დღეს, 18:00 საათზე, პრესკაფეში გაიმართება სტუდენტური დისკუსია თემაზე: „საშობაო ეპისტოლე – აქცენტები და მინიშნებები“.
7 იანვარს საზოგადეობამ მოისმინა საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორეს საშობაო ესპისტოლე, რომელსაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.
დისკუსია მზადდება „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პიპულარიზაცია“. პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით.
მომხსენებლები იქნებიან სტუდენტები: თამარ ბაუჯაძე და მირიან ცეცხლაძე.