აქცია საკრებულოს თავმჯდომარის მისაღებში

 

ამ წუთებში ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მისაღებში მჯდომარე აქცია მიმდინარეობს. 

ბათუმში მანდარინის ფორუმი მიმდინარეობს

 

დღეს, ბათუმში  სასტუმრო „შერატონში“  ციტრუსის მოსავლისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მანდარინის სექტორის რიგით მეორე ფორუმი მიმდინარეობს. 

არც ერთი ახალი კადრი უმაღლეს საბჭოში

 

 

აჭარის უმაღლეს საბჭოში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში თანამდებობები უმაღლესი საბჭოს უკვე მოქმედმა საჯარო მოხელეებმა დაიკავეს.  ისინი კონკურსამდე აღნიშნულ თანამდებობეზე მოვალეობის შემსრულებლებად იყვნენ დანიშნული.  

 

„კონკურსის წესით თანამდებობები დაიკავეს კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის მოვალეობის შემსრულებლებმა.” – აღნიშნულია ოფიციალურ წერილში, რომელსაც ხელს უმაღლესი საბჭოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, ჯამბულ კურცხალიძე აწერს. 

არასამთავრობოების განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

 

არასამთავრობოები საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას აკეთებენ და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ უზრუნველყონ ახალი კონკურსის ორგანიზება, ძველი კომისიის შემადგენლობის პირობებში.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დახმარება იზრდება

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტი 2014 წელს ცხრა პროგრამას განახორციელებს. დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლელა სურმანიძის განმარტებით,  აქედან  ხუთი ახალ პროგრამაა. 

„ბათუმური საღამოები“ – ფესტივალი ბათუმში

 

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი მუსიკალური ფესტივალისთვის, „ბათუმური საღამოები“ ემზადება. 

ხანძრის გამომწვევ მიზეზს კრიმინალისტები დაადგენენ

 

ხელვაჩარის მუნციპალიტეტში ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად ამ წუთებში, კრიმინალისტები მუშაობენ. 

ევროკავშირის რჩეული ფილმები ბათუმში

 

 

7-16 თებერვლის ჩათვლით, ევროკავშირის კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალზე ის ფილმები იქნება წარმოდგენილი, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ შეარჩია.  სულ 24 ფილმი იქნება ნაჩვენები. 

45 მლნ წყლის სისტემების რეაბილიტაციისთვის

 

 

დღეს, ბათუმის მერიაში ქალაქის წყლისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის მესამე ფაზის სამუშაოების შესრულებაზე გამოცხადებული ტენდერის პაკეტები გაიხსნა, რომლითაც ტენდერში მონაწილე კომპანიების ტექნიკური მხარე უნდა შეფასდეს.

 

აღნიშნული ტენდერი ჩაქვში წყალმომარაგების ქსელის, წყლის რეზერვუარების, სეპტიკური საცავებისა და ნარჩენი წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს. ტენდერი ასევე მოიცავს წყალმომარაგების ქსელის მშენებლობას მწვანე კონცხისა და მახინჯაურის დასახლებებში.

„ოჯახური იდილია“ დრამატულ თეატრში

 

 

ხუთშაბათს, 30 იანვარს ბათუმის დრამატულ თეატრში,  რეჟისორ იური ცანავას ერთმოქმედებიანი კომედია – „ოჯახური იდილია“ იქნება ნაჩვენები.

 

დასაწყისი 19:00 საათზე

ბილეთის ფასი: 2-5 ლარი

 

უმაღლესი საბჭოს წევრი, ბორდის დაკომპლექტებას თამაშს უწოდებს

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრემ ზამბახიძემ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ პრესკონფერენცია გამართა.

 მან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ორჯერ წარდგენილი გენო გელაძის კანდიდატურის არ დამტკიცებაზე ისაუბრა.

„ამის შემდეგ ნებისმიერ კანდიდატი იქნება უმრავლესობის ლობირებული. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შერჩევა ერთგვარ თამაშს დაემსგავსა“. 

საკრებულოს მრჩეველთა საბჭოში წევრები შეიცვლებიან

 

თვითმმართველ ქალაქ ბათუმის საკრებულოსთან არსებულმა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ,  წევრების განახლება დაიწყო. 
 29 იანვრს 18:00 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართება საზოგადოებრივი ორგანზიაციებისა და მედია საშუალებების ერთიანი ფორუმი (კონსულტაცია), სადაც მოხდება შესაბამისი სექტორიდან ორი წარმომადგენელის არჩევა. 

პასუხი სოფლის მეურნეობის მინისტრს

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ზაურ ფუტკარაძის სატელევიზიო კომენტარს ბრიფინდით ეხმაურება. ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, მინისტრის გამონათქვამები აღიქმება არასამთავრობო ორგანიზაციის შეზღუდვისა და დისკრიმინაციის მცდელობად. 

შესაძლოა ბათუმში არსებული ყველა საშაურმე შემოწმდეს

 

სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენელი თამარ ბერძენიშვილი ამბობს, რომ: „ახლა დასვენების დღეებია

ბათუმში მოწამლულთა რიცხვი იზრდება

<!** Image 1 align="" width="600" height="640" > 

„ყოველ წუთს იცველება მდგომარეობა.  ჩაბარებული გვაქვს პირნაღები და ფეკალური მასა. ლაბორატორიული კვლევის საბოლო შედეგები ჯერ არა გვაქვს. 

წიგნები ფასდაკლებით პრესკაფეში

 

20% და 60%-იანი ფასდაკლებით, ბათუმის  პრესკაფე წიგნების გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს. 

ბათუმში მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილის საქმეს პროკურატურა იძიებს

 

ბათუმის სამშობიარო სახლში, მშობიარობის შემდეგ 29 წლის ქალი დაიღუპა. მან პირველი შვილი გააჩინა. ბავშის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 

ნაფიც მსაჯულებმა გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს

 

  თბილისის საქალაქო სასამართლოში,  თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა გამამართლებელი ვერდიქტი მიიღო და განსასჯელები ყველა  ბრალდებაში   უდანაშაულოდ სცნო.   

ინტოქსიკაციის მიზეზად შაურმას ასახელებენ

 

 

ღებინებით, მუცლის ტკივილისა და სისუსტის შეგრძნებით,  ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტთა რიცხვი   იზრდება. 

მოსწავლეების აქცია

 

მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დღეს ბათუმში აქცია გამართეს, „დავიცვათ კანონი“, „ არ მიყიდოთ ლუდი და სიგარეტი სკოლის მოსწავლეებს“. 

საკუთარი თავის დიზაინერი

“ჩემში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს, მრავალფეროვანი ვარ, ხელოვნების გარეშე პრაქტიკულად არ შემიძლია, თუმცა მომავალი პროფესია ამ სფეროს არ დავუკავშირე, ინგლისურ ენას ვსწავლობ. სამწუხაროდ საქართველოში არ არის პერსპექტიული ხელოვნება, ამის გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება.” – 21 წლის ანა დიასამიძე მესამე კურსის სტუდენტია, ანას სავიზიტო ბარათი მისი ჩაცმულობის სტილია, ყველასგან გამორჩეული და ელეგანტური. 

შავი ზღვის საკრუიზო პლატფორმის სამუშაო შეხვედრა ტრაბზონში

 

24-25 იანვარს  ტრაბზონში  შავი ზღვის საკრუიზო პლატფორმის სამუშაო შეხვედრა იმართება.  შეხვედრაში მონაწილეობას  აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები იღებენ.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის გადადგომას ითხოვენ

 

ასოციაცია „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსათვის“  აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის  გადადგომას ითხოვს.

ქობულეთელი ხანდაზმულების სოლიდარობა უკრაინელ ხალხს

 

ქობულეთის ხანდაზმულთა  რესურს ცენტრის  ბენეფიციარები ევრომეიდანზე შეკრებილ უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ. ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ თავის ფეისბუქის გვერდზე  განცხადებას ავრცელებს. 

ხელვაჩაურში მეწყერმა ერთი მოსახლე დააზარალა

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტ სოფელ კიბეში კლდიდან მონგრეულმა ქვამ  ჩოხარაძეების სახლი დაანგრია. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.  ამ დროს სახლში ოჯახის რამდენიმე წევრი იმყოფებოდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. 

მემორანდუმი ბათუმის საზღვაო აკადემიასა და კორეის საზღვაო ინსტიტუტს შორის

 

ბათუმის საზღვაო აკადემიასა და კორეის საზღვაო ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.  რაც საზღვაო აკადემიასა და კორეის საზღვაო ინსტიტუტს შორის საზღვაო კვლევითი საქმიანობის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.  

 

შუახევის ბიბლიოთეკას ახალი წიგნები გადაეცა

 

ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტის ფარგლებში  შუახევის ცენტრალურ ბიბლიოთეკას სამასზე მეტი წიგნი გადაეცა.    წიგნები შუახევში ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ჩაიტანა.  

ვისია ქუჩა

 

რატომ არის ჩვენი ქალაქის ქუჩები და სადარბაზოები მოუწესრიგებელი და დანაგვიანებული, რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ ვიცხოვროთ სუფთა ქალაქში პასუხისმგებელია თუ არა მოქალაქე იზრუნოს გარემოზე –  დღეს ამ საკითხებზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმსჯელეს. დისკუსიას, სახელწოდებით „ქართული საზოგადოება და მისი მოქალაქეობრივი თვითშეგნება“, საზოგადოებრივი საქმიანობით დაინტერესებული მოქალაქეები, სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. 

 

სოლიდარობა უკრაინელ ხალხს – აქცია ბათუმში

 

 „სოლიდარობა უკრაინელ ხალხს – Солідарність до українського народу“ –  ამ სახელწოდებით აქცია დღეს ბათუმში გაიმართა. 




 

სოფლის რწმუნებულებს თაღლითობაში დებენ ბრალს

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების – სილაბაურისა და კაპრეშუმის თემის რწმუნებულებს სასამართლომ გირაოს სახით 20 ათასი ლარი შეუფარდა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს დილით გამართულ წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მიიღო.  

ბათუმის დინამო ჯერ-ჯერჯერობით ეკიპირებისა და ანტალიის გარეშე რჩება

 

საფეხბურთო კლუბმა „დინამო ბათუმმა“ შეკრება თურქეთის ქალაქ ანტალიაში უნდა გაიაროს, რისთვისაც  კლუბი მაქსიმუმ 58 ათას 500 ლარს გადაიხდის. თანხა ქალაქის ბიუჯეტიდან გამოიყოფა, ვინაიდან კლუბის მფლობელი ბათუმის მერიაა.

სასწავლო ტრენინგ-პროგრამები საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებისთვის

 

ა(ა)იპ „აჭარის განათლების ფონდი“-ს ბათუმის მასწავლებლის სახლი, აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს, პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ, მოკლევადიან და გრძელვადიან სასწავლო ტრენინგ-პროგრამებს სთავაზობს.  

402 განცხადება 10 ვაკანსიაზე უმაღლეს საბჭოში

 

 

აჭარის უმაღლეს საბჭოში ვაკანტური თანამდებების დასაკავებლად გამოცხადებულ საჯარო მოხელეთა  კონკურსში ათ ვაკანსიაზე 402 განცხადებაა შესული. ყველაზე მეტი – 64 განცხადება საორგანიზაციო და საქმის წარმოების დეპარტამენტის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზეა შესული. მეორე მოთხოვნადი თანამდებობა, სადაც 62 განცხადებაა შესული, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის აპარატის წამყვანი სპეციალის ადგილი აღმოჩნდა. 

ქობულეთში კულტურის სახლი აშენდება

 

ქობულეთში ახალი კულტურის სახლი აშენდება, რისთვისაც 2 636 500 ლარი დაიხარჯება. ნაგებობის პროექტი ორი წლის წინ ესპანელი სპეციალისტების მიერ დამუშავებული ესკიზური პროექტის საფუძველზე მომზადდა. კულტურის სახლი 400 ადგილიანი იქნება. იგი ქალაქის ცენტრში, მუნიციპალიტეტის შენობის წინ აშენდება. 

დისკუსია პრესკაფეში: „საშობაო ეპისტოლე – აქცენტები და მინიშნებები“

 

დღეს, 18:00 საათზე, პრესკაფეში გაიმართება სტუდენტური დისკუსია თემაზე: „საშობაო ეპისტოლე – აქცენტები და მინიშნებები“.

ბათუმში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

 

 „სოლიდარობა უკრაინელ ხალხს – Солідарність до українського народу“ – ამ სახელწოდებით  ხვალ, ბათუმში, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. 

Exit mobile version