კომპანია Avis Rent a Car in Georgia საკუთარ FB-გვერდზე ავრცელებს მოკლე შეტყობინებას ფლაიერებთან დაკავშირებით, რომელზეც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია – ტერიტორია, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება, წითელი ფერით არის აღნიშნული, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ნაცრისფრად. დღეს ეს ფლაიერები ბათუმელმა ფოტოგრაფმა ედო მჟავანაძემ გადაიღო ბათუმის აეროპორტში. „ვიზიარებთ საზოგადოების მოსაზრებას ფლაერზე დატანილ რუკის ვიზუალურ გამოხატვასთან დაკავშირებით. აქამდე …
Author Archives: ეთერ თურაძე
მშვიდობიანი პროტესტი მყინვარწვერიდან – #ნუგვაბრმავებთ
ზურაბ კვესიტაძემ და ალექსანდრე ნადიბაიძემ მყინვარწვერი დალაშქრეს. „მშვიდობიანმა საპროტესტო ტალღამ მყინვარწვერამდეც ამოაღწია, 5054 მ“, – წერს ფეისბუქში ზურაბ კვესიტაძე. ფოტოები, რომელიც 25 ივნისსა გამოქვეყნებული, აქვს რამდენიმე ჰეშთეგი: #რუსეიოკუპანტია; #ნუგვაბრმავებთ; #სირცხვილია; #წადი „ეს არ იყო დიდი დაგეგმილი აქცია, არც ექსპედიცია მოწყობილა სპეციალურად ამ თემაზე. მთა ჩვენი სახლია, იქ ვცხოვრობთ, ტურისტები დაგვყავს, ვმუშაობთ, ვვარჯიშობთ, სპორტულ ასვლებს ვაკეთებთ. როცა აქციაზე ჩემი მეგობრების …
Continue reading “მშვიდობიანი პროტესტი მყინვარწვერიდან – #ნუგვაბრმავებთ”
ბათუმის ენმ: ჩვენს აქტივისტს თავს დაესხნენ, თავდამსხმელი მას რუსულ ენაზე აგინებდა
ბათუმის საკრებულოში ენმ-ის წევრი, მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ მათი ორგანიზაციის აქტივისტს, გიორგი დიასამიძეს უცნობი პირი თავს დაესხა. ამ თავდასხმის შედეგად გიორგი დიასამიძეს შუბლზე აქვს ნახეთქი ჭრილობა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით. მირდატ ქამადაძის თქმით, აქტივისტს თავს მას შემდეგ დაესხნენ, რაც ის ენმ-ის ბათუმის ოფისიდან გამოვიდა და შეკვეთილში მიდიოდა აქციის …
Continue reading “ბათუმის ენმ: ჩვენს აქტივისტს თავს დაესხნენ, თავდამსხმელი მას რუსულ ენაზე აგინებდა”
ნიკა მელიას დაკავებას „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს
ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ, პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარა პროკურატურის მოთხოვნას და მხარი დაუჭირა დეპუტატ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 92 დეპუტატმა. მათგან ნიკა მელიას დაკავებას მხარი დაუჭირა 91 დეპუტატმა. ნიკა მელიას სხდომათა დარბაზში არ ახლდნენ მისი თანაპარტიელები. ენმ-ის დეპუტაცია და სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები სხდომის მსვლელობას პარლამენტის ფოიეში ადევნებენ თვალს. …
Continue reading “ნიკა მელიას დაკავებას „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს”
რას მიიღებენ 20 ივნისის აქციაზე დაზარალებულები სახელმწიფოსგან – ზიანის ანაზღაურება
„წავედით მე და ჩემი თვალუკა ევროპაში. კარგი ამბებით დაგიბრუნდებით“, – დაწერა საკუთარ ფეისბუქგვერდზე მაკო გომურმა. 18 წლის მაკომ თვალი 20 ივნისის ღამეს სპეცრაზმელის მიერ რეზინის ტყვიის სროლის შედეგად დაკარგა. „ბათუმელები“ გუშინ, 25 ივნისს, მაკოს დას ესაუბრა. მზია გომურის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროში მათ უთხრეს, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს მაკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მზიამ ჯერ არ იცის, …
შპს სტადიონის ახალ უფროსად ჯაბა სურმანიძე დანიშნეს, მისი ხელფასიც 6250 ლარი იქნება
შპს „სტადიონს“ ისევ ახალი, რიგით მეშვიდე ხელმძღვანელი ჰყავს. ყოფილმა დირექტორმა ლევან ლომთაძემ, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეზე მაღალი ხელფასი დაუნიშნეს, ორგანიზაციაში მხოლოდ ორი თვე დაჰყო. თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია მან „ბათუმელებს“ დაუდასტურა, თუმცა არ ისაუბრა მიზეზებზე. ახალი დირექტორი ჯაბა სურმანიძეა. აქამდე ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მუშაობდა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი …
სააკაშვილი: დაუყოვნებლივ დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები პროპორციული სისტემით
ბიძინა ივანიშვილის მიერ 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი თავის ვიდეოჩართვაში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით გამოდის: „ბავშვებს დათხარეს თვალები, ჩაიდინეს საოცრებები და თურმე იმისთვის, რომ ივანიშვილმა შეინარჩუნოს გახარია, დღევანდელი საარჩევნო კომისია იჯდეს აქ 2020 წლის ოქტომბრამდე მანამ, სანამ ყველაფერს დაალაგებს, ყველას დაიჭერს – პრაქტიკულად დღეს დაანონსა დაპატიმრებები, მოკეტოს რუსთავი 2, …
Continue reading “სააკაშვილი: დაუყოვნებლივ დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები პროპორციული სისტემით”
კალაძე გახარიას გადადგომაზე – არ ყოფილა მაგაზე საუბარი
თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 24 ივნისს, „ქართული ოცნების“ სატაო ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომაზე საუბარი არ ყოფილა. კახა კალაძე გახარიასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დაუსვეს. სწორედ ამ კითხვების საპასუხოდა თქვა კახა კალაძემ, რომ არ ყოფილა ამაზე საუბარი. დღეს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ და ბიძინა ივანიშვილმა უპასუხოდ დატოვეს შეკითხვა შინაგან საქმეთა მინისტრის, …
Continue reading “კალაძე გახარიას გადადგომაზე – არ ყოფილა მაგაზე საუბარი”
ივანიშვილი: 2020 წლის არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით
დღეს, 24 ივნისს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინa ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგზე ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმა დააანონსა. „2020 წელს ჩატარდეს არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. ჩვენ გთავაზობთ, სრულად გავაუქმოთ პროცენტული ბარიერი და იმედი გვაქვს, ამ გზით მივიღებთ პარლამენტს, სადაც თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი იქნება წარმოდგენილი და არავის დასჭირდება ვინმესთან მიკედლება და საკუთარ …
Continue reading “ივანიშვილი: 2020 წლის არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით”
ჰამბურგი – პროტესტის მეორე დღე [ფოტო]
ქალაქ ჰამბურგის ცენტრში უკვე მეორე დღეა იკრიბებიან ქართველები და საქართველოში დაწყებულ საპროტესტო აქციის მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებენ. ჰამბურგის აქციაზე მყოფი ირმა მახარაშვილი აცხადებს, რომ მათ იგივე მოთხოვნები აქვთ, რაც თბილისში შეკრებილ დემონსტრანტებს: „ჩვენი მოთხოვნებია პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა, ხალხს რომ მიეცეს უფლება აირჩიოს თავისი მთავრობა, მეორე – გახარიას უპირობო გადადგომა, მესამე – უკანონოდ დაკავებული დემონსტრანტების გამოშვება და, შესაბამისად, …
რუსეთის საგარეო გავრილოვის გაძევებაზე დეზინფორმაციას ავრცელებს
რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის შენობიდან გაძევებას ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ეს უწყება თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე წერს, რომ “საქართველოს პარლამენტის შენობა რუსმა პარლამენტარებმა რადიკალების მიერ შენობის დაკავების გამო დატოვეს“ და რომ გავრილოვმა „დაცვის თანხლებით დატოვა პარლამენტის შენობა”. რუსეთის საგარეო უწყების ამ პოსტის ქვეშ არის ასობით კომენტარი. ერთ-ერთი ქართველი კომენტატორი კი წერს, რომ …
Continue reading “რუსეთის საგარეო გავრილოვის გაძევებაზე დეზინფორმაციას ავრცელებს”
თინათინ ზოიძე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე იქნება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი, თინათინ ზოიძე, მომავალი კვირიდან ახალ თანამდებობაზე დაიწყებს მუშაობას. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თინათინ ზოიძეს ამ დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშნავენ. ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დღეს დატოვა სულხან ღლონტმა. ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დღეს წარადგინეს. თინათინ ზოიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „ამ საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერ გაგვცემს …
Continue reading “თინათინ ზოიძე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე იქნება”
სულხან ღლონტი აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დანიშნეს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სულხან ღლონტი, დღეიდან ახალ თანამდებობაზე იმუშავებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ დანიშნა. მისი საკურატორო სფერო ისევ ტურიზმი იქნება. სულხან ღლონტს უახლეს საათში წარუდგენენ სამინისტროს თანამშრომლებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მინისტრის მოადგილის კიდევ ერთი პოზიციაა თავისუფალი. ეს პოზიცია მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც აჭარის …
Continue reading “სულხან ღლონტი აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დანიშნეს”
ბათუმის დინამო 10 ათასი ლარით „სპონსორის“ ემოციური ქცევისა და გინების გამო დააჯარიმეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განხილვის კომიტეტმა ბათუმის „დინამო“ წელს შვიდჯერ დააჯარიმა. კომიტეტის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის თანახმად, ჯარიმის თანხა ჯამში 24 100 ლარია. აქედან 10 500 ლარი, როგორც სადისციპლინო კომიტეტი აღნიშნავს, გუნდის „სპონსორის“, არჩილ ბერიძის სტადიონზე შევარდნასა და არაეთიკურ ქცევებს უკავშირდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განხილვის კომიტეტის ინფორმაციით, „ბათუმის „დინამო“ 7 500 ლარით 11 მაისს, თბილისისა …
ჩვენი ხელისუფლების შეურიგებელი ბრძოლა კორუფციასთან გრძელდება – თორნიკე რიჟვაძე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერიის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. „რამდენიმე წლის წინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია რამდენიმე მოქმედი მაღალჩინოსანი. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ თანამდებობა ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ არის გარანტია ან პრივილეგია, რომ ვინმემ ისარგებლოს პრივილეგიებით, თუმცა ამავე დროს ჩვენ უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია …
Continue reading “ჩვენი ხელისუფლების შეურიგებელი ბრძოლა კორუფციასთან გრძელდება – თორნიკე რიჟვაძე “
დაკავებულია აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილე
აჭარის პროკურორის ნათია სონღულაშვილის ინფორმაციით, სასამართლო განჩინების საფუძველზე დაკავებულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე. ნათია სონღულაშვილის თქმით, დაკავებულებს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით თანხის მითვისება და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თანამდებობის პირები „იაფი სახლის“ პროექტთან დაკავშირებით დააკავეს. ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროექტს ბათუმის მერია ბოლო რამდენიმე წელია ახორციელებს. “იაფი სახლის” პროექტთან დაკავშირებით ბათუმის …
Continue reading “დაკავებულია აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილე”
დაკავებულია ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და მერიის ოთხი მაღალჩინოსანი
„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის პროკურატურამ ბათუმის მერიის ოთხი მაღალჩინოსანი დააკავა, მათ შორის არის ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, ვლადიმერ ხინთიბიძე, ასევე ეგარსლან ლომაძე და ბექა ხალვაში. ბათუმელების ინფორმაციით, დაკავებულებს შორისაა ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი. ინფორმაცია ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დაკავების შესახებ აჭარის პროკურატურამ ოფიციალურად დაადასტურა. ამავე თემაზე: რატომ დააკავეს ვიცე-მერი, მინისტრის მოადგილეები და სხვები – პროკურატურის …
Continue reading “დაკავებულია ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და მერიის ოთხი მაღალჩინოსანი”
რატომ მოხვდა სუს-ის განცხადებაში ბათუმის „დინამო“ – ინტერვიუ ასლან ბალაძესთან
წუხელ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა. „ვიტ ჯორჯიას“ ხუთი ფეხბურთელი ამ კლუბსა და ბათუმის „დინამოს“ შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ დააკავეს. სუს-ის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერია: „უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოსთან“ შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს“. ბათუმის „დინამომ“ გუშინ …
Continue reading “რატომ მოხვდა სუს-ის განცხადებაში ბათუმის „დინამო“ – ინტერვიუ ასლან ბალაძესთან”
ვიტ ჯორჯიამ წინასწარი შეთანხმებით ბათუმის „დინამოსთან“ 2-ბურთიანი სხვაობით წააგო – სუს-ი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გუშინ, 19 მაისს, „ვიტ ჯორჯიასა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის გამართული შეხვედრის ბედი წინასწარ იყო გადაწყვეტილი. „2019 წლის 19 მაისს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოსთან“ შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს“, …
რატომ დააკავა წუხელ სუს-მა 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი
ახლახან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურა გაავრცელა განცხადება, რაც წუხელ ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება. სუს-მა წუხელ სხვადასხვა ქალაქში ფეხბურთელები დააკავა. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და …
Continue reading “რატომ დააკავა წუხელ სუს-მა 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი”
სუს-მა სავარაუდოდ ლანჩხუთის „გურიის“ 2 ფეხბურთელი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულმა სამსახურმა გუშინ, 19 მაისს, სავარაუდოდ ლანჩხუთის „გურიის“ 2 ფეხბურთელი დააკავა. სუს-ის პრესცენტრში ამ დაკავებასთან დაკავშირებით გვითხრეს, რომ ინფორმაციას დღეს დღის განმავლობაში გაავრცელებენ. ლანჩხუთის გურიის ადმინისტრაციაში არ იციან, ზუსტად რამდენი ფეხბურთელი დააკავა წუხელ სუს-მა. „დაზუსტებით ვიცით ის, რომ სახლიდან წაიყვანეს ჩვენი მეკარე და ბაზაზე მოკითხეს ერთი ფეხბურთელი. ეს ფეხბურთელი დააკავეს თუ არა, არ …
Continue reading “სუს-მა სავარაუდოდ ლანჩხუთის „გურიის“ 2 ფეხბურთელი დააკავა”
ჰომოფობიურ ნიადაგზე ბათუმის ბიბლიოთეკამ და ბსუ-მ საჯარო ლექცია ჩაშალეს
დღეს, 18 მაისს, ბათუმში უნდა გამართულიყო საჯარო ლექცია – „17 მაისი – თავისუფლების ილუზია“. ლექციის ორგანიზატორი თავდაპირველად ამ ლექციის გამართვას ბსუ-ს 21-ე აუდიტორიაში გეგმავდნენ. წუხელ, ანუ 17 მაისს მათ ბსუ-დან დაურეკეს და უთხრეს, რომ ლექციას ვეღარ ჩაატარებდნენ. ლექცია „იდენტობამ“ გადაიტანა საჯარო ბიბლიოთეკის ბათუმის ამერიკულ კუთხეში. ორგანიზატორის თქმით, ბიბლიოთეკის დირექტორმა დღეს მათ განუცხადა: „მთავრობის აპარატიდან უნდა …
Continue reading “ჰომოფობიურ ნიადაგზე ბათუმის ბიბლიოთეკამ და ბსუ-მ საჯარო ლექცია ჩაშალეს”
დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე საკუთარი სასტუმროდან ენმ-ის წევრს აძევებს [ვიდეო]
ენმ-ის აქტივისტმა ხათუნა ბერიძემ 7 მაისს, გვიან ღამით გამოაქვეყნა ვიდეო კომენტარით:”ნახეთ როგორ არღვევენ კონსტიტუციურ უფლებას და იჭრებიან ნაქირავებ ნომერში საქართველოს პარლამენტის ოცნების დეპუტატი და მათი აქტივისტები”. კადრში ჩანს დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, რომელიც ქალს დაჟინებით სთხოვს დატოვოს სასტუმრო. დეპუტატი ამბობს, რომ ეს სასტუმრო ხულოში მისი საკუთრებაა და მას აქვს ამის (სტუმრის გაძევების) უფლება. ანზორ ბოლქვაძის თანმხლები, ბათუმის …
Continue reading “დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე საკუთარი სასტუმროდან ენმ-ის წევრს აძევებს [ვიდეო]”
გელა მთივლიშვილი: ვითხოვთ სასწრაფო სამედიცნო დახმარებას
პანკისის სათემო რადიოს ხელმძღვანელი ლაივ ჩართვაში აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში გაშვებული ცრემლსადენი გაზის შედეგადა ხალხი მოიწამლა. ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში ითხოვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას. გელა მთივლიშვილის თქმით, თავს ცუდად გრძნობს ასობით ადამიანი. სპეცრაზმსა და პანკისის მოსახლეობას შორის შეტაკება ამ წუთებშიც გრძელდება. მოსახლეობა დღეს დილიდან აპროტესტებდა ჰესის მშენებლობის დაწყებას.
აჭარის ტელევიზიის დირექტორად შესაძლოა თორნიკე მჟავანაძე აირჩიონ
„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემთხვევაში, ამ ტელევიზიის დირექტორად თორნიკე მჟავანაძეს უპირებენ არჩევას. „ბათუმელებს“ ამის შესახებ ინფორმაცია ორმა ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა. თორნიკე მჟავანაძე უკვე ოთხი წელია აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში მუშაობს. ის უსკოს წევრია. „ბათუმელებმა“ თავად თორნიკე მჟავანაძესთანაც სცადა დაკავშირება. ჩვენი ინფორმაციით, ის ბათუმში იმყოფება, მაგრამ უკვე მეორე დღეა ტელეფონი გამორთული აქვს. …
Continue reading “აჭარის ტელევიზიის დირექტორად შესაძლოა თორნიკე მჟავანაძე აირჩიონ”
როგორ აპირებს მუშაობის გაგრძელებას „აჭარა ტვ“ ოპერატორების გაფიცვის ფონზე
დღეს, 19 აპრილს, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის 13-მა ოპერატორმა გაფიცვა დაიწყო. აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე, მაია მერკვილაძე ამბობს, რომ ზუსტად არ იცის, როგორ გააგრძელებენ მუშაობას და მოახერხებენ თუ ვერა საინფორმაციო გადაცემების ეთერში გაშვებას. მაია მერკვილაძე: „ამ ეტაპზე გაფიცულია 13 ოპერატორი. ისინი საინფორმაციო სამსახურის ოპერატორები არიან. დღეს აღმოვაჩინეთ, რომ მათ შეუერთდნენ ორი ბიუროს – …
Continue reading “როგორ აპირებს მუშაობის გაგრძელებას „აჭარა ტვ“ ოპერატორების გაფიცვის ფონზე”
რატომ არ ეთანხმება ICOMOS საქართველოს ხელმძღვანელი რივიერას ზონიდან ამოღებას
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გაფართოებული სხდომა 2019 წლის 15 თებერვალს თბილისში გაიმართა. ამ სხდომაზე ეროვნული სააგენტოს სპეციალურმა საბჭომ ერთადერთ საკითხზე – „ქალაქ ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების პროექტზე“ იმსჯელა. ამ დოკუმენტში, ბათუმის „რივიერას“ ტერიტორია ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონიდან ამოღებული იყო, თუმცა ტერიტორიის ისტორიული ზონის საზღვრებიდან ამოღებას ეროვნული სააგენტოს 15-წევრიანი საბჭოს 13-მა წევრმა მხარი არ დაუჭირა, …
Continue reading “რატომ არ ეთანხმება ICOMOS საქართველოს ხელმძღვანელი რივიერას ზონიდან ამოღებას”
ლეოგრანდში დაღუპულის დედის განცხადების შემდეგ მაშველი სამსახურიდან გაუშვეს
„ბათუმელების“ ფეისბუქგვერდზე მოგვმართა „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად ერთ-ერთი დაღუპულის დედამ. ის გვწერს: „ვარ ბექა შატაკიშვილის დედა, რომელიც დაიღუპა წინა წლის 24 ნოემბერს, ლეოგრანდში მომხდარი ხანძრის დროს. დედას, რომელსაც ერთი შვილი მყავდა და ისიც დამეღუპა, ვეძებდი ტელეფონს მთელი წელიწადი და თვეები, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ფოტოები და ვიდეოები მინდოდა. აღმოჩნდა, რომ ეს ტელეფონი მაშველს ხანძრის დროს მოუპარია, …
Continue reading “ლეოგრანდში დაღუპულის დედის განცხადების შემდეგ მაშველი სამსახურიდან გაუშვეს “
პოლიციაში 4 მაჭახლელი დაიბარეს, გამოკითხვაზე მთელი სოფელი მიდის
დღეს, 3 აპრილს, ხელვაჩაურის პოლიციასთან მაჭახლის ხეობის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას გამართავენ. საქმე იმაშია, რომ ამ ხეობაში გუშინ პოლიცია მივიდა და აქ მცხოვრები ოთხი პირის გამოკითხვაზე გადაყვანას აპირებდა. ხეობაში პოლიციას უარი უთხრეს ამ პირების გადაყვანაზე. ოთხი მაჭახლელი, ვის გადაყვანასაც გამოკითხვაზე გუშინ აპირებდნენ, მონაწილეობდა ჰესების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაში – სოფლის მოსახლეობამ ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს ტოპოგრაფიული სამუშაოების …
Continue reading “პოლიციაში 4 მაჭახლელი დაიბარეს, გამოკითხვაზე მთელი სოფელი მიდის”
ბორჯომის პარკში იყიდება სუვენირები, რომლებზეც პუტინია გამოსახული – მოქალაქე
ფეისბუკმომხმარებელი ანა მაცაბერიძე სოციალური ქსელის პირად გვერდზე ბორჯომში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. ფოტოებზე ჩანს სუვენირები, ეგრეთ წოდებული მაცივრის დეკორატიული მაგნიტები, რომლებზეც ვლადიმერ პუტინის ფოტოა გამოსახული წარწერით – „А Я ВТИХАРЯ ПЬЮ БОРЖОМИ“. ანა მაცაბერიძე წერს: „ეს სუვენირები ვნახე ბორჯომის პარკის შესასვლელში კვირას. როცა გამოველაპარაკე გამყიდველებს და ვკითხე, ასეთ სუვენირებს რატომ ყიდით, სირცხვილი და ქვეყნის უპატივცემულობაა-თქო, იცით …
Continue reading “ბორჯომის პარკში იყიდება სუვენირები, რომლებზეც პუტინია გამოსახული – მოქალაქე”
სოფელ კვირიკეში ლოდებით დატვირთული სატვირთო გადაბრუნდა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში, ძველ მეჩეთთან/ჯამესთან ახლოს, ლოდებით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა გადაბრუნდა. ენმ-ის წევრის, რეზო ხარაზის თქმით, სოფელში არსებული კარიერიდან ლოდებს ეზიდებიან, როგორც ლიცენზიანტი, ისე არალიცენზიანტი [ვადა გაუვიდათ] კომპანიები. სატვირთო, რომელიც დღეს გადაბრუნდა, სწორედ ერთ-ერთი კომპანიის დაკვეთას ასრულებდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი არ დაშავებულა. რეზო ხარაზის თქმით, სოფლის მოსახლეობა დღეს ამ მანქანის ამოტანის შესაძლებლობას არ აძლევდა …
Continue reading “სოფელ კვირიკეში ლოდებით დატვირთული სატვირთო გადაბრუნდა”
„ეს იყო უპატივცემულობა“ – რატომ არ შეხვდა „დაიცავი ძველი ბათუმი“ რიჟვაძეს სრული შემადგენლობით
ამ წუთებში [14:00] აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ხვდება საინიციატივო ჯგუფი – „დაიცავი ძველი ბათუმი“, რომელმაც თორნიკე რიჟვაძისგან უნდა მოისმინოს, როგორ ხედავს ის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური საბჭოს გაუქმების საკითხს. ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ნათია ზოიძე ამბობს, რომ საინიციატივო ჯგუფი თორნიკე რიჟვაძეს სრული შემადგენლობით პროტესტის ნიშნად არ ხვდება [შეხვედრას არ ესწრებიან ნათია აფხაზავა და ნათია ზოიძე]. „აჭარის …
სუსმა ბიზნესმენი გოჩა გოგიტიძე $2 800 000 „ურანის“ გაყიდვის მცდელობის ბრალდებით დააკავა
ქობულეთში ურანის გასხვისების ბრალდებით ორი პირი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა [სუსი] 11 მარტს დააკავა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ბიზნესმენი გოჩა გოგიტიძეა. ქობულეთში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სუს-მა დღეს, 13 მარტს, შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი, საქართველოს მოქალაქეები: …
მღვდელმსახური ნიკოლოზი: მამა გიორგი ვაზიარე, მას მარჯვენა მხარე აქვს გაჩერებული
ბათუმის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ნიკოლოზი ცოტა ხნის წინ გამოვიდა ღუდუშაურის კლინიკიდან, სადაც მან დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარა. დეკანოზი წუხელ გადაიყვანეს საპატიმრო დაწესებულებიდან კლინიკაში. კლინიკიდან გამოსულმა მღვდელმსახურმა ნიკოლოზ გიგიტაძემ ჟურნალისტებს უთხრა: „ვაზიარე მამა გიორგი. მოსული ვიყავი. როგორც ვიცით, ამჟამად მოთავსებულია საავადმყოფოში და ამან დააჩქარა მისი ზიარების საკითხი. უნდა ჩამოვსულიყავი ორშაბათისთვის და მეზიარებინა, მაგრამ …
Continue reading “მღვდელმსახური ნიკოლოზი: მამა გიორგი ვაზიარე, მას მარჯვენა მხარე აქვს გაჩერებული”
სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
შს სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობთ ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული თ.ფ. სარფში დააკავეს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 50 აბი „მეტადონი“ და 86 გრამამდე ე.წ. „სირეცი“ ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობთ ნარკოტიკული …
Continue reading “სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ფაქტზე 1 პირი დააკავეს”
პრეზიდენტი ზურაბიშვილი ბაგრამის და ქაბულის სამხედრო ბაზებზე [ფოტო]
დღეს, 8 თებერვალს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავღანეთში, ბაგრამის და ქაბულის ბაზებზე იმყოფებოდა. მან ქართველი მშვიდობისმყოფელები მოინახულა. პრეზიდენტთან ერთად ბაზაზე იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიაც.