ნეტგაზეთი • RU

არც ერთი ახალი კადრი უმაღლეს საბჭოში

 

 

აჭარის უმაღლეს საბჭოში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში თანამდებობები უმაღლესი საბჭოს უკვე მოქმედმა საჯარო მოხელეებმა დაიკავეს.  ისინი კონკურსამდე აღნიშნულ თანამდებობეზე მოვალეობის შემსრულებლებად იყვნენ დანიშნული.  

 

„კონკურსის წესით თანამდებობები დაიკავეს კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის მოვალეობის შემსრულებლებმა.” – აღნიშნულია ოფიციალურ წერილში, რომელსაც ხელს უმაღლესი საბჭოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, ჯამბულ კურცხალიძე აწერს. 

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, კონკურსი 19 ვაკანტურ ადგილზე იყო გამოცხადებული.  საკონკურსოდ რეგისტრაცია 402-მა პირმა გაიარა.

„ბათუმელების“ მოთხოვნაზე, გაესაჯაროებინათ, კონკურსის წესით აყვანილი საჯარო მოხელეების ბიოგრაფიული მონაცემები (CV), უმაღლესმა საბჭომ უარი განაცხადა: „არ გვაქვს პერსონალური ინფორმაციის გაცემის უფლება“.

მოგვიანებით „ბათუმელების“ რედაქციას აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან დაუკავშირდნენ და განაცხადეს, რომ კონკურსის მეორე ეტაპი ჯერ არ დასრულებულა და ჯამბულ კურცხალიძე არასრულ ინფორმაციას ფლობდა.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე