ა(ა)იპ „აჭარის განათლების ფონდი“-ს ბათუმის მასწავლებლის სახლი, აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს, პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ, მოკლევადიან და გრძელვადიან სასწავლო ტრენინგ-პროგრამებს სთავაზობს.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, დაინტერებულმა პირებმა რეგისტრაციის ფორმის შესაბამისად, განაცხადი უნდა წარადგინონ ბათუმის მასწავლებელთა სახლში, შემდეგ მისამართზე – ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა №121, პირველი სართული ან მიაწოდონ ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციას ან შესაბამისს რესურსცენტრს.
მსმენელებმა განაცხადში უნდა მიუთითონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული, მისთვის სასურველი საგნის კონკრეტული მოდული.
2014 წლის იანვარ-თებერვლისთვის ტრენინგების გრაფიკი და რეგისტრაციის ფორმა