ექთნებს ხელფასებს უმცირებენ – მთავრობის 520-ე დადგენილების პირველი ეფექტი

„ბათუმელების“ ინფორმაციით, რასაც არაერთი პირი ადასტურებს, ახალი წლიდან ექთნებს ხელფასები შეუმცირეს. ექთნები სხვადასხვა კლინიკიდან ამბობენ, რომ ადმინისტრაცია მათ შეხვდა და მიუთითა ხელფასების შემცირების მიზეზზე – „მთავრობის 520-ე დადგენილებაზე“. სწორედ ამ დადგენილებას უკავშირებენ კლინიკები შემოსავლების შემცირებას, რაც, თავის მხრივ, სამედიცინო სერვისების ფასების შემცირებას უკავშირდება. რამდენიმე კლინიკის ექთნების თქმით, მათ ადმინისტრაცია უკვე ესაუბრა და ხშირ შემთხვევაში ხელიც …

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა

დღეს, 14 იანვარს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, სადაც ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრები 9:7 დაამარცხა. ნაკრებმა ევროპირველობის ისტორიაში პირველად გაიმარჯვა ჯგუფური ეტაპის მატჩში. პირველივე შეხვედრაში გამარჯვება არის საუკეთესო გზა 12 გუნდში მოსახვედრად, საქართველოს ნაკრებს გარანტირებული აქვს ჯგუფიდან გასვლა – ამბობენ სპეციალისტები. ევროპის ჩემპიონატზე 16 გუნდი ასპარეზობს. იტალიის ნაკრები მოქმედი ჩემპიონია. საბერძნეთის ნაკრები, ვისთანაც მორიგ …

რას ითვალისწინებს ყარსის ხელშეკრულება? – დეზინფორმაციის და კონსპირაციების კვლევა

მედიის განვითარების ფონდი [ MDF] აქვეყნებს „ანეკდოტური მტკიცებულებების კვლევას“. როგორც ავტორი წერს, ერთ-ერთი საკვლევი თემა იყო, „რას ითვალისწინებს ყარსის ხელშეკრულება“. კვლევის ფარგლებში სხვადასხვა ასაკის სულ 139 პირი გამოიკითხა 8 ქალაქში, დაბასა და დასახლებაში, მათ შორის ხულოსა და ბათუმში. კვლევა ასევე ჩატარდა ახალციხეში, ახალქალაქში, თელავში, ყვარელში, გორსა და წეროვანში. ყარსის ხელშეკრულებას ძალიან ხშირად იყენებენ კონსპირაციებისთვის, რომელიც …

აქტივისტების ბრახუნით პროტესტს „რივიერას“ დაცვამ აგრესიულად უპასუხა

„მწვანე მომავალი“ ეძებს მწვანე მომავლისთვის მებრძოლ ხალხს, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძოლებენ ბათუმი რივიერასა და სხვა საჯარო სივრცეების გადასარჩენად!“, – ამ გზავნილით აგროვებენ ფეისბუქზე მხარდამჭერებს მწვანე მომავლის წევრები, რომლებიც დღეს „ბათუმი რივიერას“ ლითონის მაღლივ ღობეზე აბრახუნებდნენ და კარების გახსნას ითხოვდნენ. აქტივისტების ხელებით ბრახუნის საპასუხოდ ღობის შიგნიდან მძიმე საგნები ისროლეს. აქტივისტები აცხადებენ, რომ მათ აუცილებლად უნდა გაიგონ, …

გრიპის ვირუსის გამო სკოლებში არდადეგები არ გახანგრძლივდება – დაავადებათა კონტროლი

დღეს, 13 იანვარს, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებმა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ გრიპის ვირუსის ცირკულაციიდან გამომდინარე სასკოლო არდადეგების გახანგრძლივება არ არის საჭირო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელების განმარტებით, მკვეთრად დაბალია ინდიკატორები, რომელთა მიხედვითაც საბჭო წყვეტს შეჩერდეს თუ არა სასწავლო პროცესი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, „იანვრის მეორე კვირის …

რა უთხრა გამოძიებას სპეცრაზმელმა, რომელმაც მაჩალიკაშვილს ესროლა – EMC გასაიდუმლოებული საქმის მასალებზე

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის გამოძიების ფარგლებში არსებულ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საქმის მასალებს, მათ შორის, სროლის განმახორციელებელი სპეცრაზმელისა და ოპერაციაში მონაწილე სხვა პირთა გამოკითხვის ოქმებს აფასებს. „10 იანვარს, როდესაც მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღდეგ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო და საქართველოს მთავრობას საქმის მასალების სრული გაზიარება მოსთხოვა, …

„უფროსების უფროსები“ – რა სტრუქტურას ქმნის აჭარის მაუწყებელი და რა ელით ჟურნალისტებს

ახალი მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ მათი სამსახურიდან გაშვება უკვე დროის ამბავია. მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე, გუშინ, 10 იანვარს მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილს გააცნეს დოკუმენტი, რომელსაც მაუწყებლის ჟურნალისტები პირად საუბარში აფასებენ, როგორც „ტელევიზიის დანგრევას“. რა წერია დებულების ცვლილების პროექტში და რის შეცვლას აპირებს ახალი მენეჯმენტი? – „ბათუმელები“ მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთ წევრს, გია ქარცივაძეს …

აჭარის მაუწყებლის საინფორმაციოს პროდიუსერს სამსახური დაატოვებინეს

აჭარის მაუწყებელთან 4 დეკემბერს ჟურნალისტების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერს, ნათია შავაძეს ხელში ეჭირა ფურცელი წარწერით: „გვისმინეთ რადიოში და არა ტელეფონზე“. 2019 წლის 31 დეკემბერს მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც ნათია შავაძე ჩამოშორდა მაუწყებელს. „ვადის გასვლის გამო 2020 წლის 01 იანვრიდან შრომის სამართლებრივი ურთიერთობა შეწყდეს ნ. შავაძესთან“, – წერია ბრძანებაში. …

ავსტრალიამ აღიარა საქართველოს მიერ გაცემული მეზღვაურთა სერტიფიკატები

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ავსტრალიამ 2020 წლის 8 იანვრიდან აღიარა საქართველოს მიერ გაცემულ მეზღვაურთა სერტიფიკატები. „ავსტრალიისგან მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების ხელმოწერილი მემორანდუმი მივიღეთ“, – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „დღეის მდგომარეობით ასეთი მემორანდუმი გაფორმებული გვაქვს მსოფლიოს 52 სახელმწიფოსთან“, – უთხრა „ბათუმელებს“ სააგენტოს დირექტორის მოადგილემ. რას ნიშნავს ეს მეზღვაურებისთვის, რომლებიც საქართველოს საზღვაო სასწავლებლების მიერ გაცემული სერტიფიკატებს ფლობენ? – სააგენტოს …

ასლან აბაშიძის პრესცენტრის უფროსი განათლების სამინისტროში დანიშნეს

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელად თამარ გუდავა დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ სამინისტროში. უწყების პრესცენტრის ინფორმაციით, თამარ გუდავა კონკურსის წესით დაინიშნა თანამდებობაზე. თამარ გუდავა საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება აქამდეც ჰქონდა – ის აბაშიძის ხელისუფლების პირობებში უშუალოდ ასლან აბაშიძის პრესსპიკერი იყო. ____ ასლან აბაშიძემ 2004 წლის მაისში, საყოველთაო პროტესტის ფონზე დატოვა თანამდებობა …

ბათუმში პოლიციელის დაჭრის კადრები – მთავარი

ტელეკომპანია მთავარი წუხელ ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე პოლიციის დაჭრის კადრებს ავრცელებს. კადრებში ჩანს თუ როგორ აკავებს დაჭრილი პოლიციელის მეწყვილე პირს, რომელმაც პოლიციელი დანით დაჭრა. ყელის არეში დაჭრილ პოლიციელს წუხელ გვიან ღამით ჩაუტარეს ოპერაცია. „ოპერაცია დასრულდა, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. ბოლო მონაცემებით პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“, – უთხრეს „ბათუმელებს“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში. See more

სახალხო დამცველი: შეწყვიტეთ თანამშრომელთა იძულება 14 დეკემბერის აქციაში მონაწილეობაზე

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც  რეგიონებში მოსახლეობას 14 დეკემბერს მმართველი პარტიის მიერ თბილისში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ. სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ასახელებს სავარაუდო ზეწოლის ქვეშ მყოფ ჯგუფებს, ესენი არიან: ბაღების, საჯარო სკოლების, სამუსიკო სასწავლებლების თანამშრომლები, მათ შორის, აჭარაში. „აჭარის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, …

როგორ (არ)იზრდება პენსია

ასაკით პენსიონერების პენსია ახალი წლიდან 20 ლარით იზრდება. მთავრობა ასევე აცხადებს, რომ 2020 წლის პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს დამატებით 30 ლარით გაეზრდებათ პენსია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ჯგუფის პენსიონერების პენსია მომავალი წლიდან 50 ლარით გაიზრდება. არსებული პრაქტიკით, გაზრდილი პენსია ლარში სულაც არ ნიშნავს პენსიონერების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რადგან უკვე წლებია ლარი დოლართან …

მე ვიცი, რომ არის მუდმივი კავშირი – გიორგი კოხრეიძე ნათია ზოიძის სატელეფონო საუბრებზე

დღეს აჭარის მაუწყებლის დირექტორმა აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ იცის ვისთან ჰქონდა ნათია ზოიძეს – მაუწყებლის მოადგილეს ბოლო ორი თვის განმავლობაში სატელეფონო კომუნიკაცია. „აი კიდევ ერთი ფაქტი, სატელეფონო კომუნიკაციას უსმენენ. მოისმინონ – ნოდარს [მელაძე – მთავარი არხი], მათეს [კირვალიძე – ტვ პირველი] და ლაფერასთან [გიორგი ლაფერაშვილი – ფორმულა] სინქრონებზე რომ ვმათხოვრობ, ეგაა ალბათ. მაგრამ კაცი …

„ოცნების“ დეპუტატები ნათია ზოიძის პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე

ნათია ზოიძე თავისი საქმიანობით წარსულში და დღეს არის თუ არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ჟურნალისტი? – ეს იყო ერთ-ერთი კითხვა, რაც დღეს უმაღლესის საბჭოში მმართველი პარტიის 6 დეპუტატს დავუსვით. დეპუტატებს ასევე ვკითხეთ იმის შესახებ – სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე საუბარი ნათია ზოიძის მიმართ არის თუ არა მუქარა? აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილემ, …

ჟურნალისტი ნათია ზოიძე: თუ არ ჩამოვშორდები სარედაქციო პოლიტიკას, დირექტორი დევნით მემუქრება

ჟურნალისტი ნათია ზოიძე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილეა, აცხადებს, რომ ახალდანიშნული დირექტორი მისგან ითხოვს ჩამოშორდეს სარედაქციო პოლიტიკას. ნათია ზოიძე ასევე გააფრთხილეს, რომ მის მიმართ, სავარაუდოდ, დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა. მაუწყებლის ახალარჩეული დირექტორი გიორგი კოხრეიძე წუხელ [29 ნოემბერი] გვიან ღამით შეხვდა მაუწყებლის ჟურნალისტებს და თავად ნათია ზოიძეს. ნათია, წუხელ შენ და ასევე …

აქციის ერთ-ერთ მონაწილეს წყლის ჭავლმა თვალის მიდამო დაუზიანა

განახლება, 13:40 – სტატიის თავდაპირველი სათაური იყო “ჭავლის შედეგად ამოვარდნილი თვალი აქციის მონაწილემ საკუთარი ხელით ჩაისვა – თვითმხილველი”. მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდა პაციენტის სამედიცინო გამოკვლევის შედეგი, სათაური შეიცვალა. აქციის მონაწილე ზაზა ლიპარტიას გამთენიისას, პარლამენტის მიმდებარედ აქციის დაშლის დროს, წყლის ჭავლმა თვალის მიდამოში სახის ძვლები დაუზიანა. ექიმების ინფორმაციით, ზაზა ლიპარტიას ჩაუტარდა კვლევები და მის …

„ჩვენს ჟურნალისტს მარჯვენა ხელი აქვს დაშავებული“ – მთავარი არხი

პარლამენტთან წუხელ აქციის მონაწილეები სპეცრაზმმა ისევ დაშალა. ამ დროის ინფორმაციით, აქციის დაშლისას დაშავდა სამი პირი, რომლებიც ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ერთ-ერთი დაშავებული არის მთავარი არხის ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი. ვასულ დაბრუნდაშვილი ამბობს, რომ ის დაპირისპირებისას დაეცა. სპეცრაზმმა წუხელ აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ___ სპეცდანიშნულების რაზმებმა დილიდან 5 საათისთვის კიდევ ერთხელ დაშალეს პარლამენტთან მიმდებარე აქცია და პიკეტირებული …

ღამის აქცია დაშლილია, არიან დაშავებულები და დაკავებულები

თბილისში აქცია ისევ დაშალეს. ხელისუფლებამ მომიტინგეებს რუსთაველის გამზირზე, წუხელ, 2 გრადუს ყინვაში, ჯერ შეშის შეტანის უფლება არ მისცეს, შემდეგ კი წყლის ჭავლით დაშალა. არიან დაშავებულები. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, დაშლას არ აპირებენ და მოსახლეობას მოუწოდებენ ქუჩაში გასვლისკენ. „დაღლილები ვართ, მაგრამ 1 საათი დავიძინებთ და ისევ ისეთი შემართებით ვართ. არ დავუთმობ ჩემს ქვეყანას რუს ოლიგარქს. ბიძინა …

კოხრეიძის მინიშნება ნათია ზოიძის მაუწყებლიდან წასვლაზე და ჟურნალისტების განცხადება

აჭარის მაუწყებლის ახალმა დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ არჩევის დღესვე უკვე რამდენიმე მინიშნება გააკეთა მაუწყებლის დირექტორის მოადგილის, ნათია ზოიძის „სამსახურიდან წასვლაზე“. ნათია ზოიძე დღემდე მაუწყებელში დირექტორის  მოვალეობას ასრულებდა, მან 19 ნოემბერს საჯაროდ განაცხადა, რომ ტელევიზიის დირექტორობას გიორგი კოხრეიძეს ჩააბარებდნენ და ეს დღეს მართლაც ასე მოხდა. ასევე, მაუწყებლის თანამშრომლები საჯაროდ აცხადებენ, რომ გიორგი კოხრეიძე მათი სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის არის …

დღეს სიტყვის თავისუფლება დამარცხდა – ასლან ჭანიძე მაუწყებლის დირექტორის არჩევაზე

აჭარის მაუწყებლის დირექტორის არჩევას თვალყურს ადევნებდნენ რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევას აფასებენ, როგორც „დემოკრატიის მარცხს“. ერთ-ერთი მათგანი, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარე, ასლან ჭანიძე აჭარის ტელევიზიასთან აცხადებს, რომ არჩევნები იყო დადგმული სპექტაკლი. „გადაწყვეტილი იყო ეს ამბავი და გაითამაშეს, რადგან თუ დააკვირდებით, მაია მერკვილაძემ [კონკურსანტი] ერთი ხმა აიღო [პირველი ტურში] და მეორე …

მიტროპოლიტი დიმიტრი – თავისუფლება ვაჟა ექიმს, რუსეთი ოკუპანტია

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი, დიმიტრი შიოლაშვილი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს ფოტოს წარწერით – „თავისუფლება ვაჟა ექიმს, რუსეთი ოკუპანტია“. მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი შეუერთდა კამპანიას – „თავისუფლება ვაჟა ექიმს“. რუსმა სამხედროებმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია. ცხინვალის КГБ [უშიშროების სამსახური] ცნობით, დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, სამხედრო ექიმისა და …

გახარია აქციის დაშლაზე: ადრეც ჩემი პასუხისმგებლობა იყო, როგორც შს მინისტრის და ახლაც

პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, ის, რაც გუშინ განხორციელდა საპოლიციო ძალების მხრიდან რუსთაველის ქუჩაზე, როცა საპროტესტო აქცია დაშალა სპეცრაზმმა, იყო კანონიერი. გახარიას თქმით, საკანონმდებლო ორგანოსთან რაც ხდებოდა, იყო უკანონობა. „ან საბედნიეროდ, ან სამწუხაროდ ეს შეკითხვა – ვინ გასცა ბრძანება, რაღაც მეორდება. ადრე ის, რაც ხდებოდა, იყო ჩემი პასუხისმგებლობა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, დღეს ჩემი პასუხისმგებლობაა, როგორც …

შსს აქციის მონაწილეებს 30 წუთს აძლევს ტერიტორიის დასატოვებლად

საქართველოს პარლამენტთა სპეცტექნიკა და სპეცრაზმი არის მზად, რომ გამოვიდეს აქციის მონაწილეებთან. როგორც ნეტგაზეთის რეპორტიორი ადგილიდან იუწყება, შს სამინისტროს წარმომადგენელმა 30 წუთი მისცა აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დასატოვებლად. ნეტგაზეთის რეპორტიორის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს მხოლოდ ერთი ჭიშკარი აშორებთ. დრო 16:44-საათზე იწურება.

პარლამენტთა სპეცრაზმი გამოჩნდა

პარლამენტთა, ჩიტაძის ქუჩაზე, უსაფრთხების სამსახურთან ყვითელი ავტობუსები გამოჩნდა, საიდანაც ჩამოდიან  სპეცრაზმელები სპეციალური აღჭურვილობით. დღეს მმართველი პარტიის წევრები მოუწოდებდნენ პოლიციას, რომ იმოქმედოს და აღკვეთოს კანონდარღვევა – გულისხმობდნენ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას. „ტვ პირველის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, პოლიცია ჟურნალისტებს მოუწოდებს დატოვონ ის ტერიტორია, საიდანაც სპეცრაზმს აფიქსირებენ. აქვე იმყოფებიან პოლიტიკოსები და ასევე ისმის სკანდირება – „შეცვალე“.

მდინარაძე: პოლიციას მოვუწოდებ აღკვეთონ უკანონო ქმედებები, ფრთხილად

ახლახანს [14:30] „ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი გუნდის დეპუტატებმა განცხადებები გააკეთეს. დეპუტატების პათოსი იყო პოლიციისადმი მოწოდება, რომ აღკვეთონ უკანონობა. დეპუტატები პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას გულისხმობდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან. „ქართული ოცნების“ ოფისში მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა: „პროტესტის ნებისმიერი ფორმის მიუხედავად, სახელმწიფო ინსტიტუტებს არ უნდა შეექმნათ გამართულად მუშაობის პრობლემა, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე გვაქვს კანონის დარღვევა – პარლამენტის შენობის …

შსს აქციის მონაწილეებს: ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, პოლიცია შესაბამისად იმოქმედებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, თუ გაგრძელდება ადმინისტრაციული ორგანოების ბლოკირება, პოლიცია „კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, შესაბამის რეაგირებას მოახდენს“. გუშინ და დღესაც საპროტესტო აქციის მონაწილეებს ბლოკირებული აქვთ საქართველოს პარლამენტის შენობა. აქვე გთავაზობთ შს სამინისტროს განცხადებას უცვლელად: „17 ნოემბერს, აქციის მიმდინარეობისას, ასევე, მთელი ღამის განმავლობაში, პოლიციამ უზრუნველყო მოქალაქეებისთვის შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვისთვის საჭირო პირობები. …

გიორგი ვაშაძე კახა კალაძის განცხადებაზე: მოუწევთ ჩვენი მოთხოვნების გათვალისწინება

“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, 2020 წლის არჩევნები ჩატარდება იმ სისტემით, რომელიც აქამდე იყო, ანუ შერეული სისტემით. შესაბამისად, ხელისუფლება არ მიდის არავითარ დათმობაზე, მიუხედავად პიკეტირებული პარლამენტისა. კახა კალაძის განცხადება, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შეაფასა, როგორც „არაადეკვატურობა“ და თქვა, რომ: „მათ მოუწევთ ჩვენი მოთხოვნების გათვალისწინება. მთელი საერთაშორისო საზოგადოება არის ჩვენს მხარეს, …

„ვწუხვარ” – ივანიშვილი კანონპროექტის ჩავარდნაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საგანგებო განცხადებით ეხმაურება საარჩევნო რეფორმის ჩაგდებას. დაპირება, რომ 2020 წელს ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდოდა, ივანიშვილმა გასცა, თუმცა არ შესრულდა. “დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, დემოკრატიული განვითარების გზაზე, მორიგ მნიშვნელოვან ეტაპს გადის, როგორც მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს, აუცილებლად მიმაჩნია, გამოვეხმაურო იმ პროცესებს, რაც ამ დღეებში პარლამენტში ვითარდება. იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო …

კინოთეატრში შემსვლელებს პიროტექნიკა ესროლეს – ბათუმის აპოლო

კინოთეატრ „აპოლოში“ შემსვლელებს სავარაუდოდ პიროტექნიკა ესროლეს. ისმოდა მცირე აფეთქების ხმა. ამ დროისთვის [21:35] „აპოლოსთან“ ხმაურია . აქციის მონაწილეები ფილმის ჩვენებაზე მისული მაყურებლების მისამართით კვერცხებსაც ისვრიან. დღეს ბათუმის „აპოლოში“ და თბილისის რამდენიმე კინოთეატრში რეჟისორ ლევან აკინის ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ – პრემიერა იმართება ფილმის ჩაშლას აგრესიული ჯგუფები ცდილობენ. აჭარის პოლიციის უფროსი: ჩვენ დავიცავთ თითოეულ მოქალაქეს

აჭარის პოლიციის უფროსი: ჩვენ დავიცავთ თითოეულ მოქალაქეს

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა, რომელიც ამ წუთებში კინოთეატრ „აპოლოსთან“ იმყოფება, ახლახანს [20:32] ჟურნალისტებთან საგანგებო განმარტება გააკეთა. პოლიციის უფროსის თქმით, ისინი უზრუნველყოფენ თითოეული იმ მოქალაქის უსაფრთხოების დაცვას, ვინც კინოთეატრში ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ სანახავად მივა. აპოლოსთან შეკრებილები არიან რადიკალური ჯგუფებიც, რომლებიც ჟურნალისტების მიმართ აგრესიულად იქცევიან. დღეს ბათუმის კინოთეატრ „აპოლოში“ იმართება ფილმის პრემიერა „და …

შსს აცხადებს, რომ სიძულვილის მოტივით დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ იქნება მკაცრი

ცოტა ხნის წინ შს სამინისტრომ საგანგებო ბრიფინგი გამართა. უწყების გზავნილი იყო, რომ სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის მიმართ სამინისტრო იქნება მკაცრი. სამინისტრო ასევე აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ მისთვის პრიორიტეტულია გამოხატვის თავისუფლების დაცვა. საქმე იმაშია, რომ დღეს ბათუმსა და თბილისის კინოთეატრებში იგეგმება რეჟისორ ლევან აკინის ფილმის ჩვენება – „და ჩვენ ვიცეკვეთ“. ექსტრემალური ჯგუფები აცხადებენ, რომ ჩაშლიან ფილმების …

გახარია თურქეთში ერდოღანს ხვდება – თურქული მედია

თურქული მედიის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ცოტა ხნის წინ თურქეთის პრეზიდენტს – რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. თურქული მედიის ინფორმაციით, მისასალმებელი სიტყვების შემდეგ პრესისთვის შეხვედრა დაიხურა. შეხვედრის შემდეგ საქართველოს დელეგაციას ერდოღანმა სადილზე უმასპინძლა. ფოტო:haber.com

რატომ არ იყიდება სეზონური გრიპის ვაქცინა

თუ გადაწყვიტეთ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება და ბათუმში ცხოვრობთ, ამას ჯერჯერობით ვერ მოახერხებთ. სააფთიაქო ქსელებში აცხადებენ, რომ ვაქცინა მინიმუმ 15 ნოემბრის შემდეგ შემოვა. „ბათუმელები“ დაუკავშირდა სააფთიაქო ქსელების სათავო ოფისებს იმის გასაგებად, როდის შემოვა სეზონური გრიპის ვაქცინა, მაგალითად, ბათუმის სააფთიაქო ქსელებში, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. სააფთიაქო ქსელ „ავერსში“ გვითხრეს, რომ მხოლოდ წერილობით უპასუხებენ შეკითხვას …

ლიზა და ნუგო – ბავშვები, რომლებიც საბავშვო ბაღამდე 4 კილომეტრს გადიან ფეხით [ვიდეო]

სოფელ მთისუბანში სულ რამდენიმე ბავშვი ცხოვრობს ბაღის ასაკის. მათგან საბავშვო ბაღში სამი დადის, ორი ბავშვი კი, როგორც სოფელში ამბობენ, უარს აცხადებს ბაღში წასვლაზე. ბავშვებს ყოველდღე 4 კილომეტრის გავლა უწევთ ბაღამდე და უკან – სახლისკენ. ზამთარში კი, დიდთოვლობის გამო,  ბავშვები ბაღში საერთოდ ვერ დადიან. მთისუბანი ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოფელია, სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. ნანა …

ნათია ზოიძე: ყურადღება მიაქციეთ საზოგადოებრივ მაუწყებელში და მის გარშემო მიმდინარე პროცესს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ზოიძე მოუწოდებს, ქართულ მედიას, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყურადღებით დააკვირდნენ მაუწყებელში და მაუწყებლის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. ნათია ზოიძემ ცოტა ხნის წინ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „გუშინ ყველა დოკუმენტი მზად მქონდა და 5 საათისთვის კიდევ ერთხელ უნდა მეცადა მონაწილეობა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა …

Exit mobile version