Batumelebi | აქცია საკრებულოს თავმჯდომარის მისაღებში აქცია საკრებულოს თავმჯდომარის მისაღებში – Batumelebi
RU | GE  

აქცია საკრებულოს თავმჯდომარის მისაღებში

 

ამ წუთებში ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მისაღებში მჯდომარე აქცია მიმდინარეობს. 

 

 სოციალურად დაუცველები თავშესაფარს მოითხოვენ.  ისინი საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი ჩავლეიშვილსაც შეხვდენ.

 „აქედან მანამდე არ წავალთ სანამ არ დააკმაყოფილებენ ჩვენს  მოთხოვნას“-განაცხადა  სოციალურად დაუცველმა შუშანა შაინიძემ. ის ამბობს, რომ ქირის საფასურს ვერ იხდის, რის გამოც ბინიდან ასახლებენ.

ირაკლი ჩავლეიშვილმა “ბათუმელებს“ უთხრა, რომ ორ ოჯახს მახინჯაურის ტერიტორიაზე არსებულ შენობაში შესვლა შესთავაზა, მათ კი პირობები დაიწუნეს და უარი განაცხადეს.

„ამ ადამიანებს შევთავაზეთ მახინჯაურის დედათა და ბავშვთა სარეაბილიტაციო  ცენტრში დღესვე გადაყვანა, რომელიც გარემონტებულია, არის ცალკე ოთახი,  ტელევიზორით, თბილი წყლით, მაგრამ უარი გვითხრეს. მათი მოთხოვნაა ბინების  საკუთრებაში გადაცემა. ჩვენ საბინაო ფონდი გვაქვს, მაგრამ ასე ვერ დავარიგებთ მათ, რადგან 1700 ოჯახი დგას     აღრიცხვაზე, რომელებიც ასევე მოითხოვენ ბინებს“.

 

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მისაღები

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი