მთავარი,სიახლეები

არჩილ ვანაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

27.01.2020
არჩილ ვანაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, არჩილ ვანაძე, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა უდანაშაულოდ მიიჩნია და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. არჩილ ვანაძე ერთ-ერთი ფიგურანტი იყო ბათუმელი მაღალჩინოსნების საქმეში.

ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი და კიდევ 6 მაღალჩინოსანი, მათ შორის, არჩილ ვანაძე, გასული წლის 30 მაისს დააკავეს.

არჩილ ვანაძე აქამდეც იყო დაკავებული. მას 2017 წელს „ჟილინის არხის საქმეზე გამოძიება სამსახურებრივ გულგრილობას ედავებოდა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 2018 წელს არჩილ ვანაძე უდანაშაულოდ მიიჩნია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: