აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს (შემდგომში REAP) საქართველოში ახორციელებს კომპანია CNFA, ქვეკონტრაქტორების – კომპანია CARANA და კომპანია WFLO (მსოფლიოს სურსათის ლოჯისტიკური ორგანიზაცია) დახმარებით. REAP სოფლად შემოსავლებისა და დასაქმების ზრდას ისახავს მიზნად აგრობიზნესში ინვესტიციების მოზიდვის და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფის გზით. ტექნიკური დახმარებით ისარგებლებენ ის საწარმოები, რომლებიც ამარაგებენ მცირე და საშუალო აგრობიზნესებს პირველადი წარმოებისათვის საჭირო მასალებით (თესლი, ნერგები, სასუქი, მცენარეთა დაცვის საშუალებები და ა.შ.) ან უწევენ მათ სხვადასხვა მომსახურებას (კონსულტაციები, ტრენინგები, ინფორმაცია და ა.შ.). REAP ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების მოზიდვას, შეამცირებს სოფლად მცირე და საშუალო საწარმოებისა და მეწარმეთათვის არსებულ რისკ – ფაქტორებს, გააძლიერებს მდგრად კომერციულ კავშირებს მწარმოებლებს, მიმწოდებლებს, დამამზადებლებს და ადგილობრივ ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.
REAP გამოსცემს წინამდებარე მოთხოვნას დაინტერესების გამოხატვის შესახებ (EOI) სათანადო კვალიფიკაციის მქონე ბიზნეს–მომსახურების მიმწოდებელი ქართული ორგანიზაციების მხრიდან. ეს ორგანიზაციები მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) კომერციულ საკონსულტაციო კომპანიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საგანმანათლებლო ინსტიტუტებს და დარგობრივ ასოციაციებს. EOI-ის მიზანია აგრობიზნესის დარგში ბიზნეს–კონსულტაციების და ტრეინინგის მომსახურების განხორციელება ქვემოთ ჩამოთვლილ ტექნიკურ სფეროებში:
- ბიზნესის ადმინისტრირება, მიწოდების ჯაჭვის მართვა და მარკეტინგი
- ფერმერთა ტრეინინგი და ტექნოლოგიების და ჯიშების დემონსტრაცია
- ხარისხის სტანდარტები და სერტიფიცირება
- მოსავლის აღების შემდეგ პროდუქციის დაბინავების, შენახვის და გადამუშავების ტექნოლოგიები
- ადამიანური რესურსების მომზადება
- სპეციალური ინიციატივები
შერჩევის პროცესის I ეტაპზე REAP განსაზღვრავს მინიმუმ 5 ბიზნეს–მომსახურების მიმწოდებელს (BSP), რომლებიც გაუწევენ მომსახურებას REAP–ს, აგრობიზნესებს და ფერმერებს პროექტის პირველი წლის და შემდგომი პერიოდის განმავლობაში.
შერჩევა ხდება შემდეგი კრიეტერიუმების საფუძველზე:
- ორგანიზაციის/კომპანიის გამოცდილება (კომპანიის და/ან მისი პარტნიორების და ძირითადი პერსონალის გამოცდილება);
- თანამშრომელთა კვალიფიკაცია (პარტნიორების/ძირითადი პერსონალის პირადი საკვალიფიკაციო მონაცემები (CV));
- კომპეტენციის სფერო (კომპანიის და/ან მისი პარტნიორების ძირითადი პერსონალის პროფესიული გამოცდილება აგრობიზნესის დარგში);
- რეგიონში მუშაობის გამოცდილება (კომპანიის საკონსულტაციო ქსელის მასშტაბი, მცირე ქალაქებსა და სოფლებში სერვისების მიწოდების შესაძლებლობა და რესურსი);
- წარსულში განხორციელებული სამუშაო/სერვისები (განხორციელებული სამუშაოები და გაზომვადი შედეგები – მინიმუმ 5 მაგალითი, რეკომენდატორების მითითებით).
დაინტერესების შემთხვევაში საჭიროა განაცხადის და თანმდევი დოკუმენტების გაგზავნა ელ–ფოსტით შემდეგ მისამართზე: bsp@georgiareap.org არა უგვიანეს 2013 წლის 31დეკემბრის 17 საათისა. განაცხადის ფორმა და შესაბამისი დოკუმენტები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://www.jobs.ge/66177/ გთხოვთ ელ.წერილის თემის სტრიქონში მიუთითოთ თქვენი კომპანიის სახელწოდება და“REAP BSP EOI”.
ცხელი ხაზი: 595 030361