ფესტივალს 12 თებერვალს ალეკო აბაშიძის ფოტოგამოფენა „ფესტივალიდან ფესტივალამდე“ გახსნის. იმავე დღეს გაიმართება კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომელშიც ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის, რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლისა და მელიტონ ბალანჩივაძის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.
ფესტივალში მონაწილეობას ნინო ქათამაძე, რომა რცხილაძე და სოფო ხალვაში მიიღებენ. 27 თებერვალს მუსიკალური ცენტრის სოლისტის, ევროპაში მოღვაწე ტენორის ირაკლი კახიძის სოლო კონცერტი „წვიმიანი მზიანეთი“ გაიმართება.
„ბათუმური საღამოები“ 1 მარტს ანრი ჯოხაძის კონცერტით დასრულდება.