მეციტრუსეებს აჭარაში მანდარინი ხეზე დარჩათ

 

აჭარაში მეციტრუსეებს მანდარინი ხეზე დარჩათ.  გლეხების ნაწილმა თოვლის  გამო მანდარინი ვერ დაკრიფა. ხოლო ვინც მოკრეფა მოასწრო ვერ გაყიდა.  ჩაქვში, სოფელ ხალაში მცხოვრები მეციტრუსეები ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. 

 

“თუ დამირეკავენ ჩვენი ინტერვიუ შეწყდება”


“მე ვარ ერთი მოუსვენარი ადამიანი” – ასე იწყებს საკუთარ თავზე საუბარს ჟურნალისტი ნინო ხოზრევანიძე. იგი ამბობს, რომ საქმე ყველაფერზე მეტად უყვარს, ახალი ამბავიც ყველგან ეგულება და მუდამ ფხიზლადაა: “როცა ჩემი ტელეფონი რეკავს, სახლში აღარ მეკითხებიან მივდივარ თუ არა, პირდაპირ მისვამენ კითხვას:  ნინო, რა მოხდა? “

ჯინსები, ბებიას გარდერობში ნაპოვნი ტანსაცმელი და გოგონები მაღალ ქუსლებზე

 

 

როგორია ხელოვნების უნივერსიტეტში სტუდენტური ჩაცმის სტილი? –  პირველ რიგში ფერადი! ხელოვნების უნივერსიტეტში თუ იკითხავთ, ვისი ჩაცმის სტილია განსხვავებული, სტუდენტების სახელებს უმალ გეტყვიან. რამდენიმე მათგანს „ბათუმელები”  გაგაცნობთ.

ბათუმში ნაძვის ხე აანთეს

 

ბათუმში ერას მოედანზე აღმართული ნაძვის ხე ამ საღამოს აინთო. ევროპის მოედანზე სპეციალური ავტობუსით მოსულმა თოვლის ბაბუამ ტკბილეული დაურიგა ბავშვებს.  

გოდერძის უღელტეხილის სათხილამურო ბაზა – ხელისუფლების პასუხისმგებლობა

 

 <!** Image 1 align="left" width="300" height="512" >

გოდერძის უღელტეხილის სათხილამურო ბაზის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში რაულ თავართქილაძემ განაცხადა, რომ ახლანდელი ხელისუფლება არაფერს აკეთებს მისი ფინქციონირებისთვის.

„წინა ხელისუფლების მიერ გოდერძის უღელტეხილზე აშენდა სამთო სათხილამურო ბაზა, რომელშიც 40 მლნ ლარი დაიხარჯა. ეს სათხილამჯრო ბაზა არის საერთაშორისო სტანდარტების, საბაგიროებითა და სათხილამურო ბილიკებით მოწყობილი. შიდა კომუნიკაციებისათვის წელს დაახლოებით 8 მლნ ლარი იყო გამოყოფილი ხელისუფლების მიერ, მაგრამ არ ათვისებულა. გზები გაუწმენდავია, შუქი არ არის, პრაქტიკულად მიტოვებულია ეს სათხილამურო ბაზა“.

რაულ თავართქილაძესვე თქმით, გოდერძის უღელტეხილზე უნდა აშენებულიყო სასტუმროები, ბარ-რესტორნები, სადაც დასაქმდებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობა. არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება კი ინტერესს არ იჩენს.

„დღევანდელ ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ გოდერძის უღელტეხილის სათხილამურო ბაზა არის დაკეტილი და ხალხი დარჩა დაუსაქმებელი“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა რაულ თავართქილაძემ.

ბათუმის ხელოვნების მუზეუმს 15 წელი შეუსრულდა

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="512" >

 

ბათუმის ხელოვნების მუზეუმი დაარსებიდან 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით დღეს მუზეუმის აფიშების გამოფენა – „ისტორიული მიმოხილვა“ გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 15 წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების აფიშები, ასევე მუზეუმის აქსესუარები და სუვენირები.

 

„ყველა გამოფენისთვის კეთდებოდა სპეციალური აფიშა. თავდაპირველად ხელით იწერებოდა, მერე როცა განვითარდა პილიგრაფიული ბეჭდვა, ჩვენც დავიწყეთ პილიგრაფიული აფიშების ბეჭდვა“, – აღნიშნა მუზეუმის დირექტორმა ნინო ნიჟარაძემ.

 

ბათუმის ხელოვნების მუზეუმი 1998 წლის 19 დეკემბერს გაიხსნა. სხვადასხვა დროს აქ ჩატარებულა მხატვრების ვალერიან ილიუშინის, კახა ნიჟარაძის, გია ბუღაძის, რუსუდან ფეტვიაშვილის, მერაბ აბრამიშვილის, ბექა ბოლქვაძის, შოთა ზამთარაძის, გოგი ჩაგელიშვილის და სხვა მხატვართა ფერწერულ ნამუშევართა გამოფენები. ასევე გამოიფინა ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები.

 

2009 წელს, 18 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე მუზეუმი პაბლო პიკასოს შემოქმედებასაც მასპინძლობდა.

„დეიდა, შენ რამდენ სახლში გიცხოვრია?“ – 8 წლის ბიჭი სოფელ ავრანლოდან

 

 

მოყინულ გზას მივუყვები, მაგრამ არ მეშინია. მარტო არ ვარ. ჩემთან ერთად რამაზია. რამაზი რვა წლისაა. ხალისიანია, ჭკვიანი. უყვარს, როცა საახალწლო მაშხალებს ნაადრევად უშვებს, უყვარს როცა ყინულზე სრიალებს, უყვარს როცა სხვებისგან განსხვავდება… ხალისით მიყვება თავის ცხოვრებაზე, სკოლაზე, მეგობრებზე, ოჯახზე, ოცნებებზე. მიყვება მკაცრ ზამთარზე, თან სოფელს მათვალიერებინებს. 

ავთანდილ ბერიძის მანქანების რემონტში დახარჯული თანხა

 

ავტომანქანების შეკეთებაზე, რომლებიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავთანდილ ბერიძეს ემსახურება, 2013 წლის განმავლობაში 13 121 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

აჭარაში ელექტროენერგიის მიწოდება ხვალიდან სრულად აღდგება

 

 

აჭარის მთავრობი თავმჯდომარემ და “ენერგო პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის დირექტორმა ირაკლი ვახტანგაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. მათი თქმით, აჭარაში ხვალიდან  ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგება.  

ჩრდილების თეატრის სპექტაკლი ბათუმში

 

„უცნაური მხატვარი“   გიორგი ქათამაძის რეჟისურით დადგმული სპექტაკლი   „ჩრდილების თეატრმა“  ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში წარმოადგინა. მანამდე ეს სპექტაკლი მაღალმთიანი აჭარის ათ სკოლაში აჩვენეს. 

„დოდოს მოლოდინში“ – პრემიერა ბათუმში

 

20 დეკემბერს ბათუმის დრამატულ თეატრში რეჟისორ ვახტანგ ბერიძის სპექტაკლის, „დოდოს მოლოდინში“, პრემიერა გაიმართა. სპექტაკლში მესხეთის თეატრმა წარმოადინა. მასში მონაწილეობენ ახალციხისა და ხულოს თეატრიდან მიწვეული მსახიობები.  მთავარ როლს მესხეთის თეატრის მსახიობი ლია სულუაშვილი ასრულებს.

დახმარება სტუდენტების ორგანიზებით

 

 <!** Image 1 align="left" width="300" height="512" >

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში მენეჯმენტის პირველი კურსის სტუდენტებმა საქველმოქმედო კონცერტი გამართეს.

 

კონცერტი მე-6 სკოლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 40-მდე მოსწავლეს მიეძღვნა. კონცერტის ბილეთებიდან შემოსული თანხით სტუდენები ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქრების მომზადებას გეგმავენ.

 

„გვინდოდა გაგვეკეთებინა პროექტი, რომლითაც დავეხმარებოდით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. ერთი თვეა ვმუშაობთ. თავდაპირველად მოვიძიეთ კონცერტში მონაწილეთა მსურველები. განაცხადი შევიტანეთ ბანკებში და ველოდებით ფინანსურ დახმარებას. გარკვეული თანხა რომ შეგროვდება შემდეგ გადავწყვეტთ თუ რა ფორმით დავეხმაროთ ამ ბავშვებს”, – თქვა საქველმოქმედო კონცერტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი მეგრელაძემ.

 

საქველმოქმედო კონცერტში სხვადასხვა ანსამბლი და ასევე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე მონაწილეობდა.

 

კონცერტი „ვითიბი“ ბანკისა და „საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

სიგელები ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებს

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="512" >

 

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ  თერთმეტი ექიმი, სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელი და  სამინისტროს შვიდი თანამშრომელი დააჯილდოვა. მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ მათ მადლობის სიგელი 2013 წელს ჯანდაცვის სფეროში შეტანილი წვლილისათავის გადასცა.

 

„ჩემი თაობის ექიმებისთვის მე ვფიქრობ, ყველა ექიმი არის ჯილდოს ღირსი, ეს ის პერიოდია, როცა შუქი არ იყო და მთელი ღამე აპარატის ნაცვლად, ხელით  ვასუნთქებდით პაციენტებს. ეს ჩემთვის ნიშნავს მოტივაციას, რომ უფრო ღირსეულად ვიმუშაო“, – აღნიშნა რეფერალური საავადმყოფოს ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგმა გოჩა აბაშიძემ.

 

სამედიცინო დაწესებულებებიდან აღნიშნული სიგელები გადაეცათ

 

1. ნატალია ქობალავას – პედიატრი

2. გული ლორთქიფანიძეს – #1 პოლიკლინიკის ექთანი

3. ირაკლი სურმანიძეს – ხულოს სამედიცინო ცენტრის ექიმი ქირურგი

4. ანზორ ბროლაძეს – ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ მერისის ექიმი

5. სოსო სიხარულიძეს – ექიმი ფტიზიატრი ინფექციურ საავადმყოფოში

6. გოჩა აბაშიძეს – ექიმი რეანიმატოლოგი

7. თამარ ბახტაძეს – ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურის ცენტრის მთავარი ექიმი.

8. გიორგი გიორგაძეს – რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი

9. მინდია კახიძეს – ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი

10. გურამ დუმბაძეს – ექიმი სტომატოლოგი

11. მიხეილ ნაკაშიძეს – ვეტერან ექიმს, რომელსაც ამავე დროს 85 წლის იუბილარი იყო.

 

სამინისტოს თანამშრომლებს

 

1.ნაზი მგელაძეს

2. ლია ჩხარტიშვილს

3. თემურ ფუტკარაძეს

4. ივერი ბოლქვაძეს

5. ანზორ ბალაძეს

6. დარეჯან ჯღამაძეს

7. მამია ხარაზს

 

„უკვე ცხრა წელია ვმუშაობ ჯანდაცვის სამინისტროში. მოულოდნელი იყო. არ ვიცოდი ამის შესახებ. ყველაზე მეტად გამიხარდა ის, რომ მე ვაკეთებ ჩემთვის საყვარელ საქმეს და სამინისტრომ დაინახა ჩემი შემოქმედებითი საქმიანობა ამ სამსახურში. ძალიან ბედნიერი ვარ და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ იმ ადამიანს, რომელსაც წვლილი მიუძღვის ჩვენ დაჯილდოებაში“– აღნიშნა სამინისტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ნაზი მგელაძემ.

 

23 დეკემბერს მედიცინის მუშაკთა დღე აღინიშნება, სიგელების გადაცემის ცერემონიაც ჯანდაცვის სამინისტროში ამ დღესთან მიმართებაში გაიმართა. სიგელებით დაჯილდოებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძეც ესწრებოდნენ.

 

აჭარაში მედიცინის მუშაკთა დღე 1996 წლიდან აღინიშნება.

რა მოთხოვნებს უყენებს სამინისტრო სკოლის დირექტორობის მსურველებს

 

 

გამოცდილება, მომზადების დონე, ინტელექტი, პირადი თვისებები, ხასიათი, კომპეტენტურობა, განწყობა და განსაკუთრებული უნარები – ეს ის კრიტერიუმებია, რასაც სკოლის დირექტორობის მსურველების აზრით, დირექტორობის კანდიდატი კონკურსის მეორე ეტაპზე, ანუ გასაუბრებაზე უნდა აკმაყოფილებდნენ. გასაუბრება სკოლის დირექტორობის კანდიდატებთან უკვე შედგა, ვინ გადალახა გასაუბრების ეტაპი, ამის თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ რომ გასაუბრების შედეგები უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი: „ახლა წინ გვაქვს აპელაციის ეტაპი“.

 

 <!** Image 2 align="left" width="360" height="360" >

„შინი“, „მგზავრები“ და „ვია გრა“ ბათუმში

 

ბათუმი ახალი წლის შესახვედრად ემზადება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი  ბათუმის მცხოვრებლებსა და სტუმრებს არაერთ გასართობ ღონისძიებას სთავაზობს.   საახალწლო ღონისძიებები  25 დეკემბრიდან 20 იანვრამდე გაგრძელდება. 

„მოსასპობი“ ტერმინები თომასგან


სმენადაქვეითებული და არა ყრუ-მუნჯი, უსინათლო და არა ბრმა,  შშმპ, ანუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და არა უნარშეზღუდული, ხეიბარი ან ინვალიდი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ საზოგადოებაში შშმ პირების მიმართ სწორი ტერმინოლოგიის დასამკვიდრებლად კამპანიას იწყებს.

 

უკანასკნელი დათვი

 

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 1643 მურა დათვი ბინადრობს. კვლევა 2012 წელს ჩატარდა. სხვადასხვა კვლევის მიხედვით მეოცე საუკუნის განმავლობაში დათვი გაქრა წალის ტყიდან და აღარ ცხოვრობს ჯავახეთის ზეგანზე, დიდ და მცირე კავკასიონის შორის არ ხდება მდედრი დათვების გადანაცვლება, უფრო დეტალური ინფორმაცია  და მონაცემები კი არ არსებობს. 

“At Tako” – ვინტაჟი, სამკაულები და იდეები

 

 

“მაღაზია არ არის, უფრო სახელოსნოა ჩვენი სივრცე, სადაც ვაკეთებ სამკაულებს, მოგვიანებით კი ვყიდი.” – ასე იწყებს თავის მაღაზია-სახელოსნოზე საუბარს თაკო მასალკინა. “At Tako” ნინა და თაკო მასალკინებმა ოთხი თვის წინ გახსნეს, “ბათუმელები” მათ მაღაზიას ესტუმრა. 

საზღვაო ცენტრი „ანრი“ გილოცავთ შობა-ახალ წელს


<!** Image 6 align="left" width="600" height="740" >ბათუმის საზღვაო სასწავლო ცენტრი „ანრი“ ულოცავს დამდეგ შობა-ახალ წელს თავის ყველა თანამშრომელს, სტუდენტს, კურსდამთავრებულს, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ბათუმის, ფოთისა და ყულევის პორტის  ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს, ბათუმის საზღვაო აკადემიის, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ყველა თანამშრომელსა და სტუდენტს, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს, აჭარის მთავრობას, უმაღლეს საბჭოს და რა თქმა უნდა საქართველოში მცხოვრებ ყველა  ადამიანს.

 

 

2014 წელი ყოფილიყოს სრულიად საქართველოსთვის ბედნიერების, წარმატების, წინსვლის და ეკონომიკურად გაძლიერების წელიწადი! 


 

საზღვაო სასწავლო ცენტრ „ანრის“ ადმინისტრაცია


ეკომიგრანტები ისევ დახმარების მოლოდინში

 

 

მას შემდეგ, რაც მათთან მოსალაპარაკებლად ბიძინა ივანიშვილი მივიდა და პრობლემის მოგვარების პირობა მისცა, აჭარის მთავრობის სახლის წინ გამართული კარვები  დაშალეს, შიმშილობა შეწყვიტეს და სახლებში დაბრუნდნენ. როგორ ცხოვრობენ დღეს წალკაში დაბრუნებული ეკომიგრატები და შეასრულა თუ არა მთავრობამ დაპირება? – ამის გარკვევას „ბათუმელები“ გასულ კვირას ცდილობდა.

“პირად ცხოვრებაზე საუბარი არ მიყვარს” – რას უკავშირდება ყოფილი ჟურნალისტის გეგმები

 

 

ერთი წელია ეკრანზე ჟურნალისტისა და დიქტორის ამპლუაში აღარ ჩანს, თუმცა ლიზი თედორაძეს “ტელეარხ 25”-ის მაყურებლები კარგად იცნობენ. ახლა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში მუშაობს და მისი საქმიანობაც ისევ ჟურნალისტებთან ურთიერთობას ითვალისწინებს. ეს სამინისტრო წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის დაჯილდოვდა და მიუხედავად იმისა, რომ ლიზის, როგორც პრესსამსახურის წარმომადგენლის მუშაობით ბევრი ჟურნალისტია კმაყოფილი, იგი ერთ ადგილას ყოფნას დიდხანს არ აპირებს. მისი გეგმები ისევ ჟურნალისტიკას უკავშირდება.    

„ფული ჯანდაცვის სფეროში, განკუთვნილია ღარიბი ადამიანებისთვის“

 

 

2014 წელს აჭარის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 9 მილიონ 34 ათასი ლარი იქნება. როგორ გეგმავს მუშაობას სამინისტრო მომავალ წელს, რამდენი ლარით გაიზრდება სოფლის ექიმების ხელფასი და რა შედეგი აქვს წელს სამინისტროს – ამის შესახებ „ბათუმელები“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ნუგზარ სურმანიძეს ესაუბრა. 

„ადაპტირებული ავტობუსები მოუხერხებელია შშმ პირებისათვის“

 

ორგანიზაციამ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის” დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გამართა, სადაც საინიციატივო ჯგუფის ”სამართლიან ინიციატივასთან” ერთად ჩატარებულ კვლევაზე ისაუბრეს. მათი თქმით შშმ პირებისთვის ადაპტირებული საქალაქო ავტობუსები მოუხერხებელია და რთულია ეტლით ასვლა. ასევე ზოგი ავტობუსის კარი დაზიანებულია, რაც ხელს უშლის პანდუსის გამოყენებას.  

ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე – რედაქტორის სვეტი

 

<!** Image 1 align="left" width="400" height="960" >ეს ამ წელში „ბათუმელების“  ბოლო ნომერია. მართალია, ერთი ორშაბათი კიდევ გვაქვს წინ, მაგრამ ვიცი, 30 დეკემბერს ჩვენი მკითხველი, ისე როგორც სხვები, საახალწლო სამზადისზე ხართ გადართული, ანუ ამ პერიოდში „მთავარი ამბავი“ სამზარეულოში ხდება. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ ცოტა ხნით „ბათუმელებისგან“ დაგასვენოთ. 

ჟურნალისტური ქარტიის საბჭოს ახალი წევრები

 

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დღეს ქარტიის საბჭოს სამი ახალი წევრი აირჩია: აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერი ირინა ყურუა და გაზეთ “სამხრეთის კარიბჭეს” რედაქტორი ნინო ნარიმანაშვილი რეგიონული მედიის კვოტით და ნინო ზურიაშვილი  – თბილისის კვოტით. არჩეული წევრები სამი წლის ვადით იმუშავებენ ქარტიის საბჭოში. 

აჭარის ტელევიზიის დირექტორად სოსო სტურუა აირჩიეს

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="300" >

 

აჭარის ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობამ დღეს, 20 დეკემბერს, სოსო სტურუა დირექტორად დაამტკიცა. ხმები ასე გადანაწილდა – ერთი ხმა თინათინ ცისკარაძემ, ხოლო ორი ხმა სოსო სტურუამ მიიღო. სოსო სტურუა ტელევიზიის მოქმედი დირექტორი იყო. საბჭოს წევრებმა უპირატესობა ფარულ კენჭისყრას მიანიჭეს.

 

 

ამ ეტაპზე ტელევიზიის ხუწევრიან სამეთვალყურეო საბჭოში მხოლოდ სამი წევრი – ნატა იმედაიშვილი, ზაზა ხალვაში და გიორგი ირემაძე მუშაობენ. უმაღლესი საბჭოს მიერ ორ წევრის – ვახტანგ ღლონტსა და ოლღა ჟღენტს დამტკიცება, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 19 ოქტომბერს უკანონოდ სცნო. სასამართლომ ბათილად ცნო აჭარის უმაღლესი საბჭოს ის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო მხოლოდ “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი კანდიდატებით დაკომპლექტდა. 

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ უმაღლეს საბჭოს დაავალდებულა გამოსცეს ბრძანება და ტელევიზიის ბორდში „ნაციონალური მოძრაობის“ წარდგენილი კანდიდატის, ბეჟან გობაძის დამტკიცებაზე. დღეს, 20 დეკემბერს სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი კანდიდატის, ირაკლი დარცმელიძის საჩივარიც უნდა განეხილა. თუმცა, უმაღლესი საბაჭოს წარმომადგენლის გამოუცხადებულობის გამო სასამართლო პროცესი გადაიდო.

 

უმაღლესი საბჭოს იურისტის, გელა ღოღობერიძის თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ისინი აუცილებლად გაასაჩივრებენ სასამართლოს შემდგომ ინსტანციაში.

 

აჭარის ტელევიზიის დირექტორობის კონკურსში მონაწილეობდნენ სოსო სტურუა (მოქმედი დირექტორი), მირანდა ჩარკვიანი (სახალხო დამცველის ოფისის ყოფილი თანამშრომელი), ირაკლი თავართქილაძე (საქართველოს ყოფილი ელჩი საბერძნეთში), სულხან მელაძე (კონსტიტუციონალიზმის ცენტრის ყოფილი პრესსპიკერი), თამილა დოლიძე და თინათინ ცისკარაძე (ჟურნალისტები).

ბათუმის ბაზარში ხორცის სექცია დაიკეტა

 

 

სურსათის უვნებლობის სამსახურმა ბათუმში ბონის ტერიტორიაზე არსებულ ცენტრალურ ბაზარში ხორცის  და თევზის განყოფილება დახურა. როგორც ამ სამსახურის ხელმძღვანელი ილია სირაბიძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, ბაზრის დახურვის მიზეზი, ციმბირის წყლულის (ჯილეხის) ორი შემთხვევა იყო, რომელიც ბათუმში რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა. 

აჭარის ახალი პროკურორი „ნაცმოძრაობისდროინდელი“ პრინციპით

 

 

„პრესცენტრს მიმართეთ და გაგცემენ პასუხს“, –  თქვა აჭარის ახალმა პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა და ტელეფონი გათიშა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა აჭარის პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირმა „ბათუმელები“  პრესცენტრში გადაამისამართა.

 

შეხვდრა ციტრუსის გაყიდვის საკითხზე


<!** Image 1 align="left" width="300" height="2336" >


მანდარინის სეზონთან და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „უხუცეს ექსპერტთა კავშირის“ წევრებმა, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე როსტომ შერვაშიძესთან ერთად იმსჯელეს.

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადილე შეხვერდით კმაყოფილი დარჩა:

 

„შეხვერდრაზე განვიხილეთ, სოფლის-მეურნეობის საკითხები, ძირითადად ციტრუსის დამზადება-გადატანა-გასაღება სხვა ქვეყნებში. კარგად მომისმინეს, კმაყოფილი მივდივარ. მათი მთავარი სათქმელი იყო ის, რომ გლეხს არ დარჩეს მოკრეფილი ციტრუსი. წელს მოსავალი ძალიან დიდია, ასეთი მოსავალი 20 წლის უკან ყოფილა. ვცდილობთ არა მარტო ახალ წლამდე, შემდეგშიც გავაგრძელოთ რაალიზება სხვა ქვეყნებში“.

 

მინისტრის მოადგილისვე თქმით, ამ ეტაპზე გატანილია 29 ათასი ტონა ციტრუსი უკრაინაში, ბელორუსში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და მოლდოვაში. ხოლო შიდა ბაზარზე გაყიდულია 2 ათას ტონა ციტრუსი.

 

„უხუცეს ექსპერტთა კავშირის“ თავმჯდომარე, თამაზ ცინცაძე დადებითად აფასებს სახელმწიფო მოხელესთან შეხვედრას:

 

„დამაიმედებელი იყო მისი [მინისტრის მოადგილის] განცხადება. ცუდი ამინდების გამო მოსახლეობა დაზარალდა, ხელისუფლება კი ცდილობს ხელი შეუწყოს და იმედი არ გაუცრუვდეს. მან ასევე, აღნიშნა, რომ თუ მის მიერ დამზადებული ციტრუსი გადაკვეთს საზღვარს, ყოველ დამზადებულ ხარისხიან ციტრუსზე დამატებით მიიღებს 15 თეთრს, ხოლო წუნდებულ პროდუქციაზე 10 თეთრს“.

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირი ყოველ ოთხშაბათს იკრიბება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში და განიხილავს იმ საკითხებს, რაც საზოგადოებას აინტერესებს. იწვევენ საკითხთან მიმართებაში კომპეტენტრურ პირს და პრობლემის გადაწყვეტაზე მსჯელობენ.

 

შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა მომავალი შეხვედრა, რომელიც 8 იანვარს შედგება და განიხილავენ საახალწლო პერიოდში ციტრუსის რეალიზების შედეგს.

 

მეწყერსაშიში ზონები აჭარაში – „ღმერთის იმედად უნდა ვიყოთ“

 

აჭარის სოფლებში თოვლის საფარი ორ მეტრს აჭარბებს, სინოპტიკოსების ვარაუდით ამინდი ისევ გაუარესდება. გამოდარების შემდეგ  თოვლის დნობა სოფლებში მეწყერსაშიში ზონების გააქტიურებას გამოიწვევს.  

ხარვეზები ეროვნულ სასწავლო გეგმაში

 

 

რატომ გაძლიერდა რეპეტიტორების ინსტიტუტი და უკავშირდება თუ არა ეს ხარვეზებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში?- სკოლის პედაგოგები აცხადებენ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები ერთმანეთთან შეუსაბამობაშია, სამინისტრო კი ეროვნული სასწავლო გეგმის ხარვეზებს აღიარებს და მის ცვლილებას გეგმავს.

 

უფასო გამოკვლევა ბავშვებში ბრტყელტერფიანობასა და ხერხემლის პრობლემებზე

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის პრესრელიზის თანახმად, 22 დეკემბრერს, ბათუმში ბავშვებს ბრტყელტერფიანობასა და ხერხემლის პრობლემებზე უფასოდ გასინჯავენ:

 

პრესრელიზის მიხედვით, „2013 წლის 22 დეკემბერს, 10:00-დან 16:00 საათამდე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი-ნევროლოგი, რეაბილიტოლოგი მიხეილ სანდლერი ქ. ბათუმში, შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის“ ბაზაზე ჩაატარებს უფასო სამედიცინო გამოკვლევებს.

 

აქციის ფარგლებში ექიმი გასინჯავს 6-დან 18 წლამდე ბავშვებს. მოზარდები შემოწმდებიან ხერხემლის დაავადებებზე და ბრტყელტერფიანობაზე. დაავადების გამოვლენის შემთხვეში პაციენტებს მიეცემათ რეკომენდაცია.

 

უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის მიხეილ სანდლერის ინიციატივით, საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხადაჭერით.

 

დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრს, მის: ბარათაშვილის ქ. N30, ტელ: (0422) 27-73-03 ან აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, მობ: 577 75-01-20“.

 

ჩემი კლასელი თემური

 

მახსოვს, ერთხელ მასწავლებელმა გაკვეთილების შემდეგ, სულ რაღაც 15 წუთით დატოვა ერთი ჩემი კლასელი თემური მარტო, რადგან არასდროს სწავლობდა არაფერს. ამ დროს  მე და  რამდენიმე მისი მეგობარი არ წავსულვართ,  ვიცოდით რამდენიმე წუთს გაგრძელდებოდა და ველოდებოდით, როდის გამოუშვებდა. არ დამავიწყდება მისი შეშინებული, უიმედო და ჩამქრალი თვალები, როცა მასწავლებელმა კარი გაუხსნა  და გამოუშვა.

 

ზუსტად ასეთი თვალები ვნახე ამ კვირაში, ოღონდ ბევრი, მთელი ქალაქის.

თეომ ვაკო დაიმახსოვრა

 

„ის ჩემი ადამიანია, მაგრამ არ მგავს, საერთოდ არ ვგავართ ერთმანეთს. ბავშვობიდან მოვდივართ, მაგრამ არ დავღლილვართ, ალბათ იმიტომ, რომ ყოველი დღე ახალია, ხშირად რაღაც ახალს აღმოვაჩენ ხოლმე. აღფრთოვანებული? -უფრო გაოცებული ვრჩები, მიკვირს, რომ ამდენი დრო გავიდა და ეს არ ვიცოდი.  ხანდახან ვეკითხები, სად იყავი ან როგორ ცხოვრობდი ჩემამდე? – ვეუბნები, შეიძლება ერთმანეთს ბევრჯერ გვერდით ჩავუარეთ და არ ვიცოდი, რომ შენ იყავი, იმასაც ვეუბნები, შეიძლება მე რაღაც მტკიოდა და შენ ამ დროს ცეკვავდი-მეთქი. ამ დროს მას ეღიმება. მპასუხობს, არ შეიძლებოდა ჩვენ ერთმანეთს არ შევხვედროდითო.“  –  თეო ვაკოზე მიყვება.  ვაკო აფხაზავა ტურიზმის დეპარტამენტის  თანამშრომელია, თეონა დიასამიძე კი  ბათუმის  „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ოფისის კოორდინატორი. ცოტა ხნის წინ მათ ოჯახი შექმნეს.

ვინ იქნება შემდეგი – კრიტიკა ჯიპების გამო

 

 

 „კარგია, ამას გარდაბნის საკრებულოც უნდა მიემატოს“,  –  ასე გამოეხმაურა პარლამენტარი უმრავლესობიდან თამარ კორძაია ავთანდილ ბერიძის მისამართით კახი კალაძის გამოთქმულ შენიშვნას. დეპუტატმა ძვირადღირებულ ავტომანქანის შეძენის სურვილის გამო მინისტრის მიერ ავთანდილ ბერიძის მიმართ გამოთქმული საყვედური მოიწონა. თუმცა აჭარის უმაღლესი საბჭო არ არის ერთადერთი, ვინც ძვირადღირებულ მანქანებს ყიდულობს ბიუჯეტის ფულით.

  

ჯილეხის შემთხვევა ბათუმში

 

ბათუმში ჯილეხის შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც „ბათუმელებს“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, დაავადების მქონე ნიშნებით ქალბატონი სამკურნალო დაწესებულებაში გუშინ შევიდა, დღეს დილით კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა.

Exit mobile version