ბათუმის პრესკაფეში “წიგნების ბაზრობაა” გამართული. “ლოგოს პრესის”, “დიოგენეს”, “პალიტრას”, “სულაკაურის” და “ქარჩხაძის” საბავშვო, შემეცნებითი და საკითხავი ლიტერატურა 20%-50% ფასდაკლებით იყიდება.
ბათუმელები
ბათუმის პრესკაფეში “წიგნების ბაზრობაა” გამართული. “ლოგოს პრესის”, “დიოგენეს”, “პალიტრას”, “სულაკაურის” და “ქარჩხაძის” საბავშვო, შემეცნებითი და საკითხავი ლიტერატურა 20%-50% ფასდაკლებით იყიდება.
ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სკვერში არსებული შოთა რუსთაველის ბიუსტი დაზიანებულია. ძეგლზე ნაწილობრივ მოგლეჯილია ლითონის დაფა.
ბათუმის საკათედრო ტაძარში დღეს 150 ადამიანი მოინათლა. მათ შორის ჩვილი ბავშვებიც. საკათედრო ტაძრის დეკანოზ ანდრიას თქმით გასულ წელს მონათვლის მსურველები უფრო მეტნი იყვნენ.
ბათუმში, ბონის დასახლებაში საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. დადიანის ქუჩაზე მდებარე ბარაკის ტიპის საცხოვრებელი მთლიანად დაიწვა, მეზობლად მდებარე სახლის სახურავი კი დაზიანდა.
ძველი ბათუმის უბანში ჭიშკრებისა და სადარბაზოს კარების დამონტაჟება წელსაც გაგრძელდება. ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებულმა განვითარების ფონდმა შესაბამისი ელექტრონული ტენდერები უკვე გამოაცხადა.
აჭარის სოფლის მეურნეობის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ასევე განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროებს გასულ 2013 წელს, თავიანთ ბალანსზე არსებული ავტომანქანების რემონტისა და შენახვისთვის 71 868 ლარი აქვთ დახარჯული. მათგან ყველაზე დიდი ხარჯი ფინანსთა სამინისტროს აქვს გაღებული.
წუხელ ბათუმში ბიზნესმენი, რუსეთის მოქალაქე ევგენი კოზლოვიჩი მოკლეს. გარდაცვლილის გვამი ახლობლებმა რუსთაველის ქუჩაზე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში აღმოაჩინეს და შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.
გასული წლის დეკემბერში, სოფლის მეურნეობის მინისტრი აჭარაში ორჯერ ჩამოვიდა იმ მიზნით, რომ აჭარაში ციტრუსის სეზონის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაცნობოდა. ვიზიტის ფარგლებში მინისტრს თან ახლდა ოთხი პირი. ორივე ვიზიტის ფარგლებში ბიუჯეტიდან ჯამში 2160 ლარი და 300 ლიტრი ბენზინი დაიხარჯა.
დღეს ქობულეთში დაცვის პოლიციამ ერთ-ერთი სახლის მეპატრონე ყოფილ საკუთრებაში არ შეუშვა. პეტრო ტკაჩის ოჯახი იპოთეკით დაზარალებულთა რიცხვშია და ბანკმა ვალის გამო სახლი გაუყიდა.
დღეს გადაწყდა, რომ გამოსაცდელი ვადით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს შორენა ღლონტი უხელმძღვანელებს. შორენა ღლონტი ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ჟურნალისტი იყო, მანამდე კი „გურია ნიუსში“ მუშაობდა. სამომავლო გეგმების შესახებ აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი „ბათუმელებს“ ტელეფონით ესაუბრა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში 4 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი დასრულდა. საკონკურსო კომისია მთელი დღის მანძილზე განიხილავდა კანდიდატებს საბოლოოდ კი სამი ახალი თანამშრომელი შეარჩია.
<!** Image 1 align="left" width="360" height="2848" >
ჩაქვში, სოფელ ხალაში მეციტრუსეებმა მანდარინი მდინარეში გადაყარეს. ხალაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლები და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ირაკლი ბარამიძე იყო ჩასული. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ციტრუსის სეზონს წარუმატებელს უწოდებს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 2013 წლის დეკემბრის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 3 477 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 96.6 პროცენტი სამეწარმეო სუბიექტია, ხოლო 3.4 პროცენტი – არასამეწარმეო სუბიექტი. ამასთან, სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 2.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 20.1 პროცენტით შემცირდა.
<!** Image 1 align="left" width="360" height="2403" >
ბათუმის ცენტრში მდებარე Miracle Park-ის ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია. პარკის ტერიტორია დანაგვიანებულია და სხვადასხვა ნივთებით არის სავსე.
პარკის მიმდებარედ განთავსებულია ბათუმის დრამატული თეატრი, პოლიციის განყოფილება, სასტუმრო „რედისონი“, ანბანის კოშკი და ეშმაკის ბორბალი. იქვეა ნავსადგური.
<!** Image 2 align="middle" width="600" height="1536" >
<!** Image 4 align="middle" width="600" height="1536" >
<!** Image 7 align="middle" width="600" height="1536" >
<!** Image 11 align="middle" width="600" height="1536" >
<!** Image 12 align="middle" width="600" height="1536" >
<!** Image 17 align="middle" width="600" height="1536" >
<!** Image 21 align="middle" width="600" height="1536" >
<!** Image 22 align="middle" width="600" height="1536" >
<!** Image 23 align="middle" width="600" height="1536" >
<!** Image 1 align="left" width="300" height="768" >
საახალწლო ღონისძიებებზე აჭარის მაღალმთიანეთში ყველაზე მეტი თანხა ქედის მუნიციპალიტეტმა გახარჯა, საახალწლო განწყობის შექმნის მიზნით ქედის გამგეობამ მუნიციპალიტეტის ცენტრში ნაძვის ხის მოსაწყობად, საშობაო კონცერტის ინვენტარისა და 10 თემის ადმინისტრაციული შენობებისთვის ნაძვისხეების შესაძენად 12 800 ლარი გათვალა და ტენდერი აღნიშნულ თანხაზე გამოაცხადა.
„ეს არის ანსამბლი, რომელიც ენთუზიაზმზე მუშაობს” – ასე აფასებს ბათუმის უნივერსიტეტის სამოცდახუთწლიანი ისტორიის მქონე ანსამბლ „ტბეთს” ქორეოგრაფ-ხელმძღვანელი ზურა სვანაძე. აჭარული, ქალთა ხორუმი, მთიელ ქალ-ვაჟთა ცეკვა, ვაჟთა მოხევური, ფარიკაობა, აფხაზური და თუშური – ეს იმ ცეკვების ჩამონათვალია, რომლებსაც ანსამბლი ასრულებს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ირაკლი ბარამიძის დღევანდელ ბრიფინგს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ზაურ ფუტკარაძე გამოეხმაურა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:
ზოგიერთი საჯარო დაწესებულებისთვის კვლავაც ძალაშია წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრებული პრაქტიკა – პრემიის სახით მიღებული თანხის შესახებ ინფორმაციის დამალვა საზოგადოებისთვის. წელს საქართველოს შვიდმილიარდიანი ბიუჯეტიდან ერთ მილიარდზე მეტი ლარი საჯარო მოხელეების ხელფასებსა და პრემიებზე დაიხარჯება.
ბათუმის დელფინარიუმში 8 დელფინი ცხოვრობს. მაია, ზორო, ციცი, მონიკა, ნინი, ფლიპერი, კვირია და მარკო. კვირია და ნინი დელფინებს შორის ყველაზე პატარები არიან. ისინი ბათუმის დელფინარიუმში დაიბადნენ.
ზამთრის სეზონის მიუხედავად დელფინარიუმში შოუები ახლაც მიმდინარეობს. კვირაში სამჯერ მსურველებს დელფინების მონაწილეობით შოუ პროგრამის ხილვა შეუძლიათ.
აჭარის სამაშველო სამსახურის მაშველებმა ხობში, ჭაობიან ტერიტორიაზე ოთხი დღის წინ დაკარგული 65 წლის მოხუცი გარდაცვლილი იპოვეს. სამაშველო ოპერაციაში აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს მყვინთავები მონაწილეობდნენ.
ბათუმის მერიაში, დღეს, წვევამდელების ტრანსპორტირებაზე გამოცხადებული გამარტივებული ტენდერი დასრულდა. ელექტრონულ ვაჭრობაში მხოლოდ ერთი იურიდიული პირი, შპს „ავტოკლასი“ მონაწილეობდა. მერია გამარჯვებულს ორი დღის განმავლობაში დაასახელებს.
<!** Image 1 align="left" sub="ნატალია ზოიძე" width="360" height="1504" >შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევით ცენრტრის“ დირექტორი ნატალია ზოიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“ წევრების განცხადებას პასუხობს.
ნატალია ზოიძის განცხადებით, პრობლემები, რომელიც „6 მაისის პარკში“ და, ზოგადად, მათი მმართველობის ქვეშ მყოფ ორგანიზაციებში დაგროვდა, სწორედ მერიისგან მიიღეს მემკვიდრეობით.
ინფორმაცია, რომ ბათუმის მერს – ჯემალ ანანიძეს ახალი მთავრობა გადაყენებას უპირებს, უტყუარია. ამ თემაზე კონსულტაციები უკვე ერთი კვირაა გრძელდება. ცნობილია ჯემალ ანანიძის შემცვლელის ვინაობაც – ის გია ერმაკოვია, რომელიც ამჟამად ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. საკრებულოს 13 წევრი, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დაუჭერს მხარს მოქმედი მერის გადაყენებას. მერის გადაყენების მოთხოვნის შესახებ ინფორმაციას არც მერი ადასტურებს და არც საკრებულოს თავმჯდომარე.
ამ წუთებში ჩაქვში, აჭარის უმაღლესი საბჭოს წინ 500 მდე ადამიანი ელექტროენერგიის მიღების მიზნით, გამაფრთხილებელ აქციას მართავს. აქციაში ბათუმის სხვადასხვა დასახლებაში მცხოვრები ეკომიგრანტები და სოციალურად დაუცველები მონაწილეობენ. მათ შორის 53 -ე და 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრებნიც არიან.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა.
სოფლებში საზოგადოებრივი ცენტრები გასულ წელს 80 000–მდე მოქალაქეს მოემსახურა, წელს კი მსგავსი ცენტრი ქობულეთში გაიხსნება.
41 მიზეზი, რამაც ციტრუსის სეზონის წარუმატებლობა განაპირობა – დღეს გამართულ ბრიფინგზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ირაკლი ბარამიძემ წარმოადგინა.
„6 მაისი პარკის ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია, დაზიანებულია ღამის განათებები და დაყრილია ნაგავი. ჩაბნელებულ პარკში საღამოს საათებში სეირნობა ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან არ არის უზრუნველყოფილი მოქალაქეების უსაფრთხოება“- ეს განცხადება დღეს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“ წევრებმა გააკეთეს.
„ვინ ვის წინაშეა პასუხისმგებელი ტელევიზიაშია“, „როგორ უნდა აიცილო თავიდან მთავრობის პიარი და როგორ მოახერხებ იმას, რომ მისი საქმიანობის დაბლოკვა არ გამოგივიდეს“, „რას ფიქრობთ ტელევიზიის თანამშრომლების დასჯისა და წახალისების რა ფორმაა უმჯობესი“, „როგორ აპირებ შიდა კონკურენციის გაზრდას“ – ეს იმ კითხვების ნაწილია, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში გამოცხადებულ ვაკანსიებზე დღეს კონკურსანტ ირინა ყურუას კომისიის წევრებმა დაუსვეს.
მაღალმთიანი აჭარის ქედის, შუახევისა და ხულოს საჯარო სკოლებში სხვადასხვა საგნის მასწავლებლის ვაკანსიაა.
სოციალურად დაუცველების, მრავალშვილიანებისა და ეკომიგრანტების აქციაა დაგეგმილი დღეს ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს შენობასთან.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მთავრობის არაკოორდინირებულ მუშაობაზე აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ ხელისუფლების შეუთანხმებელი მუშაობა საბოტაჟის ეჭვს აჩენს, რაც ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას აფერხებს. ასოციაციაში თვლიან, რომ სახელმწიფო სტრუქტურების არაკოორდინირებული მუშაობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ჯვარი–ხორგას ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გარშემო შექმნილი მდგომარეობა.
დღეს გონიოში, ანდრია პირველწოდებულის დასახლებაში მცხოვრებმა მოსახლობამ ბათუმი-სარფის დამაკავშირებელი გზა გადაკეტა. ისინი გონიოში მდებარე პარკის გაჩეხვას აპროტესტებენ. ინვესტორმა, რომელიც ზღვის სანაპირო ზოლში მშენებლობის დაწყებას აპირებს, პარკში 5 ფიჭვის ხე მოჭრა.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის ავტომანქანას არემონტებენ.