ბათუმელი “ანჯელინა ჯოლი”

 

 

21 წლის ბათუმელ მარი იორდანაშვილისა და ამერიკელ მსახიობ ანჯელინა ჯოლის მსგავსება ერთი შეხედვითაც ჩანს. თუმცა  მარის არ მოსწონს, ცნობილ მსახიობს რომ ადარებენ: “შევეჩვიე ამ შედარებას, ქუჩაშიც მესმის ხოლმე – როგორ ჰგავს ანჯელინას. მსგავსება შეიძლება მართლაც გვაქვს, მაგრამ მე ვერ ვამჩნევ, არ მომწონს, რომ ჯოლის მადარებენ, ჯობია, არავის ჰგავდე და შენ შენ იყო.” 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ორი რწმუნებული დააკავეს

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურმა პოლიციამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების  სალიბაურისა და კაპრეშუმის თემის რწმუნებულები დააკავა. ფინანსური პოლიცია მათ თანამდებობის ბორიტად გამოყენებასა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უკანონოდ მითვისებას ედავება. 

მთავრობა ახლადშეძენილი სახლების ეკომირანტებისთვის გადასაცემად განაცხადების მიღებას იწყებს

 

დღეიდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ლტოლვილთა და განსახლების დეპარტამენტი  სტიქიით დაზარალებული ოჯახებისგან განაცხადების მიღებას იწყებს. დეპატამენტს უნდა მიმართონ აჭარაში მცხოვრებმა ოჯახებმა, რომლებსაც კახეთში, იმერეთსა და სამეგრელოს რეგიონებში სახელმწიფოს მიერ შესყიდულ სახლებში შესახლების სურვილი აქვთ.

„სოკარის“ განმარტება

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="512" >

 

20 იანვარს „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარასთან“ მომხმარებლების და კერძო კომპანიების მიერ გამართულ აქციასთან დაკავშირებით, რომლის მონაწილეებიც არჩევანის უფლების შეზღუდვას აპროტესტებდნენ, კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა „სოკარ-ჯორჯია გაზის“ დირექტორის მოადგილე და კომერციული უსაფრთხოებისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა დავით ლეკიშვილმა და „სოკარ-ჯორჯია გაზის“ დირექტორის მოადგილემ ანტონ სამსონიძემ განმარტება გააკეთეს. 

ონკოლოგიურ დაავადებათა მქონე პაციენტების გამოკვლევებს დააფინანსებენ

 

ბათუმის მერია ონკოლოგიურ დაავადებათა მქონე პაციენტების გამოკვლევებსა და მკურნალობას დააფინანსებს. 30-დან 60 წლამდე ასაკის ქალები  გამოკვლევებსა და მკურნალობას ბათუმის ონკოლოგიურ ცენტრში უფასოდ ჩაიტარებენ. 

დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადლიის ბაზაზე

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია სამხედრო ობიექტებზე დასრულებული ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტების მონახულების მიზნით, დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების, ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ბაზაზე ჩავიდა. 

ამბულატორიული დიაგნოსტიკური კვლევა უფასოდ

 <!** Image 1 align="" width="360" height="400" >

 

ამოქმედდა ჯანმრთელობის დაცვის ახალი ქვეპროგრამა „ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა“.  

 

საქველმოქმედო საღამო „იმედის“ გმირის დასახმარებლად

 

დღეს ქედის კულტურის სახლში 14 საათზე საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. საქველმოქმედო მარათონი, რომელიც საქველმოქმედო საზოგადოება „თერჯოლის იმედის სახლის“ თხოვნით ქედის კულტურის ცენტრი მართავს, საათნახევარს გაგრძელდება და შემოსული თანხა სატელევიზიო პროექტ „იმედის გმირის“ გამარჯვებული ქალბატონის საზღვარგარეთ მკურნალობას მოხმარდება.

ზედამხედველობამ მანდარინის გადამყრელები ვერ გამოავლინა

 

<!** Image 1 align="left" alt="მანდარინი" sub="მანდარინი" width="300" height="2432" >

 

გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ვერ გამოავლინეს კანონმდამრღვევი პირები, რომლებმაც მანდარინი მდინარეში გადაყარეს.

ბათუმში მიწის ფასი ხელახლა დადგინდება

 

ბათუმის მერია ქალაქის ზონირების ხელახლა დადგენასა და აღნიშნულ ზონებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრაზე მუშაობს. 

გამოძიება ანბანის კოშკის საქმეზე

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ბათუმში, ანბანის კოშკის მშენებლობის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების წარმოების სისწორისა და საბიუჯეტო თანხების მიზნობრივად ხარჯვის კანონიერებას სწავლობენ. 

 

<!** Image 1 align="left" width="360" height="720" >

ქედის ანსამბლები ფესტივალზე ლატვიაში


<!** Image 1 align="left" width="360" height="510" >


ლატვიაში დაგეგმილ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში საქართველოს სახელით ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „ელესა“ და „ფოლკლორულ ინსტრუმენტალური ბენდი“ წარსდგება.

მოსწავლეებს პროფესიის შერჩევაში დაეხმარებიან

 

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ პროექტს – ,,პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამას’’ იწყებს, რომლის მიხედვით, საბაზო და საშუალო საფეხურის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს,   პროფესიებსა და დასაქმების პერსპექტივებზე გაკვეთილები ჩაუტარდებათ.  ახალი პროექტი 2014 წლიდან ამოქმედდება.

დისკუსია: ქართული საზოგადოება და მისი მოქალაქეობრივი თვითშეგნება

 

 23 იანვარს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით გაიმართება დისკუსია თემაზე: ქართული საზოგადოება და მისი მოქალაქეობრივი თვითშეგნება.

თოჯინების თეატრი ისევ რემონტშია

 

„პროექტში კორექტირების შეტანის, ტენდერის გამოცხადების და გამარჯვებული ფირმის მიერ სამუშაოების შესრულების გათვალისწინებით, თოჯინების თეატრის რეაბილიტაცია მაისში დამთავრდება“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ საუბარში „ბათუმის თოჯინების თეატრისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის“ ხელმძღვანელმა მედეა ჩარკვიანმა.

პარლამენტი ავტოპარკის გამართვაში ნახევარ მილიონამდე ლარს დახარჯავს

 

 

საქართველოს პარლამენტის აპარატი ავტომანქანებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება-ტექ-მომსახურებისთვის 414 ათას 655 ლარზე ხელშეკრულებას 23 იანვრამდე გააფორმებს. 

აჭარის მთავრობა კვლევებს იწყებს

 

აჭარის მთავრობა რეგიონის „საინვესტიციო მიმზიდველობის პოტენციალის“ შეფასების მიზნით კველევების ჩატარებას გეგმავს. ამისთვის რესპუბლიკურ ბიუჯეტში 150 000 ლარი გაითვალისწინეს. 

მაღალმთიანი აჭარის სოფლებში მისასვლელ გზებს თოვლისგან წმენდენ

 

ამ წუთებში, ხულოს მუნციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში და ღორჯომის თემში მისასვლელ გზებს თოვლის საფარისგან  წმენდენ. 

კონკურსი სტუდენტებისთვის

 

არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა აცხადებს კონკურსს სტუდენტებისათვის თემაზე: კანონთან კონფლიქტში მყოფი ახალგაზრდების უფლებები,

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა



რამდენიმე საათის წინ ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკონთან მეწყერი ჩამოწვა. თოვლის მასის ჩამოშლამ გზის ჩაკეტვა გამოიწვია. გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც  მიმდინარეობს – გზას შპს „ზიმო-7“ ახორციელებს, მიმოსვლის აღდგენას კი ათეულობით ავტომობილი ელოდება.


ხვალ, აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვები დაიდგმება

 

 

ბათუმში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებსაც ბანკებში პრობლემური სესხები აქვთ, ხვალ  მთავრობის სახლის წინ კარვებს გაშლიან. მოქალაქეებმა კარვების გაშლის ნებართვა დღეს ბათუმის მერიისგან გამოითხოვეს. აქციებს პერმანენტული სახე ექნება. 

 

კომპანიები „სოკარის“ წინააღმდეგ

 

დღეს ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩა 20-ში, გაზის კომპანია „სოკარის“ ოფისთან მომხმარებლებმა და კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა, საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, „სოკარი“ აბონენტებს უფლებას არ აძლევს, სხვა კომპანიების მომსახურებით ისარგებლონ. აქციაზე ინცინდენტიც მოხდა, რის გამოც კერძო კომპანიის და „სოკარის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი, პოლიციამ სამხარაულის ექსპირტიზის ბიუროში შემოწმებაზე წაიყვანა.    

 

 

ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მთავრობისგან

 

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახალი სტანდარტული ნაგავსაყრელის მშენებლობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში 2014 წლის ივნისში უნდა დაიწყოს. გარემოს დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსის ინფორმაციით კი, პროექტის განხორციელებაზე ჯერ სამინისტროს ნებართვა არ გაუცია.

სტუდენტებმა რუსთაველის ბიუსტის დაზიანება გააპროტესტეს

 

დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა რუსთაველის ბიუსტის დაზიანების ფაქტი გააპროტესტეს.  

სოლიდარობის აქციას ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან

 

 

ხვალ 17:00 საათზე, ქალაქ ბათუმში, სტუდენტური მოძრაობა”ალტერნატივა”-ს ორგანიზებით გაიმართება სოლიდარობის აქცია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

 

 

<!** Image 1 align="" sub="სტუდენტები სოლიდარობის აქციას გეგმავენ" width="360" height="400" >

„ექსპერიმენტალური თეატრი“ ფესტივალზე მიემგზავრება



ბათუმის „ექსპერიმენტალური თეატრის“  მორიგი წარმატება, სტუდენტური დასი, საფრანგეთის შემდეგ ამერიკის ინტერნაციონალურ თეატრალურ ფესტივალზე მიიწვიეს. სპექტაკლი „მელოტი მომღერალი ქალი“  – ფლორიდის ქალაქ ვენისში იქნება ნაჩვენები.


<!** Image 1 align="middle" sub="„ექსპერიმენტური თეატრი ყველგან“" width="360" height="637" >





სტუდენტი დიზაინერის მოგზაურობა პარიზში

მარი გოგოლიშვილი ტანსაცმლის დიზაინერია, ხელოვნების უნივერსიტეტის მესამე კურსზე სწავლობს. პროფესია ბავშვობაში აირჩია, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თოჯინებისთვის კაბებს კერავდა. „ჩემი თოჯინების ტანსაცმელი არასოდეს მომწონდა, რაიმე ჩემეული უნდა შემეკერა მათთვის. ვზრუნავდი ყველაფერზე, ვარცხნილობაზე, მაკიაჟზე, მაშინ რა თქმა უნდა არ ვფიქრობდი, რომ ამის კეთება ადამიანებისთვისაც მომიწევდა.“ – ამბობს მარი, რომელიც ექსპერიმენტული სპექტაკლის – „მელოტი მომღერალი ქალის“ კოსტიუმების მხატვარი და ვიზაჟისტია და წელს პარიზშიც იმოგზაურა დასთან ერთად.

„ბუნგალო“ 20 წლით სხვისდება

 

ბათუმის ბულვარში მდებარე კაფე-ბარ „ბუნგალოს“ (1127 კვ.მ  მიწის ნაკვეთს) აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 20 წლით ასხვისებს. წლიური სარგებლობის საწყის ფასად მიმდინარე ელექტრონულ ტენდერში 65 ათასი ლარია მითითებული. ტენდერი 30 იანვარს უნდა დასრულდეს.

 

<!** Image 1 align="left" width="360" height="683" >

მეციტრუსეები შესაძლოა დააჯარიმონ

 

 

მეციტრუსეები, რომლებმაც რეალიზაციის გარეშე დარჩენილი მანდარინი მდინარესა და სანიაღვრე არხებში გადაყარეს, შესაძლოა  დაჯარიმდნენ. ამის თაობაზე კომენტარს გაზეთ „ბათუმელებთან“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვახტანგ ღოღობერიძე აკეთებს. 

 

ბათუმში „პუმა“ გაქურდეს

 

 

ბათუმში, ბარათაშვილის და მელაშვილისა ქუჩების კვეთაში მდებარე „პუმას“ მაღაზია გაქურდეს. მომხდარ ფაქტს ადასტურებს როგორც მაღაზიის მენეჯერი ბიძინა მაკარაძე, ასევე შს სამინისტრო. ქურდობა 18 იანვარს მოხდა. 

 

<!** Image 1 align="" sub="„პუმას“ მაღაზია ბათუმში" width="360" height="360" >

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გასულ წელს 15 271 საქმე განიხილა

 

2013 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში იყო 15 271  სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმე. 

აგარაში გზა ისევ ჩაკეტილია

 

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა აგარაში ჩამოწილი მეწყრის შედეგად, სოფელთან მისასვლელი გზა ჩაიკეტა.  როგორც სოფლის რწმუნებული ნუგზარ სურმანიძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, სოფელში მეწყერი 14 იანავრს ჩამოწვა, თუმცა ტექნიკური სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. 

დღეს ქობულეთში ახალი სკოლა გაიხსნა

 

დღეს ქობულეთში ახალი სკოლა გაიხსნა. ქობულეთის N1 საჯარო სკოლას დღეიდან ახალი შენობა ექნება. დღესვე გაიხსნა აჭყვის რეაბილიტირებულ საჯარო სკოლა.  გახსნის ცერემონიალს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ. 

Exit mobile version