მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დღეს ბათუმში აქცია გამართეს, „დავიცვათ კანონი“, „ არ მიყიდოთ ლუდი და სიგარეტი სკოლის მოსწავლეებს“.
აქციის მონაწილეებმა ამ მოწოდებით რამდენიმე ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს და ბუკლეტები მაღაზიების გამყიდველებს დაურიგეს. მე-14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები ამ ფორმით ცდილობენ საზოგადოების ინფორმირებას, რომ არ შეიძლება სკოლის მოსწავლეებს გამყიდველებმა ალკოჰოლი და სიგარეტი მიყიდონ.