ორშაბათს შევიკრიბებით და ალბათ დაიგეგმება უნდა შემოწმდეს თუ არა ყველა საშაურმე“. მისივე თქმით, ორშაბათისთვის თბილისიდან მონიტორინგის ჯგუფი ბათუმში მოდის, რომელიც კიდევ ერთხელ გააკეთებს დეტალურ შემოწმებას.
მანამდე კი სურსათის უვნებლობის სააგენტოს აღებული აქვს ნიმუშები თუ რა ინგრენდიენტებისაგან შედგებოდა საკვები და საიდან იძენდა აღნიშნული ობიექტი პროდუქციას.
თამარ ბერძენიშვილის განმარტებით, მასალები შესასწავლად თბილისშია გადაგზავნილი. პასუხი ოთხი დღის შემდეგ გახდება ცნობილი.