ხელვაჩაურის გზატკეცილზე, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ცოტა ხნის წინ მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. დაზარალებული ქალი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფმა უკვე გადაიყვანა კლინიკა BMC-ში. კლინიკის პრესცენტრის ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებულ ქალს მრავლობითი ტრამვული დაზიანება აქვს, რაც საშუალო სიმძიმისაა, მას კვლევები უტარდება. ავტოსაგზაო შემთხვევამ გამოიწვია საცობი. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც.
Author Archives: ეთერ თურაძე
საქართველოში კორონავირუსის 182 შემთხვევა დადასტურდა – 18 სექტემბერი
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 3119 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული. ვებგვერდის, stopcov.ge-ს განახლებული მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 13-ით გაიზარდა და ამჟამად 1435 -ია. ამავე ვებგვერდის თანახმად, კარანტინშია 6633 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836. გუშინ, 17 სექტემბერს, ქვეყანაში 179 ახალი შემთხვევა გვქონდა,
„ჩვენ გვჭირდება პური“ – თურქეთში დასაქმებული ქალების საპროტესტო აქცია მთავრობასთან
„6 თვის განმავლობაში 300 ლარი გადმოგვიგდეს“, „დატოვონ კაბინეტები“, „არ მაინტერესებს ბიუჯეტში რა აქვთ, ჯიბეებში და ბანკებში ხომ აქვთ, ამოიღონ და მისცენ ხალხს“, – მსგავსი შინაარსის და კიდევ უფრო რადიკალური განცხადებები კეთდება ამ წუთებში აჭარის მთავრობასთან. ქალებთან შესახვედრად მთავრობის წევრები არ გამოსულან. თურქეთში დასაქმებულმა ქალებმა, რომლებიც ყოველდღიურად კვეთდნენ საზღვარს და დღის ბოლოს სახლებში ბრუნდებოდნენ, არსებული შეზღუდვების …
ბათუმის შემოსასვლელში ყველგან იქნება პოსტები, თერმოსკრინინგი სავალდებულოა – გამყრელიძე
ბათუმში ყველა დაწესებულებაში, აფთიაქში, მოლში, რესტორანში, ყველგან აუცილებელია მკაცრი თერმოსკრინინგის ჩატარება. ამ ვალდებულების შესახებ დღეს ბათუმში მყოფმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, აჭარიდან გასულ ნებისმიერ ადამიანს ასევე ჩაუტარდება თერმოსკრინინგი. ამირან გამყრელიძის თქმით, ბათუმის შემოსასვლელებში იქნება შესაბამისი ბლოკპოსტები, რომლებსაც აკომპლექტებენ შს სამინისტროს თანამშრომლები. დღეს ამირან გამყრელიძემ ისაუბრა ტესტების პასუხების დაგვიანების შესახებაც. ამირან …
321 კოვიდპაციენტი კლინიკებში და 158 კოვიდსასტუმროში – ბათუმი დღეს
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის ინფორმაციით, დღეისათვის ბათუმის კლინიკებში 321 პაციენტია მოთავსებული, ხოლო 158 კოვიდინფიცირებული პირი გადაყვანილია კოვიდსასტუმროში. სასტუმროში გადაყვანილი პირების შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ, თუმცა ამ ადამიანებს იზოლირება აუცილებელია, ვირუსის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. ნონა ეფაძის თმით, ინფიცირებულია მედპერსონალიც, თუმცა მან არ დააკონკრეტა, რამდენი პირია ჯანდაცვის სფეროდან ინფიცირებული. ერთ-ერთი ბოლო …
Continue reading “321 კოვიდპაციენტი კლინიკებში და 158 კოვიდსასტუმროში – ბათუმი დღეს”
თურქეთში 30 წლის ქართველი ქალი ქმარმა მოკლა – მედია
თურქული მედიის ინფორმაციით, წუხელ თურქეთის ქალაქ სტამბოლში, საკუთარ სახლში პოლიციამ ქალი მოკლული იპოვა. პოლიციის ინფორმაციით, 30 წლის ქალს დანით არაერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ასევე აღენიშნებოდა ცემის კვალი. ქალი საქართველოს მოქალაქეა. თურქული მედიის ცნობით, ქალი მეუღლემ მოკლა. პოლიცია ეძებს მკვლელობაში ბრალდებულ კაცს, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა. ___ მთავარი ფოტო: haberturk
ხულოში 1 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში დადასტურდა კორონავირუსის შემთხვევა. ჟურნალისტების კითხვაზე, ხულოში დაუდასტურდა თუ არა პოლიციელს და რესურსცენტრის თანამშრომელს კორონავირუსი, რუსუდან შავიშვილმა თქვა: „გამოკვეთილი არის შემთხვევა, რომელსაც ვიკვლევთ“. 14 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა დადასტურდა. რუსუდან შავიშვილის თქმით, შემთხვევებს უკვე აღარ ითვლიან კლასტერების მიხედვით, „რადგან შიდა …
შარაბიძეებში სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა – 10 სექტემბერი
ბათუმის 22-ე საჯარო სკოლის [ყოფილი შარაბიძეების სკოლა] დირექტორის, გიორგი რუხაძის თქმით, სკოლის პედაგოგი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, პარასკევის ანუ 5 სექტემბრის შემდეგ სკოლაში არ ყოფილა. „პარასკევს მოვიდა სკოლაში და წიგნები წაიღო. ითხოვა, რომ ვეღარ მოვალ, მეუღლე მყავს ავადო. დღეს დამირეკეს საზოგადოებრივი ჯანდაცვიდან და მითხრეს, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა“. გიორგი რუხაძის თქმით, დღეს აპირებდნენ სკოლაში წიგნების გაცემას ღია …
Continue reading “შარაბიძეებში სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა – 10 სექტემბერი”
პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აჭარაში
დღეს, 8 აგვისტოს, პატრიოტთა ალიანსმა აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის თავისი კანდიდატები წარადგინა. პარტიის მონაცემებით, პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიას აჭარაში მაჟორიტარობის შემდეგი კანდიდატები ეყოლება: ამირან ტაკიძე – ქობულეთი ზურაბ გაბაიძე – ბათუმი ზორბეგ ბერიძე – ხელვაჩაური, ქედან, შუახევი, ხულო უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატები არიან: გულნარა ბასილაძე – ქობულეთი ჯუმბერ ტაკიძე – ბათუმი დავით დავითაძე – ხელვაჩაური, ქედან, შუახევი, …
Continue reading “პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აჭარაში”
წაბლანიდან ბათუმში აქციის გასამართად – „900 ამომრჩეველია ჩვენთან, არჩევნები არ ჩატარდება“
„900 ამომრჩეველია ჩვენს უბანზე. არც ერთი ბიულეტენი არ ჩავარდება საარჩევნო ყუთში, თუ არ გაგვირემონტებენ ბინებს“, – აცხადებენ ერას მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები. ისინი სოფელ წაბლანიდან არიან და დღეს ბათუმში სპეციალურად ჩამოვიდნენ აქციის გასამართად. რა ბინების გარემონტებას ითხოვს წაბლანის მოსახლეობა ან რატომ არის ვალდებული სახელმწიფო მათ საცხოვრებელი გაურემონტოს? – ამ კითხვის პასუხად აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, …
კორონავირუსით მე-19 ადამიანი გარდაიცვალა – 25 აგვისტო
stopcov.ge-ის მიერ ახლახან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა. დღეს, 25 აგვისტოს დილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულია 1 429 ადამიანი, მათგან გამოჯანმრთელდა 1 150. კარანტინში იმყოფება 7 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 255 მოქალაქე რჩება. stopcov.ge-ს ინფიცირებულების შესახებ გუშინდელი მონაცემები ჯერჯერობით არ განუახლებია. კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა გუშინ, 24 აგვისტოსაც.
კორონავირუსით მე-18 მოქალაქე გარდაიცვალა – 24 აგვისტო
stopcov.ge-ის მიერ ახლახან განახლებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი გარდაიცვალა. დღეის მდგომარეობით ქვეყანაში ინფიცირებულია 1 421 ადამიანი, მათგან გამოჯანმრთელდა 1 137. კარანტინში იმყოფება 7 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 255 მოქალაქე რჩება.
ყაჩაღობის ბრალდებით ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის შვილი დააკავეს
დღეს შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავა ყაჩაღობაში ბრალდებული 19 წლის კაცი. ყაჩაღობა გუშინ, დილის 9 საათზე მოხდა ბათუმში – სავალუტო ჯიხურის მფლობელს ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე უცნობი პირი თავს დაესხა. ჯიხურის მესაკუთრემ თქვა, რომ მას თავდამსხმელმა თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა. თავდამსხმელმა თანხის წაღება ვერ მოახერხა. დღეს შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია თავდამსხმელის დაკავების შესახებ. …
Continue reading “ყაჩაღობის ბრალდებით ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის შვილი დააკავეს”
მეგობარმა ჭამის დროს ესროლა კანონიერ ქურდ „ლოტუ გულს“, ის დაიღუპა – ანადოლუ
თურქული გამოცემა „ანადოლუს“ ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, ანტალიაში მოკლეს კანონიერი ქურდი „ლოტუ გული“, იგივე ნადირ სალიფოვი. გამოცემის ინფორმაციით, კანონიერ ქურდს მეგობარმა მაშინ ესროლა თავში, როდესაც ის სასტუმროში საჭმელს მიირთმევდა. მედიის ინფორმაციით, მკვლელი „გულისთან“ ერთად ვახშმობდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი გასროლის შემდეგ მიიმალა, თუმცა თურქმა სამართალდამცავებმა ის უკვე დააკავეს. ვინ არის „ლოტუ გული“ თავად „ლოტუ გული“ საავადმყოფოში გადაიყვანეს, …
Continue reading “მეგობარმა ჭამის დროს ესროლა კანონიერ ქურდ „ლოტუ გულს“, ის დაიღუპა – ანადოლუ”
სავალუტო ჯიხურის მესაკუთრეს თავში მძიმე საგანი ჩაარტყეს – ყაჩაღობა ბათუმში
ბათუმში, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე არსებული სავალუტო ჯიხურის მესაკუთრეს თავს დაესხნენ. შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით 9 საათზე, მოხდა. დაზარალებულმა კაცმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მას თავს დაესხა ერთი კაცი, რომელსაც ნიღაბი არ ეკეთა. მან გვითხრა, რომ თავში ჩაარტყეს აგური ან რკინის საგანი. კაცს დაზიანებები აქვს სახის არეში, ხოლო სისხლის კვალი – თავის არეში. კაცმა თქვა, …
Continue reading “სავალუტო ჯიხურის მესაკუთრეს თავში მძიმე საგანი ჩაარტყეს – ყაჩაღობა ბათუმში”
ადიდებული ჭოროხიდან 3 მეთევზე გამოვიყვანეთ – საგანგებო
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, „ბათუმში მდინარე ჭოროხი ადიდდა და სამი მეთევზე ვერ ახერხებდა ნაპირზე გამოსვლას. ადგილზე უმოკლეს დროში მივიდა ბათუმის ორი სამაშველო ეკიპაჟი“. მაშველებმა მეთევზეები გამოიყვანეს. უწყების ცნობით, „მეთევზეები მდინარეში შექმნილ კუნძულზე იყვნენ და ადიდებული წლის გამო ვერ ახერხებდნენ გამოსვლას. მაშველებმა ისინი ნავით გამოიყვანეს. ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“. იმის …
Continue reading “ადიდებული ჭოროხიდან 3 მეთევზე გამოვიყვანეთ – საგანგებო”
რას ამბობს მინდია ლავასოღლის და თავისი ძმის საქართველოში დაბრუნებაზე
ირინა გორაძე, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის და აცხადებს, რომ მისი ძმა ბელორუსშია. გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მინდია ლავასოღლი სამთავრობო თვითმფრინავით დააბრუნეს საქართველოში, ირინა გორაძე ამბობს, რომ „მასთან არავითარი შეხება არ აქვს“. მინდია ლავასოღლის დასთან ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ. ირინა, მინდია ლავასოღლის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით დახურული თუ ღია წყაროებით ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, რომ უკვე ჩამოიყვანეს საქართველოში. …
Continue reading “რას ამბობს მინდია ლავასოღლის და თავისი ძმის საქართველოში დაბრუნებაზე”
64 წლის „ფოსტალიონი“ ნიღბიანმა პირებმა ხეზე დააბეს, სცემეს და პენსიის თანხა გაიტაცეს – შუახევი
დღეს დილით შუახევში, სოფელ ჩანჩხალოდან მომავალი 64 წლის ნოდარ დავითაძე ორმა ნიღბიანმა პირმა დააყაჩაღა. ნოდარ დავითაძემ ამ სოფელში პენსიები დაარიგა და უკან, სახლში ბრუნდებოდა. მას თან ჰქონდა თავისი სოფლის – სხეფის პენსიონერებისთვის გასაცემი თანხა – ოჯახის ახლობლის თქმით, „ზუსტად არ იცის, მაგრამ დაახლოებით 5-6 ათასი ლარი იქნებოდა“. ახლობლების ინფორმაციით, ნოდარ დავითაძე ჯერ ხეზე დააბეს, შემდეგ …
ქობულეთში ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა – კაფე „ჰავანას“ კლასტერი
მას შემდეგ, რაც ქობულეთში, კაფე ჰავანას“ თანამშრომელს გუშინ, 15 აგვისტოს, კორონავირუსი დაუდასტურდა, მასთან ახლო კონტაქტში მყოფ 53 პირს PCR ტესტი ჩაუტარეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათგან კორონავირუსი ორ პირს დაუდასტურდა. 16 აგვისტოს მონაცემებით, ქობულეთის კაფე „ჰავანას“ კლასტერიდან კარანტინში გადაყვანილია ჯამში 54 პირი, 25 პირს აღებული აქვს სინჯები კვლევისთვის და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პასუხები ხვალ, …
Continue reading “ქობულეთში ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა – კაფე „ჰავანას“ კლასტერი”
გახარიას ფეისბუქგვერდის რეკლამა 200-ლარიანი დახმარების პორტალზე
0-დან 18 წლამდე ბავშვების მშობლებს 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ. განცხადების შესავსები ელექტრონულ პორტალი დღეს დილიდან ჩაირთო. სოციალურ ქსელებში მოქალაქეები ავრცელებენ სქრინებს რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ზოგი წერს, რომ მარტივად გაიარა რეგისტრაცია, ზოგი იმაზე წუხს, რომ დარეგისტრირებას ვერ ახერხებს. მოქალაქეთა ერთი ჯგუფის ყურადღება კი იმან მიიქცია, რომ განცხადების შესავსები ელექტრონული პორტალი პრემიერ-მინისტრს ოფიციალური ფეისბუქგვერდის -„გახარიას“ …
Continue reading “გახარიას ფეისბუქგვერდის რეკლამა 200-ლარიანი დახმარების პორტალზე”
ქალი, რომელიც ქობულეთში, კაფეში მუშაობდა COVID 19 დაუდასტურდა
ქობულეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა. იმნაძის თქმით, ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ქობულეთში ერთ-ერთ ბუნგალოში მუშაობდა. “ძალიან არასასიამოვნო შემთხვევა არის ჩვენთვის, ქობულეთში გამოვლინდა შემთხვევა. ქალბატონი ჩასულია თბილისიდან სამუშაოდ ქობულეთში. არის ასეთი კაფე “ჰავანა”, ბუნგალო ქობულეთში და ამ ბუნგალოში მომუშავე პერსონალი, ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან, …
Continue reading “ქალი, რომელიც ქობულეთში, კაფეში მუშაობდა COVID 19 დაუდასტურდა”
მოსწავლეებს შორის დისტანცია 1 მეტრი იქნება – სწავლა 15 სექტემბერს განახლდება
2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის საქართველოს განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავეს. არსებული რეკომენდაციების საფუძველზე, 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები სკოლებისთვის: [checklist] მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა; შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ …
Continue reading “მოსწავლეებს შორის დისტანცია 1 მეტრი იქნება – სწავლა 15 სექტემბერს განახლდება”
თურქეთში დასაქმებულ პირს დაბრუნების შემდეგ COVID 19 აღმოაჩნდა – 2 ახალი შემთხვევა ბათუმში
ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულია ერთი მძღოლი, რომელიც ქვეყანაში თურქეთიდან შემოვიდა. მეორე პირი ასევე თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა, რომელიც მეზობელ ქვეყანაში იყო დასაქმებული. ორივე პირი საქართველოს მოქალაქეა და ორივე მათგანი კარანტინში იმყოფებოდა. დღესვე გამოჯანმრთელდა 1 პირი. დღეის მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 18 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება. 13 აგვისტოს …
ბრძოლა შვილისთვის წესების გარეშე
ყოფილი ცოლ-ქმარი 7 წლის ბავშვისთვის სამი წელია დავობს. უკვე არსებობს საქართველოს სასამართლოების სამივე ინსტანციის გადაწყვეტილება და ბოლო ორი გადაწყვეტილებით ბავშვი დედას უნდა დაუბრუნდეს, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება დღემდე არ სრულდება – ბავშვი ისევ მამასთან ცხოვრობს. იყო თუ არა 4 წლის ასაკში ბიჭი სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი – რა დაადგინა სასამართლომ? ორი სასამართლოს ექვსმა მოსამართლემ, რომლებმაც …
კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა ბათუმში – 10 აგვისტოს მონაცემი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ბათუმში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ორივე პირი კარანტინში იმყოფებოდა. ორივე ინფიცირებული კაცი საქართველოს მოქალაქეა. მათგან ერთ-ერთი სამკურნალოდ გადაიყვანეს თბილისში, მეორეს მალე გადაიყვანენ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. StopCov.ge-ს 10 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1250 შემთხვევაა სულ გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელებულია 1010 ადამიანი, გარდაიცვალა – 17.
როგორ წავიდეთ თურქეთში სამუშაოდ – ნახეთ ვიდეოინსტრუქცია [ვიდეო]
ასობით მოქალაქე ბოლო დღეების განმავლობაში წერს „ბათუმელებს“, რომ ვერ ახერხებენ დარეგისტრირებას თურქეთში სამუშაოდ წასასვლელად. „დაგვეხმარეთ დარეგისტრირებაში“ – გვწერენ მოქალაქეები. „ბათუმელებმა“ მოამზადა დეტალური ვიდეოინსტრუქცია, თუ რა არის საჭირო რეგისტრაციის გასავლელად. მაშ ასე, როგორ მივიღოთ მიწვევა თურქეთიდან და როგორ დავრეგისტრირდეთ თურქეთში დროებით მომუშავე პირთა ბაზაში? – ნახეთ ვიდეო, რომელიც დაგეხმარებათ დარეგისტრირებაში. 3 აგვისტოდან საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთში …
Continue reading “როგორ წავიდეთ თურქეთში სამუშაოდ – ნახეთ ვიდეოინსტრუქცია [ვიდეო]”
#6 დაწესებულებიდან პატიმარი წერს, რომ ის აწამეს – საქმეს სახალხო დამცველი სწავლობს
#6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული პატიმარი, გიორგი ოქროპირიძე სახალხო დამცველს სწერს, რომ 13-18 ივლისის პერიოდში ის აწამეს. პატიმარს სახალხო დამცველის წარმომადგენელი 2020 წლის 29 ივლისს შეხვდა და ოქმიც შეადგინა. პატიმარი სახალხო დამცველის რწმუნებულს უყვება, რომ ციხის ადმინისტრაცია მას აიძულებს ევროსასამართლოდან გამოითხოვოს საჩივარი, რომელსაც პრიორიტეტი აქვს მინიჭებული და უკვე გადაწყვეტილების მიღების ეტაპზეა. გიორგი ოქროპირიძემ ევროსასამართლოს სარჩელით 2015 …
„აცნობიერებენ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს“ – აჭარა TV გათავისუფლებული თანამშრომლების დაბრუნებაზე
აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ მაუწყებლის ვებგვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, გათავისუფლებული 3 თანამშრომელი – ბაჩო გურაბანიძე, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე სამსახურში დააბრუნეს. სამივე მათგანი 30 ივლისს, მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ბრძანებით გაათავისუფლეს სამსახურიდან. მაუწყებლის მენეჯმენტი იუწყება, რომ მათი გათავისუფლება „გამომდინარეობდა გარდაუვალი აუცილებლობიდან და ემსახურებოდა სამსახურებრივი დისციპლინისა და კანონიერების დაცვას“. მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ …
უფასო მედიკამენტების პროგრამა – ექიმ ვახტანგ კალოიანის პოლიტიკური განაცხადი
ვახტანგ კალოიანი აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. პროფესიით ექიმი, ანესთეზიოლოგი, „ევროპული საქართველოს“ სახელით მონაწილეობს არჩევნებში. ვახტანგ კალოიანი კორონავირუსის პანდემიის დროს ხშირად ჩანდა ეკრანზე. რატომ გადაწყვიტა წარმატებული კარიერის შეცვლა? „ბათუმელებმა“ ვახტანგ კალოიანთან სატელეფონო ინტერვიუ ჩაწერა. ბატონო ვახტანგ, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა? ამ გადაწყვეტილების მთავარი მოტივატორი იყო ის კრიზისი, რაც არის ჯანდაცვის სისტემაში. რეალურად, იმ საბიუჯეტო …
Continue reading “უფასო მედიკამენტების პროგრამა – ექიმ ვახტანგ კალოიანის პოლიტიკური განაცხადი”
ოთხმა ნარკორეალიზატორმა 7 თვეში 2 მილიონის ნარკოტიკი გაყიდა – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბანში ორგანიზებული ჯგუფის 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს. „მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1976 წელს დაბადებული ფ.ბ., 1978 წელს დაბადებული დ.ჯ., 1982 წელს დაბადებული შ.ვ. და 1977 წელს დაბადებული ა.მ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ …
Continue reading “ოთხმა ნარკორეალიზატორმა 7 თვეში 2 მილიონის ნარკოტიკი გაყიდა – შსს”
„ევსაქებმა“ მაჟორიტარობის 16 კანდიდატი წარადგინეს, ბათუმის კანდიდატი უცნობია
დღეს, 3 აგვისტოს, „ევროპულმა საქართველომ“ თავისი მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა – ამ ეტაპზე ცნობილია, რომ პარტიას 16 მაჟორიტარი ეყოლება, მათ შორის, 4 ქალი კანდიდატი. „ევროპულ საქართველოს“ ჯერჯერობით არ დაუსახელებია ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი. პარტიამ საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარობის კანდიდატად, როგორც ცნობილი იყო, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში დაასახელა ტარიელ ნაკაიძე. „ევროპულმა საქართველომ“ დღეს ასევე დაასახელა ორი მაჟორიტარობის …
Continue reading “„ევსაქებმა“ მაჟორიტარობის 16 კანდიდატი წარადგინეს, ბათუმის კანდიდატი უცნობია”
თურქეთში დასაქმებულები: „ვერ მივიღეთ კომპენსაცია – 300 ლარი“
ბოლო ორი დღის განმავლობაში „ბათუმელებს“ უკვე 10-მდე პირმა მოსწერა, რომ თურქეთში მუშაობდნენ, განაცხადი შეავსეს, მაგრამ კომპენსაცია ვერ მიიღეს. მათი ისტორიები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ზოგი მათგანი ამბობს, რომ არ სურს „მთელმა ქვეყანამ გაიგოს“, როგორ უჭირს და მხოლოდ იმაზეა თანახმა, სახელმწიფოსთან ჟურნალისტებმა გავარკვიოთ, რატომ არ დაერიცხათ დაანონსებული კომპენსაცია – 300 ლარი, ზოგი კი მზად არის თავის მდგომარეობაზე …
Continue reading “თურქეთში დასაქმებულები: „ვერ მივიღეთ კომპენსაცია – 300 ლარი“”
ცემის შედეგად ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ცხვირის ძვალი აქვს გატეხილი
ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ აბაშიძე დღეს ბათუმში ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ თამაზ აბაშიძის ახლო გარემოცვიდან ორმა სხვადასხვა პირმა დაუდასტურა. თამაზ აბაშიძის ნათესავების თქმით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, „გუშინდელი ცემის შედეგად ცხვირის ძვალი აქვს გატეხილი“. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თამაზ აბაშიძეს გუშინ სცემეს ხულოში, დღეს დილიდან ვრცელდება. ამ ინფორმაციის თანახმად, კამათი ხულოს საჯარო …
Continue reading “ცემის შედეგად ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ცხვირის ძვალი აქვს გატეხილი”
„მე გაბუტულიც არავისთან ვარ“ – კიდევ ერთი ვერსია ხულოს გამგებლის კაბინეტში ჩხუბზე
დღეს, 31 ივლისს, მედია დილიდან ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს პარლამენტის მოქმედმა დეპუტატმა და ამჟამად მაჟორიტარობის კანდიდატმა, ანზორ ბოლქვაძემ თავისი შტაბის წევრებთან ერთად, სცემა თამაზ აბაშიძეს, რომელიც ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. ერთ-ერთი ვერსიით, ხულოს მერის კაბინეტში „შესარიგებელი“ შეკრება ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა და თამაზ აბაშიძე თავის დაზიანებით კლინიკაში აღმოჩნდა. „ბათუმელები“ გთავაზობთ ინტერვიუს თამაზ აბაშიძესთან, რომელსაც შესაძლო ჩხუბთან …
Continue reading “„მე გაბუტულიც არავისთან ვარ“ – კიდევ ერთი ვერსია ხულოს გამგებლის კაბინეტში ჩხუბზე”
ეს პიარი კაია თუ გლახა, ვეღარ გავიგე – ანზორ ბოლქვაძის ვერსია გამგებლის კაბინეტში ჩხუბზე
დღეს დილიდან მედია ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ ხულოს მერის კაბინეტში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, თამაზ აბაშიძეს სცემა. ინფორმაციას მედია ხულოს საკრებულოს ენმ-ის წევრის, ირაკლი ჯორბენაძის კომენტარზე დაყრდნობით ავრცელებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თამაზ აბაშიძე გუშინ ხულოს საავადმყოფოში ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა ვერ დავადგინეთ ჰქონდა თუ არა დაზიანება ან რა სახის. თამაზ აბაშიძე ტელეფონს ჯერჯერობით არ …
რას ამბობს ფეხბურთის ფედერაცია გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეში არსებულ შესაძლო სიყალბეზე
საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ 31 წლის ფეხბურთელი თამაშის დაწყებამდე 15 წუთით ადრე, „მოთელვის“ დროს ცუდად გახდა და კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. იმ დღეს დაგეგმილი „ზუგდიდი“ & „ვიტ ჯორჯიას“ შეხვედრა ჩაიშალა. ეს ფაქტი სამი წლის წინ, 2017 წლის პირველ ოქტომბერს, მცხეთის სტადიონზე მოხდა. გარდაცვლილი შოთა მამინაშვილის დედა, ლოლიტა იაშვილი დღემდე ელოდება გამოძიების გაჭიანურებულ შედეგებს. ის დარწმუნებულია, რომ …