სიახლეები

შეხვდრა ციტრუსის გაყიდვის საკითხზე

19.12.2013
შეხვდრა ციტრუსის გაყიდვის საკითხზე

 

მანდარინის სეზონთან და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „უხუცეს ექსპერტთა კავშირის“ წევრებმა, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე როსტომ შერვაშიძესთან ერთად იმსჯელეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადილე შეხვერდით კმაყოფილი დარჩა:

„შეხვერდრაზე განვიხილეთ, სოფლის-მეურნეობის საკითხები, ძირითადად ციტრუსის დამზადება-გადატანა-გასაღება სხვა ქვეყნებში. კარგად მომისმინეს, კმაყოფილი მივდივარ. მათი მთავარი სათქმელი იყო ის, რომ გლეხს არ დარჩეს მოკრეფილი ციტრუსი. წელს მოსავალი ძალიან დიდია, ასეთი მოსავალი 20 წლის უკან ყოფილა. ვცდილობთ არა მარტო ახალ წლამდე, შემდეგშიც გავაგრძელოთ რაალიზება სხვა ქვეყნებში“.

მინისტრის მოადგილისვე თქმით, ამ ეტაპზე გატანილია 29 ათასი ტონა ციტრუსი უკრაინაში, ბელორუსში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და მოლდოვაში. ხოლო შიდა ბაზარზე გაყიდულია 2 ათას ტონა ციტრუსი.

„უხუცეს ექსპერტთა კავშირის“ თავმჯდომარე, თამაზ ცინცაძე დადებითად აფასებს სახელმწიფო მოხელესთან შეხვედრას:

„დამაიმედებელი იყო მისი [მინისტრის მოადგილის] განცხადება. ცუდი ამინდების გამო მოსახლეობა დაზარალდა, ხელისუფლება კი ცდილობს ხელი შეუწყოს და იმედი არ გაუცრუვდეს. მან ასევე, აღნიშნა, რომ თუ მის მიერ დამზადებული ციტრუსი გადაკვეთს საზღვარს, ყოველ დამზადებულ ხარისხიან ციტრუსზე დამატებით მიიღებს 15 თეთრს, ხოლო წუნდებულ პროდუქციაზე 10 თეთრს“.

არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირი ყოველ ოთხშაბათს იკრიბება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში და განიხილავს იმ საკითხებს, რაც საზოგადოებას აინტერესებს. იწვევენ საკითხთან მიმართებაში კომპეტენტრურ პირს და პრობლემის გადაწყვეტაზე მსჯელობენ.

შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა მომავალი შეხვედრა, რომელიც 8 იანვარს შედგება და განიხილავენ საახალწლო პერიოდში ციტრუსის რეალიზების შედეგს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: