერება საწყის ეტაპზე – ექიმის რჩევები

ვარიკოზული ვენები გაფართოებული, დაგრეხილი ვენებია, რომლებიც შეიძლება სხეულის ნებისმიერ წერტილში ჩამოყალიბდეს, მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც ქვემო კიდურებში გვხვდება. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ანგიოლოგი, კონსტანტინე კეკელია ამბობს, რომ ვარიკოზთან მიმართებაში ყველაზე საყურადღებო ასაკი 35 წლიდან 45 წლამდეა. ექიმის თქმით, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ პირველ და მეორე სტადიაში შესაძლებელია დაავადება შევაჩეროთ მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური აქტივობით, ელასტიური კომპრესით და …

შაკიკის წინააღმდეგ FDA-მ დაამტკიცა სწრაფი მოქმედების ცხვირის სპრეი

აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ დაამტკიცა Pfizer Inc-ის ცხვირის სპრეი შაკიკის სამკურნალოდ. კომპანია „პფაიზერის“ მიერ შექმნილ სპრეის – zavegepant-ს, რომელიც გაიყიდება „ზავზპრეტის“ (Zavzpret) სახელით, შეუძლია მოხსნას ან/და შეამსუბუქოს ტკივილი და შაკიკის სხვა შემაწუხებელი სიმპტომები გამოყენებიდან უკვე 15 წუთის შემდეგ, განაცხადა წამლის მწარმოებელმა კომპანიამ პრესრელიზში. შეფასებულია, რომ შაკიკი გავლენას ახდენს გლობალური მოსახლეობის 10%-ზე მეტზე. შაკიკი დაახლოებით …

რა საპროტესტო აქციებია დაგეგმილი დღეს ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ

დღეს, 8 მარტს, 19:00 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე, რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების აქცია გაგრძელდება. პირველი აქცია ბათუმში გუშინ, 7 მარტს, სპონტანურად, მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტი, ნაცვლად დაანონსებული 9 მარტისა, კანონპროექტს 7 მარტს განიხილავდა. გარდა ამისა, დღეს საქართველოს ყველა ქალაქში რუსული კანონის წინააღმდეგ ქალთა მოძრაობის მიერ, დაგეგმილია საპროტესტო მარში “ქალები ტოტალური …

ბათუმში ხვალ ქალთა მოძრაობის მარში გაიმართება რუსული კანონის წინააღმდეგ

ხვალ, 8 მარტს, 15:00 საათზე,  ქალთა მოძრაობა მთელ საქართველოში მარშს გამართავს, რომელშიც მონაწილეობისკენ ორგანიზატორები მოუწოდებენ ყველას, ვის ცხოვრებასაც მნიშვნელოვნად აუარესებს რუსული კანონპროექტის მიღება. მონაწილეები ბათუმში 14:00 საათიდან, საქალაქო სასამართლოსთან (ზუბალაშვილის #30) შეიკრიბებიან და 15:00 საათზე მარშით წავლენ ევროპის მოედნისკენ. „მოგმართავთ 8 მარტს, ქალთა უფლებების საერთაშორისო დღეს, საქართველოში მცხოვრებ ყველა ქალს – სოფლად და ქალაქად მცხოვრებ …

რუსული კანონი იმოქმედებს ყველაზე დაუცველ ქალებსა და ბავშვებზე – მიმართვა ნინო წილოსანს

„ყველა მიღწევა და ყველა აგური, რომელიც დაიდო გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების გზაზე, ფუჭად ჩაივლის, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს ინიციირებულ რუსულ კანონს” – წერენ ქალთა ორგანიზაციები სპეციალურ მიმართვაში, რომლის პირველი ადრესატი, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანია. განცხადებას ხელს აწერს საქართველოში მომუშავე, ქალთა 80 ორგანიზაცია. „ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ, როგორც საქართველოს …

თურქეთში 247 ადამიანი დააკავეს მიწისძვრისას მასშტაბური ნგრევის საქმეზე

სამხრეთ თურქეთში, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად შენობების მასობრივად ნგრევის საქმეზე სულ მცირე 247 ეჭვმიტანილია დაკავებული. სასამართლოს მონაცემებს თურქული საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუ” აქვეყნებს. გამოცემის თანახმად, დაკავებულთა შორისაა 93 კონტრაქტორი, შენობის 123 ზედამხედველი და 13 მფლობელი. „თუმცა, სასამართლოს კონტროლის ქვეშ იმყოფება 322 ეჭვმიტანილი, მათ შორის: 78 კონტრაქტორი, 177 შენობის ზედამხედველი და 37 შენობის მფლობელი” – წერს …

ბრიტანული დაზვერვა: რუსები იძულებულები არიან გამოიყენონ 60 წლის წინანდელი ტანკები

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დღეს, 6 მარტს, ყოველდღიურ სამხედრო დაზვერვის ანგარიშში წერს, რომ რუსი სამხედროები, უკრაინაში მნიშვნელოვანი რაოდენობის მძიმე ჯავშანტექნიკის დაკარგვის გამო, იძულებულნი არიან გამოიყენონ T-62 ძირითადი საბრძოლო ტანკები, რომლებსაც რუსეთი 60 წელია აწარმოებს. დაზვერვის მონაცემებით, გასული ზაფხულიდან მოყოლებული, საწყობიდან დაახლოებით 800 T-62 ტანკი ამოღებულია. ზოგიერთმა მათგანმა მიიღო განახლებული დამიზნების სისტემები, რაც სავარაუდოდ გაზრდის მათ ეფექტურობას …

რა უნდა ვიცოდეთ ლიფის ტარების და ჯანმრთელობის შესახებ – მამოლოგის რჩევები

ძუძუს ჯანმრთელობასა და ლიფის ტარებას შორის კავშირის შესახებ ბევრი ინფორმაციაა, რომელთაგან ნაწილი მითია, ნაწილი კი რეალობა. „მედცენტრის“ ონკო-ქირურგი, მამოლოგი მზია ხალვაში ამბობს, რომ არ არსებობს კვლევები, რომლებიც ლიფის ტარებასა და ძუძუს კიბოს შორის კავშირს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ არასწორი ბიუსტჰალტერის ტარება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მკერდთან დაკავშირებულ ზოგადი ჩივილებთან. ქალბატონო მზია, მიიჩნევა, რომ მავთულიანი ლიფები საზიანოა …

8 მარტს ქალები რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვლენ – აქცია 13 ქალაქში

8 მარტს, 15:00 საათზე, საქართველოს 13 ქალაქში ქალები რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვლენ. „ეს იქნება ქალების მარში, ქალების წინააღმდეგობა ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ“ – ამბობს „ქალთა მოძრაობის“ აქტივისტი ნათია გვრიტიშვილი. „წელს გადაწყვეტილი გვქონდა აქციები გაუპატიურებაზე კანონში ცვლილებაზე, თუმცა ახალი რეალობის გათვალისწინებით, ეს შეიცვალა, იმიტომ, რომ ახლა უკვე საფრთხე ემუქრება ჩვენს არსებობას, საერთოდ სამოქალაქო საზოგადოების არსებობას. შესაბამისად, პარლამენტთან …

რატომ ფუჭდება სიბრძნის კბილები მალე – ექიმის რჩევები

სიბრძნის კბილები ბოლო კბილებია, რომლებიც პირის ღრუში, უკან ამოიჭრება. როგორც წესი, ადამიანს ოთხი სიბრძნის კბილი აქვს – ორი ზევით, ორი – ქვევით. მათი შენარჩუნება ხშირად გარკვეულ პრობლემებს უკავშირდება. კლინიკა „როგოს“ ყბა-სახის ქირურგი თენგიზ მგელაძე „ბათუმელებთან“ საუბრობს სიბრძნის კბილების თავისებურებებსა და მათ ადგილმდებარეობასთან დაკავშირებულ გართულებებზე. ბატონო თენგიზ, რა არის სიბრძნის კბილი და როგორია მისი ამოჭრის ვადები? …

რა საფრთხის შემცველია მუსიკის ხმამაღლა მოსმენა ყურსასმენებით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მილიარდი ახალგაზრდა მთელ მსოფლიოში შესაძლოა სმენის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს, ძირითადად რეკრეაციულ სივრცეებსა და პირად მოწყობილობებში მუსიკის არაუსაფრთხო მოსმენის პრაქტიკის გამო. ოტორინოლარინგოლოგი ზებურ ალიშანიძე ამბობს, რომ [მუსიკალურ ფლეერებსა და სმარტფონებში] ყურსასმენებით არაუსაფრთხოდ და ხანგრძლივად მოსმენილი ხმა სმენის შეუქცევადად დაკარგვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა მაღალი ხმის მავნე ეფექტი, როგორც წესი, მყისიერად არ …

ძუძუს კიბოთი დაღუპვის რისკი 2-ჯერ მეტია კავკასიაში, ვიდრე ჩრდილოეთ ევროპაში – ჯანმო

კიბოს რეგისტრის მონაცემებით, საქართველოში სარძევე ჯირკვლის კიბო ყველაზე ხშირი ავადობის კიბოა ქალებში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული სახეობაა ევროპის რეგიონში და ქალებში კიბოთი სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია. საქართველოში 2020 წელს ძუძუს კიბოს 1942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მისგან 910 ქალი გარდაიცვალა.  ჯანმო წერს, რომ ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალი ორჯერ მეტი ალბათობით დაიღუპება ავადმყოფობისგან, თუ ის ცხოვრობს კავკასიაში, ვიდრე ჩრდილოეთ ევროპაში. ჯანმო: მოწყვლად ჯგუფებში და დაბალი განათლებისა და შემოსავლის მქონე …

ბათუმში 4 ნომერ ავტობუსებს ხვალიდან ახლით ჩაანაცვლებენ

ბათუმში ახალი მუნიციპალური ავტობუსები სამარშრუტო ხაზზე მუშაობას ხვალიდან, 1-ელი მარტიდან დაიწყებს. პირველ ეტაპზე ახალი ავტობუსები სრულად ჩაანაცვლებს №4 სამარშრუტო ხაზზე მოძრავ Zonda-ს მარკის ტრანსპორტს. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, №4 სამარშრუტო ხაზზე 10 ახალი ავტობუსი იმოძრავებს. ბათუმის ავტოპარკის განახლების პროცესი აპრილის თვეში დასრულდება. ISUZU-ს ფირმის ახალი ავტობუსები სრულად ჩაანაცვლებს Zonda-ს [ყვითელი] მარკის მოძველებულ ტრანსპორტს. ახალი ავტობუსები გათვლილია …

რატომ არის საშიში საფაღარათო საშუალებების ხშირი გამოყენება

წონის კლების მიზნით საფაღარათო საშუალებების ბოროტად გამოყენება ხშირი პრაქტიკაა კვებითი დარღვევების მქონე ადამიანებში, რადგან ბევრს შეცდომით სჯერა, რომ ლაქსატივები აჩქარებენ საკვების მოშორებას მანამ, სანამ საკვები შეიწოვება ორგანიზმის მიერ. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ გასტროენტეროლოგი თამარ გორგოშაძე ამბობს, რომ საფაღარათო საშუალებების თვითნებურმა და სისტემატურმა გამოყენებამ, თუნდაც გახანგრძლივებული შეკრულობის დროს, შესაძლოა ჯანმრთელობის ძალიან სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. იმას, რომ კვებითი …

მშობელთა სკოლა ორსულებისთვის აჭარაში – ვის შეუძლია პროგრამით სარგებლობა

აჭარაში სოციალურად დაუცველი ორსულებისა და მათი პარტნიორებისთვის ამოქმედდა ახალი პროგრამული ღონისძიება – „მშობელთა სკოლა ორსულთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის“. პროგრამის ფარგლებში, ორსულობის პერიოდის სწორად წარმართვის მიზნით, ბენეფიციარ ორსულებს და/ან მათ მეუღლეებს სასწავლო/საინფორმაციო კურსის სახით 6 ინტერაქციული გაკვეთილი ჩაუტარდებათ. სასწავლო კურსის ბენეფიციარებს შეხვდებიან სხვადასხვა სპეციალისტები, მათ შორის: მეან-გინეკოლოგი, ნეონატოლოგი, ფსიქოლოგი და ფიზიკური თერაპევტი. „მშობელთა სკოლა ითვალისწინებს ორსულთა …

აჭარაში „უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის“ პროგრამის ბიუჯეტი 200 ათასი ლარით გაიზარდა

აჭარაში “უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის” პროგრამის ბიუჯეტი 200 ათასი ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლიდან 700 000 ლარს შეადგენს. პროგრამა აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გასულ წელს, პილოტურ რეჟიმში აამუშავა. სამინისტროს ცნობით,  უშვილო წყვილების სამედიცინო მომსახურება ფინანსდება 80%, 90% და 100%-ით; დასაფინანსებლად ბენეფიციართა სარეიტინგო ქულა პროგრამის ამოქმედებისას 200 ათასი იყო, ახლა 300 ათასია. პროგრამით სარგებლობენ აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული …

რამდენი წყალი უნდა დავლიოთ და რატომ? – ექიმი რჩევები

ის, რომ დღეში ორი ლიტრი წყალი უნდა დავლიოთ, პოპულარული რეკომენდაციაა, თუმცა ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, რომ მიუხედავად წყლის მიღების აუცილებლობისა, მისი ჭარბი რაოდენობით მიღება რიგ შემთხვევებში საზიანოა. ბათუმის საზღვაო ჰოსპიტლის ექიმი-თერაპევტი დიანა გორგოშაძე ამბობს, რომ არ არსებობს წყლის მიღების უნივერსალური რეკომენდაცია, რომელიც ყველას ერთნაირად ერგება; ექიმის განმარტებით, თქვენთვის საჭირო წყლის დღიური ნორმა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ …

ბათუმის ცენტრალურ პარკთან უკრაინის მხარდასაჭერად აქცია იმართება

დღეს, 24 თებერვალს, ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელთან უკრაინის მხარდასაჭერი აქცია იმართება. აქცია საერთაშორისოა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება. აქციაზე იქნება ფლეშმობი – „უკრაინის რუკა“. გარდა ამისა, 19:00-დან 21:00 საათამდე სასტუმრო Wyndham-ში გაიმართება საქველმოქმედო აუქციონი. აუქციონზე გამოტანილი იქნება უკრაინიდან, ფრონტის ხაზიდან ქართველი, უკრაინელი და ბელარუსი ჯარისკაცების მიერ გამოგზავნილი სხვადასხვა ნივთი, ასევე, ქართველი მხატვრების ნამუშევრები. აუქციონზე მისვლა …

როგორ ამოვიცნოთ დისბაქტერიოზი – ექიმის რჩევები

ადამიანის კუჭ-ნაწლავში „კარგი“ და „ცუდი“ ბაქტერიები მიკრობიომს, იმავე მიკროფლორას ქმნიან, ბაქტერიების ბალანსის დარღვევას კი დისბაქტერიოზი ეწოდება. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის” გასტროენტეროლოგი თამარ გორგოშაძე ამბობს, რომ დისბაქტერიოზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არასათანადო კვებაა. ქალბატონო თამარ, რა არის დისბაქტერიოზი? დისბაქტერიოზი იგივე დისბიოზი არის ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის დისბალანსი. ეს არის მდგომარეობა, რომელიც ძირითადად გამოწვეულია სასარგებლო ბაქტერიების განადგურებით. დისბაქტერიოზს ახასიათებს სეზონურობა, …

18 ახალი ავტობუსი ბათუმში კვირის ბოლოს ჩამოვა

ბათუმის ავტოტრანსპორტის ცნობით,  60 ახალი ავტობუსის ეტაპობრივი მოწოდება ბათუმში მიმდინარე კვირის ბოლოდან დაიწყება. საწყის ეტაპზე ქალაქში 18 ახალი, 10 მეტრი სიგრძის ავტობუსი ჩამოვა, რომლებიც სამარშრუტო ხაზებზე მარტიდან იმოძრავებენ. ბათუმი 2023 წელს 65 ახალ ავტობუსს იყიდის, თუმცა მერიის განცხადებით, აქედან ქალაქში მხოლოდ 60 ავტობუსი იმოძრავებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით 5 ახალი ავტობუსი აჭარაში, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტს გადაეცემა, სავარაუდოდ, ეს …

„დოსიე“: კრემლი გეგმავდა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ბელარუსის დაპყრობას

კრემლი აპირებდა ბელარუსის კანონმდებლობის ადაპტირებას რუსულთან, რომ ამ ქვეყნის შიდა პოლიტიკა რუსეთის ინტერესების მიხედვით ემართა; ასევე გეგმავდა გაეზარდა სამხედროების ყოფნა ბელარუსის ტერიტორიაზე და მიეღწია იმისთვის, რომ რუსული ენა ყოფილიყო ბელარუსულთან მიმართებაში უპირატესი; ასევე დაერიგებინა ბელარუსებისთვის რუსეთის მოქალაქეობა. ყველა ამ მიზნის მიღწევა კი დაგეგმილი იყო ცხრა წლის განმავლობაში – 2030 წლისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ „დოსიე“ აქვეყნებს, …

ბათუმში #1 პოლიკლინიკას ახალი შენობა ექნება

ბათუმში სამ სამედიცინო დაწესებულებას – ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრს, ბათუმის N1 პოლიკლინიკას და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბათუმის ცენტრს ახალი შენობები ექნებათ. ამის შესახებ დღეს, 21 თებერვალს, აჭარის მთავრობის სხდომაზე ითქვა. სამივე შენობა სახელმწიფო საკუთრებაშია. იანვრის თვეში „ბათუმელებმა“ დაწერა სასწრაფო დახმარების ახალი შენობის პროექტის შესახებ, რომელიც ძველი რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის ადგილას აშენდება. ამავე ტერიტორიაზე, …

დიზელის სინჯებში დარღვეულია გოგირდის შემცველობა, აფეთქების ტემპერატურა და სიმკვრივე

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ცნობით, საქართველოში 29 ავტოგასამართ სადგურზე დიზელის საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა. ნიმუშებში დარღვეული იყო გოგირდის შემცველობა, აფეთქების ტემპერატურა და სიმკვრივე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, 100 ავტოგასამართი სადგურიდან აიღეს საავტომობილო ბენზინის 50 და დიზელის საწვავის 50 ერთეული სინჯი, მათში ხარისხობრივი მაჩვენებლების მნიშვნელობების მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. უწყების …

საქართველოში ნორმაზე მეტ მარილს მოვიხმართ – რა საფრთხეს უქმნის ეს ჯანმრთელობას

საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა ყოველდღიურად მოიხმარს 8.5 მგ მარილს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ დოზას – 5 მგ დღეში. ბევრი მარილის მოხმარება არტერიული ჰიპერტენზიისა და სხვა არაგადამდები დაავადებების რისკფაქტორია. ჯანმო სპეციალურ განცხადებაში იუწყება, რომ საქართველოში არაგადამდები დაავადებების, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი ტვირთის შესამცირებლად აუცილებელია მარილის მოხმარების შემცირება და ჰიპერტენზიის კონტროლის ინტეგრირებული და ყოვლისმომცველი მიდგომების დანერგვა. …

ბათუმში კიდევ ერთი ახალშობილი მიატოვეს – ამჯერად კლინიკაში

დღეს „ბათუმის სამედიცინო ცენტრში“ [BMC] დედამ ახალშობილი დატოვა. 18 წლის გოგომ ორი დღის წინ იმშობიარა და კლინიკიდან დღეს, 17 თებერვალს გაეწერა. „დედამ უარი თქვა ბავშვზე. შესაბამისი სამსახურები საქმის კურსში არიან – სოციალური მომსახურების სააგენტო და შინაგან საქმეთა სამინისტრო“, – აცხადებენ კლინიკაში. დღეს, დილით ცნობილი გახდა, რომ ბათუმში, ძველი მეჩეთის ტერიტორიაზე, კიდევ ერთი მიტოვებული ჩვილი იპოვეს. …

სანიტრები ამბობენ, რომ მათი ხელფასი საშუალოდ 150 ლარია

საქართველოში სანიტრებისა და ბებიაქალების ხელფასი 135-დან 250 ლარამდე მერყეობს. თბილისიდან რაც უფრო შორსაა რეგიონი, მით უფრო დაბალია ხელფასი. რეფორმა, რომელიც სულ ახლახან ჯანდაცვის სამინისტრომ, ექთნებისა და პროფკავშირების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად მიიღო და რომელიც მედპერსონალისთვის მინიმალური ხელფასის ზღვრის დაწესებას მოიცავდა, უმცროს და დამხმარე სამედიცინო პერსონალს არ შეხებია. ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროს პროფკავშირმა – „სოლიდარობის ქსელმა“ ჯანდაცვის …

რა იწვევს პროსტატიტს და როგორ მკურნალობენ – ინტერვიუ უროლოგთან

პროსტატიტი, იგივე პროსტატის ჯირკვლის ანთება, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული უროლოგიური მდგომარეობაა. პროსტატიტი ხშირად იწვევს მტკივნეულ ან გაძნელებულ შარდვას, ასევე, ტკივილს საზარდულის, მენჯის არეში ან სასქესო ორგანოებში. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ უროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გელა ლომაძე „ბათუმელებთან“ პროსტატიტის გამომწვევ მიზეზებსა და ამ მხრივ არსებულ რეკომენდაციებზე საუბრობს. ბატონო გელა, რა არის პროსტატიტი? პროსტატა არის წინამდებარე ჯირკვალი, რომელსაც აქვს როგორც …

ინსემინაცია უშვილობის დროს – ვისთვის არის ეს მეთოდი

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია გულისხმობს ქალის საშვილოსნოში სპერმის ხელოვნურად შეყვანას. ეს პროცედურა ხშირად გამოიყენება წყვილებში უნაყოფობის დასაძლევად ან ქორწინებაში არ მყოფი, დედობის მსურველი ქალებისთვის ორსულობის მისაღწევად. ამ მეთოდის ეფექტურობა საშუალოდ 13-17 პროცენტია, თუმცა ცალკეულ კვლევებში ნათქვამია, რომ ქალების და იმ წყვილების რეპროდუქციული პოტენციალი, რომელთაც სჭირდებათ დონორის სპერმის გამოყენება, იმ წყვილებთან შედარებით, რომლებიც უშვილობას მკურნალობენ – უკეთესია [35–57%-ია], …

ქედაში ქალის ბიზნესიდეას 4500 ლარით აფინანსებენ, ძალადობის მსხვერპლს კი ოჯახს გაარიდებენ

წელს ქედის მუნიციპალიტეტი ქალი მეწარმეებისა და ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის რამდენიმე მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, რომელთა ბიუჯეტი ჯამში 50 000 ლარია. პროგრამა „ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობა“ ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისთვის ადგილზე საკუთარი საქმის წამოწყების დაფინანსებას გულისხმობს. თითოეული ბიზნესიდეა მაქსიმუმ 4500 ლარით დაფინანსდება. პროგრამაში მონაწილეობისთვის განცხადებების მიღება მარტის თვიდან დაიწყება. მონაწილის მხრიდან თანადაფინანსება განსაზღვრულია 20%-ით. ქედის მერიის …

რა უნდა ვიცოდეთ ქიმიოთერაპიის შემდგომ გართულებებზე – ონკოლოგის რჩევები

ქიმიოთერაპიამ შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა მათი უმრავლესობა მართვადი ან პრევენცირებადია და, როგორც წესი, გაივლის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. „მედცენტრის“ კლინიკური ონკოლოგი, ქეთი ასანიძე ამბობს, რომ ეს შეიძლება იყოს გულისრევა, ღებინება, საერთო სისუსტე და სხვა გვერდითი მოვლენები, რაც დაახლოებით 5-7 დღეს გრძელდება და რომელთა სამართავადაც იწერება ე.წ. სიმპტომური თერაპია, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ჭამასთან, სითხის და სხვადასხვა …

ბრტყელი ტერფი და ფეხსაცმლის შერჩევა ბავშვისთვის – ინტერვიუ ექიმთან

ბრტყელტერფიანობა საყრდენ-მამოძრავებელი სახსრის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ორთოპედ-ტრავმატოლოგი დავით მიქელაიშვილი ამბობს, რომ ერთ წლამდე ასაკის ბავშვი ორთოპედთან კონსულტაციაზე ორჯერ უნდა იყოს ნამყოფი, მაგრამ „ხდება ისეც, რომ ბავშვი მოდის 7-8 წლის ასაკში, უკვე ჩამოყალიბებული ბრტყელტერფიანობით“.  ბატონო დავით, რა შეიძლება გახდეს ბრტყელტერფიანობის განვითარების მიზეზი? მიზეზი შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი. ბრტყელი ტერფის ჩამოყალიბებას ხელს …

„ბინა ქართველებზე არ ქირავდება“ – სახალხო დამცველი უძრავი ქონების აგენტებს მიმართავს

სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს, სადაც უძრავი ქონების აგენტებსა თუ ორგანიზაციებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართონ, მათ შორის, საბინაო სფეროშიც. სახალხო დამცველის აპარატი იუწყება, რომ მიმდინარე პერიოდში მათ 30-მდე შეტყობინება მიიღეს, რომლებიც სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების მიღებაზე საქართველოს მოქალაქეების წვდომის შეზღუდვის ფაქტებს შეეხება. „განსაკუთრებით პრობლემური იყო შემთხვევა, …

მარეგულირებელმა სააგენტომ ბელგიური წარმოების საინექციო სუსპენზია დიპროსპანი გაყიდვიდან ამოიღო

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ფარმაცევტული კომპანია Schering-Plough Labo N.V-ის მიერ წარმოებული პრეპარატი „დიპროსპანი“ (5მგ + 2მგ)/მლ 1 მლ საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან გამოითხოვა. სააგენტოს ცნობით, მათ აღნიშნული გადაწყვეტილება ბელგიის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების ფედერალური სააგენტოს გადაწყვეტილების გამო მიიღეს. მარეგულირებლის მიხედვით, ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხის პრობლემა ოთხ სერიაზე (W002247,W005812, W028823, W030207) დაფიქსირდა – კერძოდ, წარმოების პროცესში …

რუსებმა ლუგანსკის რეგიონში შეტევა დაიწყეს – ISW

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის რეგიონში შეტევა დაიწყეს. უკრაინული გამოცემა „უნიანი“ ამის შესახებ ომის კვლევის ამერიკულ ინსტიტუტზე [ISW] დაყრდნობით წერს. „მაქსიმალური გამწვავება“ შეინიშნება კრემენნაიას მიმართულებით, სადაც ოკუპანტები ცდილობენ გაარღვიონ უკრაინის თავდაცვა. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სვატოვოს ჩრდილო-დასავლეთით რუსების მოძრაობა შეინიშნება. მათივე ცნობით, ამ სექტორში რუსეთის ფედერაციის სამხედრო სარდლობამ შეტევისთვის რამდენიმე დივიზიის ნაწილი მოიზიდა. „144-ე …

Exit mobile version