ბათუმი,მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

„ახალგაზრდებს ვაქცინის იმიტომ ეშინიათ, თითქოს შვილი აღარ ეყოლებათ“ – ექიმი-ალერგოლოგი

23.01.2022
„ახალგაზრდებს ვაქცინის იმიტომ ეშინიათ, თითქოს შვილი აღარ ეყოლებათ“ – ექიმი-ალერგოლოგი

23 ინვარს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში, კორონავირუსისა და ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც ექიმ ბიძინა კულუმბეგოვთან ერთად გაიმართა, ვაქცინაციის მსურველებს “მოგზაური ბიბლიოთეკის” ავტომობილში შესაძლებლობა ჰქონდათ აცრილიყვნენ. აქ აცრას ბათუმის N1 პოლიკლინიკის ალერგოლიგ-დერმატოლოგი  ნათია ბეჟანიძე ატარებდა.

„ვაქცინის კაბინეტში მუშაობა აგვისტოდან დავიწყე. აგვისტოში ვაქცინაციის მსურველთა მომართვიანობა მაღალი იყო, შემდეგ დაიკლო. სახელმწიფოს 200-ლარიანი წამახალისებელი პროგრამის დაწყების შემდეგ კი, ისევ გაიზარდა მომართვიანობა.

ყველა ასაკის პაციენტები მოდიან ასაცრელად. არიან 12 წლის ზემოთ ბავშვები, რომლებიც მშობლების ჩართულობით და მათი ნებართვით იცრებიან. ბევრი ასაკოვანი, 60+ პაციენტებიც იცრებიან, ასევე შშმ პირები. მათ კი, რომლებსაც უჭირთ გადაადგილება, ბინაზე ვუკეთებთ ვაქცინას. ბინაზე მისულებს საოცრად მობილიზებული პაციენტები გვხვდებიან, ინფორმირებული და ა.შ.“ – ამბობს ნათია ბეჟანიძე.

ნათია ბეჟანიძის შეფასებით, ახალგაზრდებს, ძირითადად, შიშები აქვთ ალერგიულ ფონზე და იმაზე, რომ თითქოს შვილი აღარ ეყოლებათ. ასევე, პაციენტებს აქვთ ნემსის შიში და ემოციური ფონი.

მისივე თქმით, ასეთ პაციენტებთან გადიან კონსულტაციებს ექიმები, ამზადებენ ემოციურად, თანხმდებიან და შემდეგ უკეთებენ სასურველ ვაქცინას.

„ბოლო პერიოდში, ძირითადად, მესამე, „ბუსტერ“ დოზაზე წამოვიდა მოთხოვნა. ჩემი შეფასებით, ასაკოვნებს უფრო აქვთ ვაქცინაციის მზაობა, ვიდრე ახალგაზრდებს, ამიტომ მეტი ინფორმირების საჭიროებას ვხედავ ახალგაზრდების, თუ რასთან გვაქვს საქმე და რატომ უნდა აიცრან“,  – ამბობს დერმატოლოგი  ნათია ბეჟანიძე.

ამცრელი ჯგუფი „მოგზაურ ბიბლიოთეკაში“ / 23.01.2022

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: