გარდაცვლილი ფეხბურთელის დედის თქმით, ის დაზარალებულად 3 წლისთავზეც არ ცნეს

31 წლის ფეხბურთელის, შოთა მამინაშვილის დედა ამბობს, რომ მისი შვილის გარდაცვალებიდან სამი წელი ახლოვდება, ოჯახი კი ამ დრომდე არ არის დაზარალებულად ცნობილი და არც საქმის მასალებზე აქვთ წვდომა. ფეხბურთელი შოთა მამინაშვილი 2017 წელს მცხეთის სტადიონზე დაგეგმილ მატჩამდე, „მოთელვის“ დროს გახდა ცუდად და გარდაიცვალა. შოთა საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდში“ თამაშობდა და იმ დღეს მის კლუბს „ვიტ ჯორჯიასთან“ …

მერაბ ტურავას განმარტება სასამართლოში კლანზე [Live]

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, მერაბ ტურავამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა რამდენჯერმე ჰკითხეს, არის თუ არა დღეს სასამართლოში კლანი? – ამ კითხვის საპასუხოდ მერაბ ტურავამ თქვა, რომ ის ამაზე ვერ ისაუბრებს. „მე არა მაქვს უფლება და მე არა ვარ თავისუფალი შეფასებებში იმ ადამიანების მიმართ, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება იყოს და …

„ვმუშაობთ თავისუფალ გარემოში“ – განცხადება აჭარა TV-ის ჟურნალისტების სახელით

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის, ჟურნალისტების დევნა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ დღეს, 10 ივნისს, კრიტიკულად შეაფასა. ბოკერიამ ასევე გააკრიტიკა ტელევიზიის ერთ-ერთი მრჩეველი, თამარ წილოსანი, რომელიც სწორედ ამ პარტიის წარდგინებით მოხვდა მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდზე გიგა ბოკერიას განცხადების შემდეგ ორი განცხადება გამოქვეყნდა – ერთი [სავარაუდოდ] მენეჯმენტის სახელით, მეორე კი …

ტურისტებს ძიძებს დააკავშირებენ

კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბევრი ძიძა უმუშევარი დარჩა. ამავე დროს სერიოზული პრობლემები შეექმნათ ოჯახებს, განსაკუთრებით იმ ქალებს, რომლებიც დასაქმებულებიარიან და ბავშვს ვერავისთან ტოვებენ. ნათია სირაბიძე, რომელიც „შპს ემპიარის“ დამფუძნებელია, ამბობს, რომ პირადი გამოცდილებითაც იცის, რა პრობლემების წინაშე დგანან ქალები და ამიტომ ახალი სერვისის შექმნა გადაწყვიტა. გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს ნათია სირაბიძესთან, რომელიც გეგმავს ეს სერვისი ბათუმში ჩამოსულ ტურისტებსაც …

ათობით უკანონოდ გაჩეხილი წიწვოვანი ხე [ფოტო]

აჭარის მაღალმთიან სოფელში, მთისუბანში, ხე-ტყის უკანონო ინტენსიურ გაჩეხვაზე „ბათუმელები“ 2016 წელში წერდა. მაშინ ამ სოფელში მცხოვრები მოქალაქე აცხადებდა, რომ ხე-ტყის ჭრა მიმდინარეობს თავად ტყის მცველების, მათ შორის, ხულოს მუნიციპალიტეტის სატყეოს ხელმძღვანელის ხელშეწყობით. სწორედ ამავე სოფელში და ამავე ტყეში არაერთი უკანონოდ მოჭრილ წიწვოვან ხეს ახლაც ყოველგვარი ძებნის გარეშე იპოვით. ათობით წიწვოვანი ხე სულ ახლახან არის გაჩეხილი. …

მერიაში ამბობენ, რომ უკანონო სართულს მესაკუთრე ანგრევს, სინამდვილეში კი ისევ აშენებენ

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, ლუკა ასათიანის #13-ში უკანონო სართულს მშენებელი თავად მოშლის: „მან დემონტაჟი უკვე დაიწყო“, – გვითხრეს ამ უწყებაში. თუმცა ასე არ არის და სინამდვილეში მშენებელს დემონტაჟი არ დაუწყია. მას შემდეგ, რაც ინსპექციის თანამშრომლები სამშენებლო ობიექტიდან წავიდნენ, მშენებლებმა სამუშაოები ისევ გააგრძელეს. შპს „გლობალმშენის“ მიერ აშენებული რვასართულიანი კორპუსი ლუკა ასათიანის #13-ში, რომელსაც დღეს უკვე …

ჟურნალისტის საჯარო წერილი აჭარის მაუწყებლის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი, გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი და ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე, მალხაზ რეხვიაშვილი პირად ფეისბუქის გვერდზე საჯარო წერილს ავრცელებს და მაუწყებლის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს მიმართავს. მალხაზ რეხვიაშვილი წერს: „თუ თქვენ ჩაწერთ ხელშეკრულებაში, რომ სამსახურში დაგვიანების გამო თითოეულ გადაშორებულ წუთზე ერთი შოლტია, ეს არ ნიშნავს, რომ გექნებათ უფლება გამშოლტოთ“. საქმე იმაშია, რომ მალხაზ …

„ფელიქსის წილი“ – გადამზიდავებს თანამდებობის პირების სახელით ბიზნესს ართმევენ

ბათუმში გადამზიდავი კომპანიების მფლობელების სატვირთო მანქანებს ახალი წლიდან 10-15 დღეს აჩერებენ სარფის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში [გეზ]. გადამზიდავები აცხადებენ, რომ მათ ტვირთებს ხელოვნურად აფერხებს შემოსავლების სამსახური. კომპანიების მფლობელების თქმით, მათთვის ბიზნესის წართმევა ახალი წლის შემდეგ დაიწყეს, რასაც წინ უსწრებდა თბილისში შეკრება, სადაც მათ შეხვდა რუსეთის მოქალაქე და გააფრთხილა, რომ „ვინც მასთან არ ითანამშრომლებს, ყველა გაჩერდება“. ბიზნესმენების …

დღეს 42-ით გაიზარდა კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა

დღეს, 16 აპრილის ღამეს, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთლიანობაში კი დღეს დილიდან 42 ახალი შემთხვევა არის დადასტურებული და ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის [21:20] 348-მდე გაიზარდა. დილის მონაცემებით კი, 306 პირი იყო ინფიცირებული. ეს არის ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა, რაც ერთი დღის განმავლობაში აქამდე გამოვლენილა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, დღეს …

ლეღვადან ბათუმში ჩამოსულ დედა-შვილს Covid-19 დაუდასტურდა 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვადან ბათუმში ჩამოსულ დედას და მის 10-წლამდე შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ქალი ორ ბავშვებთან ერთად გამოვიდა სოფლიდან და ბათუმში მშობლებს სტუმრობდა. ინფექციონისტებმა მათ სახლში მიაკითხეს და დედა შვილებთან ერთად ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. Covid-19 ერთ ბავშვს არ დაუდასტურდა. შესაბამისად, ის ბებიასთან და ბაბუასთან ერთად დარჩება თვითიზოლაციაში, მათთან დაკავშირებული 2 პირი კი – კარანტინში. …

6 მოძღვარი არის თვითიზოლაციაში – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, 6 სასულიერო პირი, რომლებიც მსახურობდნენ კორონავირუსით ინფიცირებულ მღვდელთან ერთად, არიან თვითიზოლაციაში. „ბოლოს მამა გიორგიმ იმსახურა ხარების დღესასწაულზე ტაძარში, როგორც მან განაცხადა, ყველა იმ წესის დაცვით, რაც არის დისტაციასთან დაკავშირებული. საღამოს მერე მიმართა ექიმებს და ანალიზმა აჩვენა, რომ მას დაუდგინდა ვირუსი“. ჯაღმაიძის ინფორმაციით, ინფიცირებულმა მღვდელმა მეორე დღესაც …

5 ახალი შემთხვევა სოფელ ლეღვაში – ინფიცირებულია 2 ბავშვი

ახლახან ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ხუთივე მათგანი ეგრეთ წოდებულ ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნება. ქობულეთის კლასტერში ინფიცირებულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა. აქამდე ლეღვაში კიდევ 2 შემთხვევა იყო დადასტურებული. ინფიცირებულებს შორის ორი ბავშვია. ერთი ბავშვი ერთწლამდეა და მას დედასთან ერთად გადაიყვანენ თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ინფიცირებულ დედა-შვილს, პირველადი …

გერმანიაში Covid19-ით ინფიცირებულთა ნახევარზე მეტი განიკურნა

გერმანიის მთავრობის ცნობით, ქვეყანაში covid-19-ით ინფიცირებულების ნახევარზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა. რობერტ კოხის ინსტიტუტის (RKI) მონაცემებზე დაყრდნობით მთავრობა ავრცელებს ინფორმაციას, რომ გერმანიაში [12 აპრილის შუაღამის მდგომარეობით] კორონავირუსისგან 64 300 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა ნახევარზე მეტი განიკურნა ვირუსისგან. მხოლოდ 11 აპრილს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4000-ით გაიზარდა. რაც შეეხება ინფიცირებულების რაოდენობას, 12 აპრილის შუაღამის მონაცემებით, …

ქობულეთის კლინიკის სანიტარს COVID 19 დაუდასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმ ორ პირს შორის, ვისაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ერთ-ერთი ქობულეთის სამედიცინო კლინიკის სანიტარია. გუშინ დადასტურდა, რომ სწორედ ამ საავადმყოფოში დაინფიცირდა ხანდაზმული ქალი კორონავირუსით, რომელიც კლინიკაში სხვა ჩივილებით იყო მოთავსებული. ამის შესახებ ქალის ოჯახის წევრებმა განაცხადეს. ქობულეთის სამედიცინო კლინიკაში შიდა გადაცემის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო …

ქორეპისკოპოსი იაკობი: აღდგომის დღესასწაულის განრიგში არაფერი შეიცვლება

დღეს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ აღდგომის დღესასწაულის განრიგში არაფერი შეიცვლება. პატრიარქი აღდგომის ღამეს, 19 აპრილს, სამებაში შეხვდება. სააღდგომო ლიტურგიის განრიგი წელსაც ისეთია, როგორც გასულ წელს – ლიტურგია დაიწყება ღამის 10 საათზე, 11 საათზე სამებაში მივა ილია მეორე. ქორეპისკოპოსი იაკობი აცხადებს, რომ ეკლესია სწორად მოიქცა, როცა განრიგში არაფერი შეცვალა: „შემოსული რომ იყო შაჰ აბაზი, …

გვარა, მუხაესტატე, ლეღვა და წყავროკა – ქობულეთის სოფლები დაიკეტა

საქართველოს მთავრობის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში – გვარა, მუხაესტატე, ლეღვა და წყავროკა, სპეციალური რეჟიმი ამოქმედდა. კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მთავრობის სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა:  „საქართველოში უკვე არის 252 დადასტურებული შემთხვევა კოვიდინფიცირების. ამასთან, რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა აჭარის რეგიონში. ქობულეთის მუნიციპალიტეტში შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში …

პაატა იმნაძე: თუ არ გინდათ მივიღოთ იტალია, დარჩით სახლში

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ დღეს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ ქვეყანა გადადის კორონავირუსის გავრცელების შიდა ეტაპზე, ამიტომ ყველა ვალდებულია დარჩეს სახლში. პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა მატება ქვეყანას ექნება: „უცხოეთიდან შემოსული მოქალაქეები ყველა კარანტინში მიდის და მათ შორის, შემთხვევის აღმოჩენა, რა თქმა უნდა, იქნება და მოიმატებს ისიც, მაგრამ ყველაფერს აქვს თავის …

26 წლის ქალი: ჩემი შვილი ონლაინი გაკვეთილს ვერ ისმენს, ინტერნეტი არ გვაქვს

26 წლის ქალი, რომელიც მეორეკლასელ შვილთან და პენსიონერ დედასთან ერთად ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, კორონავირუსის გამო უმუშევარი დარჩა. ქალი ამბობს, რომ ის ერთ-ერთ კაზინოში მიმტანად მუშაობდა. კაზინო დაიკეტა, ქალი კი ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დარჩა. ქალი ამბობს, რომ, როცა მუშაობდა დღეში 32 ლარს უხდიდნენ. მერე, როცა დაიწყო გაფრთხილებები სოციალურ დისტანცირებაზე, 20 ლარს უხდიდა კაზინოს მფლობელი, მერე …

საგანგებო ბათუმის ხანძარზე: მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია

ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ ცეცხლი მოედო 2-სართულიან სახლს. მალევე ცეცხლი გავრცელდა მეორე სახლზეც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრის წარმომადგენლის ცნობით, „ცეცხლი უკიდია საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვას, მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია, ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ადგილზე მობილიზებულია 10 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები“. „ბათუმელების“ ჟურნალისტის მიერ განხორციელებულ ლაივ …

„შეგვაჩერეს განუსაზღვრელი ვადით“ – აჭარა ტვ-ის გადაცემა ჰეშთეგი

ახლახანს, აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთი პოპულარული გადაცემამ – „ჰეშთეგმა“ თავის ფეისბუქგვერდზე გაავრცელა განცხადება, გადაცემის განუსაზღვრელი ვადით შეჩერების თაობაზე. „დღეს, ოფიციალურად განგვემარტა მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან იმის თაობაზე, რომ გადაცემა #ჰეშთეგი, ქვეყანაში/მსოფლიოში კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, განუსაზღვრელი ვადით შეჩერდება. სატელევიზიო ბადე/ეთერი სრულად დაეთმობა კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და შესაბამისად, ეთერში მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებები და სამედიცინო გადაცემა დარჩება …

162 000 ადამიანი ცხოვრობს მარნეულსა და ბოლნისში, სადაც მკაცრი კარანტინია

საქართველოს ორ მუნიციპალიტეტში – მარნეულსა და ბოლნისში, სადაც მკაცრი კარანტინის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 00:30 საათზე გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა, სტატისტიკის სამსახურის 2019 წლის მონაცემებით, 162 200 ადამიანი ცხოვრობს. აქედან მარნეულში  106 800 ადამიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კი 55 400 ადამიანი. გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვერ ხდება მარნეულში მცხოვრები პაციენტის COVID-19-ით ინფიცირების წყაროს დადგენა და ქვეყანა …

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე: აჭარა ტვ-ში “პარასკევ საღამოს გათავისუფლება ტრადიციად იქცა”

“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ამჯერად აჭარის მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, თეონა ბაკურიძის გათავისუფლებას გამოეხმაურა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში პროცესი შეფასებულია, როგორც პოლიტიკური ზეწოლა: “პარასკევ საღამოს გათავისუფლებები ტრადიციად იქცა აჭარის ტელევიზიისთვის. ახლახან სამსახურიდან გაათავისუფლეს ჟურნალისტი თეონა ბაკურიძე, რომელიც ახმოვანებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობებს. “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”  მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყვიტოს პოლიტიკური ზეწოლა”. აჭარის მაუწყებელში მიმდინარე …

ნათია სონღულაშვილი აჭარის პროკურატურაში ზაზა მეტონიძემ შეცვალა

დღეიდან [11 მარტი] აჭარის არ პროკურორი ნათია სონღულაშვილი ამ თანამდებობაზე აღარ მუშაობს. მის ნაცვლად ზაზა მეტონიძე დანიშნეს, რომელიც ბოლო დრომდე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი იყო. სამცხე-ჯავახეთში ზაზა მეტონიძე 2019 წლის 14 მარტიდან მუშაობდა. ჯერჯერობით უცნობია, სად აგრძელებს სამსახურებრივ საქმიანობას ნათია სონღულაშვილი. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სხვა ცვლილებებიც განახორციელა: თბილისის პროკურორად ლევან გეგეჭკორი დანიშნეს; სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორად მალხაზ …

აჭარის მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის განცხადება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მაუწყებელში დღეს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. საქმე იმაშია, რომ რედაქტორების გათავისუფლების შემდეგ, 4 მარტს, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დირექტორმა გოგა კოხრეიძემ გიორგი აბაზაძე დანიშნა. დღეს გიორგი აბაზაძე შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. არხის მთავარი გამოშვების წამყვანის, თეონა ბაკურიძის თქმით, გიორგი აბაზაძე ზეწოლის ქვეშაა. გთავაზობთ ალტერნატიული …

ბათუმში საკარანტინო ზონას აწყობენ – ერთ-ერთ ვერსიად ახალ რესპუბლიკურს განიხილავენ

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს ბათუმში საკარანტინო ზონის მოწყობაზე. საკარანტინო ზონის მოსაწყობად, ერთ-ერთ ვერსიად განიხილება ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ზაალ მიქელაძეს ვკითხეთ, რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია და ასევე იმის შესახებაც, რას სთავაზობს სახელმწიფო იმ პირებს, რომლებიც ეპიდზონებად გამოცხადებული ქვეყნებიდან დაბრუნდნენ და თვითიზოლაციაში დარჩენა გადაწყვიტეს. ბატონო ზაალ, ჩვენი ინფორმაციით, ბათუმის ახალ რესპუბლიკურ …

არდადეგები დაიწყო – სკოლებში ჩატარდება დეზინფექცია

საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საგაზაფხულო არდადეგები ერთი კვირით გადმოიწია და ის 9 მარტის ნაცვლად 2 მარტს დაიწყება. არდადეგები გაგრძელდება 16 მარტამდე. ამ პერიოდში კი ყველა სკოლაში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები. „პროფილაქტიკის მიზნით გადავწყვიტეთ სკოლებში დეზინფექციის ჩატარება“, – განაცხადა დღეს საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიიღო. დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების …

საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა – ჯანდაცვის მინისტრი

დღეს, 26 თებერვალს [ახლახანს, 22:00] მთავრობის კანცელარიაში საგანგებო ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ლუგარის ლაბორატორიამ დაადასტურა, რომ კორონავირუსის აღმოაჩნდა საქართველოში დაბრუნებულ პირს. ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც შემოვიდა აზერბაიჯანიდან. ინფიცირებულია დაახლოებით 50 წლის კაცი, რომელიც ირანში მოგზაურობიდან დაბრუნდა. მე მინდა დავამშვიდო საქართველოს მოქალაქეები, რომ ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. მინისტრის თქმით, ისინი სააფთიაქო …

მაია მერკვილაძე: შემომითვალეს, ახალი ამბების რედაქტორი აღარ ვიქნები

აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი მაია მერკვილაძე თავის ფესიბუქგვერდზე წერს: „მოკლედ, ვიცი გაინტერესებდათ, შემომითვალეს, ახალ ამბებში რედაქტორად აღარ ვიქნები. ნინო ხაჟომია მოდის რედაქტორად“. მაია მერკვილაძეს გასულ კვირას პროტესტის ფონზე გაუუქმა ახალმა დირაქტორმა შტატი. ამ შტატის გაუქმებას მაუწყებლის სამი მრჩეველი დათანხმდა. მაია მერკვილაძის თავისი პოზიციიდან გაშვების პარალელურად მაუწყებელში ნინო ხაჟომია …

გომელაური პრემიერთან დაპირისპირებაზე: ჩვენ ვურთიერთობთ, ვმეგობრობთ

შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, რომელიც პრემიერ გიორგი გახარიასთან ერთად დღეს ბათუმში იმყოფება, ჟურნალისტებმა ჰკითხეს პრემიერთან მისი დაპირისპირების შესახებ, რაც მინისტრმა უარყო. „ის დაპირისპირება, რასაც თქვენ ამბობთ, არანაირი დაპირისპირება ჩემსა და გიორგის შორის არ არის… არამარტო ეხლა, რაც პრემიერია და მე შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ, წლებია ჩვენ ვურთიერთობთ, ვმეგობრობთ, არანაირი დაპირისპირება არ არის“. ჟურნალისტმა შს მინისტრს …

აჭარის მაუწყებლის რედაქტორი: ხვალიდან არ გამოვრიცხავთ გაფიცვას

ხვალ, 19 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო იკრიბება იმისთვის, რომ გააუქმოს ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა. მრჩეველთა საბჭოს მაია მერკვილაძის და კიდევ სამი თანამშრომლის შტატის გაუქმების მოთხოვნით მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ მიმართა. დირექტორის სურვილის დაკმაყოფილებას 3 ხმა სჭირდება. მაუწყებლის ჟურნალისტების ინფორმაციით, დირექტორს ეს 3 ხმა აქვს – „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეული მეურვეები …

„ჩემს შტატს აუქმებენ“ – აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილე 

მაია მერკვილაძე, ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილე ადასტურებს, რომ მაუწყებელში მის შტატს აუქმებენ. მანამდე კი მაია მერკვილაძემ ტელევიზიის დირექტორს მოუმზადა ახსნა-განმარტება, სადაც პასუხობს დირექტორის კითხვას, რატომ მიიწვიეს ეთერში ერთი კონკრეტული სტუმარი, რითაც თითქოს ბალანსი დაირღვა. როგორც მაია მერკვილაძემ გვითხრა, დისციპლინური წარმოება დაიწყო მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის წინააღმდეგაც. ასევე, ეთერიდან მოხსნას უპირებენ „ჰეშთეგის“ წამყვანს – მალხაზ …

ბათუმის მერია პარიზში ვიზიტზე: სიცრუეა, რომ მერს მეგობრები ახლდნენ ბიუჯეტის ფულით

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნულ ვიზიტზე მერს ახლდნენ მეგობრები, რომლებიც დაფინანსებულნი იყვნენ ბიუჯეტის თანხებით, წარმოადგენს სიცრუეს“, – ასე მთავრდება ბათუმის მერიის მიერ წუხელ გავრცელებული განცხადება. – „ღონისძიებაზე დამსწრე სხვა პირები გამოფენაზე იმყოფებოდნენ საკუთარი ინიციატივითა და ხარჯებით. მათი დაფინანსება არ განხორციელებულა ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან. მოგიწოდებთ ყველას, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას“. საქმე იმაშია, რომ გუშინ არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივამ“ …

 ყარსის ხელშეკრულებაზე დეზინფორმაციას პატრიოტთა ალიანსი ავრცელებს – ანგარიში

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა ბოლო ერთი წლის მუშაობის ანგარიში გამოაქვეყნა. ამ ანგარიშში მითითებულია, რომ 2021 წელს ყარსის ხელშეკრულების ვადის გასვლა და თურქეთის მიერ ბათუმის მიტაცება ანტიდასავლური პროპაგანდის ერთ-ერთი გავრცელებული მაგალითია. ანგარიშის თანახმად, „აჭარაში ვრცელდებოდა კონსპირაცია, თითქოს 1921 წელს ხელმოწერილ ყარსის ხელშეკრულებას 2021 წელს ვადა გასდის, რის შემდეგაც …

ნათია ზოიძემ აჭარის მაუწყებელი დატოვა

აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილე, ნათია ზოიძე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ თავის ფეისბუქგვერდზე წერს. ნათია ზოიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ. „ძალიან მოკლედ იმაზე, თუ რატომ მივდივარ აჭარის მაუწყებლიდან. ძალიან „მარტივადაა“ საქმე – აჭარის მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ დააკმაყოფილა ჩემი თხოვნა სამსახურიდან წასვლის შესახებ. არ ვიტყვი, რომ ეს ნებაყოფლობითი პროცესია. [checklist] იძულებული გავხდი მიმეღო ეს გადაწყვეტილება; ჩემი ახალი ხელშეკრულება …

287 პირი გამოჯანმრთელდა და 259 დაიღუპა – კორონავირუსი 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის [CDC] მიერ მომზადებულ ონლაინ რუკაზე პერიოდულად ახლდება ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელების არეალის შესახებ და ასევე სხვა მონაცემებიც. ონლაინ რუკაზე ასახული ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ამ დროისთვის სულ ინფიცირებულია 12 024 ადამიანი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში. აქედან, ინფიცირებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა – 11 860 მოდის ჩინეთზე. სხვა ინფიცირებულები კი რამდენიმე ქვეყანაში გადიან მკურნალობის …

არჩილ ვანაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, არჩილ ვანაძე, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა უდანაშაულოდ მიიჩნია და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. არჩილ ვანაძე ერთ-ერთი ფიგურანტი იყო ბათუმელი მაღალჩინოსნების საქმეში. ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი და კიდევ 6 მაღალჩინოსანი, მათ შორის, არჩილ ვანაძე, გასული წლის 30 მაისს დააკავეს. არჩილ ვანაძე აქამდეც იყო დაკავებული. მას 2017 წელს „ჟილინის არხის საქმეზე“ გამოძიება სამსახურებრივ …

Exit mobile version