ბათუმის ავტოტრანსპორტის სამომავლო გეგმების პრეზენტაცია

 

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და შპს “ბათუმის ავტოტრანსპორტის” ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე  მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების გეგმა წარმოადგინეს.  

ბათუმის ახალი სასაფლაო ჩაქვში გაიხსნება

 

იმის გამო, რომ ფერიის სასაფლაო გადატვირთულია, აიპი «ბათუმის სასაფლაო» აპირებს წინადადებით შევიდეს საკრებულოში, რომ ახალი ადგილები ამ სასაფლაოზე აღარ გამოიყოს. მის ნაცვლად ქალაქს, ახალი სასაფლაო მოემსახურება.

წითელ ნუსხაში შეტანილი ზუთხი ბათუმის თევზის ბაზარში

 

ბათუმის თევზის ბაზარში წითელ ნუსხაში შეტანილი  ზუთხი აღმოჩნდა. აჭარის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა  ორ კილოგრამამდე ზუთხი ერთ-ერთი მოვაჭრის დახლზე აღმოაჩინეს. 

ხელვაჩაურის ბიუჯეტს ციტრუსის მოსავლის აღების ფული დაემატება

 

ამ წუთებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა დაიწყება. დღის წესრიგის მიხედვით, პირველ საკითხად საკრებულოს წევრები ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. 

ნასვამი მძღოლების მომსახურების სერვისი ბათუმსა და ქობულეთში

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="576" > 


ბათუმში ახალი სერვისი ამოქმედდა. ნასვამ მძღოლებს დახმარების გამოძახება შეუძლიათ.  სერვისით სარგებლობა ბათუმის, ჩაქვისა და ქობულეთის არეალში არის შესაძლებელი. 

2013 წლის ტურიზმის სტატისტიკა

 

აჭარის ტერიტორიაზე არსებული სასტუმროების მონაცემების მიხედვით, 2013 წლის იანვარ-დეკემბერში სასტუმროს მომსახურებით 393.617 ადამიანმა ისარგებლა, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 9,68%-ითაა გაზრდილი.

მონაცემები ნასამართლობის შესახებ


უზენაესი სასამართლოს ოფიციალური ინფორმაციით, 2013 წლის 11 თვეში 13 479 ადამიანი გაასამართლეს. 2012 წლის იგივე პერიოდში კი 10 191 ადამიანია გასამართლებული. 

ვაკანსია საბავშვო ბაღებში

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება  ოთხი საბავშვო ბაღის პერსონალის დაკომპლექტების მიზნით კონკურსს გამოაცხადებს.  ვაკანსიები სოფელ ჭარნალის, ორთაბათუმის, ზედა და ქვედა ახალშენის საბავშვო ბაღებში გამოცხადეება. 

რესურსცენტრის უფროსის პოზიციაზე ვაკანსია

 

<!** Image 2 align="left" width="300" height="4464" >

კონკურსი შუახევის რესურსცენტრის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, 14 იანვარს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ – ეროვნული კომისიის წევრების კანდიდატების შეფასება

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="421" > 

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატების საქმიანობის მიმოხილვა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, შერჩეულ სამ კანდიდატთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტის რისკი არ გამოიკვეთა.

სამშენებლო კომპანია „ორბის“ სასამართლოში უჩივიან

 

სამშენებლო კომპანია „ორბის“ სასამართლოში მოქალაქე ლია ლიბერნამი უჩივის. მომჩივანი კომპანიის დირექტორთან, ირაკლი კვერღელიძესთან გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობას და კომპანიისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. საუბარია 70 ათას ლარზე, რომელიც მოქალაქემ კომპანიას ბინის შესაძენად გადაუხადა.

 

„ზამთრის სურათები“ – ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში

 

დღეს  აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში კალანდობის დღესთან დაკავშირებით  ეთნოგრაფიულ ექსპონატთა გამოფენა „ზამთრის სურათები“ გაიხსნა.

საქართველოს სამუფთო ორად გაიყო

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="640" >


ამიერიდან საქართველოში მცხოვრებ სუნიტებს, ორი  – აღმოსავლეთის და დასავლეთის  მუფთი ეყოლებათ. ახალი შეიხი  ჰყავთ საქართველოში მცხოვრებ შიიტებსაც.  ეს გადაწყვეტილება „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ დამფუძნებელ კრებაზე   9 იანვარს იქნა მიღებული. ამავე კრებაზე აირჩიეს რელიგიური საბჭოები. 

ვინ მიიღებს აგრობარათს

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="2592" >


სასოფლო-სამეურნეო ბარათებს ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ოჯახებიც მიიღებენ. ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის ამ გადაწყვეტილებით წელს „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაობის ხელშეწყობის პროექტით“ აეროპორტის, კახაბრის, გონიო-კვარიათისა და ბათუმის სამრეწველო ზონის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახებიც ისარგებლებენ. 

ხუთწლიანი რეგლამენტი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="512" >

 

ჩართულობის ცენტრში დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მთავრობის მიერ ხუთწლიან რეგლამენტის მიღებას გამოეხმაურა. მთავრობის ახალი რეგლამენტი, რომელიც პირველი იანვრიდან ამოქმედდა, შშმ პირებისათვის ყველა შენობის ადაპტირებას ითვალისწინებს.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საკონკურსო კომისიის შემადგენლობა

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში გამოცხადებულ კონკურსის კომისიის წევრები იქნებიან: ემზარ დიასამიძე-აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი, ომარ ბერიძე აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამშემწე მონიტორინგის დარგში და თინათინ დვალიშვილი კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი. კომისიის თავმჯდომარე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი სოსო სტურუა იქნება;

 

დღეს კინოთეატრ „აპოლოში“

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="512" >

 

12: 00  „გაყინული“   3D –  7ლარი

14:00  „მისტერ ძიძა“ –      7ლარი

16:00  „ჩემი ცოლის დაქალები“ – 8 ლარი

18:00  „ჩემი ცოლის დაქალები“ – 8 ლარი

20:00 „ჩემი ცოლის დაქალები“ – 8 ლარი

22:00  „რონინი“ –     3D –  9ლარი

მთავრობა საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციას განიხილავს

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="599" > 

 

დღეს, 15 იანვარს  „რადისონ ბლუ ბათუმში“   11.30 საათზე  დაიწყება  მრგვალი მაგიდა თემაზე „საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება“.  აჭარის მთავრობის პრეს სამსახურის ინფორმაციით, დისკუსიაში მონაწილეობას აჭარის მთავრობის წევრებიც მიიღებენ.

ახალ ბულვარში მაშველების კოშკი ზღვამ მიიტაცა


რამდენიმე წუთის წინ ახალ ბულვარში, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვის ტალღამ სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა საგუშაგო კოშკი მიიტაცა.  

ბათუმის დრამატრულ თეატრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

 

 

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრს დღეიდან ოთხი წლის გა<!** Image 1 align="left" width="300" height="960" >ნმავლობაში რეჟისორი ანდრო ენუქიძე უხელმძღვანელებს. ანდრო ენუქიძე სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დანიშნა.  

მახინჯაურში ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა


ბათუმთან ახლოს, მახინჯაურში ძლიერმა ქარმა  სამსართულიან შენობას სახურავი გადახადა. საერთო საცხოვრებელის ტიპის სახლში ბათუმის მერიის ინფორმაციით,  13  ოჯახი ცხოვრობს, უმრავლესობა სოციალურად დაუცველია.  

 

აჭარის ტელევიზის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობა 6 პირს სურს

 

 


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში გამოცხადებულ ვაკანსიებზე ამ დროისათვის 15 განაცხადია შესული.   განაცხადების შეტანის ვადა დღეს 18:00 საათზე იწურება. ყველაზე მეტი განაცხადი  ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანსიაზეა შესული.  

ბათუმში ყინულის სახლის აღდგენა დაიწყო

 

ბათუმში, დიდთოვლობის დროს დაზიანებული ყინულის  სასახლის   სარეაბილიტაციო სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება – ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ ყინულის  სასახლის  დირექტორმა ირაკლი ბერიძემ მოაწოდა. 

 

 

საქართველოში ქორწინების რეგისტრაციის რაოდენობამ მოიმატა

 

 გასულ წელს 34 394 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სტატისტიკით,  2012 წელს  29 932 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა, 2011 წელს – 30 861,  2010 წელს – 34 449, 2009 – 31 796, ხოლო 2008  წელს 24 696 წყვილმა იქორწინა.  

ორი ათასი ოჯახი მაღალმთიან აჭარაში უშუქოდ დარჩა

 

მაღლმთიანი აჭარაში ელექტროენერგიის  გადამცემი ხაზებია დაზიანებული. ამ წუთებში ხულოში, შუახევსა და ქედაში ენერგო-პრო ჯორჯიას თანამშრომლები ელექტროენეერგის აღდგენას ცდილობენ. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ძლიერი ქარისა და თოვლის გამო წაიქცა ხეები, რის გამოც ელექტრო ენერგიის გადამცემი ხაზები დაზიანდა. 

მერია სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს გადაამზადებს


ბათუმის მერიამ სატრენინგო მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოცხადა.  ტენდერში გამაჯვებულმა კომპანიამ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების პროფესიული გადამზადება უნდა უზრუნველყოს.  

არჩილ ხაბაძე ფერიის ბავშვთა სახლში


აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე 13 იანვრის ღამეს ფერიაში  მატათას სახელობის ბავშვთა სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებთან და ბათუმისა და ლაზეთის,  ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ დიმიტრისთან ერთად შეხვდა.  

მაჭახლის ხეობაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

 

ამ წუთებში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მაჭახლის ხეობაში გადავარდნილი მანქანის ამოყვანას ცდილობენ. მაჭახლის ხეობაში გადაიჩეხა ავტომანქანა „ნივა“, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა 80 წლის მამაკაცი.  უამინდობის გამო აჭარის მაღალმთიანეთში წუხელ გვიან ღამით 6 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.

ბათუმის მერის პრესპიკერი და ირინა ყურუას გათავისუფლება – გამოხმარურება არასამთავრობოდან

 <!** Image 1 align="left" width="300" height="960" >

არასამთვრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობა და ჩართულობის“ თავმჯდომარემ, დავით ბერიძემ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გამართა. მან რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.

რვა ახალგაზრდა მედიკოსი სასწავლებლად სტამბოლში


<!** Image 1 align="left" width="300" height="512" >

„ეს ინიციატივა გაჩნდა ერთი წლის წინ, როცა მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძესთან ერთად ვიყავით თურქეთში. ეს იყო პირველი ვიზიტი. მაშინ დავსვით საკითხი მათ გადაემზადებინათ ჩვენი ექიმები. თანამშრომლობა შედგა ჩვენსა და ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტს შორის. 16-ზე მეტი აპლიკაცია შემოვიდა. როცა პროექტის შემდგომი ეტაპი იქნება, ჩვენ თანმიმდევრულად ჩავრთავთ ყველა ახალგაზრდას მასში“, – განაცხადა შეხვედრისას აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნუგზარ სურმანიძემ.

სამედიცინო სფეროში კადრების თურქეთში მომზადების ინიციატორი ნუგზარ სურმანიძეა.

 

ახალგაზრდა მედიკოსებს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, განათლებისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე შეხვდნენ. მათ გზა დაულოცეს, წარმატებები უსურვეს და სამახსოვრო საჩუქრად თითოეულ მათგანს „ვეფხისტყაოსანი“ გადასცეს.

„გახარებული ვარ ამ პროექტით, რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შერჩევის სხვადასხვა ეტაპი გავიარე. საბუთების მიღება, გასაუბრება, საბუთების განხილვა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიო“, – აღნიშნა ფატმა შერვაშიძემ. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა.


სწავლების პერიოდი სამ და მეტ წელს მოიცავს, რადგან ხანგრძლივობა დამოკიდებულია სპეციალობაზე. ნუგზარ სურმანიძის თქმით, წლიური სწავლის საფასურს – დაახლოებით 16 ათას დოლარს  ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტი იღებს. ახალგაზრდა მედიკოსები ასევე უზრუნველყოფილი იქნებიან ბინითა და დღეში ორჯერადი კვებით.

პროექტის გაგრძელება მომავალშიც იგეგმება. წელს პროექტით შემდეგი სტუდენტები ისარგებლებენ:

1. მერი თევზაძე  – რადიოლოგია

2. შორენა ბერიძე – მეან-გინეკოლოგია

3. ფატმან შერვაშიძე – მეან-გინეკოლოგია

4. ირაკლი ოქროპირიძე – კარდიოქირურგია

5. გურამ ჩახვაძე – ნეიროქირურგია

6. მარიტა გორგოშაძე – კარდიოქირურგია

7. გიორგი კერესელიძე – ორთოპედია, ტრამვატოლოგია

8. ვლადიმერ ბაზიაშვილი – ნეიროქირურგია

 

პოლიტიკური სოციალიზაცია


<!** Image 1 align="left" width="300" height="303" >

პოლიტიკური ფასეულობანი საზოგადოებრივი აზრის  საფუძველია. ხალხი იძენს ამ ფასეულობებს პოლიტიკური სოციალიზაციის გზით. ეს არის რთული პროცესი, რომელის შედეგად პიროვნება იძენს ცოდნას პოლიტიკის შესახებ, სწავლობს პოლიტიკურ ფაქტებს და იქმნის პოლიტიკურ ფასეულობებს. ერთი წუთით დაფიქრდით  თქვენივე პოლიტიკური სოციალიზაციის პროცესზე. პირველად როდის დაფიქსირდა თვენს მეხსიერებაში პრეზიდენტი? პირველად როდის გაიგეთ პოლიტიკური პარტიების  შესახებ?

შშმ პირთა მონაცემთა ბაზის შექმნის ინიციატივა

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის“ ინიციატივით გამოდის, რომ საქართველოს მასშტაბით შეიქმნას შშმ პირთა რეესტრი, სადაც მოცემული იქნება შშმ ადამიანების რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია. ამ ინიციატივის შესახებ ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამაზ მჟავანაძემ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

დემოკრატიის მთხრობელთა სკოლა 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისათვის

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “ბორჯღალი” იწვევს 18-დან 30-წლამდე ასაკის ახალგაზრდებს დემოკრატიის მთხრობელთა სკოლის ტრენინგ კურსში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება ბათუმში, 2014 წლის 3 თებერვლიდან 5 აპრილის ჩათვლით. 

აჭარის ჭიდაობის ფედერაცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს აკრიტიკებს

 

 <!** Image 1 align="left" width="300" height="512" >

 

აჭარის ჭიდაობის ფედერაციამ, სპორტულ ცენტრ „ბასკოში“ ბრიფინგი გამართა. ფედერაციის წარმომადგენლებმა, მწვრთნელებმა და ვეტერანმა სპოტსმენებმა აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენების გამოვლენა გააპროტესტეს. დეპარტამენტის სიაში აჭარის ჭიდაობის ფედერაცია ვერ მოხვდა.

მოქალაქე „დიეს ჯგუფი“-ის წინააღმდეგ

<!** Image 1 align="left" width="300" height="768" >

 

ბათუმში, ვაჟა-ფშაველასა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაში მცხოვრები მანელიშვილების ოჯახი, სამშენებელო კომაპანია „დიეს ჯგუფი“-ის წინააღმდეგ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებენ. ეთერ მანელიშვილის თქმით, სამშენებლო კომპანია, რომელიც ქალაქის ცნტრში, კანონის დარღვევით წარმოებული მშენებლობისთვის რამდენჯერმე დააჯარიმეს, დღემდე არაფერს აკეთებს კომპანიის ზემოქმედებით დანგრეული მისი სახლის სახურავის აღსადგენად. სახურავი კი ყოვედღიურად იშლება და სიცოცხლისთვისაც სახიფათო ხდება. მოქალაქემ დახმარების თხოვნით ხელისუფლებასა და არასამთავრობო სექტორს მიმართავს. 

Exit mobile version