კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რას ამბობენ ხულოს მერიაში ისტორიული სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე

28.12.2021
რას ამბობენ ხულოს მერიაში ისტორიული სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე

ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი ხულოში მდებარე ხიმშიაშვილების საგვარეულო  შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

შენობაში ამჟამად ხულოს რესურსცენტრია განთავსებული. ნაგებობის შესახებ იციან მერიაშიც, თუმცა შენობისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე აქამდე არავის უზრუნია.  

„ყველა ხულოელმა იცის, მაგას რა დიდი ცოდნა უნდა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის მოქმედი რესურსცენტრის შენობა ხიმშიაშვილების საგვარეულო სახლია. 

ბევრჯერ ყოფილა ეს საკითხი განხილვაში. მე არ მიმიმართავს ამ თემაზე [ძეგლთა დაცვის ორგანოებისთვის], იმიტომ,  რომ აქ არის ძალიან ბევრი უწყება განლაგებული,“ – ამბობს ხულოს მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის უფროსი, ბადრი მელაძე.

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი არ უშლის ხელს შენობაში სხვადასხვა უწყების მუშაობას. მაგალითად, ბათუმის მერია კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობაშია განთავსებული, ასევე – ბათუმის მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრი, აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია და ა.შ. 

„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობაში, ცხადია, შესაძლებელია ნებისმიერი  საქმიანობის წარმოება, თუ არ ხდება რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება“, – ამბობს საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი შოთა გუჯაბიძე. 

ხულოს მუნიციპალიტეტის მოქმედი რესურსცენტრის შენობა მე-19 საუკუნის 20-იან წლებში ააშენა ახმედ ბეგმა. იგი ცნობილი ისტორიული პირის, სელიმ ხიმშიაშვილის ვაჟი იყო. 

ამავე თემაზე: 

მე-19 საუკუნის შენობა ხულოში ძეგლის სტატუსის გარეშე – რესურსცენტრი ხიმშიაშვილების სახლში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: