შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სარფში“ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მ.ჯ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის (SUBOXONE) 31 აბი აღმოაჩინეს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.
Author Archives: ია ფრანგიშვილი
რატომ ხდება მიწისძვრა თურქეთში ხშირად
7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში ორშაბათს, 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა, რის შედეგადაც მხოლოდ თურქეთში, 7 თებერვლის მონაცემებით, 3 432 ადამიანი დაიღუპა და 21 103 დაშავდა, სირიაში კი გარდაცვლილთა რიცხვი 1 509 – მდე გაიზარდა. მიწისძვრა თურქეთის 11 პროვინციაში იგრძნობოდა. თურქეთში ყოველწლიურად სხვადასხვა სიმძლავრის ათობით ათასი მიწისძვრა ხდება. თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო …
როგორ დავეხმაროთ ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერებას – ინტერვიუ პედიატრთან
მცირეწლოვანი ბავშვები ხშირად ხდებიან ავად, თუმცა ამაში საგანგაშო არაფერია, რადგან როგორც ბათუმის საზღვაო ჰოსპიტლის პედიატრი და ოჯახის ექიმი, ციცი ჟორჟოლიანი ამბობს, ამის მიზეზი ბავშვების ჯერ კიდევ უმწიფარი იმუნური სისტემაა ქალბატონო ციცი, რა მიიჩნევა ხშირ ავადობად ბავშვებში და რა არის ამის მიზეზი? პირველ რიგში, უმთავრესია ვიცოდეთ, რომ ხშირი ავადობა ბავშვებში განპირობებულია ზოგადად იმით, რომ ბავშვებს აქვთ …
Continue reading “როგორ დავეხმაროთ ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერებას – ინტერვიუ პედიატრთან”
„ცუდი“ და „კარგი“ ქოლესტერინი – რა მნიშვნელობა აქვს კვებას | ინტერვიუ ექიმთან
ორგანიზმში ქოლესტერინის მომატებული დონე გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკს ზრდის. გულის იშემიური დაავადების მესამედი გამოწვეულია მაღალი ქოლესტერინით – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება. ჯანმოს შეფასებით, გლობალურად, მაღალი ქოლესტერინი იწვევს 2.6 მილიონი ადამიანის გარდაცვალებას ყოველწლიურად. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ინტერვენციული კარდიოლოგი ბექა ვერძაძე ამბობს, რომ ქოლესტერინის მომატებული მაჩვენებელი ყველაზე ხშირად კვების ფაქტორით არის განპირობებული. მას „ბათუმელები“ …
Continue reading “„ცუდი“ და „კარგი“ ქოლესტერინი – რა მნიშვნელობა აქვს კვებას | ინტერვიუ ექიმთან”
ვის დაუფინანსდება აჭარაში თვალის ბადურის მედიკამენტური მკურნალობა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მიმდინარე წელს აჭარაში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის დააფინანსებს თვალის ბადურის მძიმე დაავადებების ინტრავიტრეალურ მკურნალობას ახალი თაობის ანტიანგიოგენური მედიკამენტებით. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განმარტებით, ეს მკურნალობა საგრძნობლად ამცირებს შეზღუდული შესაძლებლობის რისკებს და ემსახურება ბენეფიციარების მხედველობის ფუნქციის და შრომისუნარიანობის შენარჩუნებას. „მიმდინარე წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო თვალის ბადურის ძვირადღირებული, მაღალეფექტური, ანგიოგენეზური მოქმედების პრეპარატების დაფინანსება. ამ …
Continue reading “ვის დაუფინანსდება აჭარაში თვალის ბადურის მედიკამენტური მკურნალობა”
ამოიღეთ კვების რაციონიდან ტრანს ცხიმები – ჯანმოს ახალი ანგარიში და გაფრთხილება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი ანგარიში მთავრობებს, კვების ინდუსტრიას და საზოგადოებას მოუწოდებს, კვების რაციონიდან ამოღებული იქნას ტრანს ცხიმები. ანგარიშში განმარტებულია, რომ ტრანს ცხიმების მიღება უკავშირდება გულის კორონარული დაავადების გართულებებსა და სიკვდილიანობის გაზრდილ რისკს. ტრანს ცხიმების საკვებად მოხმარების გამო მსოფლიოში ყოველწლიურად გულის კორონარული დაავადებით დაახლოებით 500 000 ადამიანი იღუპება ნაადრევად. ჯანმოს ნუტრიციისა და კვების უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი …
Continue reading “ამოიღეთ კვების რაციონიდან ტრანს ცხიმები – ჯანმოს ახალი ანგარიში და გაფრთხილება”
რაზე შეიძლება მიანიშნებდეს ჭარბი ან შემცირებული მენსტრუაცია – ინტერვიუ
მენსტრუაციულ ციკლში გარკვეული ცვლილებები შესაძლოა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემაზე მიგვანიშნებდეს. „ბათუმელები“ ამ თემაზე ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის მეან-გინეკოლოგს, რეპროდუქტოლოგ ზეინაბ ბერიძეს ესაუბრა. ქალბატონო ზეინაბ, რა არის მენსტრუალური ციკლი, რა მიიჩნევა ნორმად? მენსტრუალური ციკლი არის საკვერცხესა და საშვილოსნოში მიმდინარე ციკლური ცვლილებები, რომელიც რეგულირდება თავის ტვინში არსებული ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის რეგიონების მიერ. ნორმალური მენსტრუალური ციკლი გრძელდება დაახლოებით 21-დან 38 …
Continue reading “რაზე შეიძლება მიანიშნებდეს ჭარბი ან შემცირებული მენსტრუაცია – ინტერვიუ”
ბათუმში ველობილიკებსა და შშმ პირების სადგომზე დარღვევით პარკირებისთვის ჯარიმები გაიზარდა
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, ბათუმში შშმ პირისთვის განკუთვნილ ადგილზე დარღვევით დგომისთვის საჯარიმო სანქცია 4-ჯერ გაიზარდა. არასწორი პარკირებისთვის მძღოლები 50 ლარის ნაცვლად 200 ლარით დაჯარიმდებიან. საკანონმდებლო ცვლილება შეეხო ველობილიკზე არასწორი პარკირების მუხლსაც. ახლა სამართალდამრღვევს 50-ის ნაცვლად 100 ლარის გადახდა მოუწევს. პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ბოლო სამი თვის განმავლობაში 9 296 სამართალდარღვევა დაფიქსირდა. მათ შორის …
რა მეთოდით შეიძლება ხორცმეტების მოშორება – ექიმის რჩევები
ხორცმეტი, იგივე რბილი ფიბრომა, რბილი მრგვალი ფორმის მეჭეჭის მაგვარი წარმონაქმნია, რომელიც კანზე ჩნდება. კლინიკა “კანის” ექიმი დერმატო-ვენეროლოგი თათია ძოძუაშვილი განმარტავს, რომ მისი წარმოშობის მიზეზი კანის პაპილომა ვირუსია, რომელიც ავთვისებიანობით არ ხასიათდება. რა წარმონაქმნია ხორცმეტი? ხორცმეტი უფრო ხალხური სახელწოდებაა, მოსახლეობაში ხშირად პაპილომასაც ეძახიან, მას რბილი ფიბრომა ჰქვია და ის ვირუსული წარმონაქმნია, თუმცა ავთვისებიანობით არ გამოირჩევა, ანუ …
Continue reading “რა მეთოდით შეიძლება ხორცმეტების მოშორება – ექიმის რჩევები”
42 ტონა უვარგისი კარტოფილი საბაჟოდან უკან დავაბრუნეთ – შემოსავლების სამსახური
შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგში“ სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი 42 ტონა კარტოფილი შემოწმების შედეგად უვარგისი აღმოჩნდა. უწყების ინფორმაციით, პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა. აღნიშნული საქონელი, საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, კონტროლის სამმართველომ ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნა. __________ ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.
როგორ უნდა მოვუაროთ სახის კანს – დერმატოლოგის რჩევები
სახის კანის სწორად მოვლა აუცილებელია მისი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. კლინიკა “როგოს” ექიმი-დერმატოლოგი, კოსმეტოლოგი მანანა ამაღლობელი ამბობს, რომ კანის მოვლის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი წესი მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვაა, მეორე კი – სწორად შერჩეული საშუალებებით, ყოველდღიური რუტინის შემუშავება. ქალბატონო მანანა, რა ასაკიდან უნდა დაიწყოს კანის ინტენსიური მოვლა? დავიწყოთ იქიდან, რომ ნებისმიერი ასაკის პაციენტმა უნდა მოუაროს არამარტო სახის, …
Continue reading “როგორ უნდა მოვუაროთ სახის კანს – დერმატოლოგის რჩევები”
ბათუმში მიუსაფარი ძაღლის წამებისთვის ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
პროკურატურამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 22 იანვარს, ბათუმში, ბრალდებულმა პნევმატური იარაღით დაზიანებები მიაყენა მიუსაფარ ძაღლს, რის შედეგადაც ცხოველი დაიღუპა. ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა – ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა …
Continue reading “ბათუმში მიუსაფარი ძაღლის წამებისთვის ერთ პირს ბრალი წარუდგინეს”
11 ექიმს სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერეს
ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 5 საკითხი განიხილეს და 14 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სხვადასხვა ვადით, 11 ექიმს შეუჩერდა. პროფესიული განვითარების საბჭო განცხადების საფუძველზე შეისწავლის ექიმთა პროფესიული საქმიანობას, განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და …
Continue reading “11 ექიმს სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერეს”
6 რამ, რაც მეხსიერების დაქვეითებას ანელებს – ათწლიანი კვლევის შედეგები
ჯანსაღი ცხოვრების ისეთი წესების კომბინაციამ, როგორიცაა: სწორი კვება, რეგულარული ვარჯიში, კოგნიტური აქტივობა და კვირაში ორჯერ მაინც სოციალიზაცია, შესაძლოა შეანელოს მეხსიერების დაქვეითების ტემპი და შეამციროს დემენციის რისკი. ამის შესახებ პეკინის ნევროლოგიური დარღვევების ეროვნული ცენტრის მკვლევრები ათწლიანი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წერენ. კვლევის ფარგლებში გამოითვალა ჯანსაღი ცხოვრების წესის ქულა, რომელიც აერთიანებს ექვს ფაქტორს: ჯანსაღი დიეტა რეგულარული ფიზიკური ვარჯიში …
Continue reading “6 რამ, რაც მეხსიერების დაქვეითებას ანელებს – ათწლიანი კვლევის შედეგები”
როგორ ხდება ჭარბწონიანობის მკურნალობა კუჭის ბალონირების მეთოდით
არაჯანსაღი, არასრულფასოვანი კვება და დაბალი ფიზიკური აქტივობა ჭარბი წონის გავრცელების ძირითადი მიზეზებია. ჭარბი წონა თავის მხრივ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ისეთ სერიოზულ რისკებთან, როგორიცაა ტიპი 2 დიაბეტი, გულის დაავადებები, ინსულტი, ჰიპერტენზია და ა.შ. წონის კლების არაინვაზიური მეთოდები, რომელთა შორისაა კუჭის ბალონირებაც, განიხილება მაშინ, როცა ცხოვრების წესის შეცვლა და მედიკამენტური მკურნალობა ხანგრძლივად უშედეგოა. ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო ცენტრის ცნობით, …
Continue reading “როგორ ხდება ჭარბწონიანობის მკურნალობა კუჭის ბალონირების მეთოდით”
აცრა, რომელიც საშვილოსნოს კიბოსგან იცავს, 26 წლამდე ქალებისთვისაც უფასო გახდა
ადამიანის პაპილომა ვირუსის (აპვ) ვაქცინა, რომელიც ქალებს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან იცავს, 26 წლამდე ასაკის ქალებისთვისაც უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი – ინფორმაციას ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი და გაეროს მოსახლეობის ფონდი ავრცელებს. ავპ ვაქცინა, რომელიც რამდენიმე დოზით კეთდება, საქართველოში 2019 წლიდან არის შეტანილი ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამაში 10-12 წლის გოგოებისთვის, 2022 წელს შესაძლებელი გახდა 13-18 წლის …
Continue reading “აცრა, რომელიც საშვილოსნოს კიბოსგან იცავს, 26 წლამდე ქალებისთვისაც უფასო გახდა”
რა იწვევს ანგინას და როდის ხდება საჭირო გლანდების ამოკვეთა | ექიმის რჩევები
ანგინა იგივე ქრონიკული ტონზილიტის მწვავე მიმდინარეობაა, უშუალოდ ტონზილიტი კი ნუშურა ჯირკვლების (გლანდების) და მიმდებარე ქსოვილების ანთებაა. მისი გამომწვევი შეიძლება იყოს როგორც ვირუსები, ასევე ბაქტერიები, რომელთაგან განსაკუთრებით საყურადღებოა A ჯგუფის ჰემოლიზური სტრეპტოკოკი. შესაბამისად, ტონზილიტი ქრონიკული დაავადებაა, გამწვავების პერიოდებით მანამ, სანამ არ მოხდება გლანდების მოცილება – ტონზილექტომია. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ექიმი, ოტორინოლარინგოლოგი დემეტრე ბესელია განმარტავს, რომ ტონზილექტომია, …
Continue reading “რა იწვევს ანგინას და როდის ხდება საჭირო გლანდების ამოკვეთა | ექიმის რჩევები”
როგორ მკურნალობენ გლაუკომას, თვალის ვერაგ დაავადებას – ექიმის რჩევები
გლაუკომა თვალის ქრონიკულ დაავადებაა, რომელიც სრული და განუკურნებელი სიბრმავის მიზეზი ხდება. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ოფთალმოლოგი ონისე ნამჩევაძე ამბობს, რომ გლაუკომა საკმაოდ ვერაგი დაავადებაა, რადგან მის ბევრ ფორმას ხშირად არანაირი გამაფრთხილებელი ნიშანი არ აქვს, ეფექტი კი იმდენად ეტაპობრივია, რომ პაციენტმა შეიძლება ვერც შეამჩნიოს მხედველობის ცვლილება, სანამ მდგომარეობა არ გართულდება. მაგალითად, გლაუკომის კვლევის ფონდის შეფასებით აშშ-ში გლაუკომა სამ …
Continue reading “როგორ მკურნალობენ გლაუკომას, თვალის ვერაგ დაავადებას – ექიმის რჩევები”
როგორ ვუმკურნალოთ ჩუტყვავილას ზრდასრულ ასაკში – ინფექციონისტის რჩევები
ზოსტერის ვირუსით (VZV) გამოწვეული, მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადება ჩუტყვავილა ხასიათდება მაღალი გადამდებობით, უმეტესად ვრცელდება ბავშვთა ასაკში, თუმცა შესაძლებელია დაავადდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, თუ მას იმუნიტეტი არა აქვს. ექიმი ინფექციონისტი რეზო ნაკაშიძე ამბობს, რომ დაავადება მძიმედ მიმდინარეობს მოზრდილ ასაკში და განსაკუთრებით იმ პირებში, რომელთაც აქვთ სუსტი იმუნური სისტემა. ბატონო რეზო რა ასაკიდან ახასიათებს ჩუტყვავილას მწვავე მიმდინარეობა? …
Continue reading “როგორ ვუმკურნალოთ ჩუტყვავილას ზრდასრულ ასაკში – ინფექციონისტის რჩევები”
რადიო, პომადა, ანკესი, ვარდები, რეიტუზი – რა სურთ საახალწლოდ სათნოების სავანეში
„ვარდების პატარა ბუკეტის დაწერა შეიძლება? მხოლოდ ვარდების ბუკეტი მეტი არაფერი… კიდევ შეიძლება? და ერთი ბამბანერკა, ვიღაცას უნდა ვაჩუქო, დაბადების დღე გვაქვს აქ“ – ამბობს 75 წლის ანატოლი ბუგნოვი. ის სათნოების სავანეში 5 წელია ცხოვრობს. – თქვენთვის არაფერი გინდათ? – მე არაფერი, მე ყველაფერი მაქვს. თქვენ რა გაჩუქოთ საახალწლოდ? – გვიბრუნებს კითხვას ანატოლი. ბათუმის სათნოების სავანეში …
Continue reading “რადიო, პომადა, ანკესი, ვარდები, რეიტუზი – რა სურთ საახალწლოდ სათნოების სავანეში”
ბათუმში მედიკამენტების პროგრამას დიაბეტი და ეპილეფსია დაემატა
მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფის ბათუმის მერიის პროგრამაში, რომელიც ბენეფიციარებისთვის მედიკამენტების შესაძენად ყოველწლიურად 200-ლარიანი დახმარების გაცემას მოიცავდა, მომავალი წლიდან 500-ით მეტი ბენეფიციარი ჩაერთვება. შესაბამისად, პროგრამის ბიუჯეტი მილიონი ლარის ნაცვლად, 1 100 00 ლარი იქნება. გარდა ამისა, პროგრამას ახალი კომპონენტი დაემატა, რომლის მიხედვითაც ეპილეფსიის დიაგნოზისა და შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპით …
Continue reading “ბათუმში მედიკამენტების პროგრამას დიაბეტი და ეპილეფსია დაემატა”
რუსეთიდან შემოტანილი 20 ტონა უვარგისი კარტოფილი საბაჟოდან უკან გააბრუნეს
საქართველოში, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგში“, 20 ტონა კარტოფილი, რომელიც რუსეთიდან შემოჰქონდათ, უკან გააბრუნეს. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ რუსეთის ფედერაციიდან შემოტანილი 20 000 კგ. კარტოფილის შემოწმების შედეგად, პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური. საქონელი უკან, საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების …
Continue reading “რუსეთიდან შემოტანილი 20 ტონა უვარგისი კარტოფილი საბაჟოდან უკან გააბრუნეს”
544 პირი დააკავეს გამაყუჩებლების, კიბოს და სხვა მედიკამენტების გაყალბებისთვის – ევროპოლი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ევროპოლის კოორდინაციით ჩატარებულ მედიკამენტების ფალსიფიკაციასა და დოპინგ ნივთიერებებით ვაჭრობასთან დაკავშირებულ ოპერაციაში, Shield II-ში მიიღო მონაწილეობა. ოპერაციის შედეგად, სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავმა ორგანოებმა ჯამში 25 მილიონ ერთეულზე მეტი მედიკამენტი ამოიღეს, გამოავლინეს 59 დანაშაულებრივი ჯგუფი, დააკავეს 544 პირი, დახურეს 5 საიდუმლო ლაბორატორია და ამოიღეს 63 მილიონი ევროს ღირებულების ფალსიფიცირებული ან ყალბი მედიკამენტი, დოპინგ …
რა არის პრედიაბეტი და რა მიგვანიშნებს მასზე – ენდოკრინოლოგის რჩევები
პრედიაბეტი არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში შაქრის მაჩვენებელი ნორმაზე მაღალია, მაგრამ არა ისე, რომ დაისვას ტიპი 2 დიაბეტის დიაგნოზი. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ენდოკრინოლოგი გიზო გორგილაძე ამბობს, რომ დროული ჩარევის გარეშე გარეშე პრედიაბეტით დაავადებული ადამიანები არიან მაღალი რისკის ქვეშ, რომ რამდენიმე წელიწადში მათ ტიპი 2 დიაბეტი განუვითარდებათ, რომელიც თავის მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ენდოკრინული დაავადებაა როგორც მსოფლიოში, ისე …
Continue reading “რა არის პრედიაბეტი და რა მიგვანიშნებს მასზე – ენდოკრინოლოგის რჩევები”
საზღვარზე 111 მილიონი რუბლი, 45 000 ევრო და 134 000 აშშ დოლარი უკანონოდ შემოჰქონდათ
შემოსავლების სამსახურის ცნობით, ნოემბრის თვეში, საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „ყაზბეგი“, „ბათუმის აეროპორტი“ და „ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დიდი ოდენობით თანხა გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი არადეკლარირებულმა თანხამ, ჯამში შეადგინა 134 000 აშშ დოლარი, 45 000 ევრო და 111 328 …
რა სამარშრუტო ხაზებზე იმოძრავებს ახალი ავტობუსები ბათუმში
ბათუმი 65 ახალ ავტობუსს 2023 წლის მაისამდე ეტაპობრივად მიიღებს. შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის” ინფორმაციით, ახალი ავტობუსებით ე.წ. ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. შესაბამისად, ძველი ავტობუსებს ახლებით შემდეგ შვიდ სამარშრუტო ხაზზე ჩაანაცვლებენ: #2 [ადლიის ქ. – ახალშენის ცენტრი] #2ა [ახალშენის ცენტრი-ადლიის ქ] #4 [აღმაშენებლის ქ – სვიშევსკის ქ] #8 [აღმაშენებლის ქ – მახინჯაური] #9 [ქათამაძის ქ – ივანე მესხის …
Continue reading “რა სამარშრუტო ხაზებზე იმოძრავებს ახალი ავტობუსები ბათუმში”
რა იწვევს ოსტეოართრიტს და როგორ ავიცილოთ თავიდან – ექიმის რჩევები
ოსტეოართრიტი ართრიტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც მილიონობით ადამიანს აწუხებს მთელ მსოფლიოში. დაავადება საკმაოდ გავრცელებულია საქართველოშიც. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ მოწვეული რევმატოლოგი ხათუნა გერმისაშვილი ამბობს, რომ საწყის ეტაპზე ოსტეოართრიტის სიმპტომების მართვა არამედიკამენტური მკურნალობით, კერძოდ წონის კორექციისა და სამკურნალო ვარჯიშებითაც ეფექტურად არის შესაძლებელი, თუმცა ეს პროგრესირებადი დაავადებაა. ქალბატონო ხათუნა, რა არის ოსტეოართრიტი, რა ხდება ამ დროს ორგანიზმში? ოსტეოართრიტი …
Continue reading “რა იწვევს ოსტეოართრიტს და როგორ ავიცილოთ თავიდან – ექიმის რჩევები”
თურქეთში მედიკამენტებზე ფასი იზრდება
თურქეთმა ევრო-ლირის კონვერტაციის კურსი წამლის ფასებისთვის 36.77%-ით გაზარდა. პრეზიდენტ ერდოღანის გადაწყვეტილება ამის შესახებ 15 დეკემბერს გამოქვეყნდა. „გადაიდგა პირველი ნაბიჯი ბაზარზე მედიკამენტების დეფიციტის მოსაგვარებლად… ფასის განახლებამ, რომელიც თებერვალში უნდა მომხდარიყო, გადმოიწია“, – დაწერა თურქეთს ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ Twitter-ზე. მედიის ცნობით, თურქეთში წლის ბოლოს გარკვეულ მედიკამენტებზე დეფიციტი შეიქმნა, რაც ლირის კურსის დაცემას უკავშირდება. ქვეყანაში მედიკამენტების მწარმოებლებმა …
რატომ ჩნდება ფერისმჭამელები და შავი წერტილები სახეზე – ექიმის რჩევები
სახის კანზე გაჩენილი შავი და თეთრი წერტილები, ე.წ. ფერისმჭამელები, კანის დაავადების, აკნეს გამოვლინებაა. კლინიკა „კანის“ დერმატო-ვენეროლოგი თათია ძოძუაშვილი ამბობს, რომ ეს პრობლემა შესაძლოა გენეტიკური წინასწარგანწყობითაც იყოს განპირობებული, ზოგჯერ კი, შესაძლოა, ჰორმონალური დისბალანსის, მაგალითად ქალების შემთხვევაში ციკლის დარღვევის გამოც გამწვავდეს. ქალბატონო თათია, რას წარმოადგენს შავი და თეთრი წერილები ე.წ. ფერისმჭამელები კანზე? ჩვეულებრივი ფერისმჭამელა რასაც ჰქვია, ახასიათებს …
Continue reading “რატომ ჩნდება ფერისმჭამელები და შავი წერტილები სახეზე – ექიმის რჩევები”
სტრეპტოკოკ A თურქეთში 3 ბავშვს დაუდასტურდა – რა ვიცით ამ ინფექციაზე
თურქეთის სამ სხვადასხვა პროვინციაში, სამი ბავშვის შემთხვევაში დააფიქსირეს ბაქტერიული ინფექციის – სტრეპტოკოკ A-ს პირველი შემთხვევა, რომელმაც ევროპასა და აშშ-ში ამ დრომდე, ჯამში 10-ზე მეტი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. თურქული გამოცემა hurriyet-ი იუწყება, რომ სამ ბავშვს ანკარაში, სტამბოლსა და იზმირის დასავლეთ პროვინციაში დაუდგინდა სტრეპტოკოკი A ინფექცია, რომელიც სწრაფად ვრცელდება დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში. ორი დღის წინ, 12 …
Continue reading “სტრეპტოკოკ A თურქეთში 3 ბავშვს დაუდასტურდა – რა ვიცით ამ ინფექციაზე”
რას აცხადებს საგამოძიებო ხულოში ქალზე ძალადობის, შანტაჟისა და გამოძალვის საქმეზე
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელების, სქესობრივი კავშირის იძულების და გამოძალვის ფაქტზე ნოემბრის თვეში ხულოში ორი პირი დააკავა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში 2022 წლის 24 ნოემბერს მ.შ-ს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ბრალდებული ბ. გ. და 1997 …
Continue reading “რას აცხადებს საგამოძიებო ხულოში ქალზე ძალადობის, შანტაჟისა და გამოძალვის საქმეზე “
9 წლის წინ ბავშვის გაუპატიურებისთვის ბიძას 12 წელი მიუსაჯეს – განაჩენი სასამართლომ დღეს გამოიტანა
„თანასწორობის მოძრაობის“ ინფორმაციით, დღეს, 13 დეკემბერს, 9 წლის წინანდელ გაუპატიურების შემთხვევაზე განაჩენი დადგა და მოძალადე დაისაჯა. 21 წლის ქალმა ააიპ „თანასწორობის მოძრაობას“ 2022 წლის 15 მარტს მიმართა. ის აცხადებდა, რომ არასრულწლოვან ასაკში ბიძა მასზე სექსუალურად ძალადობდა. ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. „საქმეზე ეფექტურად ჩატარდა საგამოძიებო და …
ხულოში ქალის სექსუალური იძულების და ამ კადრების გავრცელების ბრალდებით 2 კაცი დააკავეს
ხულოში სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულების, შემდეგ ამის ამსახველი კადრების მოპოვება-გავრცელებისა და გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში, 2022 წლის 24 ნოემბერს, მ.შ-ს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გამოყენებისა ფაქტზე გამოძიება დაიწყო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული …
რამდენად საყოველთაოა საქართველოს ჯანდაცვა – ჯანმოს ანგარიშებიდან
12 დეკემბერი საყოველთაო ჯანდაცვის მოცვის დღეა, რომლის თემაც წელს ფინანსური დაცვის გაძლიერებაა. საყოველთაო ჯანდაცვის მოცვა გულისხმობს, რომ ყველა ადამიანს აქვს წვდომა მისთვის საჭირო ჯანდაცვის სერვისებზე იქ, სადაც ეს სჭირდება, ფინანსური სირთულეების გარეშე. „ყველა უნდა იყოს დაცული ჯანდაცვასთან დაკავშირებული გამაღატაკებელი დანახარჯებისაგან” – წერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ჯანმოს ანგარიშის თანახმად, საქართველოს საკმაოდ მაღალი სიღარიბის კოეფიციენტი და ჯანდაცვაზე …
Continue reading “რამდენად საყოველთაოა საქართველოს ჯანდაცვა – ჯანმოს ანგარიშებიდან”
გონორეის გამომწვევი ბაქტერიების 60%-ზე მეტი მდგრადია ანტიბიოტიკების მიმართ – ჯანმო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი ანგარიში ავლენს ბაქტერიებში რეზისტენტობის მაღალ დონეს ანტიბიოტიკების მიმართ. ჯანმოს უახლესი ცნობით, კორონავირუსული პანდემიის პირველ წელს [2020] დაფიქსირდა საავადმყოფოებში სისხლის ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების რეზისტენტობის უნარის ზრდა, მათ შორის, ბოლო თაობის ანტიბიოტიკების მიმართ. ანტიმიკრობული მედიკამენტები გამოიყენება ადამიანებში, ცხოველებსა და მცენარეებში ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის, კონტროლისა და მკურნალობისთვის, თუმცა უკონტროლო გამოყენების გამო მათი მოქმედება უფრო …
საქართველოში დღეში საშუალოდ 18 წუთს ხარჯავენ სწავლაში – კვლევა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა დღეში საშუალოდ 0.3 საათს, ანუ 18 წუთს ხარჯავს სწავლასთან დაკავშირებულ აქტივობებზე. კვლევა აჩვენებს, რომ თბილისსა და სხვა ქალაქებში სწავლაზე დახარჯული საშუალო დრო დღეში 0.3 საათი, ანუ 18 წუთია. ეს მონაცემი მცირედით აღემატება სოფლის მოსახლეობის იმავე მაჩვენებელს (0.2 საათი ანუ 12 წუთი). „თბილისში მცხოვრები ქალები ოდნავ მეტ …
Continue reading “საქართველოში დღეში საშუალოდ 18 წუთს ხარჯავენ სწავლაში – კვლევა”