„გარიყულები“ ღამის თავშესაფარში

 

 

ტარიელ ბერიძე უკვე ექვსი წელია ღამის თავშესაფარში ათევს ღამეს. იცის, რომ აქ ყოველთვის დახვდება ცხელი კერძი, პური, სითბო და საწოლი. საერთო ოთახში, სადაც თავშესაფარში მცხოვრებნი საღამოობით იკრიბებიან, ტელევიზორსაც შეუძლია უყუროს და ნაცნობ-მეგობრებს ესაუბროს. აქ ის ადამიანები ათევენ ღამეს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ქუჩაში დარჩნენ. მათ სახლ-კარი არ გააჩნიათ. სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანებისათვის ღამის თავშესაფარი ბათუმში უკვე ათი წელია არსებობს საქველმოქმედო ფონდის „საქართველოს კარიტასის“ დაფინანსებით. 

რა ღირს ბათუმში ახალი წელი

ბათუმის ქუჩების საახალწლო მორთულობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 190 ათასი ლარი დაიხარჯება. მოირთვება ქალაქის ქუჩები, ევროპის მოედანზე კი საახალწლო ნაძვის ხე დაიდგმება. რა ღონისძიებებია დაგეგმილი ბათუმში საახალწლოდ და როგორ მიულოცავს ადგილობრივი ხელისუფლება თანამოქალაქეებს ახალ წელს? ამის შესახებ „ბათუმელები“ ბათუმის ვიცე-მერს, ნათია სურგულაძეს ესაუბრა.

ხის ფიცრულებში – ზამთრის პირისპირ

 

ცელოფნებშემოკრული, ოთხკუთხა ფორმის ხის ფიცრულის სიღრმეში, ღია კარში პატარა, თეთრჯემპრიანი, თმაგაჩეჩილი გოგო ჩანს. „კარში გამოდი, კარში, –   ჟურნალისტი მოვიდა და ფოტო უნდა გადაიღოს, იქნებ მერე შეშა მოგცენ,“ – ხუთი შვილის დედა ნინო გუნდაძე მეზობლის ბავშვს გარეთ გამოსასვლელად უხმობს და ამბობს, რომ სიცივესთან, გაჭირვებასთან გამკლავება უჭირთ. ხელვაჩაურში, ყოფილი 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე ხის ფიცრულები ერთი წლის წინ გაჩნდა.  მაღალმთიანი აჭარიდან მეწყერს და გაჭირვებას გამოქცეული მოსახლეობა ბარშიც არანაკლებ გაჭირვებაში აღმოჩნდა. 

აჭარის მთა დღეს (ფოტორეპორტაჟი)

 

აჭარის მთებში ჯერ კიდევ ბევრი სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს. სოფლებს არც ელექტროენერგია მიეწოდება. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალზე ავტომანქანები ერთმანეთს გვერდს იმის გამო ვერ უვლის, რომ საავტომობილო მაგისტრალი სრულყოფილად არ არის თოვლისგან გაწმენდილი. 

კალათები კოლოტაურიდან

 

 

ქედაში, სოფელ კოლოტაურში მცხოვრები 85 წლის ხასან ფარტენაძე გოდრებს, გიდელებსა და კალათებს წლებია ქსოვს. ამბობს, რომ ასე „საქმეს ექცევა“ და მიღებული გასამრჯელოთი შვილიშვილების გულის მოგებასაც ახერხებს.

თავისუფლების კუნძული

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="5136" >

 

„ყველას თავისი ცხოვრება უნდა ჰქონდეს, თავისი სამყარო, სწორი და კარგი ეს იქნებოდა.  მხოლოდ ასე შეიძლება სხვისი ცხოვრების გაგება და დადგება დრო, როცა გაგება გახდება მთავარი და არა პრაქტიკული ზრუნვა და დახმარება… იცი რა? ადამიანი ხომ იშვიათად მოქმედებს უანგაროდ. ხშირად ზრუნვასა და სიყვარულში ისეთი ძალადობაა გახვეული, ვერც წარმოიდგენ… და ეს ძალადობა ყველაფერზე საშინელია. ვინც გარჩენს და გემსახურება, თავისუფლებას გართმევს ხშირად, სურს, რომ წაგართვას. შეუგნებლად ებრძვის შენს პიროვნებას და იცი, ერთხელაც, მწარედ, მწარედ გაგიკვირდება, რომ ის, ვინც გზრდიდა, გაჭმევდა, გბანდა, გივლიდა, გაცმევდა, ვერასოდეს ხვდება, რა დარდი გჭამს, რა სატკივარი“, – ეს ვაჟიშვილის აზრებია ნაირა გელაშვილის წიგნიდან `დედის ოთახი“.

 

პირადად მე ძალიან მიყვარს ეს წიგნი. მიზეზი, რატომაც ჩამიძვრა ის სულში და ზღვის იდუმალ ფსკერზე მაგრძნობინა თავი, დამაფიქრა საკუთარ სივრცეზე, არის აზრი, რომელიც გამიჩნდა ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ. პირადი სივრცის შექმნას ასე თუ ისე ყველა ადამიანი ახერხებს, თუმცა, ცხოვრებისეული ვნებათაღელვების გამო უამრავ ცვლილებას განვიცდით და ადამიანმა შეიძლება მისი შენარჩუნება ძნელად შეძლოს.

 

მე ცალკეული ადამიანების კი არა, მშობლების „თავისუფლების კუნძულზე“ მინდა საუბარი. „დედას ვუყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა“ – გვანამუსებს ვაჟა. ჩვენ, შვილებს, მარტივად გამოგვდის საკუთარი სივრცის გამოყოფა, ჩვენს ცხოვრებასა და მშობლების ცხოვრებას შორის გამყოფი ხაზის გავლება. დავფიქრებულვართ ოდესმე, რომ მშობელსაც შეიძლება ჰქონდეს პირადი სივრცე? სივრცე, სადაც შეძლებს საკუთარ თავთან, აზრებთან, მისწრაფებებთან, უბრალოდ თავის ცხოვრებასთან პირისპირ დარჩენას. დარჩენას მარტო, ჩვენ გარეშე…

 

საქართველოში მიჩვეულები ვართ, რომ ოჯახის წევრების პირადი ცხოვრება ხშირად ერთმანეთშია გადახლართული; შვილებს ბუნებრივად მიაჩნიათ მშობლების ზრუნვა, ვალდებულადაც თვლიან მშობლებს, რომ ისინი დაეხმარონ სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში.

 

არასოდეს გაგჩენიათ გრძნობა თითქოს ზღვაში იძირები, უამრავ გრძელ და გადახლართულ წყალმცენარეს ედები, როცა მშობლების, – დედის ან მამის ნივთებს, ოთახს ხედავ? იდუმალს, ჩვენთვის ამოუხსნელს და უცხოს. ამ პატარა დეტალებში თითქოს თავისუფლების კუნძულია დაუცველად განფენილი, რომელსაც მშობლებს ვართმევთ ხოლმე შვილები ჩვენი თავკერძობით, ეგოიზმით. და ისინი კი დაუნანებლად გვითმობენ… პატარა კუნძული, სადაც მშობლები ჩვენ გარეშე რჩებიან სხვაგვარ სიმშვიდეში… ამაზე როცა დავფიქრდი, თავი დამნაშავედ ვიგრძენი და მაშინ შემებრალა ჩემი მშობელი… დავფიქრდი იმაზე, რომ შვილებმა უნდა მივცეთ მშობლებს გარკვეული დოზით თავისუფლების უფლება, რათა სამაგიეროდ მივიღოთ იმავე დოზის თავისუფლების ისეთივე (ან ცოტა მეტი) ულუფა. მათი ცხოვრება ხომ ბოლომდე ჩვენსაშია ისე ჩაქსოვილი, რომ გამოცალკევება შეუძლებელი თუ არა, ძალზე ძნელია.

 

განსაზღვრავს თუ არა ოჯახის ტიპი (ლიბერალური, ინდიფერენტული, ავტორიტეტული და ავტორიტარული) „თავისუფლების კუნძულის“ ქონა-არქონას? ამასთან ერთად გამიჩნდა კითხვა: ნიშნავს თუ არა ლიბერალური ან ინდიფერენტული ოჯახი „თავისუფლების კუნძულის“ ქონას? ეს ორი ტიპი გამოვყავი იმ მიზნით, რომ ავტორიტეტული და ავტორიტარული ოჯახის ტიპები არ გულისხმობს არჩევანის თავისუფლებას, ზემოთ ჩამოთვლილი ორი კი „მსუბუქ ფორმას“ წარმოადგენს.

 

პირადად მე, მგონია, რომ არც ერთი მათგანი, მიუხედავად მათი სიმარტივისა, თავისთავად არ გულისხმობს „თავისუფლების კუნძულის“ არსებობა-არარსებობას. ლიბერალური ოჯახის თვალსაზრისით მშობლები ნაკლებად აკონტროლებენ შვილებს, აძლევენ მათ სრულ თავისუფლებას, თუმცა აქტიურად ადევნებენ თვალ-ყურს მათ ცხოვრებას და ნებისმიერ დროს მზად არიან დახმარება გაუწიონ. რაც შეეხება ინდიფერენტულ ოჯახს, ის მითუმეტეს არ გულისხმობს ამ კუნძულის არსებობას. მშობლები ბოლომდე არიან ჩართულები საკუთარ პრობლემებში და შვილების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება აქვთ. ეს არ გულისხმობს პირადი სივრცის არსებობას.

 

კუნძული მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა არსებობს ადგილი შვილებისთვის და პატარა თავშესაფარი, საკუჭნაო გამოყოფილია მშობლის საკუთარი „მე“-სთვის, სადაც მას შეუძლია მარტოობაც, განტვირთვაც. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს შვილებზე უარის თქმას, პირიქით, ამ კუნძულის წყალობით მშობლებისა და შვილების ურთიერთობა უფრო სისხლსავსე და მრავალფეროვანი უნდა გახდეს.

 

კიდევ ერთი კითხვა არ მასვენებს: იქნებ კონკრეტულ ინდივიდზეა დამოკიდებული ჰქონდეს თუ არა პირადი სივრცე და საკუთარი კუნძული? იქნებ ამ კითხვაზე პასუხის სირთულე მშობლისა და შვილის უპირობო სიყვარულში უნდა ვეძებოთ: შვილის გაჩენის დღიდან მშობელი ჩართულია მის მოვლა-პატრონობაში, მისთვის სასიცოცხლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში ცხოვრების ორგანიზებაში.  შვილები იზრდებიან, მშობლები ასაკში შედიან, ეს კავშირი კი უწყვეტია. ალბათ, ამ პირობებში რთულია თავისუფლების კუნძულის „კვება“, რათა ის საბოლოოდ არ გაქრეს ნისლივით. როგორ შეიძლება შეინარჩუნო საკუთარი, პირადი სამყარო, კუნძული, როცა შვილის ცხოვრებაში მუდამ ახალი ეპოქების მონაცვლეობა იწყება.     

რკინის მოაჯირები 200 ათასად რუსთაველის გამზირზე

 

ბათუმის მერია ქალაქის ცენტრში არსებული გაზონების დეკორატიული, რკინის მასალით შემოღობვას იწყებს. ახალი პროექტისთვის  მერია ბიუჯეტიდან 258 998 ათას ლარს დახარჯავს.  მომავალი წლიდან კი რკინის მოაჯირებს გოგებაშვილის ქუჩაზეც გააკეთებენ.

საბავშვო ჯოჯოხეთი უილიამ გოლდინგისგან

 

მარტივად, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, უილიამ გოლდინგის  „ბუზთა ბატონი“ ბავშვებზეა. პატარა ბიჭუნებზე, მოზარდებზე, რომლებიც ავიაკატასტროფის შედეგად დაუსახლებელ კუნძულზე აღმოჩნდებიან. მაგრამ ეს არ არის მხიარული ისტორია „ოთხ რობინზონზე“, ან ტომ სოიერსა და ჰეკლბერი ფინის მსგავს ონავრებზე, არც ჰარი პოტერის, რომ უისლისა და ჰერმიონ გრეინჯერის მსგავსი ბავშვების მეგობრობა აქვს გოლდინგს აღწერილი. ეს  სხვანაირი ბავშვების სამყაროა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გოლდინდის ჯოჯოხეთში.

თვითმმართველობის კანონი და სოფელი

 

თვითმმართველობის რეფორმას აჭარის სოფლების ზოგიერთი მცხოვრები დადებითად აფასებს. სოფელში იმედოვნებენ, რომ რეფორმის შედეგად პრობლემების ადგილზე გადაწყვეტას უფრო ადვილად შეძლებენ, თუმცა საზოგადოების ერთ ჯგუფს მიაჩნია, რომ რეფორმა, რომელიც სოფლებსა და მუნიციპალიტეტებს მეტ უფლებებს ანიჭებს, სეპარატიზმის საფრთხეს შეიცავს. რას ითვალისწინებს სინამდვილეში კანონპროექტი თვითმმართველობის რეფორმის შესახებ, რომელიც დისკუსიისა და კამათის საგანი გახდა? 

სოფელ წინსვლაში სახლი ჩამოინგრა

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლაში საცხოვრებელი სახლის ერთი ნაწილი, სამზარეულო და ჰოლი ჩამოინგრა, სადაც იმ დროისათვის დედა და 12 წლის მოზარდი იმყოფებოდნენ. 

საგანგებო სხდომა აჭარის მთავრობაში

 

 

აჭარის მთავრობაში ამ წუთებში საგანგებო სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები და საქვეუწყებო სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან. სხდომას ესწრება ქალაქის მერიც.  

ჯაბა მემიშიში ევრაზიის თასის გათამაშების ჩემპიონი

<!** Image 1 align="left" width="300" height="480" > 


ბათუმელი ჯაბა მემიშიში თავის წონით კატეგორიაში (60 კგ) ჩემპიონი გახდა კიკბოქსინგში ევრაზიის თასის გათამაშებაზე. შეჯიბრი თბილისში 29-30 ნოემბერს გაიმართა.

ჯაბა მემიშიშს თბილისში გამართულ ჩემპიონატზე ახლდა აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ დანელია. მწვრთნელის თქმით, ახალგაზრდა სპორტსმენმა ყველა მოწინააღმდეგე ღირსეულად დაამარცხა.

შეჯიბრში საქართველოს გარდა მონაწილეობდნენ სპორტსმენები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ირანიდან.

ჯაბა მემიშიში არის საქართველოს ნაკრების წევრი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, კავკასიის ქვეყნების სამგზის ჩემპიონი და არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული.

ევრაზიის თასის გათამაშებაზე კიდევ ერთი ბათუმელი, კიკბოქსინგის ფედერაციის წევრი სანდრო ტუღუში მსაჯის რანგში იყო მიწვეული. 23 წლის სანდრო ტუღუში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯია.


<!** Image 2 align="left" width="300" height="720" >

მანდარინები

 

 

სხვანაირია მამაჩემი, მანდარინობის დროს როცა მირეკავს. ტრადიციად იქცა: ამ დროს უიმედობა ემართება. აინტერესებს, ხომ არ ვიცი იმაზე უფრო მეტი, ვიდრე ჩემი გადაცემის სტუმრები ეთერში ამბობენ. არ სჯერა, რომ კამერებს მიღმაც ქართველი ჩინოვნიკების დიდი ნაწილი ხშირად ინარჩუნებს იმ როლს, რასაც პირდაპირ ეთერში ცდილობს, რომ ითამაშოს. სტუმრები ირწმუნებიან, რომ ყველაფერი გენიალურადაა. ასე ამბობენ იმის მიუხედავად, რომ მანდარინის მსურველი არ ჩანს. მამაჩემს არ სჯერა ჩემი სტუმრების, რადგან ბევრჯერ მოუსმენია მანდარინის სიყვითლესავით მკვეთრი დაპირებები, შემდეგ კი – მასაც მდინარისთვის გაუტანებია მანდარინი… 

ბათუმი-ქედის მიმათულებით ავტომაგისტრალზე მეწყერი ჩამოწვა

 

ბათუმის ქედის მიმართულებით ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ზვარეს მიმდებარედ  წუხელ მეწყერი  სამჯერ ჩამოწვა. როგორც „ბათუმელებს“ ქედის გამგებელმა, დავით დუმბაძემ განუცხადა ამჟამად მოძრაობა აღდგენილია და გზის სავალი ნაწილი გაწმენდილია, თუმცა მეწყერის ჩამოწოლის საშიშროება ისევ არსებობს. 

REAP -ის ტექნიკური დახმარების პროგრამაში მონაწილეობისთვის აგრობიზნესების მიერ განაცხადების წარდგენის მოთხოვნა

    აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სასოფლო-სამეურნეო  წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს (შემდგომში REAP) საქართველოში ახორციელებს კომპანია CNFA, ქვეკონტრაქტორების – კომპანია CARANA და კომპანია WFLO (მსოფლიოს სურსათის ლოჯისტიკური ორგანიზაცია) დახმარებით. REAP სოფლად შემოსავლებისა და დასაქმების ზრდას ისახავს მიზნად აგრობიზნესში ინვესტიციების მოზიდვის და  ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფის გზით. ტექნიკური დახმარებით ისარგებლებენ ის საწარმოები, რომლებიც ამარაგებენ მცირე და საშუალო …

მოთხოვნა ბიზნეს–სერვისების მიმწოდებელი ქართული ორგანიზაციების მხრიდან დაინტერესების გამოხატვის შესახებ

<!** Image 2 align="left" width="500" height="738" >

 

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სასოფლო-სამეურნეო  წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს (შემდგომში REAP) საქართველოში ახორციელებს კომპანია CNFA, ქვეკონტრაქტორების – კომპანია CARANA და კომპანია WFLO (მსოფლიოს სურსათის ლოჯისტიკური ორგანიზაცია) დახმარებით. REAP სოფლად შემოსავლებისა და დასაქმების ზრდას ისახავს მიზნად აგრობიზნესში ინვესტიციების მოზიდვის და  ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფის გზით. ტექნიკური დახმარებით ისარგებლებენ ის საწარმოები, რომლებიც ამარაგებენ მცირე და საშუალო აგრობიზნესებს პირველადი წარმოებისათვის საჭირო  მასალებით (თესლი, ნერგები, სასუქი, მცენარეთა დაცვის საშუალებები და ა.შ.) ან უწევენ მათ სხვადასხვა მომსახურებას (კონსულტაციები, ტრენინგები, ინფორმაცია და ა.შ.). REAP ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების მოზიდვას,  შეამცირებს სოფლად მცირე და საშუალო საწარმოებისა და მეწარმეთათვის არსებულ რისკ – ფაქტორებს, გააძლიერებს მდგრად კომერციულ კავშირებს მწარმოებლებს, მიმწოდებლებს, დამამზადებლებს და ადგილობრივ ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.


REAP გამოსცემს წინამდებარე მოთხოვნას დაინტერესების გამოხატვის შესახებ (EOI) სათანადო კვალიფიკაციის მქონე ბიზნეს–მომსახურების მიმწოდებელი ქართული  ორგანიზაციების მხრიდან. ეს ორგანიზაციები მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) კომერციულ საკონსულტაციო კომპანიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საგანმანათლებლო ინსტიტუტებს და  დარგობრივ ასოციაციებს. EOI-ის მიზანია აგრობიზნესის დარგში ბიზნეს–კონსულტაციების და ტრეინინგის მომსახურების განხორციელება ქვემოთ ჩამოთვლილ ტექნიკურ სფეროებში:


  • ბიზნესის ადმინისტრირება, მიწოდების ჯაჭვის მართვა და მარკეტინგი
  • ფერმერთა ტრეინინგი და ტექნოლოგიების და ჯიშების დემონსტრაცია
  • ხარისხის სტანდარტები და სერტიფიცირება
  • მოსავლის აღების შემდეგ პროდუქციის დაბინავების, შენახვის და გადამუშავების ტექნოლოგიები
  • ადამიანური რესურსების მომზადება
  • სპეციალური ინიციატივები

შერჩევის პროცესის  I ეტაპზე REAP განსაზღვრავს მინიმუმ 5 ბიზნეს–მომსახურების მიმწოდებელს (BSP), რომლებიც გაუწევენ მომსახურებას  REAP–ს, აგრობიზნესებს  და ფერმერებს   პროექტის პირველი წლის და შემდგომი პერიოდის განმავლობაში.  


შერჩევა ხდება შემდეგი კრიეტერიუმების საფუძველზე:


  1. ორგანიზაციის/კომპანიის გამოცდილება (კომპანიის და/ან მისი პარტნიორების და ძირითადი პერსონალის გამოცდილება);
  2.  თანამშრომელთა კვალიფიკაცია (პარტნიორების/ძირითადი პერსონალის პირადი საკვალიფიკაციო მონაცემები (CV));
  3. კომპეტენციის სფერო (კომპანიის და/ან მისი პარტნიორების ძირითადი პერსონალის პროფესიული გამოცდილება აგრობიზნესის დარგში);
  4. რეგიონში მუშაობის გამოცდილება (კომპანიის საკონსულტაციო ქსელის მასშტაბი, მცირე ქალაქებსა და სოფლებში სერვისების მიწოდების შესაძლებლობა და რესურსი);
  5. წარსულში განხორციელებული სამუშაო/სერვისები  (განხორციელებული სამუშაოები და გაზომვადი  შედეგები – მინიმუმ 5 მაგალითი, რეკომენდატორების მითითებით).

 

დაინტერესების შემთხვევაში საჭიროა განაცხადის და თანმდევი დოკუმენტების გაგზავნა ელ–ფოსტით შემდეგ მისამართზე: bsp@georgiareap.org არა უგვიანეს 2013 წლის 31დეკემბრის 17 საათისა. განაცხადის ფორმა  და შესაბამისი დოკუმენტები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://www.jobs.ge/66177/ გთხოვთ ელ.წერილის თემის სტრიქონში მიუთითოთ თქვენი კომპანიის სახელწოდება და“REAP BSP EOI”.  


ცხელი ხაზი: 595 030361

ფოტორეპორტაჟი შუახევიდან

 

შუახევის მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია. შუახევში ისევ გადაუღებლად თოვს.

შუახევი ელექროენერგიის გარეშე დარჩა

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="960" >


გაუარესებულმა ამინდმა შუახევში ელექტოენერგიის პარალიზება გამოიწვია – ამჯამად შუახევის მოსახლეობა ელექტროენერგის გარეშეა დარჩა. შეფერხებულია ავტომობილების მოძრაობაც.

ხულოს სოფლებში 1 მეტრამდე თოვლი მოვიდა

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="960" >

უამინდობაა აჭარაში. მაღალმთიან ხულოშიც თოვს. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ინფორმაციით, თოვლს საავტომობილო გზაზე სერიოზუი შეფერხებები არ შეუქმნია.

The Paper Cinema წარმოგიდგენთ „ოდისეას“



5, 6 და 7 დეკემბერს, 14:00 და 19:00 საათზე, ბათუმში, ბენზეში მდებარე მუსიკალურ ცენტრში ინოვაციური ბრიტანული დასის The Paper Cinema-ს სპექტაკლები გაიმართება. ბილეთის ფასი 5 ლარია.  

სკრინინგის პროგრამით გამოკვლეული 1494 ქალიდან 207 სიმსივნე აღმოაჩნდა

 

ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტირების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით საზღვაო ჰოსპიტალის წარმომადგენლებმა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ პრესკონფერენცია გამართეს. მათ საზოგადოებისთვის ჰოსპიტალის პროგრამების ძუძუს კობოს, საშვილოსნოს ყელის კიბოს, პროსტატის კიბოს შესახებ მოქალაქეებისგან  ინფორმაციის მიღების აუცილებლობაზე ისაუბრეს.  

ბრალდება ყოფილ ვიცე-მერის წინააღმდეგ

 

 

ბათუმის განათლების კულტურისა და სპორტის სამსახურის ყოფილმა უფროსმა გელა სურმანიძემ დღეს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ბრიფინგი გამართა. ის ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს ნათია სურგულაძეს ბავშვთა ბაღების გაერთიანების საქმიანობაში ჩარევასა და დირექტორის დანიშვნის პროცესის ჩაშლის მცდელობაში სდებს ბრალს. 

ფონდ „სოხუმსა“ და ბათუმის საკრებულოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

 

 

კულტურულ-ჰუმანიტარულმა ფონდმა „სოხუმმა“ ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში პროექტი „გენდერული საკონსულტაციო საბჭო  – გაუმჯობესებული პერსპექტივები, ქალთა უფლებების განმტკიცება და რეგიონის ეფექტური მართვა“ წარმოადგინა. 

ტესტირება ქედის გამგეობაში

 

დღეს, 3 დეკემბერს, ბათუმის სახელმიფო უნივერსიტეტში ქედის გამგებლისა და ქედის გამგეობაში სხვადასხვა თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსის ტესტირება გაიმართა. მათ შორის ქედის გამგებლის თანამდებობაზეც. ტესტირებაში 54 მსურველი მონაწილეობდა. 

ცხრა წლის გოგონას მესამე ადგილი საერთაშორისო ტურნირზე

 

9 წლის ანადეა გულბიანი-შმიტი  საერთაშორისო ტურნირზე ფიგურულ სრიალში, მესამე ადგილის მფლობელი გახდა. ტურნირი სლოვენიაში 13-17 ნოემბერს მიმდინარეობდა. ანადეა გულბიანი-შმიტი რამდენიმე თვეა რაც თბილისიდან საცხოვრებლად ბათუმში გადმოვიდა. იგი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სპორტის ეს სახეობა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მსოფლიო პირველობისთვის აპირებს ბრძოლას. 

ვინ უნდა იზრუნოს ქუჩის ძაღლებზე

 

 

გასული კვირის ბოლოს ბათუმის მერიასთან ბათუმის ცხოველთა უფლებადამცველებმა აქცია გამართეს.  მათ  ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა გააპროტესტეს. აქციის მონაწილე, „გრინფისის“ მხარდამჭერთა ჯგუფის თავმჯდომარე ლაშა ჩხარტიშვილის თქმით ბათუმში მაღალია ცხოველთა მოკვდინების სასტიტი მოპყრობის რიცხვი.

 

ბათუმში ინკლუზიური სწავლების მოსწავლეები ორი თვეა სკოლაში ვერ დადიან

 

 

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მსოფლიო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ მე-6 სკოლის ინკლუზიური სწავლების ბავშვების მშობლებმა პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ მათი შვილები ორი თვეა ვერ დადიან სკოლაში.

სკოლა და ჩაცმის სტილი

 

 

„ბობ მარლი ამბობდა, ინდივიდუალიზმი არის ყველაზე მთავარი ადამიანში და ყველა უნდა ცდილობდეს შავ-თეთრი მასიდან გამორჩევასო. ჩემი ცხოვრების სტილს მისი მუსიკა მკარნახობს და ეს შტრიხები ჩემს ჩაცმულობაშიც აისახება“ _ გვეუბნება პირველი საჯარო სკოლის მეათეკლასელი მარიტა.  მის მაისურზე, რაც სკოლაში აცვია, მისი საყვარელი მომღერალია გამოსახული.

 

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მკურნალობის პრობლემები

 

არის თუ არა სამედიცინო სერვისები ხელმისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის? „ბათუმელები“ დაინტერესდა, რამდენად ახერხებენ შშმ პირები სრულფასოვანი სარეაბილიტაციო კურსის გავლას და რა სირთულეებს აწყდებიან მკურნალობის პროცესში. როგორც აღმოჩნდა, ბათუმში დღემდე არ არსებობს სრულფასოვანი სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც პაციენტებს საჭირო სერვისებით სარგებლობა შეეძლებათ. ამასთან, სახელმწიფო მხოლოდ 18 წლამდე ასაკის პირებს უფინანსებს რეაბილიტაციის კურსს. 

უკრაინას სოლიდარობა ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმაც გამოუცხადეს

 

ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გამართეს. სტუდენტები უნივერსიტეტის ეზოდან მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გაემართნენ. 

კანონის სახელით

 

<!** Image 1 align="left" alt="სულხან სალაძე " sub="სულხან სალაძე " width="300" height="412" >


ბოლო დღეებია მედია პრეზიდენტის ინაუგურაციისა და ინაუგურაციის თანმდევი მოვლენებით წაილეკა. მოკრძალებული და არაპომპეზური ინაუგურაციის პარალელურად, ხან პარლამენტში ატეხილი უწესო საქციელისა და ხანაც გუბერნატორების მიერ თანამდებობიდან არაფრსიმთქმელი გადადგომის შესახებ ვიგებდით ამბებს. 

ტენდერი არ შედგა – ბათუმის მერიის გასაჭირი

 

 

„ტენდერი არ შედგა“ – ამ ჩანაწერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერების შედეგებში ხშირად ვხვდებით. ჩაშლილი ტენდერი დროში აფერხებს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებსა და მერიის მუშაობას პრობლემებს უქმნის. ამ საკითხზე ბათუმის საკრებულოს სხდომებზეც ხშირად აპელირებენ. საკრებულოს წევრები მერიას კომპეტენციის ნაკლებობაში სდებენ ბრალს. ბათუმის მერს განსხვავებული მოსაზრებები აქვს.  

„იმდენი ვართ, რა მეითლის“

 

 

102 წლის ზექიე ბერიძე ქედაში, სოფელ ზესოფელში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების რთული გზა განვლო, უხუცესი ამბობს, რომ მხოლოდ იმითაც კმაყოფილია, რომ შვილები, შვილიშვილები გაზარდა და შვილთაშვილის შვილებსაც მოესწრო. 

შავი ზღვის სანაპირო ზოლში მიწისძვრა დაფიქსირდა

 

 

16 ნოემბერს, 03:49 წუთზე შავი ზღვის სანაპირო ზოლში მიწისძვრა დაფისირდა – ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრი აქვეყნებს.  

საქველმოქმედო კონცერტი ხანძრის შედეგად განადგურებული სკოლისათვის

 

2013 წლის 16 ოქტომბერს, 19.00 საათზე, ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი სახელწოდებით: ”გაიხარე – გამახარე”, რომელიც ეძღვნება 2011 წელს  ხანძრის შედეგად განადგურებული ჩაქვის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის სასულიერო სკოლის აღდგენით სამუშაოებს.  

პედაგოგები განათლების სამინისტროს ახალი ექსპერიმენტის მოლოდინში

 

 

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მასწავლებლების მხოლოდ 20%-ია სერტიფიცირებული. განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, თუკი პედაგოგების გამოცდა არსებული მეთოდით გაგრძელდებოდა, მალე სკოლების დახურვა მოუწევდათ, ამიტომაც განათლების სამინისტრომ შეიმუშავა კონცეფცია, რომელიც სერტიფიცირების პროცესს ჩაანაცვლებს. ამჟამად ზოგადსაგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ახალი სქემის გამოქვეყნებას ელიან. 

 

 

Exit mobile version