სიახლეები

ბათუმის ბაზარში ხორცის სექცია დაიკეტა

20.12.2013
ბათუმის ბაზარში ხორცის სექცია დაიკეტა

 

„ჩვენ ავიღეთ ხორცის ნიმუშები და გადავაგზავნეთ ლაბორატორიაში. ბაზარში არ არის სანიტარული ნორმები დაცული და სანამ მდგომარეობას არ გამოასწორებენ, ხორცის განყოფილება დახურული იქნება“. – განაცხადა ილია სირაბიძემ. 

 

ციმბირის წყლული მწვავე ინფექციური დაავადებაა. ადამიანის ორგანიზმში ჯილეხის გამომწვევი ინფექცია  შესაძლოა შეიჭრას დაზიანებული კანიდან, სასუნთქი ორგანოებიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. კანიდან გამომწვევის შეჭრა უმთავრესად დაავადებული საქონლის მოვლისა და დაკვლის, დაცემული პირუტყვის გატყავებისა და დამარხვის, ინფიცირებული ხორცის, ტყავისა და ბეწვის დამუშავების დროს ხდება. დროული სათანადო მკურნალობის გარეშე ადამიანი შესაძლოა მოკვდეს. 

როგორც მედიკოსები აცხადებენ, დაავადების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია შინაური ცხოველების ვაქცინაცია. დაავადებული ცხოველის ხორცის მიღება კი საკვებად დაუშვებელია. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.