რა გვესმის, როცა აღარ გვესმის – მეორე იმპლანტის ამბავი

ავტორი: ნათია კაპანაძე, ნიუ იორკი ___ „გავიმარჯვე-ბ!” ვუთხარი ჩემს თავს დილის 04:17 საათზე სადარბაზოს სარკეში, როცა მეორე კოხლეარული იმპლანტის ოპერაციისთვის ჩავიარე. სამახსოვრო ფოტო გადავიღე და შევამოწმე, ხომ ნამდვილად ისევ ის  ვიყავი, აქამდე რომ მომიყვანა. საკუთარი ხმა ჯერ კიდევ ჩამესმა – ბუნებრივად, თან რაღაცნაირად ძალდაუტანებლად. გამოსათხოვარივით. მარცხენა მხარეს ნარჩენი სმენა სტეროიდების მეშვეობით ოდნავ გააცოცხლეს და ბოლო …

„დარიალის“ გამშვები პუნქტიდან განხორციელდა ევაკუაცია -შსს

შს სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, დარიალიდან განხორციელდა, როგორც მოქალაქეების, ისე მებაჟეებისა და პოლიციელების ევაკუაცია: შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება. შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო …

„კლინიკიდან გამოგვიშვეს, ფული გვაქვს გადასახდელი“ – 30 წლის რამაზ ნინიძის და

30 წლის რამაზ ნინიძის და, მადონა ნინიძე ერთი თვის შემდეგ ისევ საზოგადოებას სთხოვს, რომ ძმის გადარჩენაში დაეხმარონ. მისი ძმა დაახლოებით 7 თვის წინ სიმაღლიდან ჩამოვარდა და მიიღო მრავლობითი დაზიანება. ახალგაზრდა კაცს ბათუმში უმკურნალეს, მაგრამ მისი მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა, ამიტომ იძულებულები გახდნენ თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაეყვანათ. „ანგარიშზე 80 ლარი გვქონდა, ამიტომ რეანიმობილიც კი ვერ ვიქირავეთ …

ზელენსკის თქმით, დღეს რუსეთზე თავდასასხმელად დრონებთან ერთად რაკეტა „ფლამინგოც“ გამოიყენეს

რუსეთში არჩევნების ბოლო დღეს მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე უკრაინული დრონების მასირებული იერიში განხორციელდა. მოსკოვის მერის, სერგეი საბიანინის განცხადებით, 19 სექტემბრის საღამოდან რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 1 600-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, მათგან 450 მოსკოვის სიახლოვეს. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, კიდევ 20 კი დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. იერიშის სამიზნე იყო მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კაპოტნიაში. …

20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აქვთ – დაიწყო გამოძიება

ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების განცხადების თანახმად, „გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 …

ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, 7 საბავშვო ბაღი მუშაობას აჩერებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ 7 საჯარო ბაღი, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, მუშაობას აჩერებს. „თბილისის რამდენიმე საჯარო ბაღში რეგისტრირებულ აღსაზრდელს დაუფიქსირდა ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება, რომელთაც მიმართეს სხვადასხვა კლინიკას. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, 7 საჯარო ბაღში, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას. სააგენტო …

მასწავლებლები დაფას ფარანს ანათებენ, ბავშვებმა ნაწერები რომ დაინახონ, სკოლა, სადაც 89 ბავშვი სწავლობს

15 სექტემბერს სასწავლო პროცესი განახლდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურის საჯარო სკოლაშიც. აქ წელს 4 პირველკლასელი მივიდა. სკოლას მთლიანობაში 89 მოსწავლე ჰყავს. ამ სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები, ანი კაბულაშვილი გვიყვება, რომ სკოლის საკლასო ოთახებში ისე ბნელა, მასწავლებლები დაფას ფარანს ანათებენ, ბავშვებმა ნაწერები რომ დაინახონ. ანი შესაბამის ფოტოსაც გვიგზავნის. ანა კაბულაშვილმა, რომელიც ამ სოფელში ცხოვრობს, „ბათუმელებს“ აუხსნა, რომ …

უკრაინა აცხადებს, რომ მოკლა გენერალი გრუნისი, ის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების (СБС) მეთაურმა, რობერტ (მადიარ) ბროვდიმ განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-4 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, რომელმაც კონსტანტინოვკა „აიღო“, 12 სექტემბერს დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკრაინის უპილოტო დანაყოფის „ჩიტებმა“ გაანადგურეს. მადიარი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. გენერალთა დაკავშირებული ბიოგრაფიული წყაროების თანახმად, ანტონ გრუნისი „მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში …

ირანის ელჩი წერს, რომ მინისტრს საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ ესაუბრა

ირანის ისლამური რესპუბილიკის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი ფესბუქში ვრცელ კომენტარს აქვეყნებს, სადაც იმაზე საუბრობს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ ხანგრძლივად ესაუბრა. ელჩის თქმით, „მომავალი ეკუთვნის იმ მარშრუტებს, რომლებსაც ერთმანეთთან დაკავშირება შეუძლიათ და არა მათ, რომლებიც ერთმანეთისგან დაშორებას ცდილობენ“. „ბოლო თვეების მოვლენებმა აჩვენა, რომ გლობალური სავაჭრო მარშრუტები სულ უფრო მეტად მიდის დივერსიფიკაციის, მრავალმარშრუტიანობისა …

„პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო“ – ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მათთვის ცნობილი იყო „პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა“: „პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო იმთავითვე. განსაკუთრებით იმ პერიოდში, ქალბატონ თიკა რუხაძესთან ხშირი კომუნიკაცია გვქონდა და მისგანვე ვიცოდით, რომ სხვადასხვა მომსახურებაში ორგანიზაციებმა თუ …

ანკორიჯის შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლაში ლავროვი ევროკავშირს ადანაშაულებს

„ჩვენ შეგვეძლო უკვე ერთი წელი გვეცხოვრა ომის გარეშე“, განაცხადა სერგეი ლავროვმა, რომელმაც ევროკავშირი დაადანაშაულა იმაში, რომ აშშ-მ ანკორიჯის შეთანხმებიდან უკან დაიხია. „ამერიკელებს ანკორიჯის შეთანხმებებიდან უკან რომ არ დაეხიათ“ და ევროპას რომ არ „ჩამოეშორებინა“ აშშ, ომი ერთი წელიც კი აღარ გაგრძელდებოდა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ მრგვალ მაგიდაზე. – „ჩვენ უკვე ერთი წელი ვიცხოვრებდით ომის …

ავარია ბათუმში – ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა

დღეს, 15 სექტემბერს, ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია. შს სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.  

ტრამპის თქმით, ხელოვნური ინტელექტი „მსოფლიოს ხელში ჩაგდებას არ აპირებს“ და ეს სიცრუეა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განაცხადებით, სიცრუეა მტკიცება, რომ თითქოს ხელოვნური ინტელექტი „მსოფლიოს ხელში ჩაგდებას აპირებს“. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარ Truth Social-ზე დაწერა.  „მტკიცება, რომ ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოს ხელში ჩაგდებას აპირებს, არის სიცრუე, ისევე როგორც გლობალური „დათბობა“, რომლის დროსაც ყველა უკვე მკვდარი უნდა ყოფილიყო; „რუსეთი-რუსეთი-რუსეთი“, „უკრაინა-უკრაინა-უკრაინა“, ან იმპიჩმენტთან დაკავშირებული #1 სიცრუე, თუ იმპიჩმენტთან დაკავშირებული #2 …

ჰაერში დაკიდების ნატიფი ხელოვნება

ავტორი: ნათია კაპანაძე, ნიუ იორკი ___ 2026 წლის 10 ივლისს ნახევარმა გავიღვიძე. ერთი თვალით, ერთი ხელით, ერთი ფეხით, ერთი ყურით – აი, ზუსტად ასე შეიძლება გადმოვცე შეგრძნება, როცა მარცხენა მხარეს სმენა აღარ იყო. საერთოდ აღარ იყო. და მეგონა, მასთან ერთად  სხეულის მარცხენა ნაწილიც გაქრა. Wow, Look like კაფკას „მეტამორფოზა“ – ვეხუმრე ჩემ თავს და წამოდგომა …

ძველი ტკივილები და ახალი ფაქტები – 25 წელი 11 სექტემბრიდან

ავტორი: ნათია კაპანაძე, ნიუ იორკი __ 2026 წლის 11 სექტემბერს დილით, ზუსტად 8:46 საათზე – იმ წუთს, როდესაც 2001 წელს პირველი გატაცებული თვითმფრინავი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთ კოშკს შეეჯახა – ნიუ-იორკში, ეროვნულ მემორიალთან დუმილით მიაგეს პატივი 3 000-მდე ადამიანის ხსოვნას, რომლებიც 25 წლის წინ ამ საშინელ ტრაგედიას ემსხვერპლნენ. ტრადიციული ცერემონია დაღუპულთა სახელების რიგრიგობით ამოკითხვით წარიმართა. …

11 სექტემბრის ტრაგედია: როცა ჩვენი ილუზიების ბუშტი გასკდა – დისკუსია ვაშინგტონში

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი ___ იმ დროს, როცა ამერიკა 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 25 წლისთავს გლოვითა და ფიქრით ხვდება, ძველმა კოლეგებმა, ჟურნალისტებმა და ეროვნული უსაფრთხოების ყოფილმა მაღალჩინოსნებმა თავი მოიყარეს კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდში, რათა გაეხსენებინათ ის გარდამტეხი დილა და შეეფასებინათ, თუ როგორ შეცვალა მან ამერიკული ძალაუფლება. დისკუსიას სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ანალიტიკოსი აარონ დევიდ მილერი უძღვებოდა, მონაწილეები …

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

გუშინ, 9 სექტემბერს, „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ბრიფინგი გამართა, სადაც მზია ამაღლობელთან დაკავშირებით კვლავაც ყალბი ინფორმაცია გაავრცელა. დღეს, 10 სექტემებრს, სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პაპუაშვილის ამ სიყალბეს გამოეხმაურა: „გუშინდელი ბრიფინგი პარლამენტში უსინდისობის დემონსტრირება იყო და სხვა არაფერი. რეჟიმს მორალი არ  აქვს – იმ უსამართლო განაჩენზეც კი არ უნდათ პასუხისმგებლობის აღება, რითაც ციხეში გამოგვკეტეს …

„არ შეცდეთ პრეზიდენტ ტრამპთან დაკავშირებით“ – ექსპერტებმა ვაშინგტონში ნატოზე შესაძლო თავდასხმაზე იმსჯელეს

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი ___ დასავლელი უსაფრთხოების ექსპერტები აფრთხილებენ, რომ მაშინ, როცა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს პირდაპირი სამხედრო აგრესიის მოგერიება სრულად შეუძლია, ის ვერ აჩერებს ვლადიმირ პუტინის მზარდ „ჩრდილოვან ომს“. შედეგად, ბალტიისპირეთის ქვეყნები კრემლის მორიგი გამოცდის მთავარ სამიზნედ რჩებიან. „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ-დისკუსიაზე, რომელსაც ყოფილი ელჩი უკრაინაში ჯონ ჰერბსტი უძღვებოდა, წამყვანმა ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ აშშ-ის ცენტრალური …

როცა ავტობუსშიც წვიმს და ავტობუსის მოსაცდელშიც – მოკლე რეპორტაჟი ბათუმის ერთი გაჩერებიდან

დღეს, 7 სექტემბერს, ბათუმის #15 მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებაზე ისევე წვიმს, როგორც გარეთ. ქალი, რომელიც ავტობუსს ელოდება, ამბობს, რომ ეს „ფაქტობრივად მობილური გაჩერებაა“. გაჩერებას არც ერთ გვერდზე შუშა არ აქვს, ბათუმური წვიმა ყველა მხრიდან ასხამს, სკამზეც რომ შედგე, მაინც მოგწვდება, ამიტომ, ფაქტობრივად, ავტობუსს წყლის გუბეში ჩამდგარი ელოდები. ამ გაჩერებასთან დაკავშირებით ბათუმის მერიაში 2026 წლის 9 იანვარს …

„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება პუტინამდე მივიდა, თუმცა მას პასუხი არ გაუცია“ – ბუდანოვი

უკრაინამ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება წარუდგინა. აღნიშნული წინადადება რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს გააცნეს, თუმცა მოსკოვს ამაზე პასუხი არ გაუცია – ამის შესახებ მედიას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განუცხადა. ბუდანოვის თქმით, წინადადება ეხებოდა არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ დარტყმების შეწყვეტას, არამედ ფრონტზე საბრძოლო მოქმედებების შეჩერებასაც. ბუდანოვმა ასევე დაადასტურა, რომ 6 სექტემბერს უკრაინას აშშ-ის პრეზიდენტის …

პროკურატურა „საეჭვო“ თვითმკვლელობებზე, რაზეც ღარიბაშვილი მეხუთე წერილში საუბრობს

დღეს, 3 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა ექს-პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილის მე-5 განცხადებაში ნათქვამ „საეჭვო“ თვითმკვლელობაზე, რაც„კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ მოხდა. პროკურატურა თავის განცხადებაში წერს: „2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოკითხულია გარდაცვლილთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეუღლე, …

ირანში სამხედრო გზიდან ეკონომიკურ წნეხზე გადასვლა – შეფასებები ვაშინგტონში

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი ___ 2026 წლის 24 აგვისტოს აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა წარმოადგინა კამპანია „Operation Economic Outcast“, რომელსაც „ეკონომიკური D-Day“ უწოდა. 60-ზე მეტი სუბიექტის წინააღმდეგ მიმართული სანქციების მიზანია ირანის ნავთობის კონტრაბანდის, კრიპტოვალუტის არხებისა და რეგიონული დაჯგუფებების დაფინანსების შეჩერება. ზომებმა ირანი საერთაშორისო საბანკო სისტემას მოწყვიტა, დააჩქარა ეროვნული ვალუტის გაუფასურება და გაზარდა ინფლაცია. რიგითი მოქალაქეებისთვის …

რუსეთში დაპატიმრებულ პროფესორს ომში წასვლას აიძულებენ, ის წარმოშობით უკრაინელია – მედია

„რუსული არმიის დისკრედიტაციის“ ბრალდებით დაკავებულმა ვოლგოგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა პროფესორმა და იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატმა, რომან მელნიჩენკომ განაცხადა, რომ იზოლატორში მას უკრაინის წინააღმდეგ ომში წასვლას აიძულებდნენ“, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული დევნილი მედია ავრცელებს. 53 წლის პროფესორმა ზეწოლის შესახებ ადვოკატ დმიტრი სოტნიკოვისთვის გაგზავნილ წერილში ისაუბრა. მელნიჩენკომ რეკრუტერს ომში წასვლაზე უარი იმით აუხსნა, რომ ეთნიკურად უკრაინელია. გარდა …

დონეცკში ელენოვკას კოლონიის უფროსის მოადგილის მანქანა ააფეთქეს

29 აგვისტოს ღამეს, ოკუპირებულ დონეცკში ელენოვკის კოლონიის უფროსის პირველი მოადგილის, დიმიტრი ნეელოვის მანქანა აფეთქდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. მედია წერს, რომ ინფორმაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების წყაროებიდან მიიღეს. წინასწარი ინფორმაციით, მანქანის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ნეელოვის მდგომარეობა უცნობია. 2026 წლის გაზაფხულზე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ დაუსწრებლად გამოუტანეს ნეელოვის წინააღმდეგ დადგენილება, რომ ის …

CIA-ის დირექტორის მოსკოვში ვიზიტის მიზანია გააფრთხილოს პუტინი – არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს

ორი ამერიკული გამოცემა – The Wall Street Journal და Politico – წყაროებზე დაყრდნობით ერთდროულად წერს, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს [CIA] დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში მოულოდნელ ვიზიტის მიზანია პუტინი გააფრთხილოს – არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს. მედიის თანახმად, აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია შესაძლოა უკვე ამ შემოდგომაზე …

„ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ მკითხველმა აგვისტოში 6 350 ლარი შემოსწირა

2026 წლის აგვისტოში „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ მკითხველმა, მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში, 6 350 ლარი შემოსწირა. მადლობა, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ გვტოვებთ! მადლობა თითოეულ ჩვენს გამომწერს – ვინც მზად არის, მთელი წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად იდგეს! მადლობა მათ, ვინც ერთჯერადად დაგვიჭირა მხარი! თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა ჩვენთვის მხოლოდ ფინანსური დახმარება არ არის – ეს არის ნდობა, გამხნევება …

14 წელი მიუსაჯეს უკრაინელ პენსიონერს, რომელმაც თავის პენსია უკრაინის ჯარს გადაურიცხა

ოკუპირებულ ბერდიანსკიში მცხოვრებ, 1952 წელს დაბადებულ პენსიონერ ქალს, რუსეთმა „ღალატში“ დასდო ბრალი და 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს კოლონიაში. ამის შესახებ „მედიაზონა“ წერს. 74 წლის უკრაინელი ქალისთვის 14 წლით დაპატიმრების გადაწყვეტილება გამოიტანა ზაპოროჟიეს რეგიონულმა სასამართლომ. ეს უწყება რუსეთის ხელისუფლების მიერ არის შექმნილი. გამოძიების თანახმად, 2024 წელს ქალმა უკრაინის არმიას 1 500 გრივნა გადაურიცხა, რითაც რუსეთის უსაფრთხოებას …

„სახლში მიირთვით“ – მოსამართლე გოგუაძის რეაქცია, ზებრაზე მსვლელობის მონაწილის პერფორმანსზე

„ნოტარიუსია, მოსამართლე კი არა“, „ცირკი იყო, ცირკი“ – ერთი და იგივე ფრაზებს ახსენებენ ბოლო პერიოდში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც სასამართლოში იმიტომ აღმოჩნდნენ და შემდეგ საპატიმრო დაწესებულებებში, რომ ქვეყნის ევროპული კურსიდან გადაყვანას აპროტესტებენ. როგორ მოქმედებენ მოსამართლეები, როცა საქმე ივანიშვილის ინტერესს ეხება? – „დასჯილები“ მოსამართლეებზე საკუთარ დაკვირვებას გვიზიარებენ. „არ ვიცი, ამ პროცესისთვის, რატომ დავხარჯე ამდენი …

„მოსამართლემ იცის, რომ მასთან ვინც მოხვდება, ყველა დასასჯელია. ამიტომ ზის სავარძელში და თვალებს აცეცებს“

„გამოვედი თუ არა ციხიდან, ისევ აქციაზე მივედი დროშით…“ – უყვება „ბათუმელებს“ ზურა მენთეშაშვილი, რომელიც ამ პატიმრობის დროს შიმშილობდა კიდეც. ის მოსამართლეების ქცევაზე პირად დაკვირვებას გვიზიარებს. „ბიძინას მმართველობის დროს კარგად იცის თითოეულმა მოსამართლემ, რომ მასთან ვინც მოხვდება, ყველა დასასჯელია, ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია… სასამართლო პროცესებზე მხოლოდ მეცინებოდა, მეტი არაფერი,“ – გვიყვება 61 წლის ზურა მენთეშაშვილი. მას გადაკეტილ …

ვინ არის აგვისტოს ომის დაწყებაში დამნაშავე – ინტერვიუ ცნობილ ამერიკელ მკვლევრებთან

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი ___ როგორც თავის დროზე, ისე დღესაც, ორი ცნობილი ამერიკელი მკვლევარი სრულიად დარწმუნებულია, რომ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმა მოსკოვის მხრიდან ხანგრძლივი, მიზანმიმართული მზადებისა და შორსმიმავალი სტრატეგიული გეგმის შედეგი იყო. საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომელ, მკვლევარი სტივენ ბლენკი და ევრაზიის საკითხთა ექსპერტ, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ მრჩეველ, პოლ გობლი ავტორები არიან კრებულისა: „2008 …

„მოსამართლე ცეკვავა სავარძელში ჩაწვა და ხმა აღარ ამოუღია, ბოლომდე მიგვიშვა“ –  პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის

რა მიზანს აღწევს სასამართლო ხელისუფლების ჩართულობით ივანიშვილი? – ეს კითხვა ტროტუარზე დგომისთვის დაპატიმრებულ ადვოკატს მიხეილ ზაქარეიშვილს დავუსვით, იმის გასარკვევად, თუ რამდენად მასშტაბურია ზიანი, რასაც დამოუკიდებლობა დაკარგული სასამართლო დემოკრატიას აყენებს. „კანონი ხომ არ შეიძლება იყოს ასეთი, ტროტუარზე დგომას გიკრძალავდეს? და როცა კანონია ასეთი, ხომ გახსოვთ, როგორ მოიქცა მოსამართლე ხუჭუა? მან თქვა, რომ ანტიკონსტიტუციური კანონებით ვერ გაასამართლებს ვინმეს… …

ყველაზე სისხლიანი ზაფხული უკრაინაში და მოახლოებული ზამთრის შიში – რა თქვეს ვაშინგტონში

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი ___ რუსულმა იერიშებმა მიმდინარე ზაფხული უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ბოლო წლების ყველაზე სისხლიან პერიოდად აქცია. ქალაქებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განუწყვეტელი დაბომბვა ადამიანურ ტანჯვას უმაღლეს ნიშნულამდე ზრდის, რის გამოც მილიონობით ადამიანი მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრობს. ვაშინგტონში გავლენიანმა ორგანიზაციამ „ატლანტიკური საბჭო“ სწორედ ეს რეალობა განიხილა და ადგილზე არსებული კრიტიკული სიტუაცია წარმოაჩინა. „ამ წელს, ყოველ …

„80 ლარით წავედით სტამბულის გზაზე და დღემდე ხალხის მხარდაჭერით ვართ“ – რამაზ ნინიძის ცოლი

„80 ლარით წავედით სტამბოლის გზაზე და დღემდე ხალხის მხარდაჭერით მოვედით. გთხოვთ, ისევ ნუ მიგვატოვებთ“, – ასე იწყებს ხალხისადმი მიმართვას მადონა ნინიძე, 30 წლის რამაზ ნინიძის და. რამაზ ნინიძე დაახლოებით 6 თვის წინ მე-4 სართულიდან გადმოვარდა და დაზიანდა. საქართველოში მას ვერ უმკურნალეს. პაციენტის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდებოდა. „უკვე 2 თვე ვართ სტამბოლში, კლინიკაში. თუ აქამდე მაღალი რისკი …

„დღეს მე და ჩემი დაქალი ვიყავით მისული მზიასთან და რაც შეგვეძლო ის მივუტანეთ“ – გამოხმაურება

„დღეს მე და ჩემი დაქალი ვიყავით მისული მზიასთან და რაც შეგვეძლო ის მივუტანეთ, ველაპარაკეთ მას და ძალიან ვწუხვართ მის გამო. წარმოიდგინეთ, არც წყალი აქვთ, არც დენი, არც ინტერნეტი, საერთოდ ყველაფერს მოწყვეტილები არიან – ცალკე შუა მინდორზე და მანდ აპირებენ ცხოვრებას, ერთი პატარა გაზის კამფორა აქვთ და მაგის ფულს ძლივს ვშოულობთო რომ საჭმელი გავაკეთოთო. მე, უბრალოდ, …

მედვედევმა იდიოტები უწოდა ახალგაზრდა რუსებს, რომლებიც „დრამატულ პერიოდში“ ქვეყანას მხარს არ უჭერენ

მედვედევმა „იდიოტები“ უწოდა ახალგაზრდა რუსებს, რომლებიც „დრამატულ პერიოდში“ ქვეყანას მხარს არ უჭერენ და „ყველაფრის წინააღმდეგ გამოდიან“ რუსუი მედიის თანახმად, გუშინ, 12 აგვისტოს, „ერთიანი რუსეთის“ სახალხო პროგრამის შექმნის საკითხზე ექსპერტთა საბჭოსთან შეხვედრისას, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთში პატრიოტული მუშაობის გაძლიერება გადაუდებელი აუცილებლობაა. მედვედევის აზრით, მისმა ნაკლებობამ დღის სინათლეზე ამატივტივა უამრავი ახალგაზრდა „იდიოტი“, რომლებიც ყველაფრის წინააღმდეგ გამოდიან: …

ომი ირანთან და სპარსეთის ყურის ახალი რეალობა – დისკუსია ვაშინგტონში

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი ___ 2026 წლის თებერვალში ირანთან დაწყებული სამხედრო კონფლიქტიდან ხუთი თვის თავზე, ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტმა (MEI) რეგიონის უსაფრთხოების კრიზისი შეაფასა. 13-დღიანმა ამერიკულმა იერიშებმა ვითარება ინტენსიური დაბომბვიდან ფრაგმენტულ, მაღალი რისკის საომარ თეატრში გადაიყვანა. თადარიგის ვიცე-ადმირალმა, კევინ დონეგანმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის დარტყმებმა სერიოზულად დააზიანა ირანის კონვენციური საზღვაო და სარაკეტო ძალები, თეირანის …

Exit mobile version