სიახლეები

„ადაპტირებული ავტობუსები მოუხერხებელია შშმ პირებისათვის“

23.12.2013
„ადაპტირებული ავტობუსები მოუხერხებელია  შშმ პირებისათვის“

თამაზ მჟავანაძე

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა  წარმოადგინეს კვლევის ფოტომასალაც, რომელზეც ასახულია ეტლით მოსარგებლესათვის გადაადგილების ხელისშემშლელი გარემო.

ავტობუსებში ჩატარებული კვლევის მონაწილე გიგი ჩაჩავა ამბობს, რომ დახმარების გარეშე ავტობუსში ეტლით შეუძლებელია ასვლა, ეტლის გასაჩერებელი ადგილი ახლოსაა ამორტიზატორებთან, რის გამოც მგზავრობის დროს იწვევს ზურგის ტკივილს. ასევე, ავტობუსში ორ ეტლზე მეტი ვერ მოთავსდება.

ორგანიზაციის თავმჯდომარემ  თამაზ მჟავანაძემ აღნიშნული პრობლების შესახებ  ქალაქის მერიასა და ავტოტრანოსპორტს მიმართა. ორგანიზაციას აინტერესებს, რამდენი ადაპტირებული ავტობუსი ემსახურება შშმ პირებს,  რამდენი შშმ პირი სარგებლობს მისით და  რა თანხა დაიხარჯა ბიუჯეტიდან მათ შესაძენად.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: